სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი ევრო 2024-ზე: უეფა-მ თურქებს მხიარულება "ჩაუშალა" - დემირალის მიუღებელი ჟესტის გამო გამოძიება დაიწყო
სკანდალი ევრო 2024-ზე: უეფა-მ თურქებს მხიარულება "ჩაუშალა" - დემირალის მიუღებელი ჟესტის გამო გამოძიება დაიწყო

თურ­ქეთ -ავ­სტრი­ის შეხ­ვედ­რი­სას, ფი­ნა­ლურ ტურ­ში თურ­ქმა მცველ­მა მე­რიჰ დე­მი­რალ­მა ორი გოლი გა­ი­ტა­ნა და სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა ან­გა­რი­შით 2-1 გა­მარ­ჯვე­ბა იზე­ი­მა ჟეს­ტით, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რო­გორც "მგლის მი­სალ­მე­ბა".

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სიმ­ბო­ლო და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თურ­ქულ მე­მარ­ჯვე­ნე ექ­სტრე­მის­ტულ ჯგუფ­თან "რუხი მგლე­ბი".

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი უე­ფას ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩე­ნი­ლა. უფრო მე­ტიც, ამას გერ­მა­ნი­ის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მან დაგ­მო თურ­ქი მცვე­ლის ასე­თი ფორ­მით გა­მო­ხა­ტუ­ლი სი­ხა­რუ­ლი.

"თურ­ქი მე­მარ­ჯვე­ნე ექ­სტრე­მის­ტე­ბის სიმ­ბო­ლო­ებს ად­გი­ლი არ აქვს ჩვენს სტა­დი­ო­ნებ­ზე. ევ­რო­პის ფეხ­ბურ­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტის რა­სიზ­მის პლატ­ფორ­მად გა­მო­ყე­ნე­ბა სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია. ჩვენ ვე­ლით, რომ უეფა გა­მო­ი­ძი­ებს საქ­მეს და გა­ნი­ხი­ლავს სან­ქცი­ებს", - ავ­რცე­ლებს cnn გერ­მა­ნი­ის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ნენ­სი ფე­ზე­რის გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც X-ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა და იქვე აღ­ნიშ­ნა, რომ ჯგუ­ფი გერ­მა­ნი­ა­ში ყოფ­ნი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იქ­ნე­ბა.

  • გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, დე­მი­რალ­მა მისი ფოტო X-ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

“ჩემს გო­ნე­ბა­ში მხო­ლოდ სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბა სუ­ფევ­და. სწო­რედ ამი­ტომ გა­ვა­კე­თე ეს. ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თურ­ქულ იდენ­ტო­ბას­თან და მე ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ, რომ თურ­ქი ვარ. სი­ხა­რუ­ლი კი­დევ უფრო გა­მიმ­ძაფ­რდა მე­ო­რე გო­ლის შემ­დეგ, ამი­ტომ შე­ვას­რუ­ლე ეს ჟეს­ტი", - გა­ნუ­ცხა­და დე­მი­რალ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს თა­მა­შის შემ­დეგ.

თა­ვის მხრივ, ევ­რო­პის ფეხ­ბურ­თის მმარ­თველ­მა ორ­გა­ნომ, უე­ფამ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც წე­რია, რომ დე­მი­რა­ლის "სა­ვა­რა­უ­დო შე­უ­სა­ბა­მო ქცე­ვას" იძი­ებს.

"2024 წლის უე­ფას ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის 16-ფი­ნა­ლუ­რი ეტა­პის მატჩთან და­კავ­ში­რე­ბით, ავ­სტრი­ა­სა და თურ­ქეთს შო­რის, რო­მე­ლიც 2024 წლის 2 ივ­ლისს ლა­იფ­ციგ­ში გა­ი­მარ­თა, გერ­მა­ნი­ამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო უე­ფას დის­ციპ­ლი­ნუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის 31(4) მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად. თურ­ქე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ფეხ­ბურ­თე­ლის, მე­რიჰ დე­მი­რა­ლის არა­სა­თა­ნა­დო საქ­ცი­ე­ლის სა­ვა­რა­უ­დო ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით", - ნათ­ქვა­მია უეფა-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

CNN კო­მენ­ტა­რის­თვის თურ­ქე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას და­უ­კავ­შირ­და.

ოთხშა­ბათს გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ უეფა-ს მიერ დე­მი­რა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია.

“მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნი­შა­ნი “რუხი მგე­ლი“ არ არის გერ­მა­ნი­ა­ში აკ­რძა­ლუ­ლი სიმ­ბო­ლო, გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ბა­ტონ დე­მი­რა­ლის მი­მართ გა­მოვ­ლე­ნი­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი ქსე­ნო­ფო­ბი­აა. ჩვენ ვგმობთ პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ რე­აქ­ცი­ებს ის­ტო­რი­უ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი სიმ­ბო­ლო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თურ­ქეთ­მა და­ი­ბა­რა გერ­მა­ნი­ის ელჩი. თურ­ქე­თის შემ­დე­გი თა­მა­ში შა­ბათს ბერ­ლინ­ში, ევრო 2024-ის მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში ჰო­ლან­დი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­მარ­თე­ბა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Marvel
15

სხვას გამადიდებლით უყურებენ,ხელი სადმე თუ წაივლე ეგრევე გსჯიან,თავი არასწორედ გაიქნიე გსჯიან და თავად რასაც უნდა იმას აკეთებენ და სადაც უნდათ იქ :) ევროპა არის თანამედროვე საბჭოთა კავშირი :) ისინიც სჯიდნენ,ისინიც ათეისტები იყვნენ და მათაც ქონდათ ვარსკვლავები :) უბრალოდ ფერია ლურჯი და ის წითელი იყო :)

რაც შეეხება კომენტარებში წავიკითხე რომ უკრაინა რუსეთს განიხილავს ხალხი კიდე:) თუ მანდ ვერაფერს მიხვდით უკვე აზრიც აღარ აქვს:) უკრაინა სალასავით გაინაწილეს :) 

ზურა
27

100%-ით ვეთანხმები Alexandre-ს. ერთს დავამატებ: ბალტიის ქვეყნები უკრაინელებთან ერთად ყველაზე მეტად გააფთრებით რატომ გვესხმიან თავს, მგონი არ არის ძნელი მისახვედრი - იმიტომ რომ ყველაზე დიდ საფრთხეში ეგენი არიან უკრაინის მერე რუსეთის მხრიდან აგრესიისა და ვერ მოუნელებიათ ჩვენი ომში არ ჩართვა, რომ რუსეთს ჩვენსკენ გადმოეტანა ძალები და ყურადღება და ვეღარ მოეცალა მათთვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

სკანდალი ევრო 2024-ზე: უეფა-მ თურქებს მხიარულება "ჩაუშალა" - დემირალის მიუღებელი ჟესტის გამო გამოძიება დაიწყო

სკანდალი ევრო 2024-ზე: უეფა-მ თურქებს მხიარულება "ჩაუშალა" - დემირალის მიუღებელი ჟესტის გამო გამოძიება დაიწყო

თურქეთ -ავსტრიის შეხვედრისას, ფინალურ ტურში თურქმა მცველმა მერიჰ დემირალმა ორი გოლი გაიტანა და საფეხბურთო ნაკრებმა ანგარიშით 2-1 გამარჯვება იზეიმა ჟესტით, რომელიც ცნობილია როგორც "მგლის მისალმება".

როგორც აღმოჩნდა, სიმბოლო დაკავშირებულია თურქულ მემარჯვენე ექსტრემისტულ ჯგუფთან "რუხი მგლები".

აღნიშნული ფაქტი უეფას ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. უფრო მეტიც, ამას გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა. მან დაგმო თურქი მცველის ასეთი ფორმით გამოხატული სიხარული.

"თურქი მემარჯვენე ექსტრემისტების სიმბოლოებს ადგილი არ აქვს ჩვენს სტადიონებზე. ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის რასიზმის პლატფორმად გამოყენება სრულიად მიუღებელია. ჩვენ ველით, რომ უეფა გამოიძიებს საქმეს და განიხილავს სანქციებს", - ავრცელებს cnn გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ნენსი ფეზერის განცხადებას, რომელიც X-ზე გამოაქვეყნა და იქვე აღნიშნა, რომ ჯგუფი გერმანიაში ყოფნისას განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

  • გამარჯვების შემდეგ, დემირალმა მისი ფოტო X-ზე გამოაქვეყნა.

“ჩემს გონებაში მხოლოდ საზეიმო განწყობა სუფევდა. სწორედ ამიტომ გავაკეთე ეს. ეს დაკავშირებულია თურქულ იდენტობასთან და მე ძალიან ვამაყობ, რომ თურქი ვარ. სიხარული კიდევ უფრო გამიმძაფრდა მეორე გოლის შემდეგ, ამიტომ შევასრულე ეს ჟესტი", - განუცხადა დემირალმა ჟურნალისტებს თამაშის შემდეგ.

თავის მხრივ, ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, უეფამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ დემირალის "სავარაუდო შეუსაბამო ქცევას" იძიებს.

"2024 წლის უეფას ევროპის ჩემპიონატის 16-ფინალური ეტაპის მატჩთან დაკავშირებით, ავსტრიასა და თურქეთს შორის, რომელიც 2024 წლის 2 ივლისს ლაიფციგში გაიმართა, გერმანიამ გამოძიება დაიწყო უეფას დისციპლინური რეგლამენტის 31(4) მუხლის შესაბამისად. თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ფეხბურთელის, მერიჰ დემირალის არასათანადო საქციელის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით", - ნათქვამია უეფა-ს განცხადებაში.

CNN კომენტარისთვის თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას დაუკავშირდა.

ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უეფა-ს მიერ დემირალის წინააღმდეგ დისციპლინური გამოძიების დაწყება მიუღებელია.

“მიუხედავად იმისა, რომ ნიშანი “რუხი მგელი“ არ არის გერმანიაში აკრძალული სიმბოლო, გერმანიის ხელისუფლების მიერ ბატონ დემირალის მიმართ გამოვლენილი რეაქციები ქსენოფობიაა. ჩვენ ვგმობთ პოლიტიკურად მოტივირებულ რეაქციებს ისტორიული და კულტურული სიმბოლოების გამოყენებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

მოგვიანებით, თურქეთმა დაიბარა გერმანიის ელჩი. თურქეთის შემდეგი თამაში შაბათს ბერლინში, ევრო 2024-ის მეოთხედფინალში ჰოლანდიის წინააღმდეგ გაიმართება.

ასევე იხილეთ: