მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამოღებულია მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, ნაპოვნია შავი ყუთი" - კატასტროფის ადგილზე, რომელსაც პილოტი ემსხვერპლა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა
"ამოღებულია მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, ნაპოვნია შავი ყუთი" - კატასტროფის ადგილზე, რომელსაც პილოტი ემსხვერპლა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის კუთ­ვნი­ლი სუ-25 ტი­პის საფ­რე­ნი აპა­რა­ტის კა­ტას­ტრო­ფის ად­გილ­ზე, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი დას­რულ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

  • მა­თი­ვე ცნო­ბით, ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­ნა­ყო­ფებ­მა.

“საქ­მე­ზე ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­საგ­რო­ვებ­ლად შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში რამ­დე­ნი­მე ჰექ­ტარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მოხ­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დე­ტა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. შე­დე­გად, ნა­ნა­ხი და ამო­ღე­ბუ­ლია საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია საფ­რე­ნი აპა­რა­ტის ნა­წი­ლე­ბი და ნა­პოვ­ნია შავი ყუთი.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ამო­ღე­ბუ­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტა­ცია, გა­მო­ი­კი­თხნენ მოწ­მე­ე­ბი. და­ნიშ­ნუ­ლია სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა. და­გეგ­მი­ლია ქი­მი­უ­რი, ბა­ლის­ტი­კუ­რი და ვი­დეო-ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ, გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო, საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრუ­ლია 401-ე მუხ­ლით.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო კი­დევ ერთხელ გა­მო­ხა­ტავს ღრმა მწუ­ხა­რე­ბას თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ავი­ა­ცი­ი­სა და სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სარ­დლო­ბის პი­ლო­ტის, ვიცე-პოლ­კოვ­ნიკ კა­ხა­ბერ ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის და­ღუპ­ვის გამო და უსამ­ძიმ­რებს მის ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს“, - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ამოღებულია მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, ნაპოვნია შავი ყუთი" - კატასტროფის ადგილზე, რომელსაც პილოტი ემსხვერპლა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

"ამოღებულია მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, ნაპოვნია შავი ყუთი" - კატასტროფის ადგილზე, რომელსაც პილოტი ემსხვერპლა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

  • მათივე ცნობით, ტერიტორია დატოვეს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა.

“საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მტკიცებულებების შესაგროვებლად შესაბამისი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში რამდენიმე ჰექტარ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით მოხდა შემთხვევის ადგილის დეტალური დათვალიერება. შედეგად, ნანახი და ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი.

გამოძიების ფარგლებში ამოღებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, გამოიკითხნენ მოწმეები. დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. დაგეგმილია ქიმიური, ბალისტიკური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზები.

მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, გრძელდება საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები გენერალური პროკურატურის ზედამხედველობით. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 401-ე მუხლით.

თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა მწუხარებას თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.