მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებენ, მაგრამ მჯერა, დემოკრატია გაიმარჯვებს" - აშშ-ის ელჩი
"მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც  მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებენ, მაგრამ მჯერა, დემოკრატია გაიმარჯვებს" - აშშ-ის ელჩი

დღეს, მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ად­გი­ლას ვხე­დავთ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც დე­მოკ­რა­ტია აში­ნებს - ვხე­დავთ მათ, ვინც ნერ­გავს შიშს, პროგ­რე­სის შთა­გო­ნე­ბის ნაც­ვლად და მათ, ვინც მშვი­დო­ბი­ან თა­ნა­ცხოვ­რე­ბას ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას ამ­ჯო­ბი­ნებს, მაგ­რამ მჯე­რა, რომ დე­მოკ­რა­ტია გა­ი­მარ­ჯვებს , - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­ბინ და­ნი­გან­მა აშშ-ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

ელ­ჩის თქით, სა­ქარ­თვე­ლოს გზა, ისე­ვე რო­გორც ამე­რი­კის გზა, ად­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა. ამე­რი­კე­ლე­ბის მსგავ­სად, ქარ­თვე­ლებ­საც მუდ­მი­ვი ძა­ლის­ხმე­ვის გა­ღე­ბა უწევ­დათ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

„ჩვენ დი­დად ვა­ფა­სებთ იმ ქარ­თვე­ლებს, ვინც 1978 წელს ქარ­თუ­ლი ენა და ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბა და­კარ­გვას გა­და­არ­ჩი­ნა.

ჩვენ დი­დად ვა­ფა­სებთ ათა­სო­ბით ქარ­თველს, ვინც 1989 წლის აპ­რილ­ში უშიშ­რად შე­იკ­რი­ბა და მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრა­ცი­ით, ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბულ­მა, საბ­ჭო­თა ტან­კე­ბი­სა და ია­რა­ღის პი­რის­პირ მდგომ­მა, მო­ი­თხო­ვა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა.

ჩვენ დი­დად ვა­ფა­სებთ ქარ­თველ ხალ­ხს და სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს, რომ­ლე­ბიც 2008 წელს სი­მა­მა­ცით იბ­რძოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და­სა­ცა­ვად რუ­სე­თის შე­მოჭ­რის წი­ნა­აღ­მდეგ.

დღეს, მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ად­გი­ლას ვხე­დავთ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც დე­მოკ­რა­ტია აში­ნებს - ვხე­დავთ მათ, ვინც ნერ­გავს შიშს, პროგ­რე­სის შთა­გო­ნე­ბის ნაც­ვლად და მათ, ვინც მშვი­დო­ბი­ან თა­ნა­ცხოვ­რე­ბას ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას ამ­ჯო­ბი­ნებს. მაგ­რამ მე მჯე­რა, რომ დე­მოკ­რა­ტია გა­ი­მარ­ჯვებს. და რომ, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­ებს, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მი­ვაღ­წი­ოთ წარ­მა­ტე­ბას და შევ­ქმნათ უკე­თე­სი ქვე­ყა­ნა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის.

შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მხო­ლოდ მშვი­დო­ბა, კე­თილ­დღე­ო­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა სურს. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ თი­თო­ე­ულ ქარ­თველ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, რათა მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ ღია და წარ­მა­ტე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს, რო­მელ­საც აქვს უნა­რი და­იც­ვას სა­კუ­თა­რი თავი. ჩვენ მხარს და­ვუ­ჭერთ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას და ეკო­ნო­მი­კურ ზრდას. ჩვენ მხარს და­ვუ­ჭერთ სა­ქარ­თვე­ლოს მდი­დარ კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას და აქ­ტი­ურ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა გა­სუ­ლი 32 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­აა ორი­ვე ქვეყ­ნის­თვის, სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი რო­გორც ამე­რი­კე­ლე­ბის, ასე­ვე ქარ­თვე­ლე­ბის­თვის. აშშ-თან და ჩვენს ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­თან და მო­კავ­ში­რე­ებ­თან ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­წე­უ­ლი შრო­მი­სა და პარტნი­ო­რო­ბის შე­დე­გად მიღ­წე­უ­ლი პროგ­რე­სით, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მო­ი­პო­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ერთ დღეს გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი. იმე­დი მაქვს, სა­ქარ­თვე­ლო გა­მო­ი­ყე­ნებს ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას“, - დას­ძი­ნა ელჩმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებენ, მაგრამ მჯერა, დემოკრატია გაიმარჯვებს" - აშშ-ის ელჩი

"მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც  მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებენ, მაგრამ მჯერა, დემოკრატია გაიმარჯვებს" - აშშ-ის ელჩი

დღეს, მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, ვისაც დემოკრატია აშინებს - ვხედავთ მათ, ვინც ნერგავს შიშს, პროგრესის შთაგონების ნაცვლად და მათ, ვინც მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებს, მაგრამ მჯერა, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს , - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელჩის თქით, საქართველოს გზა, ისევე როგორც ამერიკის გზა, ადვილი არ ყოფილა. ამერიკელების მსგავსად, ქართველებსაც მუდმივი ძალისხმევის გაღება უწევდათ დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ქართველებს, ვინც 1978 წელს ქართული ენა და ეროვნული იდენტობა დაკარგვას გადაარჩინა.

ჩვენ დიდად ვაფასებთ ათასობით ქართველს, ვინც 1989 წლის აპრილში უშიშრად შეიკრიბა და მშვიდობიანი დემონსტრაციით, ხელიხელჩაკიდებულმა, საბჭოთა ტანკებისა და იარაღის პირისპირ მდგომმა, მოითხოვა დამოუკიდებლობა.

ჩვენ დიდად ვაფასებთ ქართველ ხალხს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც 2008 წელს სიმამაცით იბრძოდნენ საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ.

დღეს, მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, ვისაც დემოკრატია აშინებს - ვხედავთ მათ, ვინც ნერგავს შიშს, პროგრესის შთაგონების ნაცვლად და მათ, ვინც მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებს. მაგრამ მე მჯერა, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს. და რომ, როგორც დემოკრატიებს, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებას და შევქმნათ უკეთესი ქვეყანა მომავალი თაობებისთვის.

შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს. ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ ქართველთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ ღია და წარმატებულ საქართველოს, რომელსაც აქვს უნარი დაიცვას საკუთარი თავი. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს განათლების სისტემას და ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა გასული 32 წლის განმავლობაში წარმოუდგენელი წარმატების ისტორიაა ორივე ქვეყნისთვის, სარგებლის მომტანი როგორც ამერიკელების, ასევე ქართველებისთვის. აშშ-თან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ათწლეულის განმავლობაში გაწეული შრომისა და პარტნიორობის შედეგად მიღწეული პროგრესით, ქართველმა ხალხმა მოიპოვა შესაძლებლობა, რომ ერთ დღეს გახდეს ევროკავშირის წევრი. იმედი მაქვს, საქართველო გამოიყენებს ამ შესაძლებლობას“, - დასძინა ელჩმა.