სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ყაველაშვილი - ახალგაზრდა სტარტაპერი KIU-დან, რომელიც რამდენიმე გამოგონებისა და პროექტის ავტორია
დავით ყაველაშვილი - ახალგაზრდა სტარტაპერი KIU-დან, რომელიც რამდენიმე გამოგონებისა და პროექტის ავტორია

და­ვით ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი იმ წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენ­ტებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ ინო­ვა­ცი­ურ იდე­ებს და სტარ­ტაპ პრო­ექ­ტებს წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლე­ბენ და სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად არა­ერთ ბიზ­ნეს პრო­ექტსაც მარ­თა­ვენ. ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის (KIU) კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის მე-3 კურ­სის სტუ­დენ­ტის გა­მო­გო­ნე­ბას არა­ერ­თი მე­წარ­მე და კომ­პა­ნია იყე­ნებს. და­ვი­თი დატ­ვირ­თუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩარ­თუ­ლია მრა­ვალ კონ­კურსსა და შე­ჯიბრში, STEM მა­რა­თო­ნებ­ში და სხვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­მესტრი მის­თვის მრა­ვა­ლი მიღ­წე­ვით იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი.

„2023 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს (GITA) საგ­რან­ტო პროგ­რა­მის „25 000 ლა­რამ­დე ინო­ვა­ცი­ე­ბის გრან­ტე­ბი რე­გი­ო­ნე­ბის­თვის“ ფარ­გლებ­ში, სა­დაც წარ­მა­ტე­ბით ვი­ას­პა­რე­ზე და მო­ვი­პო­ვე 25 000-ლა­რი­ნი გრან­ტი. კონ­კურ­სზე წარ­ვად­გი­ნე პრო­ექ­ტი - „Smart Flow“. ეს გახ­ლავთ მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ფერ­მე­რებს სთა­ვა­ზობს ავ­ტო­მა­ტურ და დის­ტან­ცი­უ­რად კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი სარ­წყა­ვი მარ­თვის მო­დულს და აპ­ლი­კა­ცი­ას. ამ პრო­ექ­ტზე 2 წლის გან­მა­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი. მო­პო­ვე­ბუ­ლი მაქვს სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი 15 000-ლა­რი­ა­ნი პრო­ტო­ტი­პი­რე­ბის გრან­ტიც. კვლავ ვაგ­რძე­ლებ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბას და შემ­დეგ წელს სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ გა­ტა­ნა­საც ვფიქ­რობ“, - აცხა­დებს სტუ­დენ­ტი.

და­ვი­თი ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და პრო­ექ­ტში „სტარ­ტაპ მე­წარ­მე“, რო­მე­ლიც ბაღ­და­თის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით, თე­გე­ტა მო­ტორ­სის მხარ­და­ჭე­რი­თა და Future Laboratory-ის პარტნი­ო­რო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. პრე­აქ­სე­ლე­რა­ცი­ი­სა და აქ­სე­ლე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში გუნ­დებ­მა იმუ­შა­ვეს იდე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, მათ ტეს­ტი­რე­ბა­ზე, MVP-ის ფორ­მი­რე­ბა­ზე. შე­ჯიბ­რის პრე­აქ­სე­ლე­რა­ცი­ის ეტაპ­ზე და­ვით­მა ორი სტარ­ტა­პი წა­რად­გი­ნა. პირ­ვე­ლი სტარ­ტა­პი გახ­ლდათ - „WineGuard“, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს ღვი­ნის ხან­გრძლივ და უსაფრ­თხო შე­ნახ­ვას ინო­ვა­ცი­უ­რი თავ­სა­ხუ­რის დახ­მა­რე­ბით, ხოლო მე­ო­რე სტარ­ტა­პი - „HOPY“, ნივ­თე­ბის სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო თან­წა­ღე­ბის აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც მან, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, KIU-ში, მე­ნე­ჯმენ­ტის სკო­ლის ლექ­ცი­ა­ზე მო­ი­ფიქ­რა. აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტში და­ვი­თის გუნ­დის წევ­რე­ბი იყ­ვნენ: თეკ­ლა ჯიხ­ვა­ძე, მა­რი­ამ გო­გო­ხია და ეთო აბუ­ლა­ძე. პრე­აქ­სე­ლე­რა­ცი­ის ეტაპ­ზე მათ შეძ­ლეს და მო­ი­პო­ვეს 5 000 – 5 000-ლა­რი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბე­ბი პრო­ექ­ტის და­სახ­ვე­წად. რაც შე­ე­ხე­ბა აქ­სე­ლე­რა­ცი­ის ეტაპს, 2 თვის გან­მა­ლო­ბა­ში ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, და­ვით­მა და თეკ­ლამ მო­ა­ხერ­ხეს და დემო დღე­ზე პრო­ექ­ტი „WineGuard“ წარ­მა­ტე­ბით წა­რად­გი­ნეს, შე­დე­გად კი მო­ი­პო­ვეს 52 600-ლა­რი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია. აღ­ნიშ­ნულ იდე­ა­ში მუ­შა­ო­ბა და­ვით­მა ზა­ფხულ­ში და­ი­წყო „ღვი­ნო­თო­ნის“ ფარ­გლებ­ში, სა­დაც 5 000-ლა­რი­ა­ნი პრი­ზიც მო­ი­პო­ვა.

“მად­ლი­ე­რი ვარ ყვე­ლა იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და პი­როვ­ნე­ბის, ვინც სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა გან­მე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ჩემი ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი და რე­ა­ლო­ბად მექ­ცია. მის და­სახ­ვე­წად არა­ფერს ვი­შუ­რებ და, ვი­მე­დოვ­ნებ, რომ სექ­ტემ­ბრი­დან პრო­დუქტს უკვე სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე ვი­ხი­ლავთ“, - ამ­ბობს და­ვით ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის შემ­დეგ და­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბას არ წყვეტს და აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებს თა­ვი­სი სა­გა­ნა­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მის - „ლო­პუ­სის“ მარ­თვას. ან­დრია რაზ­მა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ ქუ­თა­ი­სის №41 ფი­ზი­კა - მა­თე­მა­ტი­კის სა­ჯა­რო სკო­ლას­თან ერ­თად, ლო­პუ­სის გუნ­დი მრა­ვალ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. და­ვი­თი და ლეგო რო­ბო­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გი­ორ­გი გა­გუა სკო­ლა­ში ფი­ზი­კურ წრე­ებს ატა­რე­ბენ. ისი­ნი (2 გუნ­დი) წარ­მა­ტე­ბით ას­პა­რე­ზო­ბენ ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სზე, სა­ქარ­თვე­ლოს STEM სკო­ლის შე­ჯიბ­რზე, STEM სიმ­პო­ზი­უმ­სა და Technovation Girl-ზე.

„აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ KIU-სა და ლო­პუსს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ი­წყო. სექ­ტემ­ბრი­დან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ელექტრო ინ­ჟი­ნე­რი­ის კლუბს გა­ვუ­ძღვე­ბით. კლუ­ბის მი­ზა­ნია მოს­წავ­ლე­ებს და­ეხ­მა­როს სტე­მის სა­ფუძ­ვლე­ბის გა­გე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს და მის ფარ­გლებს გა­რეთ Hardware პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­ში. უნი­ვერ­სი­ტეტ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად 8 000-ლა­რი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბა გა­მოგ­ვი­ყო. ეს წრე სტუ­დენ­ტებს მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, მი­ი­ღონ მათ­თვის სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბა დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბის­გან. ნა­წი­ლე­ბის და სხვა­დას­ხვა და­ნად­გა­რის დახ­მა­რე­ბით კი, შეძ­ლე­ბენ შექ­მნან მათ­თვის სა­ჭი­რო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი შე­ჯიბ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ”, - აცხა­დებს სტუ­დენ­ტი.

ახ­ლა­ხანს და­ვით­მა კი­დევ ერთ წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვა. KIU-ს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტე­ბის: და­ვით ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი გა­გუ­ას, საბა სა­კან­დე­ლი­ძის, და­ვით ლო­მი­აშ­ვი­ლი­სა და ლუკა რეხ­ვი­აშ­ვი­ლის სტარ­ტაპ იდე­ამ „WaveX“ სტუ­დფესტ 2024-ის ფარ­გლებ­ში, STEM მა­რა­თონ­ში გა­ი­მარ­ჯვა და 5 000-ლა­რი­ა­ნი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლიც გახ­და. WaveX გახ­ლავთ მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რებს სთა­ვა­ზობს გო­ნებ­რივ კავ­შირს ციფ­რულ სამ­ყა­როს­თან. მო­წყო­ბი­ლო­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა გო­ნე­ბის ტალ­ღე­ბის გარ­დაქ­მნა ციფ­რულ ბრძა­ნე­ბე­ბად და, "ჭკვი­ა­ნი სახ­ლის" ინ­ტეგ­რი­რე­ბით, სხვა­დას­ხვა და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, შუ­ქის ან­თე­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რის კონ­ტრო­ლი, წყლის ადუ­ღე­ბა და ა.შ.

„მი­ხა­რია, რომ KIU-ს სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რით ახალ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე ვმუ­შა­ობ. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყვე­ლა პი­რო­ბაა შექ­მნი­ლი იმის­თვის, რომ მი­ი­ღო ხა­რის­ხი­ა­ნი ცოდ­ნა, გან­ვი­თარ­დე და მი­აღ­წიო წარ­მა­ტე­ბას“, - აღ­ნიშ­ნავს და­ვი­თი.

დღეს KIU-ს სტუ­დენ­ტებს უკვე შექ­მნი­ლი აქვთ არა­ერ­თი სტარ­ტა­პი რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტის მხარ­და­ჭე­რით, ასე­ვე კერ­ძო სექ­ტორ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. მი­უ­ხე­და­ვად უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოკ­ლე ის­ტო­რი­ი­სა, KIU-ს სტუ­დენ­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ კონ­კურ­სებ­ზე, ჰა­კა­თო­ნებ­ში შთამ­ბეჭ­და­ვია.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტს (KIU) მიზ­ნად აქვს და­სა­ხუ­ლი, რე­გი­ონ­ში ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. KIU-ს მი­სი­აა ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის მომ­ზა­დე­ბის გზით ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. წელს KIU-ს პირ­ვე­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი ეყო­ლე­ბა, ეს ის პირ­ვე­ლი კოჰორ­ტა იქ­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც იღე­ბენ ევ­რო­პულ გა­ნათ­ლე­ბას და აღ­ჭურ­ვილ­ნი არი­ან შრო­მის ბაზ­რის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბით და უნარ-ჩვე­ვე­ბით.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

დავით ყაველაშვილი - ახალგაზრდა სტარტაპერი KIU-დან, რომელიც რამდენიმე გამოგონებისა და პროექტის ავტორია

დავით ყაველაშვილი - ახალგაზრდა სტარტაპერი KIU-დან, რომელიც რამდენიმე გამოგონებისა და პროექტის ავტორია

დავით ყაველაშვილი იმ წარმატებულ სტუდენტებს მიეკუთვნება, რომლებიც საკუთარ ინოვაციურ იდეებს და სტარტაპ პროექტებს წარმატებით ახორციელებენ და სწავლის პარალელურად არაერთ ბიზნეს პროექტსაც მართავენ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კომპიუტერული მეცნიერების მე-3 კურსის სტუდენტის გამოგონებას არაერთი მეწარმე და კომპანია იყენებს. დავითი დატვირთული სტუდენტური ცხოვრების პარალელურად, ჩართულია მრავალ კონკურსსა და შეჯიბრში, STEM მარათონებში და სხვა აქტივობებში. როგორც თავად ამბობს, აღნიშნული სემესტრი მისთვის მრავალი მიღწევით იყო გამორჩეული.

„2023 წლის ოქტომბერში ვმონაწილეობდი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ფარგლებში, სადაც წარმატებით ვიასპარეზე და მოვიპოვე 25 000-ლარინი გრანტი. კონკურსზე წარვადგინე პროექტი - „Smart Flow“. ეს გახლავთ მოწყობილობა, რომელიც ფერმერებს სთავაზობს ავტომატურ და დისტანციურად კონტროლირებადი სარწყავი მართვის მოდულს და აპლიკაციას. ამ პროექტზე 2 წლის განმალობაში ვმუშაობდი. მოპოვებული მაქვს სააგენტოს მიერ გამოყოფილი 15 000-ლარიანი პროტოტიპირების გრანტიც. კვლავ ვაგრძელებ პროექტზე მუშაობას და შემდეგ წელს საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანასაც ვფიქრობ“, - აცხადებს სტუდენტი.

დავითი ასევე მონაწილეობას იღებდა პროექტში „სტარტაპ მეწარმე“, რომელიც ბაღდათის განვითარების ფონდის ინიციატივით, თეგეტა მოტორსის მხარდაჭერითა და Future Laboratory-ის პარტნიორობით განხორციელდა. პრეაქსელერაციისა და აქსელერაციის ფარგლებში გუნდებმა იმუშავეს იდეების განვითარებაზე, მათ ტესტირებაზე, MVP-ის ფორმირებაზე. შეჯიბრის პრეაქსელერაციის ეტაპზე დავითმა ორი სტარტაპი წარადგინა. პირველი სტარტაპი გახლდათ - „WineGuard“, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ღვინის ხანგრძლივ და უსაფრთხო შენახვას ინოვაციური თავსახურის დახმარებით, ხოლო მეორე სტარტაპი - „HOPY“, ნივთების საქალაქთაშორისო თანწაღების აპლიკაცია, რომელიც მან, მეგობრებთან ერთად, KIU-ში, მენეჯმენტის სკოლის ლექციაზე მოიფიქრა. აღნიშნულ პროექტში დავითის გუნდის წევრები იყვნენ: თეკლა ჯიხვაძე, მარიამ გოგოხია და ეთო აბულაძე. პრეაქსელერაციის ეტაპზე მათ შეძლეს და მოიპოვეს 5 000 – 5 000-ლარიანი დაფინანსებები პროექტის დასახვეწად. რაც შეეხება აქსელერაციის ეტაპს, 2 თვის განმალობაში ინტენსიური მუშაობის შედეგად, დავითმა და თეკლამ მოახერხეს და დემო დღეზე პროექტი „WineGuard“ წარმატებით წარადგინეს, შედეგად კი მოიპოვეს 52 600-ლარიანი ინვესტიცია. აღნიშნულ იდეაში მუშაობა დავითმა ზაფხულში დაიწყო „ღვინოთონის“ ფარგლებში, სადაც 5 000-ლარიანი პრიზიც მოიპოვა.

“მადლიერი ვარ ყველა იმ ორგანიზაციისა და პიროვნების, ვინც საშუალება მომცა განმეხორციელებინა ჩემი ინოვაციური პროექტი და რეალობად მექცია. მის დასახვეწად არაფერს ვიშურებ და, ვიმედოვნებ, რომ სექტემბრიდან პროდუქტს უკვე საქართველოს ბაზარზე ვიხილავთ“, - ამბობს დავით ყაველაშვილი.

აღნიშნული პროექტის შემდეგ დავითი საქმიანობას არ წყვეტს და აქტიურად აგრძელებს თავისი საგანამანათლებლო პლატფორმის - „ლოპუსის“ მართვას. ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლასთან ერთად, ლოპუსის გუნდი მრავალ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. დავითი და ლეგო რობოტიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული გიორგი გაგუა სკოლაში ფიზიკურ წრეებს ატარებენ. ისინი (2 გუნდი) წარმატებით ასპარეზობენ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსზე, საქართველოს STEM სკოლის შეჯიბრზე, STEM სიმპოზიუმსა და Technovation Girl-ზე.

„აღსანიშნავია, რომ KIU-სა და ლოპუსს შორის თანამშრომლობა დაიწყო. სექტემბრიდან უნივერსიტეტში ელექტრო ინჟინერიის კლუბს გავუძღვებით. კლუბის მიზანია მოსწავლეებს დაეხმაროს სტემის საფუძვლების გაგებასა და საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ Hardware პროექტებში მონაწილეობის მიღებაში. უნივერსიტეტმა აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 8 000-ლარიანი დაფინანსება გამოგვიყო. ეს წრე სტუდენტებს მისცემს საშუალებას, მიიღონ მათთვის საჭირო გამოცდილება დარგის ექსპერტებისგან. ნაწილების და სხვადასხვა დანადგარის დახმარებით კი, შეძლებენ შექმნან მათთვის საჭირო მოწყობილობები შეჯიბრებში მონაწილეობისთვის ”, - აცხადებს სტუდენტი.

ახლახანს დავითმა კიდევ ერთ წარმატება მოიპოვა. KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტების: დავით ყაველაშვილის, გიორგი გაგუას, საბა საკანდელიძის, დავით ლომიაშვილისა და ლუკა რეხვიაშვილის სტარტაპ იდეამ „WaveX“ სტუდფესტ 2024-ის ფარგლებში, STEM მარათონში გაიმარჯვა და 5 000-ლარიანი ჯილდოს მფლობელიც გახდა. WaveX გახლავთ მოწყობილობა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სთავაზობს გონებრივ კავშირს ციფრულ სამყაროსთან. მოწყობილობის დანიშნულებაა გონების ტალღების გარდაქმნა ციფრულ ბრძანებებად და, "ჭკვიანი სახლის" ინტეგრირებით, სხვადასხვა დავალების შესრულება, მაგალითად, შუქის ანთება, ტემპერატურის კონტროლი, წყლის ადუღება და ა.შ.

„მიხარია, რომ KIU-ს სტუდენტური პროექტების მხარდაჭერით ახალ ინიციატივაზე ვმუშაობ. უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მიიღო ხარისხიანი ცოდნა, განვითარდე და მიაღწიო წარმატებას“, - აღნიშნავს დავითი.

დღეს KIU-ს სტუდენტებს უკვე შექმნილი აქვთ არაერთი სტარტაპი როგორც უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ასევე კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით. მიუხედავად უნივერსიტეტის მოკლე ისტორიისა, KIU-ს სტუდენტების წარმატება საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსებზე, ჰაკათონებში შთამბეჭდავია.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) მიზნად აქვს დასახული, რეგიონში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრად ჩამოყალიბდეს. KIU-ს მისიაა ადამიანური კაპიტალის მომზადების გზით ინოვაციებისა და უახლესი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა. წელს KIU-ს პირველი კურსდამთავრებულები ეყოლება, ეს ის პირველი კოჰორტა იქნება, რომლებიც იღებენ ევროპულ განათლებას და აღჭურვილნი არიან შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი განათლებით და უნარ-ჩვევებით.

NS