პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა კირიონი განმარტავს, რა სამუშაოები ხორციელდება გელათის სამონასტრო კომპლექსში ამ დროისთვის და რატომ დაიხურა ტაძარი დროებით ვიზიტორებისთვის
მამა კირიონი განმარტავს, რა სამუშაოები ხორციელდება გელათის სამონასტრო კომპლექსში ამ დროისთვის და რატომ დაიხურა ტაძარი დროებით ვიზიტორებისთვის

გე­ლა­თის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსში სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა. ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­კეთ­და.

ტაძ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დრო­ე­ბი­თი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, მამა კი­რი­ო­ნის თქმით, ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს დრო­ე­ბით გა­და­ხურ­ვის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­იქ­მნა მა­სა­ლე­ბი და სა­მუ­შა­ო­ებ­საც გერ­მა­ნე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ, რომ­ლე­ბიც ად­გილ­ზე უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ჩავ­ლენ.

ამას­თან, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, გა­და­ხურ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად და­ი­წყე­ბა შიდა სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

"უცხო­ე­ლი და ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მო­ზა­ი­კის და მხატ­ვრო­ბის მომ­დევ­ნო სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ეტაპს და­ი­წყე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და მამა კი­რი­ონ­მა.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა ტა­ძარ­ში ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის და­წე­სე­ბულ შე­ზღუდ­ვა­ზე. მისი გან­მარ­ტე­ბით, შე­ზღუდ­ვა უსაფრ­თხო­ე­ბის გამო და­წეს­და, რათა მოხ­დეს მძი­მე ტექ­ნი­კის უსაფრ­თხოდ გა­და­ად­გი­ლე­ბა.

"უკვე და­წყე­ბუ­ლია დრო­ე­ბი­თი გა­და­ხურ­ვის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ეს არის გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნია “ლე­ი­ე­რის” დამ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი მხო­ლოდ გე­ლა­თის კონ­სტრუქ­ცი­ის­თვის მორ­გე­ბუ­ლი და მოხ­დე­ბა ტაძ­რის დრო­ე­ბი­თი გა­და­ხურ­ვა. სა­მუ­შა­ო­ებს შე­ას­რუ­ლებს გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნია “ქვად­რექ­სი”. სა­მუ­შაო გაგ­რძელ­დე­ბა 6 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ აღე­ბუ­ლი გვაქვს 45 დღე. შე­იძ­ლე­ბა უა­მინ­დო­ბა იყოს ან რამე მოხ­დეს და 3 დღე და­ვა­მა­ტეთ. თქვენ, ალ­ბათ, ნა­ხეთ, შე­მო­სას­ვლელ­ში ბა­ნე­რი, რომ 2 ივ­ლი­სი­დან 15 აგ­ვის­ტომ­დე იკე­ტე­ბა მო­ნას­ტე­რი. ეს გან­ხორ­ცი­ელ­და მომ­ლოც­ვე­ლე­ბის და მნახ­ვე­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, რად­გან გერ­მა­ნულ­მა კომ­პა­ნი­ამ გა­მოგ­ზავ­ნა წე­რი­ლი და გვთხო­ვეს, რომ თუ ამ კუ­თხით არ იქ­ნე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბა და არ და­ი­კე­ტე­ბა მო­ნას­ტე­რი, მა­შინ ისი­ნი ამ სა­მუ­შა­ო­ებს ვერ შე­ას­რუ­ლე­ბენ. ამი­ტომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ხორ­ცი­ელ­დე­ბა არა ჩვე­ნი ახი­რე­ბის გამო, არა­მედ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გამო," - გა­ნა­ცხა­და მამა კი­რი­ონ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მამა კირიონი განმარტავს, რა სამუშაოები ხორციელდება გელათის სამონასტრო კომპლექსში ამ დროისთვის და რატომ დაიხურა ტაძარი დროებით ვიზიტორებისთვის

მამა კირიონი განმარტავს, რა სამუშაოები ხორციელდება გელათის სამონასტრო კომპლექსში ამ დროისთვის და რატომ დაიხურა ტაძარი დროებით ვიზიტორებისთვის

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ვიზიტორებისთვის დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, პირველი კომენტარი გაკეთდა.

ტაძრის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მამა კირიონის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დროებით გადახურვის სამუშაოები. მისივე ინფორმაციით, გერმანული კომპანიის მიერ სპეციალურად შეიქმნა მასალები და სამუშაოებსაც გერმანელი სპეციალისტები განახორციელებენ, რომლებიც ადგილზე უახლოეს დღეებში ჩავლენ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, გადახურვის პარალელურად დაიწყება შიდა სამუშაოები.

"უცხოელი და ქართველი სპეციალისტები მოზაიკის და მხატვრობის მომდევნო სარეაბილიტაციო ეტაპს დაიწყებენ", - განაცხადა მამა კირიონმა.

მან ასევე ისაუბრა ტაძარში ვიზიტორებისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე. მისი განმარტებით, შეზღუდვა უსაფრთხოების გამო დაწესდა, რათა მოხდეს მძიმე ტექნიკის უსაფრთხოდ გადაადგილება.

"უკვე დაწყებულია დროებითი გადახურვის სამუშაოები. ეს არის გერმანული კომპანია “ლეიერის” დამზადებული მასალები მხოლოდ გელათის კონსტრუქციისთვის მორგებული და მოხდება ტაძრის დროებითი გადახურვა. სამუშაოებს შეასრულებს გერმანული კომპანია “ქვადრექსი”. სამუშაო გაგრძელდება 6 კვირის განმავლობაში, ჩვენ აღებული გვაქვს 45 დღე. შეიძლება უამინდობა იყოს ან რამე მოხდეს და 3 დღე დავამატეთ. თქვენ, ალბათ, ნახეთ, შემოსასვლელში ბანერი, რომ 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე იკეტება მონასტერი. ეს განხორციელდა მომლოცველების და მნახველების უსაფრთხოების მიზნით, რადგან გერმანულმა კომპანიამ გამოგზავნა წერილი და გვთხოვეს, რომ თუ ამ კუთხით არ იქნება უსაფრთხოება და არ დაიკეტება მონასტერი, მაშინ ისინი ამ სამუშაოებს ვერ შეასრულებენ. ამიტომ ეს ყველაფერი ხორციელდება არა ჩვენი ახირების გამო, არამედ მოქალაქეების უსაფრთხოების გამო," - განაცხადა მამა კირიონმა.