საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კადრები დახურული საზეიმო მიღებიდან: აცეკვებული ფეხბურთელები და გართობა ბოლომდე - ვინ ესწრებოდა წვეულებას
კადრები დახურული საზეიმო მიღებიდან: აცეკვებული ფეხბურთელები და გართობა ბოლომდე - ვინ ესწრებოდა წვეულებას

თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე გა­მარ­თუ­ლი სა­ზე­ი­მო შეკ­რე­ბის შემ­დეგ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რებ­მა "თე­ატ­რში" გა­და­ი­ნაც­ვლეს, სა­დაც მათ­თვის მი­ღე­ბა გა­ი­მარ­თა. ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და თუ სოცქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბით ვიმ­სჯე­ლებთ კარ­გა­დაც მო­ილ­ხი­ნეს.

ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის­თვის შეს­რულ­და მუ­სი­კა­ლუ­რი, ასე­ვე სა­ცეკ­ვაო ნომ­რე­ბი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს არც ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ჩა­მორ­ჩნენ და მა­გი­დე­ბი­დან სცე­ნა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლეს.

ინ­ტერ­ნეტ­ში დი­ლი­დან ვრცელ­დე­ბა გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლის და მისი ბრა­ზი­ლი­ე­ლი რჩე­უ­ლის ცე­ცხლო­ვა­ნი ცეკ­ვა, მათ კი მალე ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე და ოთარ კა­კა­ბა­ძის სა­ხა­ლი­სო სა­ცეკ­ვაო ნო­მე­რი ანაც­ვლებს.

ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან ერ­თად იქ იმ­ყო­ფე­ბო­და სამ­წვრთნე­ლო შტა­ბიც, მათ შო­რის ზურა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის თა­ნა­შემ­წის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს. მის სა­ფეხ­ბურ­თო მე­ნე­ჯმენ­ტში მოხ­ვედ­რას და­ემ­თხვა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბე­ბი.

მისი მე­უღ­ლე სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი გვი­ზი­ა­რებს კად­რებს სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბი­დან.

"არ იღ­ლე­ბი­ან" - წერს სა­ლო­მე და ბი­ჭე­ბის კად­რებს ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ სა­ღა­მოს არ ეს­წრე­ბო­და ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მე­უღ­ლე, ნიცა თა­ვა­ძე, რო­მე­ლიც ორ­სუ­ლად არის. წყვი­ლი მალე ბიჭს ელო­დე­ბა. სა­ღა­მო და­ხუ­რუ­ლი იყო მე­დი­ის­თვის.

წვე­უ­ლე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ასე­ვე უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე.

გიგი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვილ­მა შე­ას­რუ­ლა სიმ­ღე­რა "სა­ქარ­თვე­ლო", შემ­დეგ კი პროგ­რა­მა "გუფი ლენდმა" გა­აგ­რძე­ლა. მათ არ ჩა­მორ­ჩნენ ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი და სცე­ნა­ზე "ჩურ­ჩუ­ლე­ბი" შე­ას­რუ­ლეს.

ნა­ხეთ ვი­დე­ო­კად­რე­ბი წვე­უ­ლე­ბი­დან:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლადო
0

ბიჭებო,გამრავლდით და გაიხარეთ თქვენს ლამაზ, ქართველ მეუღლებთან და ოჯახებთან ერთად!!!

ლია
0

ლამაზი ქართველი გოგოები ყავთ ცოლებად ჩვენს ბიჭებს,გამრავლდით და გაიხარეთ ქართველებო!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

კადრები დახურული საზეიმო მიღებიდან: აცეკვებული ფეხბურთელები და გართობა ბოლომდე - ვინ ესწრებოდა წვეულებას

კადრები დახურული საზეიმო მიღებიდან: აცეკვებული ფეხბურთელები და გართობა ბოლომდე - ვინ ესწრებოდა წვეულებას

თავისუფლების მოედანზე გამართული საზეიმო შეკრების შემდეგ ეროვნული ნაკრების წევრებმა "თეატრში" გადაინაცვლეს, სადაც მათთვის მიღება გაიმართა. ჩვენი ფეხბურთელები მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდნენ და თუ სოცქსელში გავრცელებული კადრებით ვიმსჯელებთ კარგადაც მოილხინეს.

ჩვენი ბიჭებისთვის შესრულდა მუსიკალური, ასევე საცეკვაო ნომრები. პროფესიონალებს არც ფეხბურთელები ჩამორჩნენ და მაგიდებიდან სცენაზე გადაინაცვლეს.

ინტერნეტში დილიდან ვრცელდება გიორგი ქოჩორაშვილის და მისი ბრაზილიელი რჩეულის ცეცხლოვანი ცეკვა, მათ კი მალე ბუდუ ზივზივაძე და ოთარ კაკაბაძის სახალისო საცეკვაო ნომერი ანაცვლებს.

ფეხბურთელებთან ერთად იქ იმყოფებოდა სამწვრთნელო შტაბიც, მათ შორის ზურა ხიზანიშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე წელიწადია ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწის პოზიციას იკავებს. მის საფეხბურთო მენეჯმენტში მოხვედრას დაემთხვა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატებები.

მისი მეუღლე სალომე ღვინიაშვილი გვიზიარებს კადრებს საზეიმო მიღებიდან.

"არ იღლებიან" - წერს სალომე და ბიჭების კადრებს ავრცელებს.

როგორც გავარკვიეთ საღამოს არ ესწრებოდა ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე, ნიცა თავაძე, რომელიც ორსულად არის. წყვილი მალე ბიჭს ელოდება. საღამო დახურული იყო მედიისთვის.

წვეულებას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, ასევე უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

გიგი დედალამაზიშვილმა შეასრულა სიმღერა "საქართველო", შემდეგ კი პროგრამა "გუფი ლენდმა" გააგრძელა. მათ არ ჩამორჩნენ ჩვენი ფეხბურთელები და სცენაზე "ჩურჩულები" შეასრულეს.

ნახეთ ვიდეოკადრები წვეულებიდან: