სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
GM PHARMA  სამრეწველო პროდუქციის მსოფლიო ფორუმზე - ACHEMA 2024
GM PHARMA  სამრეწველო პროდუქციის მსოფლიო ფორუმზე - ACHEMA 2024

სა­ერ­თა­შო­რი­სო ფარ­მა­ცევ­ტულ­მა კომ­პა­ნია GM PHARMA-მ, 2024 წლის ივ­ნის­ში, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სამ­რეწ­ვე­ლო პრო­დუქ­ცი­ის მსოფ­ლიო ფო­რუმ­ში – ACHEMA 2024.

მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო გა­მო­ფე­ნა გერ­მა­ნი­ა­ში, ქ. ფრან­კფურ­ტში გა­ი­მარ­თა. წამ­ყვან ინ­დუსტრი­ულ ფო­რუმ­ზე 56 ქვეყ­ნის 2840-ზე მეტი კომ­პა­ნია იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­კუ­თა­რი სამ­რეწ­ვე­ლო პრო­დუქ­ცი­ით; გა­მო­ფე­ნა­ზე 141 სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის 106,001 მო­ნა­წი­ლე და­რე­გის­ტრირ­და, რაც ფო­რუ­მის მას­შტა­ბუ­რო­ბას კი­დევ ერთხელ ხაზს უს­ვამს. წელს ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და ისეთ აქ­ტუ­ა­ლურ გლო­ბა­ლურ თე­მებ­ზე, რო­გო­რი­ცაა: ციფ­რუ­ლი და „მწვა­ნე“ ინო­ვა­ცი­ე­ბი, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი მრეწ­ვე­ლო­ბის, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის, წყალ­ბა­დის სუფ­თა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რე­ბი და სხვა სა­კი­თხე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მე­ბი დიდ­წი­ლად გან­სა­ზღვრავს ფარ­მა­ცე­ტუ­ლი და ქი­მი­უ­რი ინ­დუსტრი­ის მო­მა­ვალს და მწარ­მო­ებ­ლებს უბიძ­გებს გა­მო­ი­ყე­ნონ ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და მიდ­გო­მე­ბი, რო­მე­ლიც ამ­ცი­რებს გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას, უზ­რუნ­ველ­ყოფს რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ას, ზრდის პრო­დუქ­ცი­ის ხა­რისხსა თუ უსაფრ­თხო­ე­ბას.

ასე­თი მას­შტა­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მო­ძი­ე­ბი­სა და გაღ­რმა­ვე­ბის გარ­და, თა­ნა­მედ­რო­ვე და ინო­ვა­ცი­უ­რი და­ნად­გა­რე­ბის შე­სა­ძე­ნა­დაც სა­უ­კე­თე­სო პლატ­ფორ­მაა. ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც, ACHEMA 2024-ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა GM PHARMA-სთვის – კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი სამ­რეწ­ვე­ლო პრო­დუქ­ცი­ის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მრა­ვალ ტექ­ნო­ლო­გი­ურ სი­ახ­ლე­სა და მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რებს გა­ეც­ნენ და თბი­ლი­სის სა­წარ­მოს­თვის, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი იტა­ლი­უ­რი კომ­პა­ნია „IMA“-გან, ორი ახა­ლი მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რი შე­ი­ძი­ნეს: სა­კაფ­სუ­ლე მან­ქა­ნა „ADAPTA 100“ და კაფ­სუ­ლე­ბის „sealing“-ის (ე.წ. „და­ლუქ­ვის“) და­ნად­გა­რი „HERMETICA 100“. ორი­ვე მათ­გა­ნი ინო­ვა­ცი­უ­რი და უნი­კა­ლუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მქო­ნე მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და­ნად­გა­რე­ბია, რომ­ლე­ბიც GM PHARMA-ს სა­წარ­მოო სიმ­ძლავ­რე­ებს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდის და ასე­ვე, მათი ფუნ­ქცი­უ­რი მა­ხა­სი­თებ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახა­ლი სამ­კურ­ნა­ლო­წამ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წარ­მო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც მის­ცემს.

სა­კაფ­სუ­ლე და­ნად­გა­რი „ADAPTA 100“ ერ­თა­დერ­თია არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­შიც. მო­წყო­ბი­ლო­ბას შე­უძ­ლია სხვა­დას­ხვა ზო­მის კაფ­სუ­ლა­ში მო­ა­თავ­სოს რო­გორც მყა­რი და თხე­ვა­დი სამ­კურ­ნალ­წამ­ლო ფორ­მე­ბი – ფხვნი­ლი, გრა­ნუ­ლა (ე.წ. პე­ლე­ტე­ბი), მიკ­რო­ტაბ­ლე­ტი, მი­ნი­ტაბ­ლე­ტი, ტაბ­ლე­ტი, წაგ­რძე­ლე­ბუ­ლი ტაბ­ლე­ტი, კაფ­სუ­ლა და სი­თხე, ასე­ვე მათი კომ­ბი­ნა­ცი­აც. და­ნად­გა­რი შე­იძ­ლე­ბა ერ­თდრო­უ­ლად სამი სხვა­დას­ხვა სად­გუ­რით აღი­ჭურ­ვოს, რაც ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­კურ­ნალ­წამ­ლო ფორ­მე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი კომ­ბი­ნა­ცი­ის ერთ კაფ­სუ­ლა­ში მო­თავ­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

„ADAPTA 100“ სის­წრა­ფი­თა (100 000 კაფს./სთ) და თი­თო­ე­უ­ლი კაფ­სუ­ლის მა­სის კონ­ტრო­ლი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა. და­ნად­გა­რის მოქ­ნი­ლი კონ­ფი­გუ­რა­ცია და კაფ­სუ­ლა­ში პრო­დუქ­ტე­ბის ავ­ტო­მა­ტუ­რი ჩამ­ტვირ­თვე­ლის არ­სე­ბო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე ამ­ცი­რებს მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ოპე­რა­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას, მტვრი­სა და უცხო ნა­წი­ლა­კე­ბის წარ­მოქ­მნი­სა და შე­რე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

„HERMETICA 100“ დიდი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შექ­მნი­ლი და­ნად­გა­რია, რო­მე­ლიც კაფ­სუ­ლე­ბის ჰერ­მე­ტი­ზა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს და შე­სა­ბა­მი­სად, სი­თხით შევ­სე­ბუ­ლი კაფ­სუ­ლი­დან პრო­დუქ­ტის გა­ჟონ­ვის პრე­ვენ­ცი­ის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. და­ნად­გა­რი აკ­რავს ჟე­ლა­ტი­ნის რგოლს კაფ­სუ­ლის გარე ზე­და­პირ­ზე და უზ­რუნ­ველ­ყოფს კაფ­სუ­ლის 100%-ით ჰერ­მე­ტუ­ლო­ბას. და­ნად­გა­რის ერ­გო­ნო­მი­უ­ლი დი­ზა­ი­ნი მაქ­სი­მა­ლურ ხილ­ვა­დო­ბა­სა და მას­ში მიმ­დი­ნა­რე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სის თი­თო­ე­ულ ეტაპ­ზე სა­უ­კე­თე­სო წვდო­მას უზ­რუნ­ველ­ყოფს. „HERMETICA 100“-ის მუ­შა­ო­ბის სის­წრა­ფე (100 000 კაფს./სთ) და სხვა პა­რა­მეტ­რე­ბი სრულ თან­ხვედ­რა­შია „ADAPTA 100“-ის პა­რა­მეტ­რებ­თან, რაც ორი­ვე მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რის­თვის პრო­ცე­სე­ბის სი­ნერ­გი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

იტა­ლი­უ­რი კომ­პა­ნია „IMA“ 1961 წელს და­არ­სდა და მსოფ­ლიო ლი­დე­რია ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი, კოს­მე­ტი­კუ­რი, ჩაის, ყა­ვის და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბი­სა და შე­ფუთ­ვის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ავ­ტო­მა­ტუ­რი მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რე­ბის შექ­მნა­სა და წარ­მო­ე­ბა­ში. კომ­პა­ნია ამ­ჟა­მად 54 ქარ­ხა­ნას ფლობს იტა­ლი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, აშშ-ში, ინ­დო­ეთ­ში, მა­ლა­ი­ზი­ა­ში, ჩი­ნეთ­სა და არ­გენ­ტი­ნა­ში. კომ­პა­ნი­ის პრო­დუქ­ცია მსოფ­ლი­ოს 80-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

GM PHARMA ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია ფარ­მა­ცევ­ტულ წარ­მო­ე­ბა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და უახ­ლე­სი მან­ქა­ნა-და­ნა­დაგ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, სა­წარ­მოო პრო­ცე­სე­ბის მუდ­მივ ოპ­ტი­მი­ზა­ცია-მო­დერ­ნი­ზა­ცი­ა­ზე, ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მნა-გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. კომ­პა­ნი­ის პრე­პა­რა­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­შია თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის თე­რა­პი­უ­ლი სქე­მე­ბი­თა და სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბით არის მო­წო­დე­ბუ­ლი.

GM PHARMA-ს მე­დი­კა­მენ­ტე­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად 12 მი­ლი­ონ­ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს სა­ქარ­თვე­ლო­სა და კომ­პა­ნი­ის სა­ექ­სპორ­ტო ქვეყ­ნებ­ში, რაც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მხრი­დან კომ­პა­ნი­ის აღი­ა­რე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.

GM PHARMA – ემ­სა­ხუ­რე­ბა მათ, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა.

R

ავტორი:

GM PHARMA  სამრეწველო პროდუქციის მსოფლიო ფორუმზე - ACHEMA 2024

GM PHARMA  სამრეწველო პროდუქციის მსოფლიო ფორუმზე - ACHEMA 2024

საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია GM PHARMA-მ, 2024 წლის ივნისში, მონაწილეობა მიიღო სამრეწველო პროდუქციის მსოფლიო ფორუმში – ACHEMA 2024.

მსოფლიოში უდიდესი საერთაშორისო სავაჭრო გამოფენა გერმანიაში, ქ. ფრანკფურტში გაიმართა. წამყვან ინდუსტრიულ ფორუმზე 56 ქვეყნის 2840-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი საკუთარი სამრეწველო პროდუქციით; გამოფენაზე 141 სხვადასხვა ქვეყნის 106,001 მონაწილე დარეგისტრირდა, რაც ფორუმის მასშტაბურობას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს. წელს ყურადღება გამახვილდა ისეთ აქტუალურ გლობალურ თემებზე, როგორიცაა: ციფრული და „მწვანე“ ინოვაციები, ფარმაცევტული მრეწველობის, ლაბორატორიული აღჭურვილობის, წყალბადის სუფთა ტექნოლოგიების ინოვაციური მანქანა-დანადგარები და სხვა საკითხები. აღნიშნული თემები დიდწილად განსაზღვრავს ფარმაცეტული და ქიმიური ინდუსტრიის მომავალს და მწარმოებლებს უბიძგებს გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები და მიდგომები, რომელიც ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას, უზრუნველყოფს რესურსების გამოყენების ოპტიმიზაციას, ზრდის პროდუქციის ხარისხსა თუ უსაფრთხოებას.

ასეთი მასშტაბის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა პარტნიორული ურთიერთობების მოძიებისა და გაღრმავების გარდა, თანამედროვე და ინოვაციური დანადგარების შესაძენადაც საუკეთესო პლატფორმაა. ამ თვალსაზრისითაც, ACHEMA 2024-ში მონაწილეობა წარმატებული აღმოჩნდა GM PHARMA-სთვის – კომპანიის წარმომადგენლები ფარმაცევტული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების მრავალ ტექნოლოგიურ სიახლესა და მანქანა-დანადგარებს გაეცნენ და თბილისის საწარმოსთვის, მსოფლიოში ცნობილი იტალიური კომპანია „IMA“-გან, ორი ახალი მანქანა-დანადგარი შეიძინეს: საკაფსულე მანქანა „ADAPTA 100“ და კაფსულების „sealing“-ის (ე.წ. „დალუქვის“) დანადგარი „HERMETICA 100“. ორივე მათგანი ინოვაციური და უნიკალური მახასიათებლების მქონე მაღალტექნოლოგიური დანადგარებია, რომლებიც GM PHARMA-ს საწარმოო სიმძლავრეებს მნიშვნელოვნად გაზრდის და ასევე, მათი ფუნქციური მახასითებლებიდან გამომდინარე, ახალი სამკურნალოწამლო საშუალებების განვითარებისა და წარმოების საშუალებასაც მისცემს.

საკაფსულე დანადგარი „ADAPTA 100“ ერთადერთია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც. მოწყობილობას შეუძლია სხვადასხვა ზომის კაფსულაში მოათავსოს როგორც მყარი და თხევადი სამკურნალწამლო ფორმები – ფხვნილი, გრანულა (ე.წ. პელეტები), მიკროტაბლეტი, მინიტაბლეტი, ტაბლეტი, წაგრძელებული ტაბლეტი, კაფსულა და სითხე, ასევე მათი კომბინაციაც. დანადგარი შეიძლება ერთდროულად სამი სხვადასხვა სადგურით აღიჭურვოს, რაც ზემოაღნიშნული სამკურნალწამლო ფორმების ნებისმიერი კომბინაციის ერთ კაფსულაში მოთავსების შესაძლებლობას იძლევა.

„ADAPTA 100“ სისწრაფითა (100 000 კაფს./სთ) და თითოეული კაფსულის მასის კონტროლითაც გამოირჩევა. დანადგარის მოქნილი კონფიგურაცია და კაფსულაში პროდუქტების ავტომატური ჩამტვირთველის არსებობა მინიმუმამდე ამცირებს მუშაობის პროცესში ოპერატორის ჩართულობის საჭიროებას, მტვრისა და უცხო ნაწილაკების წარმოქმნისა და შერევის შესაძლებლობას.

„HERMETICA 100“ დიდი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შექმნილი დანადგარია, რომელიც კაფსულების ჰერმეტიზაციას უზრუნველყოფს და შესაბამისად, სითხით შევსებული კაფსულიდან პროდუქტის გაჟონვის პრევენციისთვის გამოიყენება. დანადგარი აკრავს ჟელატინის რგოლს კაფსულის გარე ზედაპირზე და უზრუნველყოფს კაფსულის 100%-ით ჰერმეტულობას. დანადგარის ერგონომიული დიზაინი მაქსიმალურ ხილვადობასა და მასში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესის თითოეულ ეტაპზე საუკეთესო წვდომას უზრუნველყოფს. „HERMETICA 100“-ის მუშაობის სისწრაფე (100 000 კაფს./სთ) და სხვა პარამეტრები სრულ თანხვედრაშია „ADAPTA 100“-ის პარამეტრებთან, რაც ორივე მანქანა-დანადგარისთვის პროცესების სინერგიის შესაძლებლობას იძლევა.

იტალიური კომპანია „IMA“ 1961 წელს დაარსდა და მსოფლიო ლიდერია ფარმაცევტული, კოსმეტიკური, ჩაის, ყავის და საკვები პროდუქტების გადამუშავებისა და შეფუთვისთვის აუცილებელი ავტომატური მანქანა-დანადგარების შექმნასა და წარმოებაში. კომპანია ამჟამად 54 ქარხანას ფლობს იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ინდოეთში, მალაიზიაში, ჩინეთსა და არგენტინაში. კომპანიის პროდუქცია მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

GM PHARMA ფოკუსირებულია ფარმაცევტულ წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უახლესი მანქანა-დანადაგრების გამოყენებაზე, საწარმოო პროცესების მუდმივ ოპტიმიზაცია-მოდერნიზაციაზე, ასევე თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური პროდუქტების შექმნა-განვითარებაზე. კომპანიის პრეპარატების ჩამონათვალშია თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური მედიკამენტები, რომლებიც უკანასკნელი წლების თერაპიული სქემებითა და საერთაშორისო თუ ნაციონალური გაიდლაინებით არის მოწოდებული.

GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.

GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.

R