პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მეგონა, გიორგი გახარია თუ ასე დაბლა დაეცემოდა და იატაკს ქვემოთ ჩავარდებოდა - რა სისულელეებს ლაპარაკობს! რა შიკრიკი?!" - ვოლსკი
"არ მეგონა, გიორგი გახარია თუ ასე დაბლა დაეცემოდა და იატაკს ქვემოთ ჩავარდებოდა - რა სისულელეებს ლაპარაკობს! რა შიკრიკი?!" - ვოლსკი

არ მე­გო­ნა, გი­ორ­გი გა­ხა­რია თუ ასე დაბ­ლა და­ე­ცე­მო­და და ნულს ქვე­მოთ, ია­ტაკს ქვე­მოთ ჩა­ვარ­დე­ბო­და - რა სი­სუ­ლე­ლე­ებს ლა­პა­რა­კობს! რა შიკ­რი­კი?! ბა­ტო­ნი გა­ხა­რია ზრდი­ლო­ბას­თან ერ­თად, ლო­გი­კა­საც მო­ი­საკ­ლი­სებს! - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რი გია ვოლ­სკი ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, პარ­ტია “სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს აშშ-ში “პერ­სო­ნა­ლურ შიკ­რი­კად“ ქვეყ­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ძა­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რა ჰყავ­და გაგ­ზავ­ნი­ლი.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ვის­ზეც გა­ხა­რი­ამ ისა­უბ­რა, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლია და რა­ტომ არ გა­ავ­რცე­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­ზი­ტის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია თა­ვად სუს-მა, ვოლ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ “მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი საკ­მა­ოდ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა, ასე­ვე, სამ­სა­ხუ­რე­ბის სპე­ცი­ფი­კა, შე­საძ­ლოა, იმა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს, რომ ამა­ზე წი­ნას­წა­რი პრეს­რე­ლი­ზი არ გავ­რცელ­დეს“.

კი­თხვა­ზე, ლი­ლუ­აშ­ვილ­მა აშშ-დან ჩა­მო­ი­ტა­ნა თუ არა ინ­ფორ­მა­ცია აშშ-ს მიერ და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის შე­სა­ხებ, ვოლ­სკიმ აღ­ნიშ­ნა, რომ “ეს პარ­ტი­უ­ლი ვი­ზი­ტი არ იყო, ლი­ლუ­აშ­ვი­ლი პარ­ტი­ის აქ­ტი­ვისტს არ წარ­მო­ად­გენს და პარტნი­ო­რებ­თან გა­ცი­ლე­ბით უფრო სიღ­რმი­სე­უ­ლი სა­კი­თხე­ბია გან­სა­ხილ­ვე­ლი, რაც უსაფრ­თხო­ე­ბას ეხე­ბა“.

“სპე­ცი­ა­ლურ სტრუქ­ტუ­რებს - თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებს შო­რის ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რი, მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ­სე­ბობს, რაც მხო­ლოდ მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს არ ეხე­ბა. ჩვენ სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი გვაქვს ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის, სხვა­დას­ხვა საფრ­თხე­ე­ბის დაძ­ლე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი აშშ-ში ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით იმ­ყო­ფე­ბო­და, არ ვიცი, ამას შიკ­რი­კი რა­ტომ ჰქვია. უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურს რაც ევა­ლე­ბა, იმას აკე­თებს“, - გა­ნა­ცხა­და გია ვოლ­სკიმ.

ავტორი:

"არ მეგონა, გიორგი გახარია თუ ასე დაბლა დაეცემოდა და იატაკს ქვემოთ ჩავარდებოდა - რა სისულელეებს ლაპარაკობს! რა შიკრიკი?!" - ვოლსკი

"არ მეგონა, გიორგი გახარია თუ ასე დაბლა დაეცემოდა და იატაკს ქვემოთ ჩავარდებოდა - რა სისულელეებს ლაპარაკობს! რა შიკრიკი?!" - ვოლსკი

არ მეგონა, გიორგი გახარია თუ ასე დაბლა დაეცემოდა და ნულს ქვემოთ, იატაკს ქვემოთ ჩავარდებოდა - რა სისულელეებს ლაპარაკობს! რა შიკრიკი?! ბატონი გახარია ზრდილობასთან ერთად, ლოგიკასაც მოისაკლისებს! - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილს აშშ-ში “პერსონალურ შიკრიკად“ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ძალოვანი ფიგურა ჰყავდა გაგზავნილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი, ვისზეც გახარიამ ისაუბრა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილია და რატომ არ გაავრცელა აღნიშნული ვიზიტის თაობაზე ინფორმაცია თავად სუს-მა, ვოლსკიმ განაცხადა, რომ “მსოფლიოში არსებული საკმაოდ რთული ვითარება, ასევე, სამსახურების სპეციფიკა, შესაძლოა, იმასაც ითვალისწინებდეს, რომ ამაზე წინასწარი პრესრელიზი არ გავრცელდეს“.

კითხვაზე, ლილუაშვილმა აშშ-დან ჩამოიტანა თუ არა ინფორმაცია აშშ-ს მიერ დასანქცირებული პირების შესახებ, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ “ეს პარტიული ვიზიტი არ იყო, ლილუაშვილი პარტიის აქტივისტს არ წარმოადგენს და პარტნიორებთან გაცილებით უფრო სიღრმისეული საკითხებია განსახილველი, რაც უსაფრთხოებას ეხება“.

“სპეციალურ სტრუქტურებს - თავდაცვის სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურებს შორის ძალიან ინტენსიური, მჭიდრო ურთიერთობები არსებობს, რაც მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს არ ეხება. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს ტერორიზმთან ბრძოლის, სხვადასხვა საფრთხეების დაძლევის მიმართულებით. თუ ლილუაშვილი აშშ-ში ამასთან დაკავშირებით იმყოფებოდა, არ ვიცი, ამას შიკრიკი რატომ ჰქვია. უშიშროების სამსახურს რაც ევალება, იმას აკეთებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.