სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იცვლება სესხის გაცემის პირობები - რა შემთხვევაში შეძლებთ დამტკიცებულ კრედიტზე უარის თქმას?
იცვლება სესხის გაცემის პირობები - რა შემთხვევაში შეძლებთ დამტკიცებულ კრედიტზე უარის თქმას?

"ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვი­სას მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის წეს­ში“ ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და.

კერ­ძოდ, სებ-ის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის, ნა­თია თურ­ნა­ვას ახალ ბრძა­ნე­ბა­ში, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ლი ივ­ლი­სი­დან ამოქ­მედ­დე­ბა, სა­უ­ბა­რია, ფი­ნან­სურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და მომ­ხმა­რებ­ლებს შო­რის ურ­თერ­თო­ბე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა­ზე. მათ შო­რის, სა­ფი­ნან­სო პრო­ფუქტზე გა­ფორ­მე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე უა­რის თქმის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე.

  • ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მომ­ხმა­რე­ბელს უფ­ლე­ბა აქვს უარი თქვას დის­ტან­ცი­უ­რად და­დე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე, ასე­ვე, ერთ მი­ლი­ონ ლა­რამ­დე გა­ცე­მულ სეს­ხებ­ზე/კრე­დი­ტებ­ზე მათი გა­ფორ­მე­ბი­დან 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ამას­თან, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე უა­რის თქმის შემ­თხვე­ვა­ში, გა­ტა­ნი­ლი ძი­რის დაბ­რუ­ნე­ბის გარ­და, მომ­ხმა­რე­ბე­ლი მხო­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პე­რი­ო­დის პრო­ცენტს, ასე­ვე, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნოს­თვის და ნო­ტა­რი­უ­სის­თვის გა­დახ­დილ ხარ­ჯებს და­ფა­რავს.

რო­გორც დო­კუ­მენ­ტში ვკი­თხუ­ლობთ, ფი­ნან­სურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს მომ­ხმა­რებ­ლის­თვის სა­ფი­ნან­სო პრო­დუქ­ტის პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ უტყუ­ა­რი, გა­სა­გე­ბი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, წი­ნას­წარ ცნო­ბი­ლი და მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის დრო­უ­ლად მი­წო­დე­ბა, მათ შო­რის, მომ­ხმა­რე­ბელ­თან გა­სა­ფორ­მე­ბელ/გა­ფორ­მე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ში.

ფი­ნან­სურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მომ­ხმა­რე­ბელს ინ­ფორ­მა­ცია უნდა მი­ა­წო­დოს პრო­დუქ­ტის ნე­ბის­მი­ე­რი არ­ხით შე­თა­ვა­ზე­ბი­სას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბამ­დე, რო­მე­ლიც პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბას­თან, სარ­გებ­ლო­ბას­თან ან/და სარ­გებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მომ­ხმა­რე­ბელს არ უბიძ­გებს ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა­კენ, რო­მელ­საც იგი არ მი­ი­ღებ­და უტყუ­ა­რი და სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ფლო­ბის პი­რო­ბებ­ში.

ამას­თან, ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია ვალ­დე­ბუ­ლია სა­ფი­ნან­სო პრო­დუქ­ტის შე­თა­ვა­ზე­ბი­სას/სა­ფი­ნან­სო პრო­დუქ­ტის მი­წო­დე­ბამ­დე მომ­ხმა­რე­ბელს ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რად გა­აც­ნოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რო­ბე­ბი. „ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რო­ბე­ბის ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რად გაც­ნო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ ვრცელ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვებ­ზე, რო­დე­საც პრო­დუქ­ტის შე­თა­ვა­ზე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ისე­თი დის­ტან­ცი­უ­რი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც გა­მო­რი­ცხავს ზე­პირ­სი­ტყვი­ერ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას და აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლია სხვა გზით (მათ შო­რის, დის­ტან­ცი­უ­რი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბით),“- ვკი­თხუ­ლობთ დო­კუ­მენ­ტში...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

იცვლება სესხის გაცემის პირობები - რა შემთხვევაში შეძლებთ დამტკიცებულ კრედიტზე უარის თქმას?

იცვლება სესხის გაცემის პირობები - რა შემთხვევაში შეძლებთ დამტკიცებულ კრედიტზე უარის თქმას?

"ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ ცვლილებები შევიდა.

კერძოდ, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ახალ ბრძანებაში, რომელიც მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება, საუბარია, ფინანსურ ორგანიზაციებსა და მომხმარებლებს შორის ურთერთობების დარეგულირებაზე. მათ შორის, საფინანსო პროფუქტზე გაფორმებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესაძლებლობებზე.

  • ცვლილებების მიხედვით, მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე, ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში.

ამასთან, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გატანილი ძირის დაბრუნების გარდა, მომხმარებელი მხოლოდ გამოყენებული პერიოდის პროცენტს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის და ნოტარიუსისთვის გადახდილ ხარჯებს დაფარავს.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისთვის საფინანსო პროდუქტის პირობების შესახებ უტყუარი, გასაგები და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი, წინასწარ ცნობილი და მის ხელთ არსებული სრული ინფორმაციის დროულად მიწოდება, მათ შორის, მომხმარებელთან გასაფორმებელ/გაფორმებულ ხელშეკრულებებში.

ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს პროდუქტის ნებისმიერი არხით შეთავაზებისას ხელშეკრულების გაფორმებამდე, რომელიც პროდუქტის მიღებასთან, სარგებლობასთან ან/და სარგებლობის დასრულებასთან დაკავშირებით მომხმარებელს არ უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში.

ამასთან, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია საფინანსო პროდუქტის შეთავაზებისას/საფინანსო პროდუქტის მიწოდებამდე მომხმარებელს ზეპირსიტყვიერად გააცნოს ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები. „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ზეპირსიტყვიერად გაცნობის ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც პროდუქტის შეთავაზება ხორციელდება ისეთი დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით, რომელიც გამორიცხავს ზეპირსიტყვიერ კომუნიკაციას და აღნიშნული ინფორმაცია მომხმარებლისთვის მიწოდებულია სხვა გზით (მათ შორის, დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით),“- ვკითხულობთ დოკუმენტში...წაიკითხეთ სრულად