სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისინი სახლში გმირებად ბრუნდებიან" - შოკირებული ესპანეთი, "კვარას" ჭკვიანური დარტყმა და ქომაგების ტაში, დოლის ფონზე: რას წერს მსოფლიო მედია გუშინდელ მატჩზე
"ისინი სახლში გმირებად ბრუნდებიან" - შოკირებული ესპანეთი, "კვარას" ჭკვიანური დარტყმა და ქომაგების ტაში, დოლის ფონზე: რას წერს მსოფლიო მედია გუშინდელ მატჩზე

"გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ მარ­თლაც სჯე­რო­დათ", "რამ­დე­ნა­დაც კარ­გი იყო ეს­პა­ნე­თი, ეს არ აკ­ნი­ნებს იმ უზარ­მა­ზარ ძა­ლის­ხმე­ვას, რაც სა­ქარ­თვე­ლომ გას­წია", "21 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ფა­ვო­რი­ტი ნამ­დვი­ლად, თვალ­სა­ჩი­ნოდ შეძრწუ­ნე­ბუ­ლი იყო", - ეს გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი იმ ფარ­თო ანა­ლი­ტი­კუ­რი სტა­ტი­ე­ბის მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლია, რაც მსოფ­ლი­ო­ში მთა­ვარ­მა გა­მო­ცე­მებ­მა ევრო 2024-ზე სა­ქარ­თვე­ლო-ეს­პა­ნე­თის და­პი­რის­პი­რე­ბას მი­უ­ძღვნეს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ან­გა­რი­შით 4:1 წა­ა­გო, უცხო­უ­რი მე­დი­ის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა აღ­ნიშ­ნავს, რომ ნაკ­რებ­მა ტურ­ნი­რის მთა­ვარ ფა­ვო­რიტს მოკლეხ­ნი­ა­ნი პა­ნი­კა გა­ნაც­დე­ვი­ნა, აღ­ნიშ­ნულ მატჩსა და მთლი­ან ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ას­პა­რე­ზო­ბა კი გა­სა­ოც­რად გა­მო­უ­ვი­და და ყვე­ლა ოპო­ნენ­ტის პა­ტი­ვის­ცე­მა და­იმ­სა­ხუ­რა. გაც­ნობთ Guardian-ის, BBC-ის, Telegraph-ისა და Independent-ის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ზე და­წე­რილ გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს.

  • Guardian-ის მიერ მატ­ჩი­სად­მი მი­ძღვნი­ლი სტა­ტია ასეა და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლი: “ეს­პა­ნე­თი ად­რე­უ­ლი შო­კი­დან გა­მო­დის, სა­ქარ­თვე­ლოს ად­ვი­ლად ამარ­ცხებს და გერ­მა­ნი­ას­თან შეხ­ვედ­რას ნიშ­ნავს”. მი­უ­ხე­და­ვად ამ სა­თა­უ­რი­სა, სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­მა­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფა­ვო­რი­ტე­ბის­თვის “მარ­ტი­ვი” სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა. პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"ეს­პა­ნე­თი გერ­მა­ნი­ას შეხ­ვდე­ბა. არა­ფე­რი გვაქვს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო. ტურ­ნი­რის მას­პინ­ძე­ლი და სა­უ­კე­თე­სო გუნ­დი ერ­თმა­ნეთს შტუტ­გარ­ტში, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­სას­ვლე­ლად შეხ­ვდე­ბი­ან, მას შემ­დეგ, რაც "სე­ლე­სი­ონ­მა" სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ 33 დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ოთხი გოლი გა­ი­ტა­ნა. თუმ­ცა "ად­ვი­ლად" გას­ვლა შე­იძ­ლე­ბა ზუს­ტი სი­ტყვა სუ­ლაც არ იყოს.

ეს­პა­ნე­ლე­ბი კვლავ შთამ­ბეჭ­და­ვე­ბი იყ­ვნენ გა­მარ­ჯვე­ბის გზა­ზე. ხა­რის­ხის, კონ­ტრო­ლი­სა და სის­წრა­ფის მშვე­ნი­ერ­მა კომ­ბი­ნა­ცი­ამ მათი ფა­ვო­რი­ტე­ბის სტა­ტუ­სი და­ა­დას­ტუ­რა, მაგ­რამ ეს ოდ­ნავ უფრო მარ­ტი­ვად ჟღერს, ვიდ­რე სი­ნამ­დვი­ლე­ში იყო - თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ეს­პა­ნეთ­მა პირ­ვე­ლად გა­უშ­ვა გოლი და სა­ქარ­თვე­ლომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ მათ­თან თა­ნაბ­რად ეთა­მა­შა.

სა­ბო­ლო­ოდ, სა­ქარ­თვე­ლო ვერ შე­ედ­რე­ბო­და გუნდს, რო­მელ­საც როდ­რი დი­რი­ჟო­რობ­და და რო­მელ­საც ჰყავ­და ლა­მინ ია­მა­ლი და უი­ლი­ამ­სი, რომ­ლე­ბიც დაც­ვას არ­ღვევ­დნენ. ახლა ის­მის კი­თხვა, შე­ედ­რე­ბა თუ არა მათ ვინ­მე სხვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს­პა­ნეთ­მა გას­ვლა და­იმ­სა­ხუ­რა, და გან­სა­კუთ­რე­ბით, ლა­მინ ია­მალს ალ­ბათ შე­ეძ­ლო, კი­დევ ერთი-ორი გოლი გა­ე­ტა­ნა, მე­ო­თხე გოლი დე­ბი­უ­ტან­ტე­ბის­თვის ცოტა სას­ტი­კი აღ­მოჩ­ნდა - ისი­ნი სახ­ლში 3.7 მი­ლი­ონ ადა­მი­ან­თან ბრუნ­დე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც მათ, სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნად, გმი­რე­ბად მი­ი­ღე­ბენ.

ტურ­ნირ­ზე ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გის მქო­ნე გუნ­დის (მსოფ­ლი­ო­ში 74-ე, ევ­რო­პა­ში კი 0 35-ე), სა­ქარ­თვე­ლოს გა­მო­ვარ­დნა გა­საკ­ვი­რი არაა. სი­ურპრი­ზია ის, თუ რამ­დე­ნად მოგ­ვე­ნატ­რე­ბი­ან ისი­ნი. შვი­დი ბა­ნე­რი იყო გა­ჭი­მუ­ლი ტრი­ბუ­ნა­ზე, რომ­ლებ­ზეც დიდი წი­თე­ლი ასო­ე­ბით ეწე­რა სი­ტყვა: "გჯე­რო­დეს". გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ მარ­თლაც სჯე­რო­დათ. გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა უკვე აღ­წე­რა ეს რო­გორც "ლა­მა­ზი, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ფილ­მი", და ეს იყო მა­ნამ­დე, სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო მე-18 წუთ­ზე პირ­ველ გოლს გა­ი­ტან­და. ისი­ნი რე­ა­ლუ­რად 75-ე წუ­თამ­დე არ და­ცე­მუ­ლან, და ესეც კი მა­შინ მოხ­და, როცა თა­მაშ­ში დაბ­რუ­ნე­ბის გზას ეძებ­დნენ, თა­მაშ­ში, რო­მელ­შიც და­ნე­ბე­ბა­ზეც უარ ამ­ბობ­დნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს ას­პა­რე­ზო­ბა შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­და, მაგ­რამ რა კამ­პა­ნია იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი. პორ­ტუ­გა­ლი­ა­ზე გა­მარ­ჯვე­ბა სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა მათი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში. და ეს­პა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ წინ გას­ვლამ შექ­მნა მთე­ლი ის დრა­მა, რაც ამ მატჩს სჭირ­დე­ბო­და”, - ვკი­თხუ­ლობთ გა­მო­ცე­მის შე­ფა­სე­ბას.

  • თა­მაშს სტა­ტია მი­უ­ძღვნა BBC-მაც. მათი სტა­ტი­ის სა­თა­უ­რი ასე ჟღერს: “ეს­პა­ნეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ად­რე­უ­ლი შო­კის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ მარ­ტი­ვად გა­მარ­ჯვე­ბით, ევრო 2024-ის მას­პინ­ძელ გერ­მა­ნი­ას­თან ბლო­კბას­ტე­რუ­ლი მე­ო­თხე­დფი­ნა­ლუ­რი მატ­ჩი და­ნიშ­ნა”. Guardian-ის მსგავ­სად, სტა­ტი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ცალ­კე შე­ფა­სე­ბა ეძღვნე­ბა, რო­მე­ლიც ასე­ვე და­დე­ბი­თად აფა­სებს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ას­პა­რე­ზო­ბას.

“თა­ვის პირ­ველ დიდ ტურ­ნირ­ზე მო­თა­მა­შე სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­დან­ვე მო­უ­წია ეს­პა­ნე­თის მძი­მე ზე­წო­ლის ატა­ნა, მაგ­რამ კი­ოლ­ნის სტა­დი­ონ­ზე მა­ყუ­რებ­ლე­ბი გა­ა­ო­ცა, რო­დე­საც მე-18 წუთ­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­წი­ნა­ურ­და.

ამან სა­ქარ­თვე­ლოს თავ­და­ჯე­რე­ბა შე­მა­ტა, მაგ­რამ ეს­პა­ნე­თის ზე­წო­ლამ სა­ბო­ლო­ოდ გა­ა­მარ­თლა, რო­დე­საც “მან­ჩეს­ტერ სი­ტის” როდ­რიმ ბურ­თი კა­რის ქვე­და კუ­თხე­ში გა­უშ­ვა - და ამით მე­კა­რე, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი და­ა­მარ­ცხა, რო­მელ­მაც მთლი­ა­ნო­ბა­ში კი­დევ ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­მა­ში აჩ­ვე­ნა.

ეს­პა­ნეთ­მა შე­ტე­ვა გა­ნაგ­რძო, უთ­ვა­ლავ შანსს ქმნი­და და კვლავ გა­ი­ტა­ნა. სა­ქარ­თვე­ლო ბრძო­ლას გა­ნაგ­რძობ­და და “ნა­პო­ლის” ვინ­გერ კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­ეძ­ლო, ტურ­ნი­რის გოლი გა­ე­ტა­ნა, მისი ჭკვი­ა­ნუ­რი დარ­ტყმა ნა­ხე­ვა­რი მო­ედ­ნი­დან ბო­ძის გვერ­დის ჩავ­ლის ნაც­ვლად, ერთი მეტ­რით მარ­ჯვნივ რომ წა­სუ­ლი­ყო.

სა­ქარ­თვე­ლო გერ­მა­ნი­ას მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის­გან პა­ტი­ვის­ცე­მის მო­პო­ვე­ბის ფონ­ზე ტო­ვებს, მათ პირ­ველ დიდ ტურ­ნირ­ზე პლეი-ოფში ზღაპ­რუ­ლი გას­ვლის შემ­დეგ.

მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა - მი­უნ­ხე­ნის “ბა­ი­ერ­ნი­სა” და საფ­რან­გე­თის ყო­ფილ­მა მცველ­მა - თა­ვის ფეხ­ბურ­თე­ლებს მო­უ­წო­და, არ ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ შიში და ისი­ნიც ასე მო­იქ­ცნენ, ეს­პა­ნე­თის დაც­ვა­ზე კონ­ტრშე­ტე­ვე­ბით მი­დი­ოდ­ნენ, დრიბ­ლინგს უშიშ­რად მი­მარ­თავ­დნენ და მთე­ლი თა­მა­შის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებ­დნენ რის­კებს.

მე­კა­რე მა­მარ­დაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს თა­მაშ­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა 50 წუთ­ზე მეტ ხანს მო­ა­ხერ­ხა, სა­ნამ რუ­ი­სის თა­ვუ­რი ეს­პა­ნეთს წინ არ გა­იყ­ვან­და, ხოლო ნა­პო­ლის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ შე­ტე­ვა­ში თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი თა­მა­ში აჩ­ვე­ნა.

ან­გა­რი­ში ეს­პა­ნე­თის უპი­რა­ტე­სო­ბას მათ მიერ შექ­მნი­ლი შან­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით არ ასა­ხავს - მაგ­რამ შე­საძ­ლოა, არც სა­ქარ­თვე­ლოს ბრწყინ­ვა­ლე­ბი­სა და იმ საფრ­თხის ამ­ბავს გად­მოს­ცემს, რო­მელ­საც ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ.

"ზოგ­ჯერ დროა სა­ჭი­რო იმის გა­და­სა­ხე­დად, თუ რა გა­ა­კე­თე. შეგ­ვიძ­ლია, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყოთ. გუნ­დის ევო­ლუ­ცია აბ­სო­ლუ­ტუ­რად ფან­ტას­ტი­კუ­რი იყო", - თქვა სა­ქარ­თვე­ლოს მწვრთნელ­მა, ვილი სა­ნი­ოლ­მა, - "ამით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ. ახლა ეს ჩვე­ნი ვო­ი­ა­ჟის და­სას­რუ­ლია, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შემ­დე­გი ძა­ლი­ან აღ­მაფრ­თო­ვა­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, ყვე­ლა ქარ­თველს ერთი რამ უნდა - ეს კი აქ დაბ­რუ­ნე­ბაა".

ის ფაქ­ტი, რომ ეს­პა­ნეთს ამ მატ­ჩის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად ორი და­მა­ტე­ბი­თი დღე ჰქონ­და და ბოლო ჯგუ­ფურ მატჩში 10 ცვლი­ლე­ბის გა­კე­თე­ბა შეძ­ლო, ასე­ვე თვალ­სა­ჩი­ნო გახ­და, როცა თა­მა­შის გვი­ან­დელ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო გა­და­ი­ღა­ლა.

ასეა თუ ისე, მათი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ნამ­დვი­ლად კმა­ყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ იმით, რაც ნა­ხეს, მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თა­ვი­ანთ ად­გი­ლებ­ზე დარ­ჩნენ, დო­ლის ფონ­ზე სკან­დი­რებ­დნენ და სა­ქარ­თვე­ლოს მო­თა­მა­შე­ებს ტაშს უკ­რავ­დნენ.

მათ და­უ­ვი­წყა­რი მო­გო­ნე­ბა შექ­მნეს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლომ ბოლო ჯგუ­ფურ მატჩში პორ­ტუ­გა­ლია და­ა­მარ­ცხა - მაგ­რამ ეს ნა­ბი­ჯი ელი­ტუ­რი მე­ტო­ქის წი­ნა­აღ­მდეგ ზედ­მე­ტად შო­რე­უ­ლი იყო”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია BBC-ის ანა­ლიზ­ში.

  • გა­მო­ცე­მა Independent-ის პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში კი ვკი­თხუ­ლობთ, რომ “ეს­პა­ნეთ­მა ახა­ლი ტეს­ტი ნაც­ნო­ბი სტი­ლით ჩა­ა­ბა­რა და ევრო 2024-ის გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა”. სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, თუ რამ­დე­ნად დიდი გან­სხვა­ვე­ბაა სა­ფეხ­ბურ­თო თვალ­საზ­რი­სით ამ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის, არა მხო­ლოდ მა­მა­კაც­თა ეროვ­ნულ ნაკ­რე­ბებ­ში, არა­მედ - ქალ­თა ფეხ­ბურთშიც, თუმ­ცა 21 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბას ჰგავ­და, მო­ე­დან­ზე მყო­ფი გი­გან­ტი კი შერ­ყე­უ­ლი იყო.

“ორი მხა­რე, რო­მელ­საც ამა­ზე უფრო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტაქ­ტი­კუ­რი იდე­ე­ბი და სა­თა­მა­შო სტი­ლი ვერ ექ­ნე­ბო­და.

ორი მხა­რე, რო­მელ­საც პო­ლა­რუ­ლი, მთლი­ა­ნად სა­პი­რის­პი­რო ის­ტო­რია აქვს, მათ შო­რის - სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფეხ­ბურ­თო თვალ­საზ­რი­სი­თაც.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი, არა­თუ გოლი გა­ე­ტა­ნა ან მატ­ჩი მო­ე­გო, ამ ზა­ფხუ­ლამ­დე დიდ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე არას­დროს ყო­ფი­ლა. ან თუნ­დაც, პლეი-ოფში გა­სუ­ლი­ყო. ეს­პა­ნეთ­მა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი სულ რა­ღაც 2012 წელს მო­ი­გო, ბოლო ტურ­ნირ­ზე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­ვი­და და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი მხო­ლოდ 14 წლის წინ გახ­და.

ფეხ­ბურ­თის მემ­კვიდ­რე­ო­ბა და ის­ტო­რია მხო­ლოდ მა­მა­კაც­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი­თა და მსოფ­ლიო თასე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, ნამ­დვი­ლი კონ­ტექ­სტუ­ა­ლუ­რი ეროვ­ნუ­ლი სხვა­ო­ბა კი­დევ უფრო დი­დია: სა­ქარ­თვე­ლოს ქალ­თა ნაკ­რე­ბიც არას­დროს ყო­ფი­ლა ტურ­ნირ­ზე, მა­შინ როცა La Roja მოქ­მე­დი მსოფ­ლიო და ქალ­თა ერთა ლი­გის ჩემ­პი­ო­ნია. უბ­რა­ლოდ, უზარ­მა­ზა­რი სხვა­ო­ბაა ამ ორს შო­რის, ფეხ­ბურ­თის თვალ­საზ­რი­სით ისე­თი დიდი უფსკრუ­ლი, რომ თით­ქმის, ახ­სნას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

მაგ­რამ ევრო 2024-ზე, 21 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, უზარ­მა­ზა­რი შოკი იყო “ჩარ­თუ­ლი”. 21 გა­სა­ო­ცა­რი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­უ­ჯე­რე­ბელ­მა ოც­ნე­ბამ ტრი­ბუ­ნე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მღელ­ვა­რე, სენ­სა­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღო, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ფა­ვო­რი­ტი კი ნამ­დვი­ლად, თვალ­სა­ჩი­ნოდ შეძრწუ­ნე­ბუ­ლი იყო”.

  • Telegraph-ის სტა­ტი­ა­შიც იმა­ვე ში­ნა­არსს ვხვდე­ბით - ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ ბევ­რი გუნ­დი შე­იძ­ლე­ბო­და, ჩემ­პი­ო­ნა­ტის ყვე­ლა­ზე და­ბალ­რე­ი­ტინ­გულ ნაკ­რებ­თან ჩა­მორ­ჩე­ნით და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის საფრ­თხით შეძრწუ­ნე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა ეს­პა­ნე­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გუნ­დი არ არის, ან ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე არ თა­მა­შობს.

“სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ გან­ცდი­ლი ხან­მოკ­ლე შიში, სა­ბო­ლო­ოდ, მხო­ლოდ ამად­ვე დარ­ჩა. ეს იყო გა­მარ­ჯვე­ბა, რო­მელ­მაც ეს­პა­ნე­თის ბევ­რი თვი­სე­ბა წარ­მო­ა­ჩი­ნა: რა თქმა უნდა, სწრა­ფი, დი­ნა­მი­უ­რი შემ­ტე­ვი ფეხ­ბურ­თი, მაგ­რამ ასე­ვე სიმ­შვი­დე, მოთ­მი­ნე­ბა და ხა­სი­ა­თი.

თა­მა­შის ლო­გი­კის სრუ­ლად სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ წინ გას­ვლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლომ ლი­დე­რო­ბა 21 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, სა­ნამ არ და­ჯაბ­ნა გუნ­დმა, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდო­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის, სიჩ­ქა­რი­სა და სიმ­შვი­დის მათ­რო­ბე­ლი ნა­ზა­ვია. ნა­თე­ლია, რომ გერ­მა­ნია კარ­გი უნდა იყოს - ძა­ლი­ან კარ­გი - რომ ამ გუნდს გა­უმკლავ­დეს.

რამ­დე­ნა­დაც კარ­გი იყო ეს­პა­ნე­თი, ეს არ აკ­ნი­ნებს იმ უზარ­მა­ზარ ძა­ლის­ხმე­ვას, რაც სა­ქარ­თვე­ლომ გას­წია. ისი­ნი სახ­ლში გმი­რე­ბად დაბ­რუნ­დე­ბი­ან, იმ ის­ტო­რი­ე­ბი­თა და ამ­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც მათ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში დიდ­ხანს იცო­ცხლებს. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას სა­ხით სა­ქარ­თვე­ლოს ნამ­დვი­ლი ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი ჰყავს, ხოლო “ნა­პო­ლის” - მო­თა­მა­შე, რომ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაც “პარი სენ-ჟერ­მე­ნის” მიერ მისი ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მცდე­ლო­ბე­ბის გამო შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ჭირ­დეთ; მათი მე­კა­რე, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი კი, ტურ­ნი­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი პერ­ფორ­მე­რი იყო. ის ამ თა­მაშ­შიც შე­სა­ნიშ­ნა­ვი იყო, მაგ­რამ ეს სა­ჭი­როც იყო.

გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში, თბი­ლის­ში 7-1 და­მარ­ცხე­ბუ­ლებს, ისე ჩან­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სას­ტი­კად ცალ­მხრივ სა­წყის მი­მოც­ვლებ­ში ისევ ად­ვი­ლად ჩა­მო­ი­შო­რებ­დნენ. მაგ­რამ ვილი სა­ნი­ო­ლის გუნ­დმა ალ­ყას გა­უძ­ლო და მე-18 წუ­თის­თვის, რო­ბინ ლე ნორ­მა­ნის ავ­ტო­გო­ლით წინ გა­ვი­და, ან­გა­რი­ში მათ სა­სარ­გებ­ლოდ 1-0 იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ნამ­დე მო­წი­ნა­აღ­მდე­გის კარ­ში არც და­ურ­ტყამთ, არც მათ სა­ჯა­რი­მო მო­ე­დან­ში და­უ­ფიქ­სი­რე­ბი­ათ ბურთთან შე­ხე­ბა, ხოლო ბურ­თის ფლო­ბა მხო­ლოდ 12 პრო­ცენ­ტი ჰქონ­დათ. ეს­პა­ნე­თი ამ მო­მენ­ტში შე­იძ­ლე­ბა შერ­ყე­უ­ლი­ყო, პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი­ყო.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბო­ლო­ოდ ენერ­გია ამო­ე­წუ­რა, მაგ­რამ რო­გორ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლოთ, როცა ია­მა­ლი და უი­ლი­ამ­სი ასე გა­მორ­ბი­ან შენ­კენ. რა პირ­ვე­ლი ტა­ი­მი იყო: მდი­და­რი, ცო­ცხა­ლი, მძაფ­რი სტი­ლე­ბის კონ­ტრას­ტი, რო­მე­ლიც ყუ­რის­წამ­ღე­ბი გუ­გუ­ნის ფონ­ზე თა­მაშ­დე­ბო­და. პო­ზი­ცი­ე­ბი თა­ვი­დან­ვე გა­მაგ­რე­ბუ­ლი იყო: ეს­პა­ნე­თი უკან ორი ორზე დაც­ვას კმა­ყო­ფილ­დე­ბო­და, რად­გან მთე­ლი გუნ­დი წინ ჰყავ­და გაშ­ვე­ბუ­ლი; სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სი სა­ჯა­რი­მო მო­ედ­ნის კი­დი­დან იცავ­და თავს, მაგ­რამ თა­ვი­სი ორი ბრწყინ­ვა­ლე შემ­ტე­ვი, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია და ჟორჟ მი­ქა­უ­ტა­ძე, წინ ჰყავ­დათ და­ტო­ვე­ბუ­ლი, რო­გორც გამ­ტა­რე­ბი მათი სა­ში­ში, სწრა­ფი კონ­ტრშე­ტე­ვე­ბის­თვის. მიდ­გო­მე­ბი ბევ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვერც იქ­ნე­ბო­და და მა­ინც, ორი­ვე მათ­გან­ში იყო სი­ლა­მა­ზე და სი­მა­მა­ცე. კვა­რა­ცხე­ლი­ას სა­ხით სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავ­და სა­კუ­თა­რი მძვინ­ვა­რე, და­უ­ღა­ლა­ვი სახე, “ნა­პო­ლის” ფორ­ვარ­დი, რო­მელ­მაც მო­ა­ხერ­ხა, საკ­მა­ოდ უნი­კა­ლუ­რად გა­მორ­ჩე­უ­ლი­ყო, თით­ქოს ბულ­დო­ზე­რი და ბა­ლე­რი­ნა ერ­თად ყო­ფი­ლი­ყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო პირ­ველ ტა­ი­მამ­დე რომ გა­ეძ­ლო, ეს­პა­ნე­თი შე­იძ­ლე­ბა, ცოტა უფრო შეშ­ფო­თე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ გოლი ორ­მაგ ფა­სად და­უჯ­დათ, ამა­სო­ბა­ში კი, ტრავ­მის გამო თა­ვი­ან­თი გავ­ლე­ნი­ა­ნი ნა­ხე­ვარმცვე­ლი, ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლიც და­კარ­გეს”, - ვკი­თხუ­ლობთ Telegraph-ის სტა­ტი­ა­ში.

ფო­ტო­ე­ბი: ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ისინი სახლში გმირებად ბრუნდებიან" - შოკირებული ესპანეთი, "კვარას" ჭკვიანური დარტყმა და ქომაგების ტაში, დოლის ფონზე: რას წერს მსოფლიო მედია გუშინდელ მატჩზე

"ისინი სახლში გმირებად ბრუნდებიან" - შოკირებული ესპანეთი, "კვარას" ჭკვიანური დარტყმა და ქომაგების ტაში, დოლის ფონზე: რას წერს მსოფლიო მედია გუშინდელ მატჩზე

"გარკვეული დროის განმავლობაში, მათ მართლაც სჯეროდათ", "რამდენადაც კარგი იყო ესპანეთი, ეს არ აკნინებს იმ უზარმაზარ ძალისხმევას, რაც საქართველომ გასწია", "21 წუთის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფავორიტი ნამდვილად, თვალსაჩინოდ შეძრწუნებული იყო", - ეს გამოხმაურებები იმ ფართო ანალიტიკური სტატიების მხოლოდ მცირე ნაწილია, რაც მსოფლიოში მთავარმა გამოცემებმა ევრო 2024-ზე საქართველო-ესპანეთის დაპირისპირებას მიუძღვნეს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ანგარიშით 4:1 წააგო, უცხოური მედიის აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ნაკრებმა ტურნირის მთავარ ფავორიტს მოკლეხნიანი პანიკა განაცდევინა, აღნიშნულ მატჩსა და მთლიან ჩემპიონატზე ასპარეზობა კი გასაოცრად გამოუვიდა და ყველა ოპონენტის პატივისცემა დაიმსახურა. გაცნობთ Guardian-ის, BBC-ის, Telegraph-ისა და Independent-ის მიერ საქართველოზე დაწერილ გამოხმაურებებს.

  • Guardian-ის მიერ მატჩისადმი მიძღვნილი სტატია ასეა დასათაურებული: “ესპანეთი ადრეული შოკიდან გამოდის, საქართველოს ადვილად ამარცხებს და გერმანიასთან შეხვედრას ნიშნავს”. მიუხედავად ამ სათაურისა, სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოსთან თამაში ევროპის ჩემპიონატის ფავორიტებისთვის “მარტივი” სულაც არ ყოფილა. პუბლიკაციაში ვკითხულობთ:

"ესპანეთი გერმანიას შეხვდება. არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო. ტურნირის მასპინძელი და საუკეთესო გუნდი ერთმანეთს შტუტგარტში, ნახევარფინალში გასასვლელად შეხვდებიან, მას შემდეგ, რაც "სელესიონმა" საქართველოს წინააღმდეგ 33 დარტყმა განახორციელა და ოთხი გოლი გაიტანა. თუმცა "ადვილად" გასვლა შეიძლება ზუსტი სიტყვა სულაც არ იყოს.

ესპანელები კვლავ შთამბეჭდავები იყვნენ გამარჯვების გზაზე. ხარისხის, კონტროლისა და სისწრაფის მშვენიერმა კომბინაციამ მათი ფავორიტების სტატუსი დაადასტურა, მაგრამ ეს ოდნავ უფრო მარტივად ჟღერს, ვიდრე სინამდვილეში იყო - თუნდაც იმიტომ, რომ ესპანეთმა პირველად გაუშვა გოლი და საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ მათთან თანაბრად ეთამაშა.

საბოლოოდ, საქართველო ვერ შეედრებოდა გუნდს, რომელსაც როდრი დირიჟორობდა და რომელსაც ჰყავდა ლამინ იამალი და უილიამსი, რომლებიც დაცვას არღვევდნენ. ახლა ისმის კითხვა, შეედრება თუ არა მათ ვინმე სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთმა გასვლა დაიმსახურა, და განსაკუთრებით, ლამინ იამალს ალბათ შეეძლო, კიდევ ერთი-ორი გოლი გაეტანა, მეოთხე გოლი დებიუტანტებისთვის ცოტა სასტიკი აღმოჩნდა - ისინი სახლში 3.7 მილიონ ადამიანთან ბრუნდებიან, რომლებიც მათ, სრულიად სამართლიანად, გმირებად მიიღებენ.

ტურნირზე ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდის (მსოფლიოში 74-ე, ევროპაში კი 0 35-ე), საქართველოს გამოვარდნა გასაკვირი არაა. სიურპრიზია ის, თუ რამდენად მოგვენატრებიან ისინი. შვიდი ბანერი იყო გაჭიმული ტრიბუნაზე, რომლებზეც დიდი წითელი ასოებით ეწერა სიტყვა: "გჯეროდეს". გარკვეული დროის განმავლობაში, მათ მართლაც სჯეროდათ. გიორგი ქოჩორაშვილმა უკვე აღწერა ეს როგორც "ლამაზი, დაუჯერებელი ფილმი", და ეს იყო მანამდე, სანამ საქართველო მე-18 წუთზე პირველ გოლს გაიტანდა. ისინი რეალურად 75-ე წუთამდე არ დაცემულან, და ესეც კი მაშინ მოხდა, როცა თამაშში დაბრუნების გზას ეძებდნენ, თამაშში, რომელშიც დანებებაზეც უარ ამბობდნენ.

საქართველოს ასპარეზობა შეიძლება დასრულდა, მაგრამ რა კამპანია იყო ეს ყველაფერი. პორტუგალიაზე გამარჯვება სამუდამოდ დარჩება მათი ფეხბურთის ისტორიაში. და ესპანეთის წინააღმდეგ წინ გასვლამ შექმნა მთელი ის დრამა, რაც ამ მატჩს სჭირდებოდა”, - ვკითხულობთ გამოცემის შეფასებას.

  • თამაშს სტატია მიუძღვნა BBC-მაც. მათი სტატიის სათაური ასე ჟღერს: “ესპანეთმა საქართველოსთან ადრეული შოკის გადატანის შემდეგ მარტივად გამარჯვებით, ევრო 2024-ის მასპინძელ გერმანიასთან ბლოკბასტერული მეოთხედფინალური მატჩი დანიშნა”. Guardian-ის მსგავსად, სტატიაში საქართველოს ცალკე შეფასება ეძღვნება, რომელიც ასევე დადებითად აფასებს ეროვნული ნაკრების ასპარეზობას.

“თავის პირველ დიდ ტურნირზე მოთამაშე საქართველოს თავიდანვე მოუწია ესპანეთის მძიმე ზეწოლის ატანა, მაგრამ კიოლნის სტადიონზე მაყურებლები გააოცა, როდესაც მე-18 წუთზე მოულოდნელად დაწინაურდა.

ამან საქართველოს თავდაჯერება შემატა, მაგრამ ესპანეთის ზეწოლამ საბოლოოდ გაამართლა, როდესაც “მანჩესტერ სიტის” როდრიმ ბურთი კარის ქვედა კუთხეში გაუშვა - და ამით მეკარე, გიორგი მამარდაშვილი დაამარცხა, რომელმაც მთლიანობაში კიდევ ერთი გამორჩეული თამაში აჩვენა.

ესპანეთმა შეტევა განაგრძო, უთვალავ შანსს ქმნიდა და კვლავ გაიტანა. საქართველო ბრძოლას განაგრძობდა და “ნაპოლის” ვინგერ კვარაცხელიას შეეძლო, ტურნირის გოლი გაეტანა, მისი ჭკვიანური დარტყმა ნახევარი მოედნიდან ბოძის გვერდის ჩავლის ნაცვლად, ერთი მეტრით მარჯვნივ რომ წასულიყო.

საქართველო გერმანიას მოწინააღმდეგეებისგან პატივისცემის მოპოვების ფონზე ტოვებს, მათ პირველ დიდ ტურნირზე პლეი-ოფში ზღაპრული გასვლის შემდეგ.

მწვრთნელმა ვილი სანიოლმა - მიუნხენის “ბაიერნისა” და საფრანგეთის ყოფილმა მცველმა - თავის ფეხბურთელებს მოუწოდა, არ ეჩვენებინათ შიში და ისინიც ასე მოიქცნენ, ესპანეთის დაცვაზე კონტრშეტევებით მიდიოდნენ, დრიბლინგს უშიშრად მიმართავდნენ და მთელი თამაშის განმავლობაში იღებდნენ რისკებს.

მეკარე მამარდაშვილმა საქართველოს თამაშში შენარჩუნება 50 წუთზე მეტ ხანს მოახერხა, სანამ რუისის თავური ესპანეთს წინ არ გაიყვანდა, ხოლო ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელიამ შეტევაში თავბრუდამხვევი თამაში აჩვენა.

ანგარიში ესპანეთის უპირატესობას მათ მიერ შექმნილი შანსების რაოდენობის გათვალისწინებით არ ასახავს - მაგრამ შესაძლოა, არც საქართველოს ბრწყინვალებისა და იმ საფრთხის ამბავს გადმოსცემს, რომელსაც ისინი წარმოადგენენ.

"ზოგჯერ დროა საჭირო იმის გადასახედად, თუ რა გააკეთე. შეგვიძლია, ძალიან ბედნიერები ვიყოთ. გუნდის ევოლუცია აბსოლუტურად ფანტასტიკური იყო", - თქვა საქართველოს მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, - "ამით ძალიან ვამაყობ. ახლა ეს ჩვენი ვოიაჟის დასასრულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შემდეგი ძალიან აღმაფრთოვანებელი იქნება. ვფიქრობ, ყველა ქართველს ერთი რამ უნდა - ეს კი აქ დაბრუნებაა".

ის ფაქტი, რომ ესპანეთს ამ მატჩისთვის მოსამზადებლად ორი დამატებითი დღე ჰქონდა და ბოლო ჯგუფურ მატჩში 10 ცვლილების გაკეთება შეძლო, ასევე თვალსაჩინო გახდა, როცა თამაშის გვიანდელ ეტაპზე საქართველო გადაიღალა.

ასეა თუ ისე, მათი გულშემატკივრები ნამდვილად კმაყოფილები იყვნენ იმით, რაც ნახეს, მატჩის დასრულების შემდეგ თავიანთ ადგილებზე დარჩნენ, დოლის ფონზე სკანდირებდნენ და საქართველოს მოთამაშეებს ტაშს უკრავდნენ.

მათ დაუვიწყარი მოგონება შექმნეს, როდესაც საქართველომ ბოლო ჯგუფურ მატჩში პორტუგალია დაამარცხა - მაგრამ ეს ნაბიჯი ელიტური მეტოქის წინააღმდეგ ზედმეტად შორეული იყო”, - აღნიშნულია BBC-ის ანალიზში.

  • გამოცემა Independent-ის პუბლიკაციაში კი ვკითხულობთ, რომ “ესპანეთმა ახალი ტესტი ნაცნობი სტილით ჩააბარა და ევრო 2024-ის განცხადება გააკეთა”. სტატიაში აღნიშნულია, თუ რამდენად დიდი განსხვავებაა საფეხბურთო თვალსაზრისით ამ ორ ქვეყანას შორის, არა მხოლოდ მამაკაცთა ეროვნულ ნაკრებებში, არამედ - ქალთა ფეხბურთშიც, თუმცა 21 წუთის განმავლობაში წარმოუდგენელი ოცნება რეალობას ჰგავდა, მოედანზე მყოფი გიგანტი კი შერყეული იყო.

“ორი მხარე, რომელსაც ამაზე უფრო განსხვავებული ტაქტიკური იდეები და სათამაშო სტილი ვერ ექნებოდა.

ორი მხარე, რომელსაც პოლარული, მთლიანად საპირისპირო ისტორია აქვს, მათ შორის - საერთაშორისო საფეხბურთო თვალსაზრისითაც.

საქართველოს ნაკრები, არათუ გოლი გაეტანა ან მატჩი მოეგო, ამ ზაფხულამდე დიდ საერთაშორისო ტურნირზე არასდროს ყოფილა. ან თუნდაც, პლეი-ოფში გასულიყო. ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატი სულ რაღაც 2012 წელს მოიგო, ბოლო ტურნირზე ნახევარფინალში გავიდა და მსოფლიო ჩემპიონი მხოლოდ 14 წლის წინ გახდა.

ფეხბურთის მემკვიდრეობა და ისტორია მხოლოდ მამაკაცთა ევროპის ჩემპიონატებითა და მსოფლიო თასებით არ შემოიფარგლება, ნამდვილი კონტექსტუალური ეროვნული სხვაობა კიდევ უფრო დიდია: საქართველოს ქალთა ნაკრებიც არასდროს ყოფილა ტურნირზე, მაშინ როცა La Roja მოქმედი მსოფლიო და ქალთა ერთა ლიგის ჩემპიონია. უბრალოდ, უზარმაზარი სხვაობაა ამ ორს შორის, ფეხბურთის თვალსაზრისით ისეთი დიდი უფსკრული, რომ თითქმის, ახსნას არ ექვემდებარება.

მაგრამ ევრო 2024-ზე, 21 წუთის განმავლობაში, უზარმაზარი შოკი იყო “ჩართული”. 21 გასაოცარი წუთის განმავლობაში, დაუჯერებელმა ოცნებამ ტრიბუნებიდან ყველაზე მღელვარე, სენსაციური მხარდაჭერა მიიღო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფავორიტი კი ნამდვილად, თვალსაჩინოდ შეძრწუნებული იყო”.

  • Telegraph-ის სტატიაშიც იმავე შინაარსს ვხვდებით - ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, რომ ბევრი გუნდი შეიძლებოდა, ჩემპიონატის ყველაზე დაბალრეიტინგულ ნაკრებთან ჩამორჩენით და მოულოდნელობის საფრთხით შეძრწუნებულიყო, თუმცა ესპანეთი ჩვეულებრივი გუნდი არ არის, ან ყოველ შემთხვევაში, ასე არ თამაშობს.

“საქართველოს წინააღმდეგ განცდილი ხანმოკლე შიში, საბოლოოდ, მხოლოდ ამადვე დარჩა. ეს იყო გამარჯვება, რომელმაც ესპანეთის ბევრი თვისება წარმოაჩინა: რა თქმა უნდა, სწრაფი, დინამიური შემტევი ფეხბურთი, მაგრამ ასევე სიმშვიდე, მოთმინება და ხასიათი.

თამაშის ლოგიკის სრულად საწინააღმდეგოდ წინ გასვლის შემდეგ, საქართველომ ლიდერობა 21 წუთის განმავლობაში შეინარჩუნა, სანამ არ დაჯაბნა გუნდმა, რომელიც ახალგაზრდობისა და გამოცდილების, სიჩქარისა და სიმშვიდის მათრობელი ნაზავია. ნათელია, რომ გერმანია კარგი უნდა იყოს - ძალიან კარგი - რომ ამ გუნდს გაუმკლავდეს.

რამდენადაც კარგი იყო ესპანეთი, ეს არ აკნინებს იმ უზარმაზარ ძალისხმევას, რაც საქართველომ გასწია. ისინი სახლში გმირებად დაბრუნდებიან, იმ ისტორიებითა და ამბებით, რომლებიც მათ მეხსიერებაში დიდხანს იცოცხლებს. ხვიჩა კვარაცხელიას სახით საქართველოს ნამდვილი ამომავალი ვარსკვლავი ჰყავს, ხოლო “ნაპოლის” - მოთამაშე, რომლის შენარჩუნებაც “პარი სენ-ჟერმენის” მიერ მისი ხელში ჩაგდების მცდელობების გამო შეიძლება გაუჭირდეთ; მათი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი კი, ტურნირის გამორჩეული პერფორმერი იყო. ის ამ თამაშშიც შესანიშნავი იყო, მაგრამ ეს საჭიროც იყო.

გასული წლის სექტემბერში, თბილისში 7-1 დამარცხებულებს, ისე ჩანდა, რომ საქართველოს სასტიკად ცალმხრივ საწყის მიმოცვლებში ისევ ადვილად ჩამოიშორებდნენ. მაგრამ ვილი სანიოლის გუნდმა ალყას გაუძლო და მე-18 წუთისთვის, რობინ ლე ნორმანის ავტოგოლით წინ გავიდა, ანგარიში მათ სასარგებლოდ 1-0 იყო, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მოწინააღმდეგის კარში არც დაურტყამთ, არც მათ საჯარიმო მოედანში დაუფიქსირებიათ ბურთთან შეხება, ხოლო ბურთის ფლობა მხოლოდ 12 პროცენტი ჰქონდათ. ესპანეთი ამ მომენტში შეიძლება შერყეულიყო, პანიკაში ჩავარდნილიყო.

საქართველოს საბოლოოდ ენერგია ამოეწურა, მაგრამ როგორ დავადანაშაულოთ, როცა იამალი და უილიამსი ასე გამორბიან შენკენ. რა პირველი ტაიმი იყო: მდიდარი, ცოცხალი, მძაფრი სტილების კონტრასტი, რომელიც ყურისწამღები გუგუნის ფონზე თამაშდებოდა. პოზიციები თავიდანვე გამაგრებული იყო: ესპანეთი უკან ორი ორზე დაცვას კმაყოფილდებოდა, რადგან მთელი გუნდი წინ ჰყავდა გაშვებული; საქართველო თავისი საჯარიმო მოედნის კიდიდან იცავდა თავს, მაგრამ თავისი ორი ბრწყინვალე შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია და ჟორჟ მიქაუტაძე, წინ ჰყავდათ დატოვებული, როგორც გამტარები მათი საშიში, სწრაფი კონტრშეტევებისთვის. მიდგომები ბევრად განსხვავებული ვერც იქნებოდა და მაინც, ორივე მათგანში იყო სილამაზე და სიმამაცე. კვარაცხელიას სახით საქართველოს ჰყავდა საკუთარი მძვინვარე, დაუღალავი სახე, “ნაპოლის” ფორვარდი, რომელმაც მოახერხა, საკმაოდ უნიკალურად გამორჩეულიყო, თითქოს ბულდოზერი და ბალერინა ერთად ყოფილიყო გაერთიანებული.

საქართველო პირველ ტაიმამდე რომ გაეძლო, ესპანეთი შეიძლება, ცოტა უფრო შეშფოთებულიყო, მაგრამ გოლი ორმაგ ფასად დაუჯდათ, ამასობაში კი, ტრავმის გამო თავიანთი გავლენიანი ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილიც დაკარგეს”, - ვკითხულობთ Telegraph-ის სტატიაში.

ფოტოები: ეროვნული ნაკრები

წაიკითხეთ ასევე: