სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად ქრებიან წინდები რეცხვისას?
სად ქრებიან წინდები რეცხვისას?

იცო­დით, რომ ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 15 წინ­დას კარ­გავს? ეს პრობ­ლე­მა იმ­დე­ნად მას­შტა­ბუ­რია, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი დღეც კი მი­უ­ძღვნეს და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, ყო­ვე­ლი წლის 9 მა­ისს, და­კარ­გუ­ლი წინ­დის დღეს აღ­ნიშ­ნა­ვენ.

თუ ჩვე­ნი სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის სა­შუ­ა­ლო ასა­კად 85 წელს ავი­ღებთ, გა­მო­დის, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ მცი­რე 1275 ცალ ფე­რად, ღუნ­ღუ­ლა, არა­ღუ­ღუ­ლა, გრძელ­ყე­ლი­ან, მოკ­ლე­ყე­ლი­ან ან უბ­რა­ლოდ ჩვენს საყ­ვა­რელ, არაფ­რით გა­მორ­ჩე­ულ წინ­დას უნდა და­ვემ­შვი­დო­ბოთ.

ამა­ვე სტა­ტის­ტი­კას თუ და­ვეყ­რდნო­ბით, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­რე­ცხ მან­ქა­ნა­ში რე­ცხვის დროს გვე­კარ­გე­ბა, სა­ო­ცა­რი კი ის არის, რომ ისი­ნი უჩი­ნარ­დე­ბი­ან არა ერ­თად, არა­მედ ცალ-ცალ­კე.

ასე­თია სა­რე­ცხი მან­ქა­ნის წინ­დე­ბის მონ­სტრის გეგ­მა, სა­გულ­და­გუ­ლოდ შე­არ­ჩი­ოს იმ წინ­და­თა წყვი­ლი, რო­მე­ლიც ასე ძა­ლი­ან გვიყ­ვარს, და­ა­შო­როს ერ­თმა­ნეთს და ჩა­კარ­გოს წინ­დე­ბის ბერ­მუ­დის სამ­კუ­თხედ­ში.ჰოდა, რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს წინ­დებ­ზე ნა­დი­რო­ბა, ვი­ღაც ხომ უნდა ებ­რძო­ლოს ამ "მონ­სტრს’’ მო­ძებ­ნოს და გა­და­არ­ჩი­ნოს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი წინ­დე­ბი, და­უბ­რუ­ნოს ისი­ნი პატ­რონ­სა და მე­წყვი­ლე­ებს?

თან, ხომ არ შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც ასე უკ­ვა­ლოდ გაქ­რეს? ბუ­ნე­ბა­ში ხომ არა­ფე­რი იკარ­გე­ბა და ის, რაც სა­დღაც გა­უ­ჩი­ნარ­და, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მოჩ­ნდეს სხვა­გან, სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში.

სწო­რედ ამი­ტომ, ბევ­რი ვი­ფიქ­რე თუ ცოტა, გა­დავ­წყვი­ტე შერ­ლოკ ჰოლმსო­ბა მო­ვირ­გო და გა­მო­ვი­ძიო და­კარ­გუ­ლი წინ­დე­ბის საქ­მე, ამ სა­ინ­ტე­რე­სო შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლებს კი გზა­დაგ­ზა თქვენც გა­გი­ზი­ა­რებთ.

უპირ­ვე­ლე­სად, რო­გორც ჭეშ­მა­რიტ დე­ტექ­ტივს, და­ნა­შა­უ­ლის გა­სახ­სნე­ლად მჭირ­დე­ბა სა­მოქ­მე­დო გეგ­მის მო­ნა­ხა­ზი.ჩემი გეგ­მა იწყე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლის შეს­წავ­ლით.

შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად უნდა შე­ვის­წავ­ლო "და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი’’, რაც, ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, გახ­ლავთ სა­ა­ბა­ზა­ნო ოთა­ხი, რო­მელ­შიც",დგას’’ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი - სა­რე­ცხი მან­ქა­ნა.ამის შემ­დგომ, უნდა ჩა­ვუღ­რმავ­დე მო­ტივს, რო­გორ იკარ­გე­ბი­ან წინ­დე­ბი და გა­მო­ვიკ­ვლიო:

● სა­რე­ცხი მან­ქა­ნის შიდა მე­ქა­ნიზ­მი

● გა­ვა­ა­ნა­ლი­ზო მისი მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი

პა­რა­ლე­ლუ­რად კი გა­და­ვი­დე და­კარ­გუ­ლი წინ­დე­ბის აღ­რი­ცხვის ეტაპ­ზე:

● და­ვა­ხა­რის­ხო ისი­ნი სხვა­დას­ხვა მა­ხა­სი­ა­თებ­ლით - ფერი, ზომა, მა­ტე­რია, დი­ზა­ი­ნი, სიგ­რძე და ა.შ

მოკ­ლედ, გეგ­მის მო­ნა­ხა­ზი გა­წე­რი­ლია და მოდი მივ­ყვეთ ეტა­პობ­რი­ვად.

და­ვი­წყოთ და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლის შეს­წავ­ლით.პრო­ცეს­ში ვმოქ­მე­დებ ფრთხი­ლად და ვაკ­ვირ­დე­ბი ყვე­ლა­ფერს, რად­გან მახ­სოვს, რომ ყო­ვე­ლი დე­ტა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია."და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლის’’ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ჩემს ყუ­რა­დღე­ბას სა­რე­ცხი მან­ქა­ნის გარ­შე­მო ებუ­არსლი მტვრის თხე­ლი ფე­ნამ იქ­ცევს, რო­მე­ლიც არა­თა­ნაბ­რაა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი - მარ­ჯვე­ნა მხა­რეს, სა­დაც სა­რე­ცხი ფხვნი­ლი და სხვა ნივ­თე­ბი დევს მტვე­რი ოდ­ნავ ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე მარ­ცხნივ, რაც მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ მან­ქა­ნას უფრო ხში­რად მარ­ჯვე­ნა მხრი­დან ვე­ხე­ბი.ეს, ალ­ბათ, ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, რად­გან ჩემი სა­რე­ცხი მან­ქა­ნა ფრონ­ტა­ლუ­რი ტი­პი­საა, კა­რე­ბის გა­მო­სა­ღე­ბი და სხვა ფუნ­ქცი­უ­რი ღი­ლა­კე­ბი ძი­რი­თა­დად მარ­ჯვე­ნა ნა­წილ­ში აქვს. შემ­დეგ ვტეს­ტავ ამ ღი­ლა­კებს და ვას­კვნი, რომ ელექტრო­ნუ­ლი მარ­თვის პა­ნელ­ზე ყველ­ფე­რი გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს.

გა­დავ­დი­ვარ სა­რე­ცხი მან­ქა­ნის კარ­ზე. რო­მე­ლიც ცო­ტა­თი და­კაწ­რუ­ლია, ეს ნა­კაწ­რე­ბი, ჩემი ვა­რა­უ­დით, გა­უჩ­ნდა ხში­რი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დგომ და შე­საძ­ლოა, ზოგ­ჯერ ზედ­მე­ტად ენერ­გი­უ­ლი და­ხურ­ვი­თაც კი.უნდა ვა­ღი­ა­რო, როცა მეჩ­ქა­რე­ბა ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ უცებ შევ­ჩურ­თავ სა­რე­ცხებს მან­ქა­ნა­ში და ხმა­უ­რი­ა­ნად გა­მოვ­კე­ტავ ხოლ­მე.

აქვე, ვაკ­ვირ­დე­ბი კა­რის რე­ზი­ნის ნა­წილს და კუ­თხე­ში ვამ­ჩნევ მცი­რე ცვე­თას და ად­გილს, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია წინ­დის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა, ვცდი­ლობ, თვა­ლით ავ­ზომ-დავ­ზო­მო სივ­რცე­ე­ბი და ამის სა­ფუძ­ველ­ზე მიჩ­ნდე­ბა, ლო­გი­კუ­რი ეჭვი, რომ თა­ვი­სუფ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ რე­ზინ­ში ურჩი წინ­დის მოქ­ცე­ვა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა.

დე­ტალს სა­ეჭ­ვოდ მი­ვიჩ­ნევ და ჩემს სა­დამ­კვირ­ვებ­ლო დღი­ურ­ში აღვწერ, რომ­ლის ფუნ­ქცი­აც ტე­ლე­ფო­ნის ნო­უთს შე­ვა­თავ­სე­ბი­ნე.

ვათ­ვა­ლი­ე­რებ დო­ლუ­რა­საც, აი ბა­რა­ბანს რა­საც ვე­ძა­ხით, თუმ­ცა აქ სა­ეჭ­ვოს ვე­რა­ფერს ვპო­უ­ლობ.ვა­ღებ სა­რე­ცხი ფხვნი­ლის ჩა­საყ­რელ უჯ­რას, რო­მელ­შიც ვამ­ჩნევ ალაგ-ალაგ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით თეთ­რი ლა­ქებს, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ზოგ­ჯერ გან­სა­ზღვრულ­ზე მეტ სა­რე­ცხ სა­შუ­ა­ლე­ბას ვი­ყე­ნებ, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს ნი­შა­ნი იმი­სა, რომ უჯ­რას რე­გუ­ლა­რუ­ლად არ ვწმენდ, რაც საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­რე­ცხი მან­ქა­ნის გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ცქი­ო­ნი­რე­ბის­თვის.ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას კი ვას­რუ­ლებ წყლის გა­მო­სას­ვლე­ლი მი­ლე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბით.

მი­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და­ვი­წყე სა­რე­ცხი მან­ქა­ნის უკა­ნა მხრი­დან. ვე­ძებ­დი რა­ი­მე ხი­ლულ და­ზი­ა­ნე­ბას, ბზა­რებს ან ცვე­თის ნიშ­ნებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შევ­ნიშ­ნე მცი­რე ნა­კაწ­რე­ბი, მა­ინც სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩი, რომ მილი ვი­ზუ­ა­ლუ­რად კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო.

ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლე მი­ლის შე­ერ­თე­ბი­სა და დახ­რის ად­გი­ლებ­ზე. სწო­რი დახ­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წყლის ეფექ­ტუ­რი გა­დი­ნე­ბის­თვის. შევ­ნიშ­ნე, რომ მილს ჰქონ­და მცი­რე ჩა­ღუნ­ვა შუა ნა­წილ­ში, ამ დე­ტა­ლურ­მა დათ­ვა­ლი­ე­რე­ბამ სა­ფუძ­ვე­ლი მომ­ცა მე­ვა­რა­უ­და, რომ მი­უ­ხე­და­ვად წყლის გა­მო­სას­ვლე­ლი სის­ტე­მის გა­მარ­თუ­ლო­ბი­სა, არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე პო­ტენ­ცი­უ­რი პრობ­ლე­მუ­რი წერ­ტი­ლი, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს სა­რე­ცხი მან­ქა­ნის მუ­შა­ო­ბა­ზე და, შე­საძ­ლოა, წინ­დე­ბის "გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა­ზეც’’ კი.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო გეგ­მის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად შე­ვას­რუ­ლე, გა­და­ვე­დი მო­ტი­ვის გან­ხილ­ვა­ზე და ვუღ­რმავ­დე­ბი შემ­დეგ სა­კი­თხებს.ვცდი­ლობ უკეთ გა­ვი­გო თუ რას მო­ი­ცავს და რო­გორ მუ­შა­ობს სა­რე­ცხი მან­ქა­ნის შიდა მე­ქა­ნიზ­მი.ძი­რი­თა­დად ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­რე­ცხი მან­ქა­ნის მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი ერ­თნა­ი­რია:

სა­რე­ცხი მან­ქა­ნის ჩამ­რთველ ღი­ლაკ­ზე თი­თის და­ჭე­რი­სა და სა­სურ­ვე­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის ან რე­ჟი­მის მი­თი­თე­ბის შემ­დგომ, მისი მუ­შა­ო­ბა იწყე­ბა წყლის შევ­სე­ბით. ამ პრო­ცესს აკონ­ტრო­ლებს ელექტრუ­ლი სარ­ქვე­ლი, რო­მე­ლიც იხ­სნე­ბა პროგ­რა­მის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე. იზო­მე­ბა წყლის დონე დო­ლუ­რა­ში და რო­დე­საც წყა­ლი მი­აღ­წევს სა­ჭი­რო დო­ნეს, სენ­სო­რი გა­დას­ცემს სიგ­ნალს მთა­ვარ სა­კონ­ტრო­ლო პლა­ტას და წყლის მი­წო­დე­ბა შე­წყდე­ბა.პა­რა­ლე­ლუ­რად ხდე­ბა სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბის და­მა­ტე­ბა. ეს პრო­ცე­სი ავ­ტო­მა­ტი­ზი­რე­ბუ­ლია.

თუ არ­ჩე­უ­ლია ცხე­ლი წყლით რე­ცხვის რე­ჟი­მი, ჩა­ირ­თვე­ბა გა­მათ­ბო­ბე­ლი ელე­მენ­ტი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს წყლის გათ­ბო­ბას არ­ჩე­ულ ტემ­პე­რა­ტუ­რამ­დე. შემ­დეგ დო­ლუ­რა ანუ ე.წ "ბა­რა­ბა­ნი’’ და­ი­წყებს ბრუნ­ვას. ამ პრო­ცესს კი უზ­რუნ­ველ­ყოფს ელექტროძ­რა­ვა, რო­მე­ლიც ატ­რი­ა­ლებს მას ხან ერთი, ხან მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბით. რე­ცხვის ციკ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ იწყე­ბა წყლის გა­დაღ­ვრა. იხ­სნე­ბა სად­რე­ნა­ჟო სარ­ქვე­ლი და წყა­ლი იწყებს გა­დი­ნე­ბას სპე­ცი­ა­ლუ­რი მი­ლით.

გა­დაღ­ვრის შემ­დეგ მო­დის - გავ­ლე­ბის პრო­ცე­სი. მან­ქა­ნა ხე­ლახ­ლა ივ­სე­ბა სუფ­თა წყლით და კვლავ იწყებს ბრუნ­ვას. ეს პრო­ცე­სი უზ­რუნ­ველ­ყოფს ტან­საც­მლი­დან სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბის მო­ცი­ლე­ბას. გავ­ლე­ბის პრო­ცე­სი, რო­გორც წესი, რამ­დენ­ჯერ­მე მე­ორ­დე­ბა სრუ­ლი სი­სუფ­თა­ვის მი­საღ­წე­ვად.ბოლო ციკ­ლი­სას დო­ლუ­რა იწყებს სწრა­ფად ბრუნ­ვას, გა­მო­დევ­ნის ტან­საც­მლი­დან წყალს და ფაქ­ტობ­რი­ვად გა­დავ­დი­ვართ გა­წურ­ვის რე­ჟიმ­ზე.

სულ ბო­ლოს კი გა­ის­მის ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლი, რო­მე­ლიც გვამ­ცნობს რე­ცხვის დას­რუ­ლე­ბა­ზე.ვფიქ­რობ, ამ პრო­ცე­სე­ბის აღ­წე­რით მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­სა­გე­ბია სა­რე­ცხი მან­ქა­ნის აგე­ბუ­ლე­ბა და მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი, მოდი, ახლა გო­ნე­ბის თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ მის შიდა სივ­რცეს და გა­მოვ­ყოთ ის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც თე­ო­რი­უ­ლა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია წინ­დის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სივ­რცე:

● სა­რე­ცხი მან­ქა­ნის რე­ზი­ნის მან­ჟე­ტის ქვეშ

● სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მა - შლან­გი­სა და მი­ლის მი­და­მო­ე­ბი

● ად­გი­ლი ტექ­ნი­კის შიგ­თავსსა და ბა­რა­ბანს შო­რის

● მან­ქა­ნის ძირი

ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან, და­მო­უ­კი­დებ­ლად და საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვად შე­ვა­მოწ­მე სა­რე­ცხი მან­ქა­ნის რე­ზი­ნის ქვეშ ად­გი­ლი, ასე­ვე ბა­რა­ბანს შო­რის სივ­რცე.ხოლო, სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მი­სა და მან­ქა­ნის ძი­რის დე­ტა­ლუ­რად შე­მოწ­მე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ გავ­რის­კე და გა­დავ­წყვი­ტე გა­მო­მე­ძა­ხე­ბი­ნა სა­რე­ცხი მან­ქა­ნის ხე­ლო­სა­ნი.

მას მა­ლე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დი ნო­მერ­ზე, შე­ვა­თან­ხმე დრო და მე­ო­რე დღეს­ვე დათ­ქმულ დროს მო­მა­კი­თხა.

ტე­ლე­ფონ­ზე სა­უბ­რი­სას უკვე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო, რომ ზო­გა­დი პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით მსურ­და მისი ვი­ზი­ტი, ხოლო მოს­ვლის შემ­დგომ და­კარ­გუ­ლი წინ­დე­ბის საქ­მეც ვახ­სე­ნე, რა­ზეც თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ე­ცი­ნა, თუმ­ცა შემ­დეგ მი­თხრა, რომ მის პრაქ­ტი­კა­ში ეს საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა და უამ­რა­ვი წინ­და, თუ სხვა უც­ნა­უ­რი ნივ­თი აღ­მო­უ­ჩე­ნია სა­რე­ცხი მან­ქა­ნის შე­კე­თე­ბი­სას.ზო­გა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბით და­ი­წყო - პირ­ველ რიგ­ში გა­მორ­თო მან­ქა­ნა ელექტრო­ქ­სე­ლი­დან, კედ­ლი­დან მო­შო­რე­ბით გა­მო­წია, სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­სა­წყო­ე­ბით მოხ­სნა ხრახ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აფიქ­სი­რებ­დნენ უკა­ნა პა­ნელს და ფრთხი­ლად და­ათ­ვა­ლი­ე­რა მთე­ლი სად­რე­ნა­ჟე სის­ტე­მა, და­წყე­ბუ­ლი ბა­რაბ­ნი­დან დამ­თავ­რე­ბუ­ლი გარე მი­ლამ­დე. ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა სად­რე­ნა­ჟე ტუმ­ბო­ზე, რო­გორც გან­მი­მარ­ტა, ეს ნა­წი­ლი საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მუ­რი ზო­ნა­აო და არც შემ­ცდა­რა.

სწო­რედ ტუმ­ბო­დან ამო­ი­ღო რამ­დე­ნი­მე გაც­რე­ცი­ლი წინ­და, მო­ნე­ტა და ერთი პა­ტა­რა სა­მა­ჯუ­რიც კი, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ დავ­კარ­გე და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, ასეთ უც­ნა­ურ ვი­თა­რე­ბა­ში რომ აღ­მო­ვა­ჩი­ნე და და­ვიბ­რუ­ნე.ხე­ლო­სან­მა ნივ­თე­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის პრო­ცე­სი ასე ამიხ­სნა: "იცით, რო­გორ ხდე­ბა ხოლ­მე? მარ­ტი­ვად, რომ აგიხ­სნათ, ზოგ­ჯერ წვრი­ლი ნივ­თე­ბი ძვრე­ბი­ან დო­ლუ­რის ნახ­ვრე­ტებ­ში და ხვდე­ბი­ან სად­რე­ნა­ჟე სის­ტე­მა­ში.დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, აქ სულ უფრო მეტი ნივ­თი შე­იძ­ლე­ბა დაგ­როვ­დეს , რაც შე­ამ­ცი­რებს მან­ქა­ნის ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ო­ბას და გა­მო­იწ­ვევს სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს.’’მე, რა თქმა უნდა, ჩა­ვე­კი­თხე - რო­გორ შე­მეძ­ლო მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა და მუ­შა­ო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მან რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რჩე­ვა მომ­ცა:

  1. "გა­მო­ი­ყე­ნეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ბადე ან ტო­მა­რა წვრი­ლი ნივ­თე­ბის გა­სა­რე­ცხად. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ, რომ წინ­დე­ბი და სხვა პა­ტა­რა ნივ­თე­ბი არ და­ი­კარ­გოს."
  2. "რე­ცხვის წინ ყო­ველ­თვის შე­ა­მოწ­მეთ ჯი­ბე­ე­ბი რე­ცხვის წინ. მო­ნე­ტე­ბი, ქა­ღალ­დის ხურ­და და სხვა წვრილ­მა­ნი შე­იძ­ლე­ბა მან­ქა­ნა­ში მოხ­ვდეს და პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნას."
  3. "რე­გუ­ლა­რუ­ლად გაწ­მინ­დეთ მან­ქა­ნის რე­ზი­ნი და ფილტრი. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ ობის გა­ჩე­ნა და გა­ა­ხან­გრძლი­ვოთ მან­ქა­ნის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა."
  4. "თუ შე­ამ­ჩნევთ, რომ მან­ქა­ნა არ წრეტს წყალს კარ­გად ან უც­ნა­უ­რი ხმე­ბი ის­მის მუ­შა­ო­ბი­სას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ა­მოწ­მეთ. ეს შე­იძ­ლე­ბა ნიშ­ნავ­დეს, რომ რა­ი­მე გა­ი­ჭე­და სად­რე­ნა­ჟე სის­ტე­მა­ში."

და­სას­რულს შე­ა­მოწ­მა მან­ქა­ნის მუ­შა­ო­ბა, მას­წავ­ლა ფილტრის გაწ­მენ­და, რაც ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ ყო­ფი­ლა მან­ქა­ნის მუ­შა­ო­ბის­თვის და არ ვი­ცო­დი. ჩა­მარ­თვე­ვი­ნა სა­რე­ცხი მან­ქა­ნა ერთ სრულ ციკლზე და როცა დარ­წმუნ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობ­და მი­თხრა: "თუ რა­ი­მე პრობ­ლე­მა შე­გექ­მნე­ბათ, ან უბ­რა­ლოდ პრო­ფი­ლაქ­ტი­კა დაგ­ჭირ­დე­ბათ, ნუ მო­გე­რი­დე­ბათ, და­მი­რე­კეთ."შე­თან­ხმე­ბუ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა გა­და­ვუ­ხა­დე, მად­ლო­ბაც არ და­ვი­შუ­რე და სა­ბო­ლოო ჯამ­ში ფრი­ად კმა­ყო­ფი­ლი დავ­რჩი.კმა­ყო­ფი­ლი იმით, რომ მარ­თა­ლია სრულ­ყო­ფი­ლად ვერ, მაგ­რამ ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც გა­ვი­გე და­კარ­გუ­ლი წინ­დე­ბის ერთი სა­მა­ლა­ვის შე­სა­ხებ მა­ინც, ვის­წავ­ლე, რო­გორ მო­ვუ­ა­რო ჩემს სა­რე­ცხ მან­ქა­ნას უკეთ და რომ შე­ვა­ჯა­მო, ამ გა­მო­ძი­ე­ბამ არა მხო­ლოდ და­კარ­გუ­ლი ნივ­თე­ბი და­მიბ­რუ­ნა, არა­მედ მას­წავ­ლა, რომ ზოგ­ჯერ ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი პრობ­ლე­მებ­მა შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს. ასე რომ, შემ­დეგ ჯერ­ზე, როცა ბევ­რი საყ­ვა­რე­ლი წინ­და გა­გიქ­რე­ბათ, იქ­ნებ ღირ­დეს სა­რე­ცხი მან­ქა­ნის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა - შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ხა­რუ­ლი გეწ­ვი­ოთ ან და­კარ­გულ სა­გან­ძურს წა­ა­წყდეთ.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

სად ქრებიან წინდები რეცხვისას?

სად ქრებიან წინდები რეცხვისას?

იცოდით, რომ ადამიანი ყოველწლიურად დაახლოებით 15 წინდას კარგავს? ეს პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ სპეციალური დღეც კი მიუძღვნეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ყოველი წლის 9 მაისს, დაკარგული წინდის დღეს აღნიშნავენ.

თუ ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო ასაკად 85 წელს ავიღებთ, გამოდის, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში სულ მცირე 1275 ცალ ფერად, ღუნღულა, არაღუღულა, გრძელყელიან, მოკლეყელიან ან უბრალოდ ჩვენს საყვარელ, არაფრით გამორჩეულ წინდას უნდა დავემშვიდობოთ.

ამავე სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, მათი უმრავლესობა სარეცხ მანქანაში რეცხვის დროს გვეკარგება, საოცარი კი ის არის, რომ ისინი უჩინარდებიან არა ერთად, არამედ ცალ-ცალკე.

ასეთია სარეცხი მანქანის წინდების მონსტრის გეგმა, საგულდაგულოდ შეარჩიოს იმ წინდათა წყვილი, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს, დააშოროს ერთმანეთს და ჩაკარგოს წინდების ბერმუდის სამკუთხედში.ჰოდა, როდემდე უნდა გაგრძელდეს წინდებზე ნადირობა, ვიღაც ხომ უნდა ებრძოლოს ამ ,,მონსტრს’’ მოძებნოს და გადაარჩინოს გაუჩინარებული წინდები, დაუბრუნოს ისინი პატრონსა და მეწყვილეებს?

თან, ხომ არ შეიძლება რაღაც ასე უკვალოდ გაქრეს? ბუნებაში ხომ არაფერი იკარგება და ის, რაც სადღაც გაუჩინარდა, აუცილებლად უნდა გამოჩნდეს სხვაგან, სხვა განზომილებაში.

სწორედ ამიტომ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე შერლოკ ჰოლმსობა მოვირგო და გამოვიძიო დაკარგული წინდების საქმე, ამ საინტერესო შემთხვევის დეტალებს კი გზადაგზა თქვენც გაგიზიარებთ.

უპირველესად, როგორც ჭეშმარიტ დეტექტივს, დანაშაულის გასახსნელად მჭირდება სამოქმედო გეგმის მონახაზი.ჩემი გეგმა იწყება დანაშაულის ადგილის შესწავლით.

შეძლებისდაგვარად უნდა შევისწავლო ,,დანაშაულის ადგილი’’, რაც, ჩემს შემთხვევაში, გახლავთ სააბაზანო ოთახი, რომელშიც, ,,დგას’’ ეჭვმიტანილი - სარეცხი მანქანა.ამის შემდგომ, უნდა ჩავუღრმავდე მოტივს, როგორ იკარგებიან წინდები და გამოვიკვლიო:

● სარეცხი მანქანის შიდა მექანიზმი

● გავაანალიზო მისი მუშაობის პრინციპი

პარალელურად კი გადავიდე დაკარგული წინდების აღრიცხვის ეტაპზე:

● დავახარისხო ისინი სხვადასხვა მახასიათებლით - ფერი, ზომა, მატერია, დიზაინი, სიგრძე და ა.შ

მოკლედ, გეგმის მონახაზი გაწერილია და მოდი მივყვეთ ეტაპობრივად.

დავიწყოთ დანაშაულის ადგილის შესწავლით.პროცესში ვმოქმედებ ფრთხილად და ვაკვირდები ყველაფერს, რადგან მახსოვს, რომ ყოველი დეტალი მნიშვნელოვანია.,,დანაშაულის ადგილის’’ დათვალიერებისას ჩემს ყურადღებას სარეცხი მანქანის გარშემო ებუარსლი მტვრის თხელი ფენამ იქცევს, რომელიც არათანაბრაა განაწილებული - მარჯვენა მხარეს, სადაც სარეცხი ფხვნილი და სხვა ნივთები დევს მტვერი ოდნავ ნაკლებია, ვიდრე მარცხნივ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მანქანას უფრო ხშირად მარჯვენა მხრიდან ვეხები.ეს, ალბათ, ბუნებრივიცაა, რადგან ჩემი სარეცხი მანქანა ფრონტალური ტიპისაა, კარების გამოსაღები და სხვა ფუნქციური ღილაკები ძირითადად მარჯვენა ნაწილში აქვს. შემდეგ ვტესტავ ამ ღილაკებს და ვასკვნი, რომ ელექტრონული მართვის პანელზე ყველფერი გამართულად მუშაობს.

გადავდივარ სარეცხი მანქანის კარზე. რომელიც ცოტათი დაკაწრულია, ეს ნაკაწრები, ჩემი ვარაუდით, გაუჩნდა ხშირი გამოყენების შემდგომ და შესაძლოა, ზოგჯერ ზედმეტად ენერგიული დახურვითაც კი.უნდა ვაღიარო, როცა მეჩქარება ან გაბრაზებული ვარ უცებ შევჩურთავ სარეცხებს მანქანაში და ხმაურიანად გამოვკეტავ ხოლმე.

აქვე, ვაკვირდები კარის რეზინის ნაწილს და კუთხეში ვამჩნევ მცირე ცვეთას და ადგილს, სადაც თავისუფლად შესაძლებელია წინდის გაუჩინარება, ვცდილობ, თვალით ავზომ-დავზომო სივრცეები და ამის საფუძველზე მიჩნდება, ლოგიკური ეჭვი, რომ თავისუფლად შესაძლებელია ამ რეზინში ურჩი წინდის მოქცევა და გაუჩინარება.

დეტალს საეჭვოდ მივიჩნევ და ჩემს სადამკვირვებლო დღიურში აღვწერ, რომლის ფუნქციაც ტელეფონის ნოუთს შევათავსებინე.

ვათვალიერებ დოლურასაც, აი ბარაბანს რასაც ვეძახით, თუმცა აქ საეჭვოს ვერაფერს ვპოულობ.ვაღებ სარეცხი ფხვნილის ჩასაყრელ უჯრას, რომელშიც ვამჩნევ ალაგ-ალაგ მცირე რაოდენობით თეთრი ლაქებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზოგჯერ განსაზღვრულზე მეტ სარეცხ საშუალებას ვიყენებ, ასევე შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ უჯრას რეგულარულად არ ვწმენდ, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია სარეცხი მანქანის გამართული ფუნცქიონირებისთვის.ვიზუალური დათვალიერებას კი ვასრულებ წყლის გამოსასვლელი მილების ინსპექტირებით.

მილების დათვალიერება დავიწყე სარეცხი მანქანის უკანა მხრიდან. ვეძებდი რაიმე ხილულ დაზიანებას, ბზარებს ან ცვეთის ნიშნებს. მიუხედავად იმისა, რომ შევნიშნე მცირე ნაკაწრები, მაინც სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, რომ მილი ვიზუალურად კარგ მდგომარეობაში იყო.

ყურადღება გავამახვილე მილის შეერთებისა და დახრის ადგილებზე. სწორი დახრა მნიშვნელოვანია წყლის ეფექტური გადინებისთვის. შევნიშნე, რომ მილს ჰქონდა მცირე ჩაღუნვა შუა ნაწილში, ამ დეტალურმა დათვალიერებამ საფუძველი მომცა მევარაუდა, რომ მიუხედავად წყლის გამოსასვლელი სისტემის გამართულობისა, არსებობს რამდენიმე პოტენციური პრობლემური წერტილი, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს სარეცხი მანქანის მუშაობაზე და, შესაძლოა, წინდების "გაუჩინარებაზეც’’ კი.

საგამოძიებო გეგმის პირველი ნაწილი ფაქტობრივად შევასრულე, გადავედი მოტივის განხილვაზე და ვუღრმავდები შემდეგ საკითხებს.ვცდილობ უკეთ გავიგო თუ რას მოიცავს და როგორ მუშაობს სარეცხი მანქანის შიდა მექანიზმი.ძირითადად ყველა თანამედროვე სარეცხი მანქანის მუშაობის პრინციპი ერთნაირია:

სარეცხი მანქანის ჩამრთველ ღილაკზე თითის დაჭერისა და სასურველი ტემპერატურის ან რეჟიმის მითითების შემდგომ, მისი მუშაობა იწყება წყლის შევსებით. ამ პროცესს აკონტროლებს ელექტრული სარქველი, რომელიც იხსნება პროგრამის დაწყებისთანავე. იზომება წყლის დონე დოლურაში და როდესაც წყალი მიაღწევს საჭირო დონეს, სენსორი გადასცემს სიგნალს მთავარ საკონტროლო პლატას და წყლის მიწოდება შეწყდება.პარალელურად ხდება სარეცხი საშუალების დამატება. ეს პროცესი ავტომატიზირებულია.

თუ არჩეულია ცხელი წყლით რეცხვის რეჟიმი, ჩაირთვება გამათბობელი ელემენტი, რომელიც უზრუნველყოფს წყლის გათბობას არჩეულ ტემპერატურამდე. შემდეგ დოლურა ანუ ე.წ ,,ბარაბანი’’ დაიწყებს ბრუნვას. ამ პროცესს კი უზრუნველყოფს ელექტროძრავა, რომელიც ატრიალებს მას ხან ერთი, ხან მეორე მიმართულებით. რეცხვის ციკლის დასრულების შემდეგ იწყება წყლის გადაღვრა. იხსნება სადრენაჟო სარქველი და წყალი იწყებს გადინებას სპეციალური მილით.

გადაღვრის შემდეგ მოდის - გავლების პროცესი. მანქანა ხელახლა ივსება სუფთა წყლით და კვლავ იწყებს ბრუნვას. ეს პროცესი უზრუნველყოფს ტანსაცმლიდან სარეცხი საშუალების ნარჩენების მოცილებას. გავლების პროცესი, როგორც წესი, რამდენჯერმე მეორდება სრული სისუფთავის მისაღწევად.ბოლო ციკლისას დოლურა იწყებს სწრაფად ბრუნვას, გამოდევნის ტანსაცმლიდან წყალს და ფაქტობრივად გადავდივართ გაწურვის რეჟიმზე.

სულ ბოლოს კი გაისმის ხმოვანი სიგნალი, რომელიც გვამცნობს რეცხვის დასრულებაზე.ვფიქრობ, ამ პროცესების აღწერით მეტ-ნაკლებად გასაგებია სარეცხი მანქანის აგებულება და მუშაობის პრინციპი, მოდი, ახლა გონების თვალი გადავავლოთ მის შიდა სივრცეს და გამოვყოთ ის ადგილები, სადაც თეორიულადაც შესაძლებელია წინდის გაუჩინარება, ეს შეიძლება იყოს სივრცე:

● სარეცხი მანქანის რეზინის მანჟეტის ქვეშ

● სანიაღვრე სისტემა - შლანგისა და მილის მიდამოები

● ადგილი ტექნიკის შიგთავსსა და ბარაბანს შორის

● მანქანის ძირი

ჩამოთვლილთაგან, დამოუკიდებლად და საკმაოდ მარტივად შევამოწმე სარეცხი მანქანის რეზინის ქვეშ ადგილი, ასევე ბარაბანს შორის სივრცე.ხოლო, სანიაღვრე სისტემისა და მანქანის ძირის დეტალურად შემოწმება დამოუკიდებლად ვერ გავრისკე და გადავწყვიტე გამომეძახებინა სარეცხი მანქანის ხელოსანი.

მას მალევე დავუკავშირდი ნომერზე, შევათანხმე დრო და მეორე დღესვე დათქმულ დროს მომაკითხა.

ტელეფონზე საუბრისას უკვე ინფორმირებული იყო, რომ ზოგადი პროფილაქტიკის მიზნით მსურდა მისი ვიზიტი, ხოლო მოსვლის შემდგომ დაკარგული წინდების საქმეც ვახსენე, რაზეც თავდაპირველად გაეცინა, თუმცა შემდეგ მითხრა, რომ მის პრაქტიკაში ეს საკმაოდ გავრცელებული შემთხვევა ყოფილა და უამრავი წინდა, თუ სხვა უცნაური ნივთი აღმოუჩენია სარეცხი მანქანის შეკეთებისას.ზოგადი დათვალიერება, უსაფრთხოებით დაიწყო - პირველ რიგში გამორთო მანქანა ელექტროქსელიდან, კედლიდან მოშორებით გამოწია, სპეციალური ხელსაწყოებით მოხსნა ხრახნები, რომლებიც აფიქსირებდნენ უკანა პანელს და ფრთხილად დაათვალიერა მთელი სადრენაჟე სისტემა, დაწყებული ბარაბნიდან დამთავრებული გარე მილამდე. ყურადღება გაამახვილა სადრენაჟე ტუმბოზე, როგორც განმიმარტა, ეს ნაწილი საკმაოდ პრობლემური ზონააო და არც შემცდარა.

სწორედ ტუმბოდან ამოიღო რამდენიმე გაცრეცილი წინდა, მონეტა და ერთი პატარა სამაჯურიც კი, რომელიც წლების წინ დავკარგე და ძალიან გამიხარდა, ასეთ უცნაურ ვითარებაში რომ აღმოვაჩინე და დავიბრუნე.ხელოსანმა ნივთების გაუჩინარების პროცესი ასე ამიხსნა: "იცით, როგორ ხდება ხოლმე? მარტივად, რომ აგიხსნათ, ზოგჯერ წვრილი ნივთები ძვრებიან დოლურის ნახვრეტებში და ხვდებიან სადრენაჟე სისტემაში.დროთა განმავლობაში, აქ სულ უფრო მეტი ნივთი შეიძლება დაგროვდეს , რაც შეამცირებს მანქანის ეფექტურად მუშაობას და გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს.’’მე, რა თქმა უნდა, ჩავეკითხე - როგორ შემეძლო მსგავსი პრობლემების თავიდან არიდება და მუშაობის დასრულების შემდეგ, მან რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა მომცა:

  1. "გამოიყენეთ სპეციალური ბადე ან ტომარა წვრილი ნივთების გასარეცხად. ეს დაგეხმარებათ, რომ წინდები და სხვა პატარა ნივთები არ დაიკარგოს."
  2. "რეცხვის წინ ყოველთვის შეამოწმეთ ჯიბეები რეცხვის წინ. მონეტები, ქაღალდის ხურდა და სხვა წვრილმანი შეიძლება მანქანაში მოხვდეს და პრობლემები შექმნას."
  3. "რეგულარულად გაწმინდეთ მანქანის რეზინი და ფილტრი. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ობის გაჩენა და გაახანგრძლივოთ მანქანის სიცოცხლისუნარიანობა."
  4. "თუ შეამჩნევთ, რომ მანქანა არ წრეტს წყალს კარგად ან უცნაური ხმები ისმის მუშაობისას, დაუყოვნებლივ შეამოწმეთ. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ რაიმე გაიჭედა სადრენაჟე სისტემაში."

დასასრულს შეამოწმა მანქანის მუშაობა, მასწავლა ფილტრის გაწმენდა, რაც ასევე მნიშვნელოვანი რამ ყოფილა მანქანის მუშაობისთვის და არ ვიცოდი. ჩამართვევინა სარეცხი მანქანა ერთ სრულ ციკლზე და როცა დარწმუნდა, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობდა მითხრა: "თუ რაიმე პრობლემა შეგექმნებათ, ან უბრალოდ პროფილაქტიკა დაგჭირდებათ, ნუ მოგერიდებათ, დამირეკეთ."შეთანხმებული ანაზღაურება გადავუხადე, მადლობაც არ დავიშურე და საბოლოო ჯამში ფრიად კმაყოფილი დავრჩი.კმაყოფილი იმით, რომ მართალია სრულყოფილად ვერ, მაგრამ ნაწილობრივ მაინც გავიგე დაკარგული წინდების ერთი სამალავის შესახებ მაინც, ვისწავლე, როგორ მოვუარო ჩემს სარეცხ მანქანას უკეთ და რომ შევაჯამო, ამ გამოძიებამ არა მხოლოდ დაკარგული ნივთები დამიბრუნა, არამედ მასწავლა, რომ ზოგჯერ ყველაზე მარტივი პრობლემებმა შეიძლება ყველაზე საინტერესო აღმოჩენებამდე მიგვიყვანოს. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა ბევრი საყვარელი წინდა გაგიქრებათ, იქნებ ღირდეს სარეცხი მანქანის დიაგნოსტირება - შეიძლება მოულოდნელი სიხარული გეწვიოთ ან დაკარგულ საგანძურს წააწყდეთ.

NS