სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ რამდენიმე წუთისთვისაც, რაც ვითამაშე, მადლობელი ვარ მისი" - რას ამბობს ბუდუ ზივზივაძე ვილი სანიოლის გადაწყვეტილებაზე
"იმ რამდენიმე წუთისთვისაც, რაც ვითამაშე, მადლობელი ვარ მისი" - რას ამბობს ბუდუ ზივზივაძე ვილი სანიოლის გადაწყვეტილებაზე

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო ფეხ­ბურ­თე­ლი" - ასე გა­მო­ა­ცხა­და კო­მენ­ტა­ტორ­მა ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძის შე­მოს­ვლა მო­ე­დან­ზე. გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა თა­ვის პირ­ველ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ას­პა­რე­ზო­ბა ეს­პა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მერ­ვე­დფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე და­ას­რუ­ლა.

მატ­ჩის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე­მაც, რომ­ლის შე­სა­ხებ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­წყე­ბი­დან­ვე უამ­რა­ვი კი­თხვა ტრი­ა­ლებ­და, თუ რა­ტომ არ იყო ის სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არც ერთი მატ­ჩი­სას და რა­ტომ არ აძ­ლევ­და მწვრთნე­ლი მას თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბას.

  • თა­ვად ბუ­დუმ თქვა, რომ სა­ნი­ო­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტივს სცემს და მად­ლო­ბე­ლია იმ რამ­დე­ნი­მე წუ­თი­თაც, რა დრო­საც მო­ე­დან­ზე თა­მა­ში მო­უ­წია.

"მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს, ვინც აქ იმ­ყო­ფე­ბო­და და ვინც სა­ქარ­თვე­ლო­დან გვგულ­შე­მატ­კივ­რობ­და. დიდი მხარ­და­ჭე­რა იგ­რძნო­ბო­და მათ­გან. მათ გა­რე­შე ამ შე­დე­გის მიღ­წე­ვა გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და. თავს ის ვგრძნობ­დით თით­ქოს თბი­ლის­ში ვთა­მა­შობ­დით. ვე­ტყვი მათ, რომ ია­მა­ყონ ამ გუნ­დით, რად­გან სა­ა­მა­ყო გუნ­დი გვყავს და ამა­ყი ვარ, რომ ამ გუნ­დის ნა­წი­ლი ვარ. უკვე რომ ამ გუნ­დის ნა­წი­ლი ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. იმ სას­ტუმ­რო­ში იმ ბი­ჭებ­თან ყოფ­ნა უკვე დიდი დღე­სას­წა­უ­ლი იყო.

აქ მწვრთნე­ლი იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. ყვე­ლა ფეხ­ბურ­თელს სურს, რომ ბევ­რი ითა­მა­შოს, თუმ­ცა მწვრთნელ­მა ასე გა­და­წყვი­ტა ამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტივს ვცემ. იმ რამ­დე­ნი­მე წუ­თის­თვი­საც, რაც ვი­თა­მა­შე ბედ­ნი­ე­რი და მად­ლო­ბე­ლი ვარ მისი" - თქვა ბუ­დუმ. მის კო­მენ­ტარს "სე­ტან­ტა" ავ­რცე­ლებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

ჩვენს ბიჭებს გერმანული გუნდის ფსიქიკა აკლიათ და ასევე აჯობებს უფრო სწრაფ სირბილში ივარჯიშონ რადგან ,როგორც მივხვდი ეს მნიშვნელოვანია

ჩვენები
2

მსაჯი ძალიან ცუდად მოიქცა: ჩათვალა თამაშგარე გოლი, არ დანიშნა ჯარიმა მიქაუტაძის წაქცევისთვის საჯარიმოში. თვალი დახუჭა კიტეიშვილის მიმართ უხეშ თამაშზე. ამ ყველაფერმა წააგებინა ჩვენს ნაკრებს. ინგლისელი მსაჯი რომ ყოფილიყო ეს არ მოხდებოდა. ძალიან დიდ უსამართლობას ჰქონდა ადგილი, რა ყველა ჩვენ გვჩაგრავს :( 

ავტორი:

"იმ რამდენიმე წუთისთვისაც, რაც ვითამაშე, მადლობელი ვარ მისი" - რას ამბობს ბუდუ ზივზივაძე ვილი სანიოლის გადაწყვეტილებაზე

"იმ რამდენიმე წუთისთვისაც, რაც ვითამაშე, მადლობელი ვარ მისი" - რას ამბობს ბუდუ ზივზივაძე ვილი სანიოლის გადაწყვეტილებაზე

"საქართველოს სახალხო ფეხბურთელი" - ასე გამოაცხადა კომენტატორმა ბუდუ ზივზივაძის შემოსვლა მოედანზე. გუშინ საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ბუდუ ზივზივაძემაც, რომლის შესახებ ევროპის ჩემპიონატის დაწყებიდანვე უამრავი კითხვა ტრიალებდა, თუ რატომ არ იყო ის სასტარტო შემადგენლობაში არც ერთი მატჩისას და რატომ არ აძლევდა მწვრთნელი მას თამაშის საშუალებას.

  • თავად ბუდუმ თქვა, რომ სანიოლის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და მადლობელია იმ რამდენიმე წუთითაც, რა დროსაც მოედანზე თამაში მოუწია.

"მადლობას გადავუხდი ყველა გულშემატკივარს, ვინც აქ იმყოფებოდა და ვინც საქართველოდან გვგულშემატკივრობდა. დიდი მხარდაჭერა იგრძნობოდა მათგან. მათ გარეშე ამ შედეგის მიღწევა გაგვიჭირდებოდა. თავს ის ვგრძნობდით თითქოს თბილისში ვთამაშობდით. ვეტყვი მათ, რომ იამაყონ ამ გუნდით, რადგან საამაყო გუნდი გვყავს და ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. უკვე რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი ძალიან ბედნიერი ვიყავი. იმ სასტუმროში იმ ბიჭებთან ყოფნა უკვე დიდი დღესასწაული იყო.

აქ მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებებს. ყველა ფეხბურთელს სურს, რომ ბევრი ითამაშოს, თუმცა მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა ამ ევროპის ჩემპიონატზე და როგორც პროფესიონალი მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. იმ რამდენიმე წუთისთვისაც, რაც ვითამაშე ბედნიერი და მადლობელი ვარ მისი" - თქვა ბუდუმ. მის კომენტარს "სეტანტა" ავრცელებს.

წაიკითხეთ ასევე: