"საქართველოს სახალხო ფეხბურთელი" - ასე გამოაცხადა კომენტატორმა ბუდუ ზივზივაძის შემოსვლა მოედანზე. გუშინ საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ბუდუ ზივზივაძემაც, რომლის შესახებ ევროპის ჩემპიონატის დაწყებიდანვე უამრავი კითხვა ტრიალებდა, თუ რატომ არ იყო ის სასტარტო შემადგენლობაში არც ერთი მატჩისას და რატომ არ აძლევდა მწვრთნელი მას თამაშის საშუალებას.
"მადლობას გადავუხდი ყველა გულშემატკივარს, ვინც აქ იმყოფებოდა და ვინც საქართველოდან გვგულშემატკივრობდა. დიდი მხარდაჭერა იგრძნობოდა მათგან. მათ გარეშე ამ შედეგის მიღწევა გაგვიჭირდებოდა. თავს ის ვგრძნობდით თითქოს თბილისში ვთამაშობდით. ვეტყვი მათ, რომ იამაყონ ამ გუნდით, რადგან საამაყო გუნდი გვყავს და ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. უკვე რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი ძალიან ბედნიერი ვიყავი. იმ სასტუმროში იმ ბიჭებთან ყოფნა უკვე დიდი დღესასწაული იყო.
აქ მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებებს. ყველა ფეხბურთელს სურს, რომ ბევრი ითამაშოს, თუმცა მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა ამ ევროპის ჩემპიონატზე და როგორც პროფესიონალი მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. იმ რამდენიმე წუთისთვისაც, რაც ვითამაშე ბედნიერი და მადლობელი ვარ მისი" - თქვა ბუდუმ. მის კომენტარს "სეტანტა" ავრცელებს.
წაიკითხეთ ასევე:
ჩვენს ბიჭებს გერმანული გუნდის ფსიქიკა აკლიათ და ასევე აჯობებს უფრო სწრაფ სირბილში ივარჯიშონ რადგან ,როგორც მივხვდი ეს მნიშვნელოვანია
მსაჯი ძალიან ცუდად მოიქცა: ჩათვალა თამაშგარე გოლი, არ დანიშნა ჯარიმა მიქაუტაძის წაქცევისთვის საჯარიმოში. თვალი დახუჭა კიტეიშვილის მიმართ უხეშ თამაშზე. ამ ყველაფერმა წააგებინა ჩვენს ნაკრებს. ინგლისელი მსაჯი რომ ყოფილიყო ეს არ მოხდებოდა. ძალიან დიდ უსამართლობას ჰქონდა ადგილი, რა ყველა ჩვენ გვჩაგრავს :(