საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვარაცხელია უკეთესია, ვიდრე მთელი ესპანეთი. არ ვამბობ, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ" - გიორგი მამარდაშვილი
"კვარაცხელია უკეთესია, ვიდრე მთელი ესპანეთი. არ ვამბობ, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ" - გიორგი მამარდაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­კა­რე გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა ეს­პა­ნეთ­თან ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მერ­ვე­დფი­ნალ­ში შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი:

"ჩემი აზ­რით, ეს­პა­ნე­თი ტურ­ნი­რის მთა­ვა­რი ფა­ვო­რი­ტია. სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, მაგ­რამ დიდი გული აქვს და მთე­ლი ძა­ლით უნდა ვიბ­რძო­ლოთ, რათა და­ვი­ნა­ხოთ, რა გა­მოგ­ვი­ვა. ევრო 2024 უკვე კარ­გად ჩა­ვა­ტა­რეთ, ახლა სი­ა­მოვ­ნე­ბა უნდა მი­ვი­ღოთ და ჩვენ­სას ბო­ლომ­დე ვე­ცა­დოთ. რთუ­ლი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ამი­სათ­ვის მზად ვართ.

თა­ვის კარ­გად დაც­ვა და კონ­ტრშე­ტე­ვებ­ზე სწრა­ფად გა­დას­ვლა გვმარ­თებს. სა­ა­მი­სოდ წინ უნა­რი­ა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გვყავს.

ეს­პა­ნეთ­თან 1:7 წა­გე­ბუ­ლი მატ­ჩი? ვფიქ­რობ, მა­შინ არ გაგ­ვი­მარ­თლა. მე­ტო­ქე გუნ­დი­დან ყვე­ლა­ნი სა­ხი­ფა­თო­ნი არი­ან. ია­მა­ლი მა­ღა­ლი კლა­სი­საა, გო­ლე­ბის გა­ტა­ნაც შე­უძ­ლია და სა­გო­ლე გა­და­ცე­მე­ბის გა­კე­თე­ბაც. აგ­რეთ­ვე ლა ლი­გის სა­უ­კე­თე­სო მე­კა­რე ჰყავთ. ბრძო­ლა და კონ­ცენ­ტრა­ცია მოგ­ვი­წევს, რა­საც აქამ­დე ვა­კე­თებ­დით.

ეს­პა­ნეთ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი მთე­ლი პე­რი­ო­დი კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. სა­ნი­ოლ­მა გვი­თხრა, რომ ჩვენს დო­ნე­ზე უნდა დავ­რჩეთ. ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბა­ზე ჩემი სა­უ­კე­თე­სო მო­გე­რი­ე­ბა ის იყო, რო­დე­საც პორ­ტუ­გა­ლი­ელ დი­ო­გუ და­ლოტს არ გა­ვა­ტა­ნი­ნე, თუმ­ცა გოლი რომ გა­სუ­ლი­ყო, მა­ინც არ ჩა­ით­ვლე­ბო­და, რად­გან VAR-მა იქამ­დე ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ პე­ნალ­ტი და­ა­ფიქ­სი­რა.

ჩემი მო­მა­ვა­ლი "ვა­ლენ­ში­ა­ში" ეს­პა­ნეთ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­და­წყდე­ბა. მი­ქა­უ­ტა­ძე ძა­ლი­ან კარ­გი თავ­დამ­სხმე­ლია და მგო­ნია, ისიც მალე ძა­ლი­ან დიდ კლუბ­ში გა­და­ვა.

კვა­რა­ცხე­ლია უკე­თე­სია, ვიდ­რე მთე­ლი ეს­პა­ნე­თი. არ ვამ­ბობ, რომ გა­ვი­მარ­ჯვებთ, მაგ­რამ ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებთ და ვნა­ხავთ, რა მოხ­დე­ბა".

sportall.ge

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მისმინე
0

დიდი ბაიასავით ნუ საუბრობ, ფეხბურთელი ხარ, ესპანეთის ნაკრებიც თქვენნაირი ბიჭებით არის დაკომპლექტებული ასე, რომ ნუ გეშინიათ იბრძოლეთ მოგებისთვის და ყველაფერი საუკეთესო თქვენსკენ იქნება და რაც მთავარია ესპანეთის ნაკრებიდან მორატა უნდა ამოიკეტოს, რომელიც ყველაზე გოლიადორია, მან საქართველოს ნაკრებს წინა შეხვედრაზე თითქმის ყველა პოზიციიდან არაერთი გოლი გაუტანა და გამარჯვებაც ჩვენი იქნება

118a
4

მიდი მამარდ, შენ უკვე გააოცე მთელი ევროპა! ლომი ხარ, როგორც რონალდუ დატოვე ხელცარიელი, ისე გაუკეთე ესპანეთსაც :) რაც უნდა მოხდეს, ნაკრებმა იმაზე მეტს მიაღწია, რასაც გულშემატკივრები ველოდით! ახლა ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე შეიძლება თვით ესპანეთთან თამაში. ბურთი კი მრგვალია, ნებისმიერ ფავორიტ გუნდთან ერთხელ მაინც მოგვეცემა გოლის გატანის შანსი და ეგ შანსია გამოსაყენებელი. 

ავტორი:

"კვარაცხელია უკეთესია, ვიდრე მთელი ესპანეთი. არ ვამბობ, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ" - გიორგი მამარდაშვილი

"კვარაცხელია უკეთესია, ვიდრე მთელი ესპანეთი. არ ვამბობ, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ" - გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში შეხვედრის შესახებ გააკეთა კომენტარი:

"ჩემი აზრით, ესპანეთი ტურნირის მთავარი ფავორიტია. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ დიდი გული აქვს და მთელი ძალით უნდა ვიბრძოლოთ, რათა დავინახოთ, რა გამოგვივა. ევრო 2024 უკვე კარგად ჩავატარეთ, ახლა სიამოვნება უნდა მივიღოთ და ჩვენსას ბოლომდე ვეცადოთ. რთული იქნება, თუმცა ამისათვის მზად ვართ.

თავის კარგად დაცვა და კონტრშეტევებზე სწრაფად გადასვლა გვმართებს. საამისოდ წინ უნარიანი ფეხბურთელები გვყავს.

ესპანეთთან 1:7 წაგებული მატჩი? ვფიქრობ, მაშინ არ გაგვიმართლა. მეტოქე გუნდიდან ყველანი სახიფათონი არიან. იამალი მაღალი კლასისაა, გოლების გატანაც შეუძლია და საგოლე გადაცემების გაკეთებაც. აგრეთვე ლა ლიგის საუკეთესო მეკარე ჰყავთ. ბრძოლა და კონცენტრაცია მოგვიწევს, რასაც აქამდე ვაკეთებდით.

ესპანეთში გატარებული მთელი პერიოდი კარგად მახსენდება. სანიოლმა გვითხრა, რომ ჩვენს დონეზე უნდა დავრჩეთ. ევროპირველობაზე ჩემი საუკეთესო მოგერიება ის იყო, როდესაც პორტუგალიელ დიოგუ დალოტს არ გავატანინე, თუმცა გოლი რომ გასულიყო, მაინც არ ჩაითვლებოდა, რადგან VAR-მა იქამდე ჩვენს სასარგებლოდ პენალტი დააფიქსირა.

ჩემი მომავალი "ვალენშიაში" ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება. მიქაუტაძე ძალიან კარგი თავდამსხმელია და მგონია, ისიც მალე ძალიან დიდ კლუბში გადავა.

კვარაცხელია უკეთესია, ვიდრე მთელი ესპანეთი. არ ვამბობ, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვნახავთ, რა მოხდება".

sportall.ge

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"