სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიცა საკმაოდ ემოციურია და ხშირად ტირის, როცა ხვიჩას გოლი გააქვს..." - რას წერს ბრიტანული გამოცემა კვარაცხელიას პირად ცხოვრებასა და შემოსავალზე
"ნიცა საკმაოდ ემოციურია და ხშირად ტირის, როცა ხვიჩას გოლი გააქვს..." - რას წერს ბრიტანული გამოცემა კვარაცხელიას პირად ცხოვრებასა და შემოსავალზე

ბრი­ტა­ნე­ლი გა­მო­ცე­მა The Sun ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მე­უღ­ლე­ზე სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს სა­თა­უ­რით: “ვინ არის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მე­უღ­ლე ნიცა თა­ვა­ძე? გა­ი­ცა­ნით ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის მე­უღ­ლე”.

სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია თა­ვი­სი სპორ­ტუ­ლი უნა­რე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მო­თა­მა­შეა.

  • მას ასე­ვე გვერ­დით ჰყავს მე­უღ­ლე, ნიცა თა­ვა­ძე, რო­მე­ლიც მხარს უჭერს, მაგ­რამ ვინ არის ის?

ის სა­მე­დი­ცი­ნოს სტუ­დენ­ტი იყო, რო­დე­საც წყვი­ლი პირ­ვე­ლად შეხ­ვდა, თუმ­ცა უც­ნო­ბია, უკვე და­ამ­თავ­რა თუ არა სწავ­ლა. ნიცა თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და, რაც ნიშ­ნავ­და, რომ მას პარტნი­ო­რის გვერ­დით ყოფ­ნის­თვის ნე­ა­პოლ­ში სრუ­ლად გა­დას­ვლა არ შე­ეძ­ლო.

თუმ­ცა, წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს სწერ­და და ურე­კავ­და, ასე­ვე, თა­ვი­სუ­ფალ დროს ან მა­შინ ხვდე­ბო­და, როცა კვა­რა­ცხე­ლი­ას ნაკ­რე­ბის თა­მა­შე­ბის შეს­ვე­ნე­ბა ჰქონ­და. რო­დე­საც ნი­ცას ლექ­ცი­ე­ბი არ ჰქონ­და, ნე­ა­პოლ­ში ჩა­დი­ო­და და "ნა­პო­ლის" მატ­ჩებს ეს­წრე­ბო­და. ადრე აღუ­ნიშ­ნავთ, რომ ის პარტნი­ო­რის თა­მა­შის ყუ­რე­ბი­სას საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რია და ხში­რად ტი­რის, როცა ხვი­ჩა გოლს გა­ი­ტანს.

  • რო­გორ შეხ­ვდნენ ნიცა და ხვი­ჩა ერ­თმა­ნეთს?

ნიცა და ხვი­ჩა პირ­ვე­ლად 2021 წელს შეხ­ვდნენ. ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი ერ­თმა­ნეთს სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა გა­აც­ნო, მაგ­რამ შეხ­ვედ­რა ერთი თვის შემ­დეგ და­ი­წყეს.

წყვი­ლი პირ­ვე­ლად ერ­თად იტა­ლი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის კა­ლათ­ბურ­თის მატჩზე ნა­ხეს.

  • რო­დის და­ქორ­წინ­დნენ ნიცა თა­ვა­ძე და ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია?

ნიცა და კვა­რა­ცხე­ლია 2023 წლის 16 ოქ­ტომ­ბერს და­ქორ­წინ­დნენ.

სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბის გა­მო­ცხა­დე­ბი­სას, ფეხ­ბურ­თელ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღის ფო­ტო­ე­ბის სე­რია გა­მო­აქ­ვეყ­ნა წარ­წე­რით: "16.10.23," ლოც­ვის ემო­ჯი­სა და წი­თე­ლი გუ­ლის თან­ხლე­ბით.

წყვი­ლი მცხე­თის სამ­თავ­რო მო­ნას­ტერ­ში და­ქორ­წინ­და და ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი სა­მო­სი ეც­ვათ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახლა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ნიცა სა­მე­დი­ცი­ნო კა­რი­ე­რის გა­საგ­რძე­ლებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩა.

  • რას ნა­ხავთ ნიცა თა­ვა­ძის "ინ­სტაგ­რამ­ზე”?

შე­გიძ­ლი­ათ, ნი­ცას “ინ­სტაგ­რა­მი” გა­მო­ი­წე­როთ: @nitsatavadze. 2024 წლის ივ­ნი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, მას 116,000 მიმ­დე­ვა­რი ჰყავს. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ნი­ცას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ურ­ჩევ­ნია, რად­გან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე პოს­ტი აქვს.

  • რამ­დე­ნი აქვს შე­მო­სა­ვა­ლი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას?

"ნა­პო­ლი­ში" თა­მა­შით, კვა­რა­ცხე­ლია წე­ლი­წად­ში შთამ­ბეჭ­დავ 1,302,964 ფუნტ სტერ­ლინგს იღებს.

ის ასე­ვე თა­მა­შობს თა­ვის ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად 2024 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ას­პა­რე­ზობს.

გუნ­დმა პლეი-ოფში გას­ვლა პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე, მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­მარ­ჯვე­ბის შე­დე­გად მო­ა­ხერ­ხა.

წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ნიცა საკმაოდ ემოციურია და ხშირად ტირის, როცა ხვიჩას გოლი გააქვს..." - რას წერს ბრიტანული გამოცემა კვარაცხელიას პირად ცხოვრებასა და შემოსავალზე

"ნიცა საკმაოდ ემოციურია და ხშირად ტირის, როცა ხვიჩას გოლი გააქვს..." - რას წერს ბრიტანული გამოცემა კვარაცხელიას პირად ცხოვრებასა და შემოსავალზე

ბრიტანელი გამოცემა The Sun ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლეზე სტატიას აქვეყნებს სათაურით: “ვინ არის ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე ნიცა თავაძე? გაიცანით ქართველი ფეხბურთელის მეუღლე”.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია თავისი სპორტული უნარების დემონსტრირებით საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში ყველაზე ცნობილი მოთამაშეა.

  • მას ასევე გვერდით ჰყავს მეუღლე, ნიცა თავაძე, რომელიც მხარს უჭერს, მაგრამ ვინ არის ის?

ის სამედიცინოს სტუდენტი იყო, როდესაც წყვილი პირველად შეხვდა, თუმცა უცნობია, უკვე დაამთავრა თუ არა სწავლა. ნიცა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა, რაც ნიშნავდა, რომ მას პარტნიორის გვერდით ყოფნისთვის ნეაპოლში სრულად გადასვლა არ შეეძლო.

თუმცა, წყვილი ერთმანეთს სწერდა და ურეკავდა, ასევე, თავისუფალ დროს ან მაშინ ხვდებოდა, როცა კვარაცხელიას ნაკრების თამაშების შესვენება ჰქონდა. როდესაც ნიცას ლექციები არ ჰქონდა, ნეაპოლში ჩადიოდა და "ნაპოლის" მატჩებს ესწრებოდა. ადრე აღუნიშნავთ, რომ ის პარტნიორის თამაშის ყურებისას საკმაოდ ემოციურია და ხშირად ტირის, როცა ხვიჩა გოლს გაიტანს.

  • როგორ შეხვდნენ ნიცა და ხვიჩა ერთმანეთს?

ნიცა და ხვიჩა პირველად 2021 წელს შეხვდნენ. ამბობენ, რომ ისინი ერთმანეთს საერთო მეგობარმა გააცნო, მაგრამ შეხვედრა ერთი თვის შემდეგ დაიწყეს.

წყვილი პირველად ერთად იტალიასა და საქართველოს შორის კალათბურთის მატჩზე ნახეს.

  • როდის დაქორწინდნენ ნიცა თავაძე და ხვიჩა კვარაცხელია?

ნიცა და კვარაცხელია 2023 წლის 16 ოქტომბერს დაქორწინდნენ.

სასიხარულო ამბის გამოცხადებისას, ფეხბურთელმა განსაკუთრებული დღის ფოტოების სერია გამოაქვეყნა წარწერით: "16.10.23," ლოცვის ემოჯისა და წითელი გულის თანხლებით.

წყვილი მცხეთის სამთავრო მონასტერში დაქორწინდა და ტრადიციული ქართული სამოსი ეცვათ.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა დაქორწინებულები არიან, ნიცა სამედიცინო კარიერის გასაგრძელებლად საქართველოში დარჩა.

  • რას ნახავთ ნიცა თავაძის "ინსტაგრამზე”?

შეგიძლიათ, ნიცას “ინსტაგრამი” გამოიწეროთ: @nitsatavadze. 2024 წლის ივნისის მდგომარეობით, მას 116,000 მიმდევარი ჰყავს. თუმცა, როგორც ჩანს, ნიცას პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობის შენარჩუნება ურჩევნია, რადგან მხოლოდ რამდენიმე პოსტი აქვს.

  • რამდენი აქვს შემოსავალი ხვიჩა კვარაცხელიას?

"ნაპოლიში" თამაშით, კვარაცხელია წელიწადში შთამბეჭდავ 1,302,964 ფუნტ სტერლინგს იღებს.

ის ასევე თამაშობს თავის ეროვნულ ნაკრებში, რომელიც ამჟამად 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს.

გუნდმა პლეი-ოფში გასვლა პორტუგალიასთან ჯგუფურ ეტაპზე, მოულოდნელი გამარჯვების შედეგად მოახერხა.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: