საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიბლუსის" ლიტერატურული ტურნე თემით "ილიას ევროპა და საქართველო" იწყება
"ბიბლუსის" ლიტერატურული ტურნე თემით "ილიას ევროპა და საქართველო" იწყება

„ბიბ­ლუ­სი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტურ­ნეს იწყებს. შეხ­ვედ­რე­ბი 1-ელ ივ­ლისს რუს­თავ­ში და­ი­წყე­ბა და 19 ივ­ლისს ბა­თუმ­ში დას­რულ­დე­ბა. სა­ერ­თო ჯამ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბი 9 ქა­ლაქს ეს­ტუმ­რე­ბი­ან და ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას შეხ­ვდე­ბი­ან. მწერ­ლე­ბი შეხ­ვედ­რა­ზე სა­კუ­თარ წიგ­ნებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ, შემ­დეგ დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხე­ბენ, შეხ­ვედ­რის ბო­ლოს კი ავ­ტოგ­რა­ფებ­საც და­ა­რი­გე­ბენ.

ტურ­ნეს გან­რი­გი ასე­თია:

  • 1 ივ­ლი­სი, რუს­თა­ვი - გი­ორ­გი არა­ბუ­ლი/გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე;
  • 4 ივ­ლი­სი, ქუ­თა­ი­სი - ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი/ირაკ­ლი არიშ­ვი­ლი;
  • 10 ივ­ლი­სი, გორი - ვასო გუ­ლე­უ­რი/დათო ტუ­რაშ­ვი­ლი/დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი;
  • 13 ივ­ლი­სი, თე­ლა­ვი - მიშა ღა­მე­საშ­ვი­ლი/ნი­ნია სა­დღო­მე­ლაშ­ვი­ლი;
  • 14 ივ­ლი­სი, გურ­ჯა­ა­ნი - ეთერ თა­თა­რა­ი­ძე/ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი;
  • 15 ივ­ლი­სი, ბა­კუ­რი­ა­ნი - ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი;
  • 16 ივ­ლი­სი, ზუგ­დი­დი -ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი/ზვი­ად კვა­რა­ცხე­ლია;
  • 17 ივ­ლი­სი, გუ­რია -გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე;
  • 18 ივ­ლი­სი, ბა­თუ­მი თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი/გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე;
  • 19 ივ­ლი­სი, ბა­თუ­მი - თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძე.

მიმ­დი­ნა­რე წლის ტურ­ნე გა­მორ­ჩე­უ­ლია თა­ვი­სი თე­მა­ტი­კი­თაც. ტურ­ნე სა­ხელ­წო­დე­ბით „ილი­ას ევ­რო­პა და სა­ქარ­თვე­ლო“ იმარ­თე­ბა.

„ბიბ­ლუ­სის“, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ქსე­ლის მი­ზა­ნი წიგნ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ზრდაა. სწო­რედ ამ მიზ­ნით რამ­დე­ნი­მე წლის წინ დიდი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტურ­ნეს ჩა­ტა­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. ტურ­ნემ სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. გა­მოხ­მა­უ­რე­ბის მას­შტა­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი წელს უპ­რე­ცე­დენ­ტოდ დიდი მას­შტა­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა იგეგ­მე­ბა. ვე­ცა­დეთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი ქა­ლა­ქი მოგ­ვეც­ვა. ამით გვსურს ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი გა­ვა­ხა­როთ და ვა­სი­ა­მოვ­ნოთ,“ - აცხა­დე­ბენ „ბიბ­ლუს­ში“.

„ბიბ­ლუ­სი“ ტრა­დი­ცი­უ­ლად სხვა­დას­ხვა ასა­კი­სა და გე­მოვ­ნე­ბის მქო­ნე მკი­თხველ­ზე ზრუ­ნავს. სწო­რედ ამი­ტომ მიმ­დი­ნა­რე წელს სპე­ცი­ა­ლუ­რად პა­ტა­რა ასა­კის მკი­თხვე­ლის­თვის „პე­პე­ლას­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბიც იგეგ­მე­ბა. „პე­პე­ლა“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს ქუ­თა­ის­ში, გორ­სა და ბა­კუ­რი­ან­ში და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რებ­ში.

ავ­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, „ბიბ­ლუ­სი“ მკი­თხველს ად­გილ­ზე წარ­მოდ­გე­ნილ პრო­დუქ­ცი­ა­ზე 30% ფას­დაკ­ლე­ბას შეს­თა­ვა­ზებს.

R

ავტორი:

"ბიბლუსის" ლიტერატურული ტურნე თემით "ილიას ევროპა და საქართველო" იწყება

"ბიბლუსის" ლიტერატურული ტურნე თემით "ილიას ევროპა და საქართველო" იწყება

„ბიბლუსი“ საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის ლიტერატურულ ტურნეს იწყებს. შეხვედრები 1-ელ ივლისს რუსთავში დაიწყება და 19 ივლისს ბათუმში დასრულდება. საერთო ჯამში თანამედროვე ქართველი მწერლები 9 ქალაქს ესტუმრებიან და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან. მწერლები შეხვედრაზე საკუთარ წიგნებს განიხილავენ, შემდეგ დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხებენ, შეხვედრის ბოლოს კი ავტოგრაფებსაც დაარიგებენ.

ტურნეს განრიგი ასეთია:

  • 1 ივლისი, რუსთავი - გიორგი არაბული/გიორგი კეკელიძე;
  • 4 ივლისი, ქუთაისი - ნათია ჯაგოდნიშვილი/ირაკლი არიშვილი;
  • 10 ივლისი, გორი - ვასო გულეური/დათო ტურაშვილი/დიანა ანფიმიადი;
  • 13 ივლისი, თელავი - მიშა ღამესაშვილი/ნინია სადღომელაშვილი;
  • 14 ივლისი, გურჯაანი - ეთერ თათარაიძე/ნიკოლოზ ტოტოღაშვილი;
  • 15 ივლისი, ბაკურიანი - ტარიელ ხარხელაური;
  • 16 ივლისი, ზუგდიდი -ლევან ბერძენიშვილი/ზვიად კვარაცხელია;
  • 17 ივლისი, გურია -გიორგი კეკელიძე;
  • 18 ივლისი, ბათუმი თეონა დოლენჯაშვილი/გიორგი კეკელიძე;
  • 19 ივლისი, ბათუმი - თათული ღვინიანიძე.

მიმდინარე წლის ტურნე გამორჩეულია თავისი თემატიკითაც. ტურნე სახელწოდებით „ილიას ევროპა და საქართველო“ იმართება.

„ბიბლუსის“, როგორც საქართველოში წიგნის მაღაზიების ყველაზე დიდი ქსელის მიზანი წიგნზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. სწორედ ამ მიზნით რამდენიმე წლის წინ დიდი ლიტერატურული ტურნეს ჩატარება გადავწყვიტეთ. ტურნემ სისტემატური ხასიათი მიიღო. გამოხმაურების მასშტაბიდან გამომდინარე კი წელს უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის ღონისძიება იგეგმება. ვეცადეთ, მაქსიმალურად ბევრი ქალაქი მოგვეცვა. ამით გვსურს ჩვენი მკითხველი გავახაროთ და ვასიამოვნოთ,“ - აცხადებენ „ბიბლუსში“.

„ბიბლუსი“ ტრადიციულად სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მქონე მკითხველზე ზრუნავს. სწორედ ამიტომ მიმდინარე წელს სპეციალურად პატარა ასაკის მკითხველისთვის „პეპელასთან“ თანამშრომლობით რამდენიმე ქალაქში განსაკუთრებული აქტივობებიც იგეგმება. „პეპელა“ მონაწილეობას მიიღებს ქუთაისში, გორსა და ბაკურიანში დაგეგმილ შეხვედრებში.

ავტორებთან შეხვედრების პარალელურად, „ბიბლუსი“ მკითხველს ადგილზე წარმოდგენილ პროდუქციაზე 30% ფასდაკლებას შესთავაზებს.

R