მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“კვარა" ამ მატჩისას რონალდუ იყო, მის საუკეთესო წლებში” - რას წერენ უცხოელი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიაზე?
“კვარა" ამ მატჩისას რონალდუ იყო, მის საუკეთესო წლებში” - რას წერენ უცხოელი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიაზე?

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის მე-3 ტურ­ში პორ­ტუ­გა­ლი­ის ძლე­ვი­სა და მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში გას­ვლის შემ­დეგ, სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­როს მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის­კენ არის მო­მარ­თუ­ლი. "ევრო 24" - ის დე­ბი­უ­ტან­ტე­ბის სა­ქებ­რად სი­ტყვას არა­ვინ იშუ­რებს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია ჩვე­ნი ვარ­კვლავ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია, რო­მელ­მაც მატ­ჩის მე-2 წუთ­ზე უს­წრა­ფე­სი გოლი გა­ი­ტა­ნა და ფაქ­ტობ­რი­ვად, და­სა­წყის­ში­ვე გა­და­წყვი­ტა თა­მა­შის ბედი. სა­ქარ­თვე­ლომ სა­ბო­ლოო ან­გა­რი­ში 2:0 და­ა­ფიქ­სი­რა.

უცხო­ე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ბევ­რს წე­რენ ჩვენს "კვა­რა­დო­ნა­ზე", ერთი მხრივ, იმ ფაქ­ტზე, რომ ის მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­და, მე­ო­რე მხრივ კი, იმ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ “მან თა­მა­შის შემ­დეგ სა­ჩუქ­რად კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს მა­ი­სუ­რი მი­ი­ღო. TNT Sports-ის ფო­ტოს, რო­მელ­ზეც ხვი­ჩა მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლის ჯილ­დო­თია გა­მო­სა­ხუ­ლი, აღ­წე­რად უწე­რია, რომ ფეხ­ბურ­თე­ლი “ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვია”, რაც ბევ­რმა გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა შე­ი­ცხა­და.

“რო­გორ - ამო­მა­ვა­ლი? ჩემი აზ­რით, ის უკვე შემ­დგა­რი ვარ­სკვლა­ვია, გან­სა­კუთ­რე­ბით - "ნა­პო­ლი­ში”.

“ის უკვე ვარ­სკვლა­ვია, თუ თქვე­ნი ობ­სე­სი­ი­დან გა­მოხ­ვალთ. უკვე 80 მი­ლი­ო­ნი ევ­როს სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს და სე­რია A-ს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ფლან­გის შემ­ტე­ვია”.

"მან ეს და­იმ­სა­ხუ­რა”!

“გა­ა­კე­თეთ იგი­ვე ეს­პა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და მერე ვი­ლა­პა­რა­კებ სა­ქარ­თვე­ლო­ზე”.

“რა ფეხ­ბურ­თე­ლია ეს ბიჭი!”

“ჩვენ უკვე ვიც­ნობთ მის თა­მაშს. ის შემ­დგა­რი ვარ­სკვლა­ვია და არა - ამო­მა­ვა­ლი”.

“ნე­ტავ ფი­ნა­ლამ­დე მი­ვიდ­ნენ!”

“ნა­პო­ლი­ში" და მშობ­ლი­ურ ქვე­ყა­ნა­ში მას “კვა­რა­დო­ნას” ეძა­ხი­ან. დღეს აჩ­ვე­ნა, რა­ტომ. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დრიბ­ლე­რია და ყო­ველ­თვის, როცა ბურთს ეხე­ბა, საფრ­თხეს ქმნის”.

“ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტი მის­თვის! რო­ნალ­დუს ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვამ მას ამ ის­ტო­რი­უ­ლი ღა­მის შე­საქ­მნე­ლად სუ­პერ ძა­ლე­ბი მი­ა­ნი­ჭა!”

რაც შე­ე­ხე­ბა ვი­დე­ოს, რო­მე­ლიც გავ­რცელ­და, სა­დაც კვა­რა­ცხე­ლი­ას კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს მა­ი­სუ­რი აც­ვია, ამან გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა ნა­წი­ლი გა­ამ­ხი­ა­რუ­ლა. კო­მენ­ტა­რე­ბი 443-ის “ინ­სტაგ­რამ” პოსტზე ასე­თია:

“ძმა რო­ნალ­დუს მა­ი­სურ­ში მისი და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ მარ­თლა იწო­ნებს თავს”.

“ძმა რო­ნალ­დუს ყვე­ლა­ზე დიდი ფა­ნია”...

“კვა­რა" ამ მატ­ჩი­სას რო­ნალ­დუ იყო, მის სა­უ­კე­თე­სო წლებ­ში”.

“მისი ოც­ნე­ბა ახდა”.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერი
0

ხუხიტოს აზრები ჩაიწერეთ ხოლმე და ბალიშის ქვეშ დაიდეთ! სამ დღეში სასწაულს იხილავთ ნაცუები!

ირმა
1

გიორგი ქინქლაძეზე სტატიის ქვეშ კომენტარები გამორთული გაქვთ, არ შემიძლია რომ არ ვთქვა. ამიტომ აქ დავწერ. 1998 წელს არც ინტერნეტი იყო ისე გავრცელებული, ჯერ არანაირი სოცქსელი ჩანასახშიც კი არ არსებობდა. ამიტომ ბევრმა აქ დღემდე არ იცის გიორგი "აიაქსში" რომ გადავიდა, რა ხდებოდა ნიდერლანდების გაზეთებში და ფეხბურთის ფანებში. სამსახურში უფროსმა თავის ოფისში დამიძახა, რა მაგარი ბიჭია ის თქვენი მამაძაღლიო (უფრო უხეში სიტყვა იხმარა, მაგრამ დიდი სიყვარულით). ვაი, მეთქი ვინ ჩემი ბიჭი, რა ჩემი ბიჭი. მეთქი ეს სად ბანაობს?! მიხვდა რომ აზრზე არ ვიყავი. შესვენებაზე ყველას დასანახად დიდის ამბით გაზეთი გადმომცა, პირველ გვერდზე ქინქლაძის დიდი ფოტოთი. უი, მეთქი ამას ქართული გვარი აქვს))))) დაიხოცნენ სიცილით. ეგაა აიაქსის მომავალი ვარსკვლავი. მაგის იმედზე ვართო. მერე რა მოხდა, რატო მოხდა, რატო არ გაუმართლა ამ ბიჭს. ეხლაც რაღაცნაირად გული მტკივა. მაინც მიყვარს ძალიან. ევროპაში ვინ იცოდა 30 წლის წინ საქართველო, ქართველი. გიორგი იყო პირველი ვინც გულს სიამაყით გვივსებდა. ამიტომ პირველ ადგილზე იქნება მუდამ ჩემს გულში. 

ავტორი:

“კვარა" ამ მატჩისას რონალდუ იყო, მის საუკეთესო წლებში” - რას წერენ უცხოელი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიაზე?

“კვარა" ამ მატჩისას რონალდუ იყო, მის საუკეთესო წლებში” - რას წერენ უცხოელი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიაზე?

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში პორტუგალიის ძლევისა და მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ, საფეხბურთო სამყაროს მთელი ყურადღება ჩვენი ნაკრებისკენ არის მომართული. "ევრო 24" - ის დებიუტანტების საქებრად სიტყვას არავინ იშურებს. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია ჩვენი ვარკვლავ ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მატჩის მე-2 წუთზე უსწრაფესი გოლი გაიტანა და ფაქტობრივად, დასაწყისშივე გადაწყვიტა თამაშის ბედი. საქართველომ საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა.

უცხოელი გულშემატკივრები ბევრს წერენ ჩვენს "კვარადონაზე", ერთი მხრივ, იმ ფაქტზე, რომ ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მეორე მხრივ კი, იმ ინფორმაციაზე, რომ “მან თამაშის შემდეგ საჩუქრად კრიშტიანუ რონალდუს მაისური მიიღო. TNT Sports-ის ფოტოს, რომელზეც ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოთია გამოსახული, აღწერად უწერია, რომ ფეხბურთელი “ამომავალი ვარსკვლავია”, რაც ბევრმა გულშემატკივარმა შეიცხადა.

“როგორ - ამომავალი? ჩემი აზრით, ის უკვე შემდგარი ვარსკვლავია, განსაკუთრებით - "ნაპოლიში”.

“ის უკვე ვარსკვლავია, თუ თქვენი ობსესიიდან გამოხვალთ. უკვე 80 მილიონი ევროს საბაზრო ღირებულება აქვს და სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფლანგის შემტევია”.

"მან ეს დაიმსახურა”!

“გააკეთეთ იგივე ესპანეთის წინააღმდეგ და მერე ვილაპარაკებ საქართველოზე”.

“რა ფეხბურთელია ეს ბიჭი!”

“ჩვენ უკვე ვიცნობთ მის თამაშს. ის შემდგარი ვარსკვლავია და არა - ამომავალი”.

“ნეტავ ფინალამდე მივიდნენ!”

“ნაპოლიში" და მშობლიურ ქვეყანაში მას “კვარადონას” ეძახიან. დღეს აჩვენა, რატომ. არაჩვეულებრივი დრიბლერია და ყოველთვის, როცა ბურთს ეხება, საფრთხეს ქმნის”.

“ისტორიული მომენტი მისთვის! რონალდუს ხელის ჩამორთმევამ მას ამ ისტორიული ღამის შესაქმნელად სუპერ ძალები მიანიჭა!”

რაც შეეხება ვიდეოს, რომელიც გავრცელდა, სადაც კვარაცხელიას კრიშტიანუ რონალდუს მაისური აცვია, ამან გულშემატკივართა ნაწილი გაამხიარულა. კომენტარები 443-ის “ინსტაგრამ” პოსტზე ასეთია:

“ძმა რონალდუს მაისურში მისი დამარცხების შემდეგ მართლა იწონებს თავს”.

“ძმა რონალდუს ყველაზე დიდი ფანია”...

“კვარა" ამ მატჩისას რონალდუ იყო, მის საუკეთესო წლებში”.

“მისი ოცნება ახდა”.

იხილეთ ასევე: