მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეს დაუჯერებელია: საქართველომ კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - პირველივე ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავედით
ეს დაუჯერებელია: საქართველომ კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - პირველივე ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავედით

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბოლო, მე­სა­მე ტურ­ში, F ჯგუფ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი პორ­ტუ­გა­ლი­ას და­უ­პი­რის­პირ­და და და­ა­მარ­ცხა ან­გა­რი­შით 2:0.

გუნ­დე­ბი შემ­დე­გი სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბე­ბით გა­ვიდ­ნენ მო­ე­დან­ზე:

სა­ქარ­თვე­ლო:

მა­მარ­დაშ­ვი­ლი, კა­შია, გვე­ლე­სი­ა­ნი, დვა­ლი, კა­კა­ბა­ძე, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, კი­ტე­იშ­ვი­ლი, ლო­ჩოშ­ვი­ლი, ჩაკ­ვე­ტა­ძე, კვა­რა­ცხე­ლია, მი­ქა­უ­ტა­ძე

პორ­ტუ­გა­ლია:

კოშ­ტა, სე­მე­დუ, ა. სილ­ვა, დი­ა­ში, კან­სე­ლუ, ნე­ვე­ში, პა­ლი­ნია, ფერ­ნან­დე­ში, ბ. სილ­ვა, ფე­ლიქ­სი, რო­ნალ­დუ

პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ქარ­თვე­ლე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბით და­ი­წყო, რაც მე-2 წუთ­ზე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას გოლით გაგ­რძელ­და.

მან პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლე­ბის კარი მი­ქა­უ­ტა­ძის გა­და­ცე­მის შემ­დეგ აიღო. ამის შემ­დეგ პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლე­ბი ინი­ცი­ა­ტი­ვას და­ე­უფლნენ და უპი­რა­ტე­სო­ბაც მათ მხა­რეს იყო, თუმ­ცა ჩვე­ნე­ბი კარ­გად იცავ­დნენ თავს. მე-16 წუთ­ზე თა­მაშ­ში ჩარ­თვა მო­უ­წია გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილს, რო­მელ­მაც რო­ნალ­დუს უძ­ლი­ე­რე­სი დარ­ტყმა ულა­მა­ზე­სი ნახ­ტო­მით მო­ი­გე­რია. მან კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე ითა­მა­შა უნაკ­ლოდ. პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლე­ბი ბევ­რს გვი­ტევ­დნენ, მაგ­რამ ჩვე­ნი დაც­ვის ხაზი, ფაქ­ტობ­რი­ვად, უშეც­დო­მოდ თა­მა­შობ­და.

30-ე წუთ­ზე რო­ნალ­დუმ სი­მუ­ლა­ცი­ის­თვის ყვი­თე­ლი ბა­რა­თი მი­ი­ღო, ის ჩვენს სა­ჯა­რი­მო­ში წა­იქ­ცა, რის მე­რეც თერ­თმეტ­მეტ­რი­ანს ითხოვ­და.

მე­ო­რე ტა­ი­მი პორ­ტუ­გა­ლი­ის შე­ტე­ვე­ბით და­ი­წყო, რა­საც ქარ­თვე­ლე­ბი კონ­ტრშე­ტე­ვე­ბით პა­სუ­ხობ­დნენ.

57-ე წუთ­ზე კი პორ­ტუ­გა­ლი­ის კარ­ში პე­ნალ­ტი გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ გა­ი­ტა­ნა. ეს მისი მე-3 გო­ლია ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე. პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლებ­მა სა­კუ­თარ სა­ჯა­რი­მო­ში ლუკა ლო­ჩოშ­ვი­ლი წა­აქ­ცი­ეს, VAR-ზე გა­და­მოწ­მე­ბის შემ­დეგ მსაჯ­მა თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი და­ნიშ­ნა, რაც ზუს­ტად შე­ას­რუ­ლა მი­ქა­უ­ტა­ძემ.

ამის შემ­დეგ უპი­რა­ტე­სო­ბას ისევ პორ­ტუ­გა­ლია ფლობ­და, თუმ­ცა ვე­რა­ფერს ხე­ი­რი­ანს ვერ ახერ­ხებ­დნენ, მათ დარ­ტყმულ ბურ­თებს ან "მა­მარ­და" იგე­რი­ებ­და ან კარს ცდე­ბო­და. 66- წუთ­ზე შეც­ვა­ლეს რო­ნალ­დუ.

76-ე წუთ­ზე გვე­ლე­სი­ა­ნი კვირ­კვე­ლი­ამ შეც­ვა­ლა, 82-წუთ­ზე კი ჩაკ­ვე­ტა­ძი­სა და კვა­რა­ცხე­ლი­ას ნაც­ვლად მო­ე­დან­ზე წი­ტა­იშ­ვი­ლი და და­ვი­თაშ­ვი­ლი გა­მო­ვიდ­ნენ. შეც­ვლი­დან მა­ლე­ვე ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვილს გო­ლის გა­ტა­ნის შან­სი ჰქონ­და, თუმ­ცა ბურ­თი კარს ას­ცდა.

თა­მა­შის მი­წუ­რულს სა­ქარ­თვე­ლო კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა გა­და­არ­ჩი­ნა. სა­ბო­ლო­ოდ ან­გა­რი­ში არ შეც­ვლი­ლა, სა­ქარ­თვე­ლომ პორ­ტუ­გა­ლია ან­გა­რი­შით 2:0 და­ა­მარ­ცხა და მერ­ვე­დფი­ნალ­ში გა­ვი­და, სა­დაც ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებს და­უ­პირ­და­პირ­დე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

ეს დაუჯერებელია: საქართველომ კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - პირველივე ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავედით

ეს დაუჯერებელია: საქართველომ კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - პირველივე ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავედით

ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა და დაამარცხა ანგარიშით 2:0.

გუნდები შემდეგი სასტარტო შემადგენლობებით გავიდნენ მოედანზე:

საქართველო:

მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლოჩოშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

პორტუგალია:

კოშტა, სემედუ, ა. სილვა, დიაში, კანსელუ, ნევეში, პალინია, ფერნანდეში, ბ. სილვა, ფელიქსი, რონალდუ

პირველი ტაიმი ქართველების აქტიურობით დაიწყო, რაც მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გოლით გაგრძელდა.

მან პორტუგალიელების კარი მიქაუტაძის გადაცემის შემდეგ აიღო. ამის შემდეგ პორტუგალიელები ინიციატივას დაეუფლნენ და უპირატესობაც მათ მხარეს იყო, თუმცა ჩვენები კარგად იცავდნენ თავს. მე-16 წუთზე თამაშში ჩართვა მოუწია გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც რონალდუს უძლიერესი დარტყმა ულამაზესი ნახტომით მოიგერია. მან კიდევ რამდენჯერმე ითამაშა უნაკლოდ. პორტუგალიელები ბევრს გვიტევდნენ, მაგრამ ჩვენი დაცვის ხაზი, ფაქტობრივად, უშეცდომოდ თამაშობდა.

30-ე წუთზე რონალდუმ სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, ის ჩვენს საჯარიმოში წაიქცა, რის მერეც თერთმეტმეტრიანს ითხოვდა.

მეორე ტაიმი პორტუგალიის შეტევებით დაიწყო, რასაც ქართველები კონტრშეტევებით პასუხობდნენ.

57-ე წუთზე კი პორტუგალიის კარში პენალტი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ეს მისი მე-3 გოლია ჯგუფურ ეტაპზე. პორტუგალიელებმა საკუთარ საჯარიმოში ლუკა ლოჩოშვილი წააქციეს, VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რაც ზუსტად შეასრულა მიქაუტაძემ.

ამის შემდეგ უპირატესობას ისევ პორტუგალია ფლობდა, თუმცა ვერაფერს ხეირიანს ვერ ახერხებდნენ, მათ დარტყმულ ბურთებს ან "მამარდა" იგერიებდა ან კარს ცდებოდა. 66- წუთზე შეცვალეს რონალდუ.

76-ე წუთზე გველესიანი კვირკველიამ შეცვალა, 82-წუთზე კი ჩაკვეტაძისა და კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე წიტაიშვილი და დავითაშვილი გამოვიდნენ. შეცვლიდან მალევე ზურიკო დავითაშვილს გოლის გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა ბურთი კარს ასცდა.

თამაშის მიწურულს საქართველო კიდევ რამდენჯერმე გიორგი მამარდაშვილმა გადაარჩინა. საბოლოოდ ანგარიში არ შეცვლილა, საქართველომ პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირდაპირდება.

იხილეთ ასევე: