ავტორი:

"ვამაყობ თიკას თანამებრძოლობით - ამ დონის განათლების ქართველი პოლიტიკოსი, ჩემი ჩათვლით, მე არ მეგულება" - მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავაზე

"ვამაყობ თიკას თანამებრძოლობით - ამ დონის განათლების ქართველი პოლიტიკოსი, ჩემი ჩათვლით, მე არ მეგულება" - მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავაზე

"მე ძალიან ვამაყობ თიკას თანამებრძოლობით. არავის მინდა ვაწყენინო, მაგრამ ამ დონის განათლების ქართველი პოლიტიკოსი, ჩემი ჩათვლით, მე არ მეგულება. თიკას წარმოუდგენლად მაღალი დონის განათლება აქვს მიღებული. დარწმუნებული ვარ, რომ გადადგამს ნაბიჯებს ერთობისთვის", - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას დანიშვნას.

  • სააკაშვილის თქმით, ახლა არის ერთობის დრო.

"მე მინდა მივესალმო თიკა ბოკუჩავას. თიკა არის „ნაციონალური მოძრაობის პირველი ქალი თავმჯდომარე, ძალიან მაგარი ქართველი პოლიტიკოსი. თუ რამე არის ახალი თაობის ქართველი პოლიტიკოსი, ეს არის თიკა ბოკუჩავა. ის ყოველთვის ოპოზიციაში იყო, ხელისუფლებაში არ ყოფილა, ის პოლიტიკაში მოვიდა საერთაშორისო ორგანიზაციიდან, „ამერიკის ნაციონალურ დემოკრატიული ინსტიტუტიდან“. მე ძალიან ვამაყობ თიკას თანამებრძოლობით. არავის მინდა ვაწყენინო, მაგრამ ამ დონის განათლების ქართველი პოლიტიკოსი, ჩემი ჩათვლით, მე არ მეგულება. თიკას წარმოუდგენლად მაღალი დონის განათლება აქვს მიღებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ გადადგამს ნაბიჯებს ერთობისთვის. ახლა, არის ერთობა მთავარი. თიკას, როგორც არასდროს, შეუძლია სხვადასხვა ინტერესების შეჯერება“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ეჭვს არ იწვევს ის, რომ „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები წაგებული აქვთ. სააკაშვილმა ასევე მიმართა სახელმწიფო მოხელეებს.

"ელექტორალურად ოლიგარქის რეჟიმი არის დამთავრებული, ახლა, უნდა ამას გაფორმება. ეჭვს არ იწვევს, რომ მათ არჩევნები წაგებული აქვთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ისინი ნორმალურად არაფრის ჩატარებას არ აპირებენ. ისინი აპირებენ მიტაცებას, როგორც სახელმწიფო მიიტაცეს, ასევე საარჩევნო სისტემის. მათ იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, მაგრამ ჩვენ გვინდა ვუთხრათ, ყველას - ყველა ერთად ერთმანეთის გვერდიგვერდ უნდა დავდგეთ. მინდა მივმართო სახელმწიფო ორგანოებს, სახელმწიფო მოხელეებს, რომ ის, ვინც მონაწილეობას არ მიიღებს გაყალბებაში, ძალადობაში, იქნება ხელშეუხებელი და ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას საქართველოს საკეთილდღეოდ. ეს არ არის პარტიული თანამდებობების სახელმწიფო სექტორი, სახელმწიფო მოხელეებს უნდა გაფრთხილება და არავის არ ემუქრება სამსახურიდან გაგდება, რა თქმა უნდა, თუ რაღაც დაუკრეფავში არ გადავა რომელიმე მათგანი“, - განაცხადა სააკაშვილმა.