მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მერვე წელია ურთიერთობაში ვარ ადამიანთან, რომელიც ძალიან მიყვარს... როგორც ირაკლისთან, ახლაც ხელი არ მომიწერია" - ქეთათო პოპიაშვილი პირად ცხოვრებაზე
"მერვე წელია ურთიერთობაში ვარ ადამიანთან, რომელიც ძალიან მიყვარს... როგორც ირაკლისთან, ახლაც ხელი არ მომიწერია" - ქეთათო პოპიაშვილი პირად ცხოვრებაზე

ქე­თა­თო პო­პი­აშ­ვი­ლი ეკა ჩხე­ი­ძის გა­და­ცე­მა­ში „პირ­ვე­ლი სტუ­დია“ პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე სა­უბ­რობს. მუ­სი­კო­სის თქმით, ის და მისი საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი რვა წე­ლია ერ­თად არი­ან. ხან შორ­დე­ბი­ან, მერე ისევ რიგ­დე­ბი­ან. გა­და­ცე­მა­ში პარტნი­ო­რის ვი­ნა­ო­ბას არ აკონ­კრე­ტებს, თუმ­ცა ორი წლის წინ ბაია დვა­ლიშ­ვილ­თან გა­და­ცე­მა­ში გი­ვი­კო ფან­ცუ­ლა­ი­ა­ზე პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა სა­ჯა­როდ...

- წლე­ბია მაქვს გარ­კვე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. მე­გო­ბა­რია თუ ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რია, ხან ვშორ­დე­ბით, ხან ვრიგ­დე­ბით, მაგ­რამ ახლა ისე გა­მო­ვი­და, რომ უერ­თმა­ნე­თოდ ვერ ვართ. არაფ­რის სტა­ტუსს არ ვი­ნარ­ჩუ­ნებ. რო­გორც თა­ვი­დან არ წავ­სულ­ვარ და ირაკ­ლის­თან ხელი არ მო­მი­წე­რია, ახ­ლაც ასეა.

- ირაკ­ლი­ზე დღემ­დე ისე­თი სიყ­ვა­რუ­ლით ლა­პა­რა­კობ, არ ეჭ­ვი­ა­ნობს?

- ირაკ­ლი­ზე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ლა­პა­რა­კობს სიყ­ვა­რუ­ლით. ვა­ფა­სებ ადა­მი­ანს რო­მე­ლიც ამ უამ­რავ ნი­უ­ანს იღებს. ეს ჩემ­თვის უკვე ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია. ის თა­ვის­თა­ვად არის გა­მორ­ჩე­უ­ლი ყვე­ლა სხვა ადა­მი­ა­ნის­გან ჩემ­თვის. ადა­მი­ა­ნებს სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე არ შეგ­ვიძ­ლია ცხოვ­რე­ბა. ყველ­გან ამას ვე­ძებთ. ზოგი მერე ამ სიყ­ვა­რუ­ლის და­ნაკ­ლის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბით აი­ნა­ზღა­უ­როს, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ყვე­ლა სუ­ლი­ერ არ­სე­ბას სჭირ­დე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი და ამის გა­რე­შე ცო­დო­ე­ბი ვართ.

- რო­დის მო­ვი­და სიყ­ვა­რუ­ლი ირაკ­ლის მერე?

- ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის მზა­ო­ბა ეს ძა­ლი­ან რთუ­ლია. შე­იძ­ლე­ბა შო­რი­დან კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იყო ვი­ღა­ცის მი­მართ, მაგ­რამ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ადა­მი­ან­თან კი­დევ უფრო მეტი ფილტრია. მერ­ვე წე­ლია ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ვარ ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ერ­თმა­ნეთს გვერ­დში ვუდ­გა­ვართ, ვშორ­დე­ბით, შემ­დეგ თა­ვი­დან ვი­წყებთ ურ­თი­ერ­თო­ბას. ცხოვ­რე­ბა ზოგ­ჯერ თვი­თონ გვა­ტა­რებს თა­ვის გზებ­ზე.

ყვე­ლა­ზე მე­ტად საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვის მე­ში­ნია. მა­ნამ­დეც მქონ­და ეს შიში და შფოთ­ვა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში არც არაფ­რის უნდა გე­ში­ნო­დეს. მე­გო­ნა, რომ ერთი დღე ვერ გავძლებ­დი მის გა­რე­შე ცო­ცხა­ლი. რო­დე­საც მე­უბ­ნე­ბო­და მერე შენ მო­გი­წევს... ვე­უბ­ნე­ბო­დი შენ რომ რამე მო­გი­ვი­დეს ვერ გავძლებ ერთი დღე უშე­ნოდ-მეთ­ქი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"მერვე წელია ურთიერთობაში ვარ ადამიანთან, რომელიც ძალიან მიყვარს... როგორც ირაკლისთან, ახლაც ხელი არ მომიწერია" - ქეთათო პოპიაშვილი პირად ცხოვრებაზე

"მერვე წელია ურთიერთობაში ვარ ადამიანთან, რომელიც ძალიან მიყვარს... როგორც ირაკლისთან, ახლაც ხელი არ მომიწერია" - ქეთათო პოპიაშვილი პირად ცხოვრებაზე

ქეთათო პოპიაშვილი ეკა ჩხეიძის გადაცემაში „პირველი სტუდია“ პირად ურთიერთობაზე საუბრობს. მუსიკოსის თქმით, ის და მისი საყვარელი მამაკაცი რვა წელია ერთად არიან. ხან შორდებიან, მერე ისევ რიგდებიან. გადაცემაში პარტნიორის ვინაობას არ აკონკრეტებს, თუმცა ორი წლის წინ ბაია დვალიშვილთან გადაცემაში გივიკო ფანცულაიაზე პირველად ისაუბრა საჯაროდ...

- წლებია მაქვს გარკვეული ურთიერთობა. მეგობარია თუ ცხოვრების თანამგზავრია, ხან ვშორდებით, ხან ვრიგდებით, მაგრამ ახლა ისე გამოვიდა, რომ უერთმანეთოდ ვერ ვართ. არაფრის სტატუსს არ ვინარჩუნებ. როგორც თავიდან არ წავსულვარ და ირაკლისთან ხელი არ მომიწერია, ახლაც ასეა.

- ირაკლიზე დღემდე ისეთი სიყვარულით ლაპარაკობ, არ ეჭვიანობს?

- ირაკლიზე ბევრი ადამიანი ლაპარაკობს სიყვარულით. ვაფასებ ადამიანს რომელიც ამ უამრავ ნიუანს იღებს. ეს ჩემთვის უკვე ძალიან დასაფასებელია. ის თავისთავად არის გამორჩეული ყველა სხვა ადამიანისგან ჩემთვის. ადამიანებს სიყვარულის გარეშე არ შეგვიძლია ცხოვრება. ყველგან ამას ვეძებთ. ზოგი მერე ამ სიყვარულის დანაკლის მატერიალური კეთილდღეობით აინაზღაუროს, მაგრამ რეალურად ყველა სულიერ არსებას სჭირდება სიყვარული და ამის გარეშე ცოდოები ვართ.

- როდის მოვიდა სიყვარული ირაკლის მერე?

- ურთიერთობისთვის მზაობა ეს ძალიან რთულია. შეიძლება შორიდან კეთილგანწყობილი იყო ვიღაცის მიმართ, მაგრამ თანაცხოვრება ადამიანთან კიდევ უფრო მეტი ფილტრია. მერვე წელია ურთიერთობაში ვარ ადამიანთან, რომელიც ძალიან მიყვარს, ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ, ვშორდებით, შემდეგ თავიდან ვიწყებთ ურთიერთობას. ცხოვრება ზოგჯერ თვითონ გვატარებს თავის გზებზე.

ყველაზე მეტად საყვარელი ადამიანის დაკარგვის მეშინია. მანამდეც მქონდა ეს შიში და შფოთვა. საბოლოო ჯამში არც არაფრის უნდა გეშინოდეს. მეგონა, რომ ერთი დღე ვერ გავძლებდი მის გარეშე ცოცხალი. როდესაც მეუბნებოდა მერე შენ მოგიწევს... ვეუბნებოდი შენ რომ რამე მოგივიდეს ვერ გავძლებ ერთი დღე უშენოდ-მეთქი.

წაიკითხეთ ასევე: