მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამფეროვანი შოკოლადის კრემის რეცეპტი "შოკოლადის ოქროს წიგნიდან"
სამფეროვანი შოკოლადის კრემის რეცეპტი "შოკოლადის ოქროს წიგნიდან"

გა­მო­დის 6 ულუ­ფა. მომ­ზა­დე­ბის დრო: 30 წთ + 3 სთ გა­სა­ცი­ვებ­ლად.

რე­ცეპ­ტი გახ­ლავთ "შო­კო­ლა­დის ოქ­როს წიგ­ნი­დან", რო­მელ­შიც 300-ზე მეტი გა­სა­ო­ცა­რი დე­სერ­ტის რე­ცეპ­ტი დაგ­ხვდე­ბათ. სა­უ­კე­თე­სო დე­სერ­ტე­ბი, ღვე­ზე­ლე­ბი, ტარ­ტე­ბი, მა­ფი­ნე­ბი, კექ­სე­ბი, პუ­დინ­გე­ბი, კრე­მე­ბი, ტორ­ტე­ბი, ნა­ტი­ფი დე­სერ­ტე­ბი, ნა­ყი­ნი, სას­მე­ლი, კან­ფე­ტე­ბი და სხვა ტკბი­ლე­უ­ლი - ეს ყვე­ლა­ფე­რი თავ­მოყ­რი­ლია ამ მო­მა­ჯა­დო­ე­ბელ წიგნ­ში, რო­მე­ლიც თქვენ­თვის შე­იქ­მნა. წიგ­ნის შე­სა­ვალ ნა­წილ­ში ასე­ვე გა­ეც­ნო­ბით შო­კო­ლა­დის ის­ტო­რი­ას ან­ტი­კუ­რი ხა­ნი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბამ­დე.

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

  • 375 მლ ნაკ­ლებ­ცხი­მი­ა­ნი ნა­ღე­ბი
  • 1 ვა­ნი­ლის ჩხი­რი (ორად გახ­ლე­ჩი­ლი და გა­მო­ფხე­კი­ლი)
  • 90 გ. შავი შო­კო­ლა­დი (მი­ნი­მუმ 60%-იანი კა­კა­ოს შემ­ცვე­ლო­ბით)
  • წვრი­ლად დაჭ­რი­ლი 90 გ. რძი­ა­ნი შო­კო­ლა­დი
  • 90 გ. თეთ­რი შო­კო­ლა­დი
  • 6 დიდი კვერ­ცხის გული
  • 100 გ. შა­ქა­რი
  • 1/4 ჩ/კ. მა­რი­ლი

მომ­ზა­დე­ბის წესი:

  1. ნა­ღე­ბი და ვა­ნი­ლის ჩხი­რი ქვაბ­ში მო­ა­თავ­სეთ და სა­შუ­ა­ლო ცე­ცხლზე ადუ­ღე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნეთ. ქუ­რი­დან გა­დად­გით და 10 წთ-ით გა­ა­ჩე­რეთ.
  2. სა­მი­ვე სა­ხე­ო­ბის შო­კო­ლა­დი ცალ-ცალ­კე ცე­ცხლგამ­ძლე ჭურ­ჭელ­ში ორ­თქლის აბა­ზა­ნა­ზე გა­ად­ნეთ. შემ­დეგ სა­მი­ვე ქუ­რი­დან გა­დად­გით და გა­ა­ცი­ვეთ.
  3. სა­შუ­ა­ლო ზო­მის ქვა­ბის 1/3 წყლით გა­ავ­სეთ და წა­მო­ა­დუ­ღეთ.
  4. კვერ­ცხის გუ­ლე­ბი სა­შუ­ა­ლო ზო­მის ჯამ­ში მო­ა­თავ­სეთ, ჯამი მდუ­ღა­რე წყლი­ან ქვაბ­ში ჩად­გით და გუ­ლე­ბი გა­ნუ­წყვეტ­ლივ თქვი­ფეთ, სა­ნამ მასა სპე­ცი­ა­ლუ­რი თერ­მო­მეტ­რით გა­სინ­ჯვი­სას 80 გრა­დუს C-ს არ უჩ­ვე­ნებს. აცა­დეთ გაგ­რილ­დეს.
  5. 2-2 კვერ­ცხის გული სა­მი­ვე ჯამ­ში თა­ნაბ­რად გა­ა­ნა­წი­ლეთ და ერ­თგვა­რო­ვა­ნი მა­სის მი­ღე­ბამ­დე თქვი­ფეთ.
  6. შა­ქა­რი და მა­რი­ლი პა­ტა­რა ჯამ­ში შე­უ­რი­ეთ და ეს ნა­ზა­ვიც თა­ნაბ­რად გა­ა­ნა­წი­ლეთ შო­კო­ლა­დი­ან ჯა­მებ­ში. ური­ეთ, სა­ნამ შა­ქა­რი ბო­ლომ­დე გად­ნე­ბა.
  7. ნა­ღე­ბი­დან ვა­ნი­ლის ჩხი­რი ამო­ი­ღეთ. ნა­ღე­ბი ჯა­მებ­ში გა­ა­ნა­წი­ლეთ და კარ­გად ური­ეთ.
  8. ჯა­მე­ბი ისევ ორ­თქლის აბა­ზა­ნა­ზე დად­გით და სა­მი­ვე მა­სას იქამ­დე ური­ეთ, სა­ნამ კოვ­ზს კარ­გად მი­ეკ­რო­ბა.
  9. მო­ამ­ზა­დეთ 6 დიდი ჭიქა. კრე­მე­ბი შიგ ფე­ნე­ბად ჩა­დეთ და და­ახ­ლო­ე­ბით 3 სთ-ით მა­ცი­ვარ­ში მო­ა­თავ­სეთ, სა­ნამ შე­იკვრე­ბა.

სამფეროვანი შოკოლადის კრემის რეცეპტი "შოკოლადის ოქროს წიგნიდან"

სამფეროვანი შოკოლადის კრემის რეცეპტი "შოკოლადის ოქროს წიგნიდან"

გამოდის 6 ულუფა. მომზადების დრო: 30 წთ + 3 სთ გასაცივებლად.

რეცეპტი გახლავთ "შოკოლადის ოქროს წიგნიდან", რომელშიც 300-ზე მეტი გასაოცარი დესერტის რეცეპტი დაგხვდებათ. საუკეთესო დესერტები, ღვეზელები, ტარტები, მაფინები, კექსები, პუდინგები, კრემები, ტორტები, ნატიფი დესერტები, ნაყინი, სასმელი, კანფეტები და სხვა ტკბილეული - ეს ყველაფერი თავმოყრილია ამ მომაჯადოებელ წიგნში, რომელიც თქვენთვის შეიქმნა. წიგნის შესავალ ნაწილში ასევე გაეცნობით შოკოლადის ისტორიას ანტიკური ხანიდან თანამედროვეობამდე.

ინგრედიენტები:

  • 375 მლ ნაკლებცხიმიანი ნაღები
  • 1 ვანილის ჩხირი (ორად გახლეჩილი და გამოფხეკილი)
  • 90 გ. შავი შოკოლადი (მინიმუმ 60%-იანი კაკაოს შემცველობით)
  • წვრილად დაჭრილი 90 გ. რძიანი შოკოლადი
  • 90 გ. თეთრი შოკოლადი
  • 6 დიდი კვერცხის გული
  • 100 გ. შაქარი
  • 1/4 ჩ/კ. მარილი

მომზადების წესი:

  1. ნაღები და ვანილის ჩხირი ქვაბში მოათავსეთ და საშუალო ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ. ქურიდან გადადგით და 10 წთ-ით გააჩერეთ.
  2. სამივე სახეობის შოკოლადი ცალ-ცალკე ცეცხლგამძლე ჭურჭელში ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ. შემდეგ სამივე ქურიდან გადადგით და გააცივეთ.
  3. საშუალო ზომის ქვაბის 1/3 წყლით გაავსეთ და წამოადუღეთ.
  4. კვერცხის გულები საშუალო ზომის ჯამში მოათავსეთ, ჯამი მდუღარე წყლიან ქვაბში ჩადგით და გულები განუწყვეტლივ თქვიფეთ, სანამ მასა სპეციალური თერმომეტრით გასინჯვისას 80 გრადუს C-ს არ უჩვენებს. აცადეთ გაგრილდეს.
  5. 2-2 კვერცხის გული სამივე ჯამში თანაბრად გაანაწილეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე თქვიფეთ.
  6. შაქარი და მარილი პატარა ჯამში შეურიეთ და ეს ნაზავიც თანაბრად გაანაწილეთ შოკოლადიან ჯამებში. ურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე გადნება.
  7. ნაღებიდან ვანილის ჩხირი ამოიღეთ. ნაღები ჯამებში გაანაწილეთ და კარგად ურიეთ.
  8. ჯამები ისევ ორთქლის აბაზანაზე დადგით და სამივე მასას იქამდე ურიეთ, სანამ კოვზს კარგად მიეკრობა.
  9. მოამზადეთ 6 დიდი ჭიქა. კრემები შიგ ფენებად ჩადეთ და დაახლოებით 3 სთ-ით მაცივარში მოათავსეთ, სანამ შეიკვრება.