სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ვიღაც ბრიყვები ყოველდღიურად მაკრიტიკებენ, ბოდიში ამ ტონისთვის, თუმცა ამ ყველაფრის გამო ბოლო დღეებია ცუდ განწყობაზე ვარ... პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ“ - ვილი სანიოლი
“ვიღაც ბრიყვები ყოველდღიურად მაკრიტიკებენ, ბოდიში ამ ტონისთვის, თუმცა ამ ყველაფრის გამო ბოლო დღეებია ცუდ განწყობაზე ვარ... პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ“ - ვილი  სანიოლი

26 ივ­ნისს, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის ბოლო ტურ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი პორ­ტუ­გა­ლი­ას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. მო­მა­ვა­ლი მატ­ჩის წინ ჩა­ტა­რე­ბულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვებს ჩვე­ნი გუნ­დის მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა უპა­სუ­ხა.

სა­ნი­ოლ­მა კი­თხვას, თუ რა­ტომ რა­ტომ აქვს ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძეს ცოტა სა­თა­მა­შო დრო, საკ­მა­ოდ მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბით უპა­სუ­ხა:

“თქვენ იცით, რომ ის გუნ­დის ნა­წი­ლია. მან ითა­მა­შა თურ­ქეთ­თან რამ­დე­ნი­მე წუთი. მე სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე ჩე­ხე­თის ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან თა­მა­შის­თვის ჯერ არა­ფე­რია გა­და­წყვე­ტი­ლი. თქვენ ამას პო­ლი­ტი­კას უკავ­ში­რებთ, მაგ­რამ მე მირ­ჩევ­ნია ამ ყვე­ლაფ­რის­გან შორს ვიყო. რად­გან მსურს მი­ვი­ღო სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სა­ფეხ­ბურ­თო ფაქ­ტებ­ზე იქ­ნე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

თუმ­ცა, ეს ცოტა სა­სა­ცი­ლოა, რად­გან მახ­სოვს 6-7 თვის ბევ­რი მაკ­რი­ტი­კებ­და, რო­დე­საც მი­ქა­უ­ტა­ძე დავ­ტო­ვე სა­თა­და­რი­გო­თა სკამ­ზე და ბუდუ ვა­თა­მა­შე. ახლა ვი­ღაც ბრიყ­ვე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად მაკ­რი­ტი­კე­ბენ... ისევ გა­ვი­მე­ო­რებ, ვი­ღაც ბრიყ­ვე­ბი მაკ­რი­ტი­კე­ბენ სა­ფეხ­ბურ­თო მი­ზე­ზე­ბის გა­რე­შე და არ შე­მიძ­ლია ამის მი­ღე­ბა. პო­ლი­ტი­კის­გან ძა­ლი­ან შორს ვარ. ბო­დიშს ვიხ­დი ამ ტო­ნის­თვის, თუმ­ცა ამ ყვე­ლაფ­რის გამო ბოლო დღე­ე­ბია ცუდ გან­წყო­ბა­ზე ვარ" - გა­ნა­ცხა­და ვილი სა­ნი­ოლ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის თქმით, კი­ტე­იშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო - პორ­ტუ­გა­ლი­ის მატ­ჩის­თვის მზად იქ­ნე­ბა:

“კი­ტე­იშ­ვი­ლი მე­სა­მე მატ­ჩის­თვის მზად იქ­ნე­ბა. ჩვენ აქ ვართ და უფრო მეტი გვსურს. პორ­ტუ­გა­ლი­ის წი­ნა­აღ­მდეგ თა­მა­ში რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რათა შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­ვი­დეთ! მე­სა­მე ტუ­რის წინ შემ­დეგ ეტაპ­ზე გას­ვლის შან­სი გვაქვს. ვღე­ლავთ და გვი­ხა­რია.

ჩვენ 26 ფეხ­ბურ­თე­ლი გვყავს და გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა. ჩემ­პი­ო­ნა­ტამ­დე შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი სა­უბ­რე­ბი გვეს­მო­და. კარ­გია, რომ აქ ვართ და კარ­გად განვვი­თარ­დით. სი­გუა ჩვენ­თან მე­ო­რე­დაა. ის მზარ­დი მო­თა­მა­შეა".

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

“ვიღაც ბრიყვები ყოველდღიურად მაკრიტიკებენ, ბოდიში ამ ტონისთვის, თუმცა ამ ყველაფრის გამო ბოლო დღეებია ცუდ განწყობაზე ვარ... პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ“ - ვილი სანიოლი

“ვიღაც ბრიყვები ყოველდღიურად მაკრიტიკებენ, ბოდიში ამ ტონისთვის, თუმცა ამ ყველაფრის გამო ბოლო დღეებია ცუდ განწყობაზე ვარ... პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ“ - ვილი  სანიოლი

26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა.

სანიოლმა კითხვას, თუ რატომ რატომ აქვს ბუდუ ზივზივაძეს ცოტა სათამაშო დრო, საკმაოდ მწვავე განცხადებით უპასუხა:

“თქვენ იცით, რომ ის გუნდის ნაწილია. მან ითამაშა თურქეთთან რამდენიმე წუთი. მე სხვა გადაწყვეტილება მივიღე ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ.

პორტუგალიასთან თამაშისთვის ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. თქვენ ამას პოლიტიკას უკავშირებთ, მაგრამ მე მირჩევნია ამ ყველაფრისგან შორს ვიყო. რადგან მსურს მივიღო სწორი გადაწყვეტილებები, რომელიც მხოლოდ საფეხბურთო ფაქტებზე იქნება დაფუძნებული.

თუმცა, ეს ცოტა სასაცილოა, რადგან მახსოვს 6-7 თვის ბევრი მაკრიტიკებდა, როდესაც მიქაუტაძე დავტოვე სათადარიგოთა სკამზე და ბუდუ ვათამაშე. ახლა ვიღაც ბრიყვები ყოველდღიურად მაკრიტიკებენ... ისევ გავიმეორებ, ვიღაც ბრიყვები მაკრიტიკებენ საფეხბურთო მიზეზების გარეშე და არ შემიძლია ამის მიღება. პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ. ბოდიშს ვიხდი ამ ტონისთვის, თუმცა ამ ყველაფრის გამო ბოლო დღეებია ცუდ განწყობაზე ვარ" - განაცხადა ვილი სანიოლმა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, კიტეიშვილი საქართველო - პორტუგალიის მატჩისთვის მზად იქნება:

“კიტეიშვილი მესამე მატჩისთვის მზად იქნება. ჩვენ აქ ვართ და უფრო მეტი გვსურს. პორტუგალიის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ! მესამე ტურის წინ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. ვღელავთ და გვიხარია.

ჩვენ 26 ფეხბურთელი გვყავს და გარკვეული ცვლილებები საჭირო იქნება. ჩემპიონატამდე შემაწუხებელი საუბრები გვესმოდა. კარგია, რომ აქ ვართ და კარგად განვვითარდით. სიგუა ჩვენთან მეორედაა. ის მზარდი მოთამაშეა".

იხილეთ ასევე: