პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამდღიანი მუსიკალური ფესტივალი -Tbilisi Open Air 2024 დასრულდა
სამდღიანი მუსიკალური ფესტივალი -Tbilisi Open Air 2024 დასრულდა

ოთხი სცე­ნა და 60 - ზე მეტი არ­ტის­ტი, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ტრანსლა­ცია ევ­რო­ზო­ნა­ში, სა­უბ­რე­ბი, დის­კუ­სი­ე­ბი, გა­თა­მა­შე­ბე­ბი - Tbilisi Open Air - მა წელს, 15 წლის იუ­ბი­ლე აღ­ნიშ­ნა.

მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი Tbilisi Open Air 21-23 ივ­ნისს კვლავ Lisi Wonderland-ში ჩა­ტარ­და.

ფეს­ტი­ვა­ლის ჰედ­ლა­ი­ნე­რე­ბი იყ­ვნენ: AURORA, M.I.A, Masego, Archive, La Femme.

უცხო­ელ მუ­სი­კო­სებ­თან ერ­თად, ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ქარ­თველ­მა შემ­სრუ­ლებ­ლებ­მაც მი­ი­ღეს, რო­მელ­თა შო­რის იყ­ვნენ: MokuMoku, AVARA, Killages, Loudspeakers და სხვე­ბი.

„უკვე 15 წე­ლია, Tbilisi Open Air თქვენ­თან ერ­თად არ­სე­ბობს. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ფეს­ტი­ვა­ლი აერ­თი­ა­ნებ­და და ყო­ველ­თვის გა­ა­ერ­თი­ა­ნებს ყვე­ლა თა­ო­ბის თა­ვი­სუ­ფალ ადა­მი­ანს.

სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ფეს­ტი­ვა­ლის ამ სა­ი­უ­ბი­ლეო წელს ჩვენს ქვე­ყა­ნას კვლა­ვაც უწევს ბრძო­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, თუმ­ცა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ ერთი იდე­ის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­თაც ასე­თი სა­ო­ცა­რი ატ­მოს­ფე­როს შექ­მნა შე­უძ­ლი­ათ, ყვე­ლა წი­ნა­ღო­ბა ვერ გა­და­ლა­ხონ. Lisi Wonderland-მა და ამ სამ­მა დღემ წელ­საც უამ­რა­ვი მო­გო­ნე­ბა დაგ­ვი­ტო­ვა. დიდი მად­ლო­ბა თქვენ და დიდი მად­ლო­ბა ჩვენს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ არ­ტის­ტებს ყვე­ლაფ­რის­თვის!” ნათ­ქვა­მია Tbilis Open Air -ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

თბი­ლი­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვან და მას­შტა­ბურ ფეს­ტი­ვალ­ზე წელ­საც ბევ­რი სი­ახ­ლე იყო. ფრი­დომ ვი­ლი­ჯში სტუმ­რებს მი­ე­ცათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა კი­დევ უფრო მეტი ესა­უბ­რათ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, თა­ნას­წო­რო­ბა­სა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე.

მე­ო­რე სა­ფეს­ტი­ვა­ლო დღეს, სა­ქარ­თვე­ლო – ჩე­ხე­თის მატ­ჩის ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბულ დიდ ეკ­რან­ზე, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Tbilisi Open Air -ის სცე­ნა­ზე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხარ­და­სა­ჭე­რად მუ­სი­კო­სებ­მა სხვა­დას­ხვა პერ­ფორ­მან­სი მო­ა­წყვეს.

ნორ­ვე­გი­ელ­მა არის­ტმა Aurora-მ სცე­ნა­ზე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სო­ლი­და­რო­ბის­თვის ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა, შემ­დეგ კი ქვი­არ თე­მის მხარ­დამ­ჭე­რი დრო­შა გა­შა­ლა.

სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა გა­შა­ლა სცე­ნა­ზე კი­დევ ერ­თმა არ­ტის­ტმა M.I.A. - მ.

ბრი­ტა­ნუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი The Tiger Lillies მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე Tbilisi Open Air-ზე 23 ივ­ნისს წარ­დგა. მათ სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის თან­ხლე­ბით შე­ას­რუ­ლეს კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი, ჯერ სცე­ნი­დან, შემ­დეგ კი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს.

„გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვუ­კა­რით, როცა მზე იმ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის­თვის ჩა­ვი­და, ვი­საც სურს თა­ვი­სუ­ფა­ლი იყოს. მათ არ სურთ დიქ­ტა­ტო­რი, მათ არ სურთ მისი იმ­პე­რი­ის ნა­წი­ლი იყ­ვნენ. ეს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ღამე იყო" - The Tiger Lillies.

სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის მხარ­დამ­ჭე­რი მე­სი­ჯე­ბი გაჟ­ღერ­და სცე­ნი­დან, ბენ­დე­ბის: Loudspeakers, Killages, Circus Mircus - ის ლაივ შეს­რუ­ლე­ბის დრო­საც.

15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფეს­ტი­ვალ­მა უმას­პინ­ძლა ათას­ზე მეტ არ­ტისტსა და რამ­დე­ნი­მე ასე­ულ ათას მსმე­ნელს. Tbilis Open Air სტუმ­რებს 1 წლით და­ემ­შვი­დო­ბა.

ავ­ტო­რი: თეკ­ლა ჯა­ნე­ლი­ძე

ფოტო: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი; გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

სამდღიანი მუსიკალური ფესტივალი -Tbilisi Open Air 2024 დასრულდა

სამდღიანი მუსიკალური ფესტივალი -Tbilisi Open Air 2024 დასრულდა

ოთხი სცენა და 60 - ზე მეტი არტისტი, ევროპის ჩემპიონატის ტრანსლაცია ევროზონაში, საუბრები, დისკუსიები, გათამაშებები - Tbilisi Open Air - მა წელს, 15 წლის იუბილე აღნიშნა.

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 21-23 ივნისს კვლავ Lisi Wonderland-ში ჩატარდა.

ფესტივალის ჰედლაინერები იყვნენ: AURORA, M.I.A, Masego, Archive, La Femme.

უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობა ქართველმა შემსრულებლებმაც მიიღეს, რომელთა შორის იყვნენ: MokuMoku, AVARA, Killages, Loudspeakers და სხვები.

„უკვე 15 წელია, Tbilisi Open Air თქვენთან ერთად არსებობს. ამ წლების განმავლობაში ეს ფესტივალი აერთიანებდა და ყოველთვის გააერთიანებს ყველა თაობის თავისუფალ ადამიანს.

სიმბოლურია, რომ ფესტივალის ამ საიუბილეო წელს ჩვენს ქვეყანას კვლავაც უწევს ბრძოლა თავისუფლებისთვის, თუმცა შეუძლებელია, რომ ერთი იდეის გარშემო გაერთიანებულმა ამდენმა ადამიანმა, რომელთაც ასეთი საოცარი ატმოსფეროს შექმნა შეუძლიათ, ყველა წინაღობა ვერ გადალახონ. Lisi Wonderland-მა და ამ სამმა დღემ წელსაც უამრავი მოგონება დაგვიტოვა. დიდი მადლობა თქვენ და დიდი მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ არტისტებს ყველაფრისთვის!” ნათქვამია Tbilis Open Air -ის განცხადებაში.

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვან და მასშტაბურ ფესტივალზე წელსაც ბევრი სიახლე იყო. ფრიდომ ვილიჯში სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტი ესაუბრათ თავისუფლებაზე, თანასწორობასა და მრავალფეროვნებაზე.

მეორე საფესტივალო დღეს, საქართველო – ჩეხეთის მატჩის ჩვენება გაიმართა ფესტივალის ტერიტორიაზე განთავსებულ დიდ ეკრანზე, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები იყვნენ შეკრებილები.

აღსანიშნავია, რომ Tbilisi Open Air -ის სცენაზე ქართველი ხალხის მხარდასაჭერად მუსიკოსებმა სხვადასხვა პერფორმანსი მოაწყვეს.

ნორვეგიელმა არისტმა Aurora-მ სცენაზე ქართველი ხალხის სოლიდარობისთვის ჯერ საქართველოს დროშა, შემდეგ კი ქვიარ თემის მხარდამჭერი დროშა გაშალა.

საქართველოს დროშა გაშალა სცენაზე კიდევ ერთმა არტისტმა M.I.A. - მ.

ბრიტანული მუსიკალური ჯგუფი The Tiger Lillies მსმენელის წინაშე Tbilisi Open Air-ზე 23 ივნისს წარდგა. მათ საქართველოს დროშის თანხლებით შეასრულეს კომპოზიციები, ჯერ სცენიდან, შემდეგ კი სოციალური ქსელით ქართველი ხალხის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს.

„გუშინ საქართველოში დავუკარით, როცა მზე იმ ათასობით ადამიანისთვის ჩავიდა, ვისაც სურს თავისუფალი იყოს. მათ არ სურთ დიქტატორი, მათ არ სურთ მისი იმპერიის ნაწილი იყვნენ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ღამე იყო" - The Tiger Lillies.

საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მხარდამჭერი მესიჯები გაჟღერდა სცენიდან, ბენდების: Loudspeakers, Killages, Circus Mircus - ის ლაივ შესრულების დროსაც.

15 წლის განმავლობაში ფესტივალმა უმასპინძლა ათასზე მეტ არტისტსა და რამდენიმე ასეულ ათას მსმენელს. Tbilis Open Air სტუმრებს 1 წლით დაემშვიდობა.

ავტორი: თეკლა ჯანელიძე

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი; გიორგი ნიკოლიშვილი