მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯეი ლო პოზიტანოს სანაპიროზე მარტო ნებივრობს - სად არის ბენი?
ჯეი ლო პოზიტანოს სანაპიროზე მარტო ნებივრობს - სად არის ბენი?

ჯეი ლო პო­ზი­ტა­ნოს სა­ნა­პი­რო­ზე მარ­ტო ნე­ბივ­რობს - სად არის ბენი?

ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი იტა­ლი­ა­ში, პო­ზი­ტა­ნოს სა­ნა­პი­რო­ზე ის­ვე­ნებს. სადა, თეთრ სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ჯეი ლოს ფო­ტო­ე­ბი მას შემ­დეგ გავ­რცელ­და, რაც მისი და ბენ აფ­ლე­კის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ხმე­ბი კვლავ და­ირ­ხა. ჯეი ლო ლოს-ან­ჯე­ლე­სი­დან და­სას­ვე­ნებ­ლად სწო­რედ ამ დღე­ებ­ში გაფ­რინ­და.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, აფ­ლე­კი სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დის გა­რე­შე და­ა­ფიქ­სი­რეს, რა­მაც მათი და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ეჭ­ვე­ბი კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რა. წყვი­ლი 2022 წელს, ნიშ­ნო­ბის შე­წყვე­ტი­დან 20 წე­ლი­წად­ში და­ქორ­წინ­და.

თუმ­ცა, ბოლო კვი­რებ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ცნო­ბი­ლი წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბა საფრ­თხის ქვე­შაა და რო­გორც ინ­სა­ი­დე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, "არა­ნა­ი­რი გზა არ არ­სე­ბობს, რომ ამ ურ­თი­ერ­თო­ბამ "იმუ­შა­ოს"...

თავ­და­პირ­ვე­ლად, ბენი და ჯეი ლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 2004 წლამ­დე ხვდე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ და­შორ­დნენ, თუმ­ცა 2021 წელს შე­რიგ­დნენ და მომ­დევ­ნო წელს არა ერთხელ, არა­მედ ორ­ჯერ იქორ­წი­ნეს.

ქორ­წი­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ ხმე­ბი მიმ­დი­ნა­რე თვის და­სა­წყის­ში და­ირ­ხა, მას შემ­დეგ, რაც წყვი­ლი ერ­თად შვი­დი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უნა­ხავთ. ამას­თა­ნა­ვე, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბენი მათი 47 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­სახ­ლი­დან გა­და­ვი­და.

მას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წყა­რომ Page Six-ს გა­ნუ­ცხა­და: "დრო­ე­ბი­თი შეშ­ლი­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ქორ­წი­ნე­ბის გზა რომ არ­სე­ბობ­დეს, ის ამას გა­ა­კე­თებ­და. მის­თვის ბოლო ორი წელი ცხე­ლე­ბი­ა­ნი სიზ­მა­რი­ვით იყო, ახლა გონს მო­ე­გო და ეს­მის, რომ უბ­რა­ლოდ, არა­ნა­ი­რი ვა­რი­ან­ტი არ არ­სე­ბობს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვი­დეს".

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ჯეი ლო პოზიტანოს სანაპიროზე მარტო ნებივრობს - სად არის ბენი?

ჯეი ლო პოზიტანოს სანაპიროზე მარტო ნებივრობს - სად არის ბენი?

ჯეი ლო პოზიტანოს სანაპიროზე მარტო ნებივრობს - სად არის ბენი?

ჯენიფერ ლოპესი იტალიაში, პოზიტანოს სანაპიროზე ისვენებს. სადა, თეთრ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ჯეი ლოს ფოტოები მას შემდეგ გავრცელდა, რაც მისი და ბენ აფლეკის დაშორების შესახებ ხმები კვლავ დაირხა. ჯეი ლო ლოს-ანჯელესიდან დასასვენებლად სწორედ ამ დღეებში გაფრინდა.

რამდენიმე დღის წინ, აფლეკი საქორწინო ბეჭდის გარეშე დააფიქსირეს, რამაც მათი დაშორების შესახებ ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა. წყვილი 2022 წელს, ნიშნობის შეწყვეტიდან 20 წელიწადში დაქორწინდა.

თუმცა, ბოლო კვირებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილი წყვილის ქორწინება საფრთხის ქვეშაა და როგორც ინსაიდერები ამბობენ, "არანაირი გზა არ არსებობს, რომ ამ ურთიერთობამ "იმუშაოს"...

თავდაპირველად, ბენი და ჯეი ლო ორი წლის განმავლობაში, 2004 წლამდე ხვდებოდნენ, მაგრამ დაშორდნენ, თუმცა 2021 წელს შერიგდნენ და მომდევნო წელს არა ერთხელ, არამედ ორჯერ იქორწინეს.

ქორწინებაში არსებული სირთულეების შესახებ ხმები მიმდინარე თვის დასაწყისში დაირხა, მას შემდეგ, რაც წყვილი ერთად შვიდი კვირის განმავლობაში არ უნახავთ. ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბენი მათი 47 მილიონი ფუნტის ღირებულების სასახლიდან გადავიდა.

მასთან დაახლოებულმა წყარომ Page Six-ს განუცხადა: "დროებითი შეშლილობის საფუძველზე განქორწინების გზა რომ არსებობდეს, ის ამას გააკეთებდა. მისთვის ბოლო ორი წელი ცხელებიანი სიზმარივით იყო, ახლა გონს მოეგო და ესმის, რომ უბრალოდ, არანაირი ვარიანტი არ არსებობს, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს".

წყარო