სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს მეუღლეს როცა ვუთხარი, მომწონხარ-მეთქი, ხუმრობა ეგონა და გემრიელად გადაიხარხარა..." - დათო ლიკლიკაძე ბავშვობაზე, ოჯახსა და კარიერაზე
"ჩემს მეუღლეს როცა ვუთხარი, მომწონხარ-მეთქი, ხუმრობა ეგონა და გემრიელად გადაიხარხარა..." - დათო ლიკლიკაძე ბავშვობაზე, ოჯახსა და კარიერაზე

ჟურ­ნა­ლისტ დათო ლიკ­ლი­კა­ძეს იც­ნო­ბენ, რო­გორც ენაკ­ვი­მატ და პო­ზი­ტი­ურ ადა­მი­ანს,

რო­მე­ლიც ბევ­რი გა­და­ცე­მის სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რია. ბევ­რმა არ იცის, რომ დათო ლიკ­ლი­კა­ძეს მე­ო­რე პრო­ფე­სი­აც აქვს - ის მსა­ხი­ო­ბია და ქუ­თა­ი­სის სამ თე­ატ­რში ერ­თდრო­უ­ლად თა­მა­შობს. თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ზე, დათო ლიკ­ლი­კა­ძე მის­თვის ჩვე­უ­ლი ხა­ლი­სი­თა და იუ­მო­რით გვი­ამ­ბობს.

- ორი­გი­ნა­ლუ­რი არ ვიქ­ნე­ბი და გე­ტყვით, რომ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი, ლაღი ბავ­შვო­ბა მქონ­და. ის წლე­ბი, როცა მთე­ლი ოჯა­ხი ერთ სახ­ლში ვცხოვ­რობ­დით, გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლია. ბავ­შვო­ბის წლე­ბი ქუ­თა­ი­სის ძი­რძველ უბან­ში, სა­ფი­ჩხი­ა­ზე გა­ვა­ტა­რე მშობ­ლებ­თან, დას­თან ერ­თად. იმ წლებ­ში ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი და ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა დიდ­ხანს გაგ­რძელ­და - მა­ნამ, ვიდ­რე მამა არ გარ­და­მეც­ვა­ლა. სა­ფი­ჩხი­ის სახ­ლში, რო­მე­ლიც დე­დამ და მა­მამ დიდი რუ­დუ­ნე­ბით აა­შე­ნეს, ახლა მხო­ლოდ დე­და­ჩე­მი ცხოვ­რობს. ჩემი და გა­თხოვ­და, მეც და­ვო­ჯახ­დი.

- თქვენ მი­მართ მამა უფრო მკაც­რი იყო თუ დედა?

- მა­მა­ჩემს ნო­და­რი ერ­ქვა. ის ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლი კაცი იყო, რა­საც ჩვენს უბან­ში ყვე­ლა და­ა­დას­ტუ­რებს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სუფ­რა და მოლ­ხე­ნა, მე­გობ­რე­ბი და მათ­თან ერ­თად ყოფ­ნა უყ­ვარ­და. მუ­სი­კო­სი იყო, გი­ტა­რა­ზეც კარ­გად უკ­რავ­და, მღე­რო­და და ყველ­გან სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი იყო. მის გა­რე­შე სუფ­რა არ ჩა­ივ­ლი­და. უნ­დო­და სიმ­ღე­რა და გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრა მეც მეს­წავ­ლა, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­და: ვერც გი­ტა­რას გა­ვუ­გე და ვერც სიმ­ღე­რას. დე­და­ჩემს, თა­მარ კლდი­აშ­ვილს მის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და და აქვს. ამა­ზე სულ ვხუმ­რობ: დედა ძა­ლი­ან ჰგავს და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის გმი­რებს, ანუ კუ­დაბ­ზი­კა იმე­რელ აზ­ნა­უ­რებს-მეთ­ქი. სა­ახ­ლობ­ლო­ში ყვე­ლა თა­მი­ლას ეძა­ხის. ამო­ი­ჩე­მა, იმე­რე­ლი აზ­ნა­უ­რე­ბის შთა­მო­მა­ვალ­მა, ჩემ­მა შვილ­მა სა­ფი­ჩხი­ა­ზე კი არა, პირ­ველ სკო­ლა­ში უნდა ის­წავ­ლო­სო და შე­ას­რუ­ლა. ეს ის სკო­ლაა, რო­მე­ლიც უამ­რავ­მა ცნო­ბილ­მა ადა­მი­ან­მა და­ამ­თავ­რა: აკა­კი წე­რეთ­ლით, ნიკო ნი­კო­ლა­ძით და შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძით და­წყე­ბუ­ლი, აკა­კი ხო­რა­ვამ­დე და ტი­ცი­ან ტა­ბი­ძემ­დე... მათი ჩა­მოთ­ვლა შორს წაგ­ვიყ­ვანს, რად­გან ჩემს სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და თით­ქმის ყვე­ლა, ვინც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა, ხე­ლოვ­ნე­ბა და სპორ­ტი შექ­მნა. სა­ფი­ჩხი­ა­ზე ვცხოვ­რობ­დი და სა­ფი­ჩხი­ის სკო­ლა­ში უნდა მეს­წავ­ლა, რად­გან საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ასე იყო მი­ღე­ბუ­ლი. დე­და­ჩემ­მა თავი მო­იკ­ლა და ყვე­ლა­ფე­რი იღო­ნა, რომ მე პირ­ველ სკო­ლა­ში მეს­წავ­ლა...

მე­სა­მე კლას­ში ვსწავ­ლობ­დი, ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა რომ და­ი­წყო და ჩვენ პირ­ვე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ვინც პი­ო­ნე­რის ყელ­სახ­ვე­ვე­ბი მო­ვიხ­სე­ნით და ძირს დავ­ყა­რეთ. მი­ტინ­გებ­ზეც დავ­დი­ო­დით და იმ წყო­ბას ვაპ­რო­ტეს­ტებ­დით. ამ ყვე­ლაფ­რის ერთ-ერთი სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი ვი­ყა­ვი. მოკ­ლედ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კლას­ში ლი­დე­რი გახ­ლდით. არ და­გა­ვი­წყდეთ: ეს ისე­თი სკო­ლა იყო, სა­დაც ყვე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის შვი­ლი სწავ­ლობ­და და ცოტა რთუ­ლი გახ­ლდათ იქ თა­ვის გა­მო­ჩე­ნა კი არა, თა­ვის გა­დარ­ჩე­ნაც. მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ხში­რად, ე.წ. პატ­რო­ნი­ა­ნი ბავ­შვე­ბის­კენ იხ­რე­ბოდ­ნენ, ამი­ტომ, მე ორ­მა­გი ძა­ლის­ხმე­ვით მი­წევ­და თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა. რამ­დენ­ჯერ­მე და­ვი­ჩაგ­რე, სხვას მი­ა­ნი­ჭეს უპი­რა­ტე­სო­ბა, რად­გან ვი­ღა­ცის შვი­ლი იყო. სწო­რედ მა­შინ და­ვე­მუქ­რე ამ ცხოვ­რე­ბას ან შენ და ან მე-მეთ­ქი.

- დედა რო­გორ მარ­თავ­და თქვენს ონა­ვარ ხა­სი­ათს?

- სულ ვამ­ბობ, დე­და­ჩე­მის­თვის რომ გე­კი­თხათ, პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე გე­ნი­ო­სი ვი­ყა­ვი. მარ­თა­ლია, ყვე­ლა დე­დას თა­ვი­სი შვი­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჰგო­ნია, მაგ­რამ დედა ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო. მახ­სოვს, ხაზ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი ხუ­თი­ანს არ მი­წერ­და. დედა სკო­ლა­ში მო­ვი­და და უსაყ­ვე­დუ­რა: რა­ტომ არ უწერთ ჩემს შვილს მა­ღალ ნი­შან­სო? ამ ნაშ­რომ­ში ხუ­თი­ანს ვერ დავ­წერ, წრფე­ე­ბი პა­რა­ლე­ლუ­რი არ არი­სო. დე­დამ ნა­ხაზს და­ხე­და და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი სი­მარ­თლეს ამ­ბობ­და, თვა­ლიც კი არ და­უ­ხამ­ხა­მე­ბია, ისე მი­ა­ხა­ლა: ძა­ლი­ან კარ­გი პა­რა­ლე­ლუ­რია ეს წრფე­ე­ბიო. ასე­თი ჩვე­ვა ჰქონ­და, ყო­ველ­თვის მა­მარ­თლებ­და და სხვე­ბის თან­დას­წრე­ბით არ გა­მამ­ტყუ­ნებ­და, მა­ში­ნაც კი, როცა დამ­ნა­შა­ვე ვი­ყა­ვი. ბევ­რი იფიქ­რებს, რომ ეს ცუ­დია, მაგ­რამ მე ცუ­დად არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია. პი­რი­ქით, დე­და­ჩემ­მა დიდი მო­ტი­ვა­ცია მომ­ცა და კი­ნა­ღამ ისიც და­მა­ჯე­რა, რომ ქუ­თა­ის­ში ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი მე ვი­ყა­ვი. მან სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა გა­მიღ­ვი­ვა. სხვა­თა შო­რის, მეც ასე ვა­პი­რებ ჩემი შვი­ლის გაზ­რდას. რა­ტომ? - დე­და­ჩემ­მა იმ­დე­ნი მი­ძა­ხა, კარ­გი ხარ და ბევ­რი რამ შე­გიძ­ლი­აო, რომ ბო­ლოს ისე­თი გავ­ხდი, რა­შიც მარ­წმუ­ნებ­და. ამი­ტომ, შვილს და­ვა­ჯე­რებ, რომ ის სა­უ­კე­თე­სოა, რა­ღაც რომ და­ა­შა­ვოს, მეც მხარს და­ვუ­ჭერ, რომ არ და­ი­ჩაგ­როს და და­ით­რგუ­ნოს. ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ შე­ნიშ­ვნას არ მივ­ცემ, დე­და­ჩე­მიც ასე იქ­ცე­ო­და - მე ში­შის ზარს მცემ­და, მაგ­რამ სხვე­ბის თვალ­წინ არას­დროს მამ­ტყუ­ნებ­და.

- პრო­ფე­სია რო­გორ აირ­ჩი­ეთ?

- ერთხელ ვთქვი, თე­ატ­რა­ლურ­ში უნდა ჩა­ვა­ბა­რო-მეთ­ქი და აღარ გა­დავთქვი. დე­დას ჩემი არ­ჩე­ვა­ნი თა­ვი­დან არ მოს­წონ­და. მე­უბ­ნე­ბო­და, ამ პრო­ფე­სი­ით ფი­ნან­სუ­რად გა­გი­ჭირ­დე­ბაო, მაგ­რამ რომ შე­ხე­და, რა მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, თვი­თონ წა­მო­მიყ­ვა­ნა თბი­ლის­ში, გა­მოც­დებ­საც ეს­წრე­ბო­და და ჩემ­სა­ვით გა­ნიც­დი­და. ის მა­ში­ნაც ჩემი პირ­ვე­ლი მხარ­დამ­ჭე­რი იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ­თვის უნ­დო­და ბევ­რი ფული მქო­ნო­და და სი­დუ­ხ­ჭი­რე­ში არ მე­ცხოვ­რა. 1990-იანი წლე­ბი იდგა და იმ წლებ­ში მდი­დარ ადა­მი­ა­ნებს ცუდ კონ­ტექ­სტში მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მათ მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა არ იგ­რძნო­ბო­და, მაგ­რამ დე­დამ სულ სხვა­ნა­ი­რად გამ­ზარ­და: სი­ღა­რი­ბეა სირ­ცხვი­ლი და არა სიმ­დიდ­რეო, ხში­რად მე­უბ­ნე­ბო­და... ამი­ტომ, შენც მდი­და­რი და შეძ­ლე­ბუ­ლი უნდა იყოო. როცა ვინ­მე შეძ­ლე­ბულ­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, სულ ამ­ბობ­და, იმი­ტო­მაა მდი­და­რი, რომ თა­ვის დრო­ზე ბევ­რი იშ­რო­მა, კარ­გად ის­წავ­ლა და მი­ზანს მი­აღ­წი­აო. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, თე­ატ­რა­ლურ­ში მა­ინც ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ ერთ წე­ლი­წად­ში ქუ­თა­ის­ში გად­მო­ვე­დი - მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ად ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ავირ­ჩიე.

- ამის მი­ზე­ზი რა იყო?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 1990-იან წლებ­ში რა მდგო­მა­რე­ო­ბა იყო. ვხე­დავ­დი, რომ ოჯახს ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბის და სტუ­დენ­ტის შე­ნახ­ვის თავი არ ჰქონ­და. მახ­სოვს, მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე რომ მივ­დი­ო­დით, დე­დამ და მა­მამ ხურ­და ფუ­ლე­ბი მო­აგ­რო­ვეს და ისე გა­მიშ­ვეს. ჰოდა, გა­მო­ვა­ცხა­დე, არ მინ­და თე­ატ­რა­ლუ­რი, ქუ­თა­ის­ში გად­მო­ვალ და ჟურ­ნა­ლის­ტი­კას ვის­წავ­ლი-მეთ­ქი. თა­ნაც, მა­შინ ამ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩემი სამი მე­გო­ბა­რი სწავ­ლობ­და, ვის­თა­ნაც მთე­ლი ბავ­შვო­ბა მა­კავ­ში­რებს. გა­მო­გი­ტყდე­ბით: მა­შინ ეს ჩემ­თვის ტრა­გე­დია იყო, სცე­ნის დათ­მო­ბა არ მინ­დო­და და ვერც დავ­თმე: ქუ­თა­ის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, "ახალ­გაზ­რდულ თე­ატ­რში" მი­ვე­დი და იმის შემ­დეგ, თე­ატ­რი­დან აღარ გა­მოვ­სულ­ვარ. ახ­ლაც რე­პე­ტი­ცი­ი­დან მო­ვე­დი, რად­გან რამ­დე­ნი­მე დღე­ში პრე­მი­ე­რა მაქვს. ქუ­თა­ი­სის 3 თე­ატ­რში ვთა­მა­შობ ერ­თდრო­უ­ლად.

- ესე იგი, მსა­ხი­ო­ბო­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი­კას კარ­გად შე­უ­ხა­მეთ?

- დიახ, ასეა. იყო დრო, როცა ქუ­თა­ი­სის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში თით­ქმის ყვე­ლა გა­და­ცე­მა მიმ­ყავ­და და ჩემს ქა­ლაქ­ში საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი ვი­ყა­ვი. მერე პო­პუ­ლა­რულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ებ­შიც და­მი­ძა­ხეს და უფრო მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­მიც­ნო. ჟურ­ნა­ლის­ტი­კას ახ­ლაც ვერ ვთმობ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვზრუ­ნავ­დი ჩემს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე: ვარ "დო­ი­ჩე ვე­ლეს" აკა­დე­მი­ის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი, ამე­რი­კა­ში, ჟურ­ნა­ლის­ტთა უმაღ­ლეს სკო­ლა­ში კურ­სე­ბი მაქვს გავ­ლი­ლი, ხოლო ვა­შინგტონ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრში, კვა­ლი­ფი­კა­ცია ავი­მაღ­ლე. ასე რომ, არც ჟურ­ნა­ლის­ტი­კას ვღა­ლა­ტობ და არც სცე­ნას. ქუ­თა­ის­ში გვაქვს ძა­ლი­ან კარ­გი რა­დიო - "ძვე­ლი ქა­ლა­ქი", სა­დაც უკვე 25 წე­ლია ვმუ­შა­ობ, ეს ერთ-ერთი პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რა­დი­ოა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც სა­ტი­რულ-იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მა მიმ­ყავს. ამ გა­და­ცე­მა­ში საკ­მა­ოდ მწვა­ვე თე­მებს ვა­შუ­ქებთ, ოღონდ, იუ­მო­რით. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვმუ­შა­ობ­დი ქუ­თა­ი­სის სხვა­დას­ხვა რა­დი­ო­ში, რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ტე­ლე­არ­ხის კო­რეს­პონ­დენ­ტი ვი­ყა­ვი ქუ­თა­ის­ში, ამა­ვე დროს, რო­გორც მსა­ხი­ობს, მსოფ­ლი­ოს 25 ქვეყ­ნის სცე­ნა­ზე მაქვს ნა­თა­მა­შე­ვი, რად­გან "ახალ­გაზ­რდუ­ლი თე­ატ­რი" საკ­მა­ოდ ხში­რად და­დი­ო­და გას­ტროლ­ზე. მე ამ თე­ატ­რის "ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე" ვარ-მეთ­ქი, სულ ვხუმ­რობ. მი­ხა­რია, რომ იმ საქ­მეს ვა­კე­თებ, რო­მე­ლიც ასე მიყ­ვარ­და და დღემ­დე მიყ­ვარს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩემს მეუღლეს როცა ვუთხარი, მომწონხარ-მეთქი, ხუმრობა ეგონა და გემრიელად გადაიხარხარა..." - დათო ლიკლიკაძე ბავშვობაზე, ოჯახსა და კარიერაზე

"ჩემს მეუღლეს როცა ვუთხარი, მომწონხარ-მეთქი, ხუმრობა ეგონა და გემრიელად გადაიხარხარა..." - დათო ლიკლიკაძე ბავშვობაზე, ოჯახსა და კარიერაზე

ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძეს იცნობენ, როგორც ენაკვიმატ და პოზიტიურ ადამიანს,

რომელიც ბევრი გადაცემის სასურველი სტუმარია. ბევრმა არ იცის, რომ დათო ლიკლიკაძეს მეორე პროფესიაც აქვს - ის მსახიობია და ქუთაისის სამ თეატრში ერთდროულად თამაშობს. თავის ცხოვრებაზე, დათო ლიკლიკაძე მისთვის ჩვეული ხალისითა და იუმორით გვიამბობს.

- ორიგინალური არ ვიქნები და გეტყვით, რომ ძალიან ბედნიერი, ლაღი ბავშვობა მქონდა. ის წლები, როცა მთელი ოჯახი ერთ სახლში ვცხოვრობდით, განუმეორებელია. ბავშვობის წლები ქუთაისის ძირძველ უბანში, საფიჩხიაზე გავატარე მშობლებთან, დასთან ერთად. იმ წლებში ყველაზე ბედნიერი ვიყავი და ეს ბედნიერება დიდხანს გაგრძელდა - მანამ, ვიდრე მამა არ გარდამეცვალა. საფიჩხიის სახლში, რომელიც დედამ და მამამ დიდი რუდუნებით ააშენეს, ახლა მხოლოდ დედაჩემი ცხოვრობს. ჩემი და გათხოვდა, მეც დავოჯახდი.

- თქვენ მიმართ მამა უფრო მკაცრი იყო თუ დედა?

- მამაჩემს ნოდარი ერქვა. ის ძალიან მორიდებული კაცი იყო, რასაც ჩვენს უბანში ყველა დაადასტურებს. მიუხედავად ამისა, სუფრა და მოლხენა, მეგობრები და მათთან ერთად ყოფნა უყვარდა. მუსიკოსი იყო, გიტარაზეც კარგად უკრავდა, მღეროდა და ყველგან სასურველი სტუმარი იყო. მის გარეშე სუფრა არ ჩაივლიდა. უნდოდა სიმღერა და გიტარაზე დაკვრა მეც მესწავლა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა: ვერც გიტარას გავუგე და ვერც სიმღერას. დედაჩემს, თამარ კლდიაშვილს მისგან სრულიად განსხვავებული ხასიათი ჰქონდა და აქვს. ამაზე სულ ვხუმრობ: დედა ძალიან ჰგავს დავით კლდიაშვილის გმირებს, ანუ კუდაბზიკა იმერელ აზნაურებს-მეთქი. საახლობლოში ყველა თამილას ეძახის. ამოიჩემა, იმერელი აზნაურების შთამომავალმა, ჩემმა შვილმა საფიჩხიაზე კი არა, პირველ სკოლაში უნდა ისწავლოსო და შეასრულა. ეს ის სკოლაა, რომელიც უამრავმა ცნობილმა ადამიანმა დაამთავრა: აკაკი წერეთლით, ნიკო ნიკოლაძით და შალვა ნუცუბიძით დაწყებული, აკაკი ხორავამდე და ტიციან ტაბიძემდე... მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რადგან ჩემს სკოლაში სწავლობდა თითქმის ყველა, ვინც ქართული კულტურა, ხელოვნება და სპორტი შექმნა. საფიჩხიაზე ვცხოვრობდი და საფიჩხიის სკოლაში უნდა მესწავლა, რადგან საბჭოთა პერიოდში ასე იყო მიღებული. დედაჩემმა თავი მოიკლა და ყველაფერი იღონა, რომ მე პირველ სკოლაში მესწავლა...

მესამე კლასში ვსწავლობდი, ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო და ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც პიონერის ყელსახვევები მოვიხსენით და ძირს დავყარეთ. მიტინგებზეც დავდიოდით და იმ წყობას ვაპროტესტებდით. ამ ყველაფრის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ვიყავი. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ კლასში ლიდერი გახლდით. არ დაგავიწყდეთ: ეს ისეთი სკოლა იყო, სადაც ყველა თანამდებობის პირის შვილი სწავლობდა და ცოტა რთული გახლდათ იქ თავის გამოჩენა კი არა, თავის გადარჩენაც. მასწავლებლებიც ხშირად, ე.წ. პატრონიანი ბავშვებისკენ იხრებოდნენ, ამიტომ, მე ორმაგი ძალისხმევით მიწევდა თავის დამკვიდრება. რამდენჯერმე დავიჩაგრე, სხვას მიანიჭეს უპირატესობა, რადგან ვიღაცის შვილი იყო. სწორედ მაშინ დავემუქრე ამ ცხოვრებას ან შენ და ან მე-მეთქი.

- დედა როგორ მართავდა თქვენს ონავარ ხასიათს?

- სულ ვამბობ, დედაჩემისთვის რომ გეკითხათ, პატარაობიდანვე გენიოსი ვიყავი. მართალია, ყველა დედას თავისი შვილი გამორჩეული და განსაკუთრებული ჰგონია, მაგრამ დედა ამაში დარწმუნებული იყო. მახსოვს, ხაზვის მასწავლებელი ხუთიანს არ მიწერდა. დედა სკოლაში მოვიდა და უსაყვედურა: რატომ არ უწერთ ჩემს შვილს მაღალ ნიშანსო? ამ ნაშრომში ხუთიანს ვერ დავწერ, წრფეები პარალელური არ არისო. დედამ ნახაზს დახედა და მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელი სიმართლეს ამბობდა, თვალიც კი არ დაუხამხამებია, ისე მიახალა: ძალიან კარგი პარალელურია ეს წრფეებიო. ასეთი ჩვევა ჰქონდა, ყოველთვის მამართლებდა და სხვების თანდასწრებით არ გამამტყუნებდა, მაშინაც კი, როცა დამნაშავე ვიყავი. ბევრი იფიქრებს, რომ ეს ცუდია, მაგრამ მე ცუდად არ გამომიყენებია. პირიქით, დედაჩემმა დიდი მოტივაცია მომცა და კინაღამ ისიც დამაჯერა, რომ ქუთაისში ყველაზე ლამაზი მე ვიყავი. მან საკუთარი თავის რწმენა გამიღვივა. სხვათა შორის, მეც ასე ვაპირებ ჩემი შვილის გაზრდას. რატომ? - დედაჩემმა იმდენი მიძახა, კარგი ხარ და ბევრი რამ შეგიძლიაო, რომ ბოლოს ისეთი გავხდი, რაშიც მარწმუნებდა. ამიტომ, შვილს დავაჯერებ, რომ ის საუკეთესოა, რაღაც რომ დააშავოს, მეც მხარს დავუჭერ, რომ არ დაიჩაგროს და დაითრგუნოს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შენიშვნას არ მივცემ, დედაჩემიც ასე იქცეოდა - მე შიშის ზარს მცემდა, მაგრამ სხვების თვალწინ არასდროს მამტყუნებდა.

- პროფესია როგორ აირჩიეთ?

- ერთხელ ვთქვი, თეატრალურში უნდა ჩავაბარო-მეთქი და აღარ გადავთქვი. დედას ჩემი არჩევანი თავიდან არ მოსწონდა. მეუბნებოდა, ამ პროფესიით ფინანსურად გაგიჭირდებაო, მაგრამ რომ შეხედა, რა მოწადინებული ვიყავი, თვითონ წამომიყვანა თბილისში, გამოცდებსაც ესწრებოდა და ჩემსავით განიცდიდა. ის მაშინაც ჩემი პირველი მხარდამჭერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის უნდოდა ბევრი ფული მქონოდა და სიდუხჭირეში არ მეცხოვრა. 1990-იანი წლები იდგა და იმ წლებში მდიდარ ადამიანებს ცუდ კონტექსტში მოიხსენიებდნენ, საზოგადოებაში მათ მიმართ პატივისცემა არ იგრძნობოდა, მაგრამ დედამ სულ სხვანაირად გამზარდა: სიღარიბეა სირცხვილი და არა სიმდიდრეო, ხშირად მეუბნებოდა... ამიტომ, შენც მდიდარი და შეძლებული უნდა იყოო. როცა ვინმე შეძლებულზე მელაპარაკებოდა, სულ ამბობდა, იმიტომაა მდიდარი, რომ თავის დროზე ბევრი იშრომა, კარგად ისწავლა და მიზანს მიაღწიაო. ყველაფრის მიუხედავად, თეატრალურში მაინც ჩავაბარე, მაგრამ ერთ წელიწადში ქუთაისში გადმოვედი - მომავალ პროფესიად ჟურნალისტიკა ავირჩიე.

- ამის მიზეზი რა იყო?

- მოგეხსენებათ, 1990-იან წლებში რა მდგომარეობა იყო. ვხედავდი, რომ ოჯახს ბინის დაქირავების და სტუდენტის შენახვის თავი არ ჰქონდა. მახსოვს, მისაღებ გამოცდებზე რომ მივდიოდით, დედამ და მამამ ხურდა ფულები მოაგროვეს და ისე გამიშვეს. ჰოდა, გამოვაცხადე, არ მინდა თეატრალური, ქუთაისში გადმოვალ და ჟურნალისტიკას ვისწავლი-მეთქი. თანაც, მაშინ ამ ფაკულტეტზე ჩემი სამი მეგობარი სწავლობდა, ვისთანაც მთელი ბავშვობა მაკავშირებს. გამოგიტყდებით: მაშინ ეს ჩემთვის ტრაგედია იყო, სცენის დათმობა არ მინდოდა და ვერც დავთმე: ქუთაისში რომ ჩამოვედი, "ახალგაზრდულ თეატრში" მივედი და იმის შემდეგ, თეატრიდან აღარ გამოვსულვარ. ახლაც რეპეტიციიდან მოვედი, რადგან რამდენიმე დღეში პრემიერა მაქვს. ქუთაისის 3 თეატრში ვთამაშობ ერთდროულად.

- ესე იგი, მსახიობობა ჟურნალისტიკას კარგად შეუხამეთ?

- დიახ, ასეა. იყო დრო, როცა ქუთაისის ტელევიზიაში თითქმის ყველა გადაცემა მიმყავდა და ჩემს ქალაქში საკმაოდ პოპულარული ვიყავი. მერე პოპულარულ სატელევიზიო შოუებშიც დამიძახეს და უფრო მეტმა ადამიანმა გამიცნო. ჟურნალისტიკას ახლაც ვერ ვთმობ, წლების განმავლობაში ვზრუნავდი ჩემს კვალიფიკაციაზე: ვარ "დოიჩე ველეს" აკადემიის კურსდამთავრებული, ამერიკაში, ჟურნალისტთა უმაღლეს სკოლაში კურსები მაქვს გავლილი, ხოლო ვაშინგტონში, ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრში, კვალიფიკაცია ავიმაღლე. ასე რომ, არც ჟურნალისტიკას ვღალატობ და არც სცენას. ქუთაისში გვაქვს ძალიან კარგი რადიო - "ძველი ქალაქი", სადაც უკვე 25 წელია ვმუშაობ, ეს ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი რადიოა საქართველოში, სადაც სატირულ-იუმორისტული გადაცემა მიმყავს. ამ გადაცემაში საკმაოდ მწვავე თემებს ვაშუქებთ, ოღონდ, იუმორით. მთელი ცხოვრება ვმუშაობდი ქუთაისის სხვადასხვა რადიოში, რამდენიმე ცნობილი ტელეარხის კორესპონდენტი ვიყავი ქუთაისში, ამავე დროს, როგორც მსახიობს, მსოფლიოს 25 ქვეყნის სცენაზე მაქვს ნათამაშევი, რადგან "ახალგაზრდული თეატრი" საკმაოდ ხშირად დადიოდა გასტროლზე. მე ამ თეატრის "ვერიკო ანჯაფარიძე" ვარ-მეთქი, სულ ვხუმრობ. მიხარია, რომ იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ასე მიყვარდა და დღემდე მიყვარს. განაგრძეთ კითხვა