ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ეს მხოლოდ დასაწყისია".
"პირველი ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონატზე. ეს ჩვენი გუნდისა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა და ჩემთვის დიდი პატივია ამ ისტორიულ მომენტში მონაწილეობა, როგორც მატჩის MVP.
მადლობა გულშემატკივრებს იმ მხარდაჭერისთვის რაც სტადიონზე და მის გარეთ ხდებოდა! ეს მხოლოდ დასაწყისია. ერთად ყველაფერს შევძლებთ" - წერს გიორგი მამარდაშვილი.
ცნობისთვის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დასკვნით ტურში, 26 ივნისს საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ეეეჰ კარგი მეკარე კი ხარ, გუნდის,გუნდის რომელიც 33-წელია ვერა და ვერ შედგა...
26. -ივნისს ლომისობაა! თქვენი დამხმარე და მფარველი ყოფილიყოს ბიჭებო!!!