მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს კედელი", "ჩეხები დეპრესიაში ჩაგვყარა... შეუფასებელი ოქრო გყოლიათ, ქართველებო" - რას წერენ ფეხბურთის უცხოელი ქომაგები გიორგი მამარდაშვილზე
"საქართველოს კედელი", "ჩეხები დეპრესიაში ჩაგვყარა... შეუფასებელი ოქრო გყოლიათ, ქართველებო" - რას წერენ ფეხბურთის უცხოელი ქომაგები გიორგი მამარდაშვილზე

Euro 2024-ზე, სა­ქარ­თვე­ლო-ჩე­ხე­თის მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად თა­ვი­სი გმი­რუ­ლი თა­მა­შის შემ­დეგ, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი და­სა­ხელ­და. გი­ორ­გი გახ­და პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­მაც ამ ტურ­ნირ­ზე სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლის ჯილ­დო მი­ი­ღო.

გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილს მატჩში 11 სე­ი­ვი ჰქონ­და, რაც მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის რე­კორ­დია. ის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად გახ­და მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე.

სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ას­პა­რე­ზო­ბის პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თი უცხო­ე­ლი ქო­მა­გი შე­ი­ძი­ნა. ჩვენ­მა ნაკ­რებ­მა მებ­რძო­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბის, შე­მარ­თე­ბის, ბო­ლომ­დე ბრძო­ლის, ჟი­ნის და თავ­და­უ­ზო­გა­ვი თა­მა­შის წყა­ლო­ბით, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის გული მო­ი­გო.

  • და რა თქმა უნდა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა უცხო­ე­ლე­ბის და­დე­ბით კო­მენ­ტა­რებს ვკი­თხუ­ლობთ. ჩე­ხეთ­თან მატ­ჩის შემ­დეგ ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად, სა­ქე­ბარ სი­ტყვებს არც არა­ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი იშუ­რე­ბენ ჩვე­ნი მე­კა­რის მი­მართ. ვნა­ხოთ ზო­გი­ერ­თი კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუქ­ში" EURO 2024-ის გვერ­დზე და­ი­წე­რა:

"ის სა­ქარ­თვე­ლოს კე­დე­ლია, მისი დღე­ვან­დე­ლი თა­მა­ში ძა­ლი­ან კარ­გი იყო და და­ფა­სე­ბას იმ­სა­ხუ­რებს".

"ქარ­თვე­ლი მე­კა­რე სა­უ­კე­თე­სო იყო, რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­არ­ჩი­ნა თა­ვი­სი გუნ­დი".

"ის სა­უ­კე­თე­სო იყო, მე ჩეხი ვარ და ვამ­ბობ, ჩე­ხე­ბი დეპ­რე­სი­ა­ში ჩაგ­ვყა­რა".

"ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მე­კა­რე, მის გა­რე­შე ვა­ლენ­სია ცხრი­ლის შუ­ა­ში არ იქ­ნე­ბო­და, იმე­დია, დარ­ჩე­ბა".

"შე­უ­ფა­სე­ბე­ლი ოქრო გყო­ლი­ათ, ქარ­თვე­ლე­ბო".

"რა კე­დე­ლია, ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ველ ქუ­ლას".

"მისი ხელ­თათ­მა­ნე­ბი მა­გი­უ­რია".

"ნამ­დვი­ლად სა­უ­კე­თე­სოა ამ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე".

"ეს ბიჭი გმი­რია".

"ბრწყინ­ვა­ლე ბიჭი ბრწყინ­ვა­ლე ქვეყ­ნი­დან", - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო ჩე­ხე­თის მატ­ჩი ფრედ, ან­გა­რი­შით 1-1 დას­რულ­და. ჩვე­ნი გუნ­დი­დან მატ­ჩის ერ­თა­დერ­თი გოლი გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ 11-მეტ­რი­ა­ნი ნიშ­ნუ­ლი­დან გა­ი­ტა­ნა.

შემ­დე­გი თა­მა­ში 26 ივ­ნისს, პორ­ტუ­გა­ლი­ის წი­ნა­აღ­მდეგ იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
2

მადლობა მამარდას დედას, ასეთი თავმდაბალი რომ გაზარდა (ზოგიერთისაგან განსხვავებით)

დიდი ბოდიშის მოხდით
2

ვერ წარმომიდგენია პორტუგალიას როგორ უნდა მოვუგოთ არ ვიცი შეიძლება ვცდები მაგრამ მგონი საკმაოდ ძლიერი გუნდია 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"საქართველოს კედელი", "ჩეხები დეპრესიაში ჩაგვყარა... შეუფასებელი ოქრო გყოლიათ, ქართველებო" - რას წერენ ფეხბურთის უცხოელი ქომაგები გიორგი მამარდაშვილზე

"საქართველოს კედელი", "ჩეხები დეპრესიაში ჩაგვყარა... შეუფასებელი ოქრო გყოლიათ, ქართველებო" - რას წერენ ფეხბურთის უცხოელი ქომაგები გიორგი მამარდაშვილზე

Euro 2024-ზე, საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად თავისი გმირული თამაშის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. გიორგი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ტურნირზე საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო.

გიორგი მამარდაშვილს მატჩში 11 სეივი ჰქონდა, რაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის რეკორდია. ის დამსახურებულად გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.

საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის პერიოდში არაერთი უცხოელი ქომაგი შეიძინა. ჩვენმა ნაკრებმა მებრძოლი სულისკვეთების, შემართების, ბოლომდე ბრძოლის, ჟინის და თავდაუზოგავი თამაშის წყალობით, უამრავი ადამიანის გული მოიგო.

  • და რა თქმა უნდა, განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა უცხოელების დადებით კომენტარებს ვკითხულობთ. ჩეხეთთან მატჩის შემდეგ ქართველებთან ერთად, საქებარ სიტყვებს არც არაქართველი გულშემატკივრები იშურებენ ჩვენი მეკარის მიმართ. ვნახოთ ზოგიერთი კომენტარი, რომელიც "ფეისბუქში" EURO 2024-ის გვერდზე დაიწერა:

"ის საქართველოს კედელია, მისი დღევანდელი თამაში ძალიან კარგი იყო და დაფასებას იმსახურებს".

"ქართველი მეკარე საუკეთესო იყო, რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი".

"ის საუკეთესო იყო, მე ჩეხი ვარ და ვამბობ, ჩეხები დეპრესიაში ჩაგვყარა".

"ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, მის გარეშე ვალენსია ცხრილის შუაში არ იქნებოდა, იმედია, დარჩება".

"შეუფასებელი ოქრო გყოლიათ, ქართველებო".

"რა კედელია, ვულოცავ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე პირველ ქულას".

"მისი ხელთათმანები მაგიურია".

"ნამდვილად საუკეთესოა ამ ჩემპიონატზე".

"ეს ბიჭი გმირია".

"ბრწყინვალე ბიჭი ბრწყინვალე ქვეყნიდან", - წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, საქართველო ჩეხეთის მატჩი ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაძემ 11-მეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა.

შემდეგი თამაში 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ იქნება.