საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უძლეველი მეკარე", გაშვებული "ოქროს შანსი", და ქართველების "ხმამაღალი, მღელვარე და დაჟინებული" თამაში..." - როგორ აფასებენ უცხოური გამოცემები საქართველო - ჩეხეთის მატჩს?
"უძლეველი მეკარე", გაშვებული "ოქროს შანსი", და ქართველების "ხმამაღალი, მღელვარე და დაჟინებული" თამაში..." -  როგორ აფასებენ უცხოური გამოცემები საქართველო - ჩეხეთის მატჩს?

"კი­დევ ერთი შე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­მა­ში და ქულა, რო­მე­ლიც არ­ცერთ მხა­რეს არ ეხ­მა­რე­ბა", - ასე აფა­სე­ბენ უცხო­ე­ლი კო­მენ­ტა­ტო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო-ჩე­ხე­თის მატჩს. BBC-ის სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით ადევ­ნებ­დნენ თვალს თა­მაშს. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი აღ­ნიშ­ნავს ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის და­უ­ღა­ლავ შრო­მას მე­დან­ზე.

"სა­ქარ­თვე­ლომ უამ­რა­ვი ახა­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი შე­ი­ძი­ნა ამ ორ მატჩში თა­ვი­სუ­ფა­ლი და უში­შა­რი თა­მა­შით. თურ­ქეთ­თან მარ­ცხის შემ­დეგ, დე­ბი­უ­ტან­ტებს ცოტა და­აკ­ლდათ პირ­ველ გა­მარ­ჯვე­ბამ­დე", - წერს BBC-ი.

"სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე ეპი­ზო­დი ძა­ლი­ან ჰგავ­და მათ­სა­ვე პირ­ველ თა­მაშს: ხმა­მა­ღა­ლი, მღელ­ვა­რე და და­ჟი­ნე­ბუ­ლი..." - წერს The Guardian.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ორ­მა­გი შე­ტე­ვე­ბით და­ი­წყო, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბურ­თი ცენ­ტრში სა­ერ­თოდ არ ჩერ­დე­ბო­და და გი­ჟურ ტემპში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და თა­მა­ში. ჩე­ხებ­მა შეძ­ლეს უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა, თუმ­ცა მა­მარ­დაშ­ვი­ლის კარ­გმა თა­მაშ­მა არა­ერ­თხელ გა­და­არ­ჩი­ნა ჩვე­ნი კარი გო­ლის­გან. თით­ქმის ყვე­ლა კო­მენ­ტა­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს "მა­მარ­დას" მნიშ­ვნე­ლო­ბას დღე­ვან­დელ მატჩში:

"ქარ­თვე­ლი მე­კა­რე უძ­ლე­ვე­ლი იყო და მის­მა ბრწყინ­ვა­ლე­ბამ ჩე­ხე­ბი არა­ერ­თხელ და­ა­შო­რა გა­მარ­ჯვე­ბას". - ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილს მატჩში 11 სე­ი­ვი ჰქონ­და, რაც მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის რე­კორ­დია. ის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად გახ­და მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თებ­ში სამი ძლი­ე­რი დარ­ტყმა მო­ი­გე­რია მა­მარ­დაშ­ვილ­მა და გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა.

ბოლო წუთ­ზე ხვი­ჩას ჩა­წო­დე­ბუ­ლი ჯა­რი­მის შემ­დეგ კა­ში­ას ჰქონ­და ბურ­თი გა­ტა­ნის შან­სი, თუმ­ცა ვერ შეძ­ლო, სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­და­წყდა ვარს შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა სა­ჯა­რი­მო­ში ჩე­ხე­ბის თა­მა­ში, რის შე­დე­გა­დაც პე­ნალ­ტი და­ი­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც შე­უ­და­რებ­ლად შე­ას­რუ­ლა გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ. (გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე ის­ტო­რი­ა­ში მე­ექ­ვსე ფეხ­ბურ­თე­ლია, რო­მელ­საც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე თა­ვი­სი ქვეყ­ნის სა­წყი­სი ორი გოლი აქვს გა­ტა­ნი­ლი. ბო­ლოს ეს უკ­რა­ი­ნელ­მა ან­დრეი შევ­ჩენ­კომ 2012 წელს გა­ა­კე­თა.)

ბოლო წუ­თებ­ზე ჩე­ხე­თის ნაკ­რებ­მა დიდი უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­პო­ვა და კი­დევ არა­ერ­თი სა­ხი­ფა­თო მო­მენ­ტი შექ­მნა, თუმ­ცა ბოლო წამ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის რე­ა­ლუ­რი შან­სი მა­ინც სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­და: ჩაკ­ვე­ტა­ძის წა­მო­წყე­ბულ კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე საბა ლობ­ჟა­ნი­ძეს შე­ეძ­ლო ჩვე­ნი გუნ­დის­თვის 3 ქუ­ლის მო­ტა­ნა, თუმ­ცა ბურ­თი კარს ას­ცდა - ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­გე­ბის ოქ­როს შან­სი ექ­ნე­ბო­და,

"სა­ქარ­თვე­ლოს შე­ეძ­ლო მო­გე­ბა, მაგ­რამ საბა ლობ­ჟა­ნი­ძემ კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე თა­მა­შის ბო­ლოს კარს აა­ცი­ლა", - წერს CBS.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილია
2

სანიოლს რა უნდა,რატომ არ ათამაშებს.მიტინგი ხომ არ უნდა.

მალხაზ ჯობავა
0

მიმდინარე ჩემპიონატის კიარა საეთოდ ევროპის ჩემპიონატების რეკორდია. ლიტვის თუ ლატვიის მეკარეს ჰქონდა 10 სეივი, მამარდას 11 კი, რეკორდია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"უძლეველი მეკარე", გაშვებული "ოქროს შანსი", და ქართველების "ხმამაღალი, მღელვარე და დაჟინებული" თამაში..." - როგორ აფასებენ უცხოური გამოცემები საქართველო - ჩეხეთის მატჩს?

"უძლეველი მეკარე", გაშვებული "ოქროს შანსი", და ქართველების "ხმამაღალი, მღელვარე და დაჟინებული" თამაში..." -  როგორ აფასებენ უცხოური გამოცემები საქართველო - ჩეხეთის მატჩს?

"კიდევ ერთი შესანიშნავი თამაში და ქულა, რომელიც არცერთ მხარეს არ ეხმარება", - ასე აფასებენ უცხოელი კომენტატორები საქართველო-ჩეხეთის მატჩს. BBC-ის სპორტული ჟურნალისტები აღფრთოვანებით ადევნებდნენ თვალს თამაშს. თითოეული მათგანი აღნიშნავს ქართველი ფეხბურთელების დაუღალავ შრომას მედანზე.

"საქართველომ უამრავი ახალი გულშემატკივარი შეიძინა ამ ორ მატჩში თავისუფალი და უშიშარი თამაშით. თურქეთთან მარცხის შემდეგ, დებიუტანტებს ცოტა დააკლდათ პირველ გამარჯვებამდე", - წერს BBC-ი.

"საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატის მეორე ეპიზოდი ძალიან ჰგავდა მათსავე პირველ თამაშს: ხმამაღალი, მღელვარე და დაჟინებული..." - წერს The Guardian.

პირველი ტაიმი ორმაგი შეტევებით დაიწყო, შეიძლება ითქვას, რომ ბურთი ცენტრში საერთოდ არ ჩერდებოდა და გიჟურ ტემპში მიმდინარეობდა თამაში. ჩეხებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება, თუმცა მამარდაშვილის კარგმა თამაშმა არაერთხელ გადაარჩინა ჩვენი კარი გოლისგან. თითქმის ყველა კომენტატორი აღნიშნავს "მამარდას" მნიშვნელობას დღევანდელ მატჩში:

"ქართველი მეკარე უძლეველი იყო და მისმა ბრწყინვალებამ ჩეხები არაერთხელ დააშორა გამარჯვებას". - ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილს მატჩში 11 სეივი ჰქონდა, რაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის რეკორდია. ის დამსახურებულად გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.

პირველი ტაიმის პირველივე წუთებში სამი ძლიერი დარტყმა მოიგერია მამარდაშვილმა და გადაგვარჩინა.

ბოლო წუთზე ხვიჩას ჩაწოდებული ჯარიმის შემდეგ კაშიას ჰქონდა ბურთი გატანის შანსი, თუმცა ვერ შეძლო, სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა ვარს შეემოწმებინა საჯარიმოში ჩეხების თამაში, რის შედეგადაც პენალტი დაინიშნა, რომელიც შეუდარებლად შეასრულა გიორგი მიქაუტაძემ. (გიორგი მიქაუტაძე ისტორიაში მეექვსე ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატებზე თავისი ქვეყნის საწყისი ორი გოლი აქვს გატანილი. ბოლოს ეს უკრაინელმა ანდრეი შევჩენკომ 2012 წელს გააკეთა.)

ბოლო წუთებზე ჩეხეთის ნაკრებმა დიდი უპირატესობა მოიპოვა და კიდევ არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა ბოლო წამზე გამარჯვების რეალური შანსი მაინც საქართველოს ჰქონდა: ჩაკვეტაძის წამოწყებულ კონტრშეტევაზე საბა ლობჟანიძეს შეეძლო ჩვენი გუნდისთვის 3 ქულის მოტანა, თუმცა ბურთი კარს ასცდა - ყველა აღნიშნავს, რომ საქართველოს მოგების ოქროს შანსი ექნებოდა,

"საქართველოს შეეძლო მოგება, მაგრამ საბა ლობჟანიძემ კონტრშეტევაზე თამაშის ბოლოს კარს ააცილა", - წერს CBS.

იხილეთ ასევე: