მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიჟური თამაში, "მამარდას" სასწაული "სეივები" და მიქაუტაძის შეუდარებელი პენალტი - პირველი ტაიმის შემდეგ ჩეხებს ვუგებთ
გიჟური თამაში, "მამარდას" სასწაული "სეივები" და მიქაუტაძის შეუდარებელი პენალტი - პირველი ტაიმის შემდეგ ჩეხებს ვუგებთ

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე დღეს ჩე­ხე­თის ნაკ­რებს უპი­რის­პირ­დე­ბა და პირ­ვე­ლი ტა­ი­მის შემ­დეგ ან­გა­რი­შით 1:0 იგებს. მატ­ჩი ჰამ­ბურ­გში თბი­ლი­სის დრო­ით 17:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო.

ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის ძი­რი­თა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  • მა­მარ­დაშ­ვი­ლი, კა­კა­ბა­ძე, კვირ­კვე­ლია, კა­შია, დვა­ლი, მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი, წი­ტა­იშ­ვი­ლი, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, და­ვი­თაშ­ვი­ლი, კვა­რა­ცხე­ლია, მი­ქა­უ­ტა­ძე

პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ორ­მა­გი შე­ტე­ვე­ბით და­ი­წყო, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბურ­თი ცენ­ტრში სა­ერ­თოდ არ ჩერ­დე­ბო­და და გი­ჟურ ტემპში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და თა­მა­ში. ჩე­ხებ­მა შეძ­ლეს უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა, თუმ­ცა მა­მარ­დაშ­ვი­ლის კარ­გმა თა­მაშ­მა არა­ერ­თხელ გა­და­არ­ჩი­ნა ჩვე­ნი კარი გო­ლის­გან.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თებ­ში სამი ძლი­ე­რი დარ­ტყმა მო­ი­გე­რია მა­მარ­დაშ­ვილ­მა და გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა. "მა­მარ­და" შემ­დე­გაც დამ­ჯე­რებ­ლად თა­მა­შობ­და, თუმ­ცა მის კარ­ში ბურ­თი ხე­ლით გა­ი­ტა­ნეს, რაც გა­უქ­მდა.

ბოლო წუთ­ზე ხვი­ჩას ჩა­წო­დე­ბუ­ლი ჯა­რი­მის შემ­დეგ კა­ში­ას ჰქონ­და ბურ­თი გა­ტა­ნის შან­სი, თუმ­ცა ვერ შეძ­ლო, სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­და­წყდა ვარს შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა სა­ჯა­რი­მო­ში ჩე­ხე­ბის თა­მა­ში, რის შე­დე­გა­დაც პე­ნალ­ტი და­ი­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც შე­უ­და­რებ­ლად შე­ას­რუ­ლა გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ.

ბოლო წუ­თებ­ზე კი­დევ ერთხელ გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა "მა­მარ­დამ" და პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი მატ­ჩი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა თურ­ქეთ­თან გა­მარ­თა და 1:3 და­მარ­ცხდა. 26 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი გელ­ზენ­კირ­ხენ­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ის ეროვ­ნულ ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

EURO 2024-ის მატ­ჩე­ბის ღია ჩვე­ნე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ქა­ლაქ­ში დიდ ეკ­რა­ნებ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამას­თან, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მი­ხე­ილ მეს­ხის სტა­დი­ონ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყვე­ლა თა­მაშს აჩ­ვე­ნე­ბენ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
0

მადლობა ბიჭებს თავგანწირული თამაშისთვის.

მამარდაშვილი მსოფლიო კლასის მეკარეა!!!!!

მომავალში უნდა შევეცადოთ თამაშის სისტემა ჩამოვაყალიბოთ; ჯერ ეს არ გვაქვს!!!!

ანი
0

ზივზივაძე სად არის????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

გიჟური თამაში, "მამარდას" სასწაული "სეივები" და მიქაუტაძის შეუდარებელი პენალტი - პირველი ტაიმის შემდეგ ჩეხებს ვუგებთ

გიჟური თამაში, "მამარდას" სასწაული "სეივები" და მიქაუტაძის შეუდარებელი პენალტი - პირველი ტაიმის შემდეგ ჩეხებს ვუგებთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს ჩეხეთის ნაკრებს უპირისპირდება და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 1:0 იგებს. მატჩი ჰამბურგში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყო.

ჩვენი ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

  • მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, დვალი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე

პირველი ტაიმი ორმაგი შეტევებით დაიწყო, შეიძლება ითქვას, რომ ბურთი ცენტრში საერთოდ არ ჩერდებოდა და გიჟურ ტემპში მიმდინარეობდა თამაში. ჩეხებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება, თუმცა მამარდაშვილის კარგმა თამაშმა არაერთხელ გადაარჩინა ჩვენი კარი გოლისგან.

პირველი ტაიმის პირველივე წუთებში სამი ძლიერი დარტყმა მოიგერია მამარდაშვილმა და გადაგვარჩინა. "მამარდა" შემდეგაც დამჯერებლად თამაშობდა, თუმცა მის კარში ბურთი ხელით გაიტანეს, რაც გაუქმდა.

ბოლო წუთზე ხვიჩას ჩაწოდებული ჯარიმის შემდეგ კაშიას ჰქონდა ბურთი გატანის შანსი, თუმცა ვერ შეძლო, სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა ვარს შეემოწმებინა საჯარიმოში ჩეხების თამაში, რის შედეგადაც პენალტი დაინიშნა, რომელიც შეუდარებლად შეასრულა გიორგი მიქაუტაძემ.

ბოლო წუთებზე კიდევ ერთხელ გადაგვარჩინა "მამარდამ" და პირველი ტაიმი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა. 26 ივნისს, საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.

იხილეთ ასევე: