საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვარა" სახიფათო ფეხბურთელია... მამარდაშვილი კარგი მეკარეა, თუმცა შეგვიძლია შორიდან გავუტანოთ" - რას ამბობენ ჩეხები ქართველებზე?
"კვარა" სახიფათო ფეხბურთელია... მამარდაშვილი კარგი მეკარეა, თუმცა შეგვიძლია შორიდან გავუტანოთ" - რას ამბობენ ჩეხები ქართველებზე?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე დღეს ჩე­ხე­თის ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. მატ­ჩი ჰამ­ბურ­გში თბი­ლი­სის დრო­ით 17:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი შე­მად­გენ­ლო­ბა. მატ­ჩის წინ ჩა­ტა­რე­ბულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა თქვა, რომ წინა მატ­ჩი­სას დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი აღარ უნდა გა­ი­მე­ო­რონ.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­თან მატ­ჩის წინ ჩე­ხე­თის ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მწვრთნელ­მა ივან ჰა­შეკ­მა ისა­უბ­რა:

"თურ­ქეთ­თან სა­ქარ­თვე­ლოს შეხ­ვედ­რას ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ. ქარ­თვე­ლებ­მა რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, ასე­ვე გუნ­დუ­რად კარ­გად ითა­მა­შეს და ბო­ლომ­დე ჰქონ­დათ შან­სი. ვი­დე­ო­ა­ნა­ლი­ზი გა­ვა­კე­თეთ და მე­ტო­ქის თა­მა­ში გა­ვარ­ჩი­ეთ. მათ მხო­ლოდ კვა­რა­ცხე­ლია როდი ჰყავთ. მა­გა­ლი­თად, მი­ქა­უ­ტა­ძემ თურ­ქებს გა­უ­ტა­ნა და საფ­რან­გე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 11-ჯერ და­ლაშ­ქრა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა კარი. თა­ვი­სუფ­ლად მოქ­მე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ უნდა მივ­ცეთ. აგ­რეთ­ვე ჩაკ­ვე­ტა­ძეს გა­მო­ვარ­ჩევ­დი. ის მო­ედ­ნის კარ­გი ხედ­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი დაც­ვა­შიც ძლი­ე­რია, თა­ვი­სუ­ფალ ზო­ნებს არ ტო­ვე­ბენ და სწრა­ფი კონ­ტრი­ე­რი­შე­ბი ეხერ­ხე­ბათ. მათ­გან ღია თა­მა­შის მო­ლო­დინ­ში არ ვარ. პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან შე­ტე­ვე­ბი არ გა­მოგ­ვი­ვი­და, რაც უნდა გა­მო­ვას­წო­როთ. ახა­ლი ბურ­თით სველ მო­ე­დან­ზე თა­მა­ში უფრო სწრა­ფად მი­დის, ამ დროს შო­რი­დან გა­ტა­ნა შე­და­რე­ბით ად­ვი­ლია. ამა­ზე ვმუ­შა­ობთ. მა­მარ­დაშ­ვი­ლი ლა ლი­გის ძა­ლი­ან კარ­გი მე­კა­რეა, თუმ­ცა შეგ­ვიძ­ლია შო­რი­დან გა­ვუ­ტა­ნოთ. სა­ერ­თოდ კი, რთულ ჯგუფ­ში მოხ­ვედ­რის მი­უ­ხე­და­ვად, შემ­დეგ ეტაპ­ზე გას­ვლას შე­ვეც­დე­ბით" - თქვა ჰა­შეკ­მა.

ჩე­ხე­თის ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თელ­მა, ან­ტო­ნინ ბა­რაკ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­სა­ხებ ისაბ­რა:

"კვა­რა­ცხე­ლია დიდი ვარ­სკვლა­ვია, გან­სა­კუთ­რე­ბით, გა­სულ სე­ზონ­ში გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რო­დე­საც "ნა­პო­ლიმ" სკუ­დე­ტო მო­ი­გო, ის კი, ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი იყო. ვი­ტყო­დი, რომ ჩემ­პი­ო­ნო­ბა მისი დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო. ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში მისი როლი ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს ასე­ვე ჰყავს სხვა კარ­გი მო­თა­მა­შე­ე­ბი, თუმ­ცა, ყვე­ლა მას­ზე სა­უბ­რობს. მზად ვართ, ვი­თა­მა­შოთ. კვა­რა­ცხე­ლია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო ფეხ­ბურ­თე­ლია, მაგ­რამ სხვე­ბიც უნდა გვახ­სოვ­დეს, კარ­გი თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ჰყავთ, იცი­ან სა­ხი­ფა­თო მო­მენ­ტე­ბის შექ­მნა, კონ­ტრშე­ტე­ვებ­ზე გა­დას­ვლა" - თქვა ბა­რაკ­მა. მის კო­მენ­ტარს EUROPOP ავ­რცე­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე დღეს ჩე­ხე­თის ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. მატ­ჩი ჰამ­ბურ­გში თბი­ლი­სის დრო­ით 17:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

26 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი გელ­ზენ­კირ­ხენ­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ის ეროვ­ნულ ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი მატ­ჩი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა თურ­ქეთ­თან გა­მარ­თა და 1:3 და­მარ­ცხდა.

EURO 2024-ის მატ­ჩე­ბის ღია ჩვე­ნე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ქა­ლაქ­ში დიდ ეკ­რა­ნებ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამას­თან, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მი­ხე­ილ მეს­ხის სტა­დი­ონ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყვე­ლა თა­მაშს აჩ­ვე­ნე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"კვარა" სახიფათო ფეხბურთელია... მამარდაშვილი კარგი მეკარეა, თუმცა შეგვიძლია შორიდან გავუტანოთ" - რას ამბობენ ჩეხები ქართველებზე?

"კვარა" სახიფათო ფეხბურთელია... მამარდაშვილი კარგი მეკარეა, თუმცა შეგვიძლია შორიდან გავუტანოთ" - რას ამბობენ ჩეხები ქართველებზე?

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ჰამბურგში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია, ნაკრების მთავარი შემადგენლობა. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თქვა, რომ წინა მატჩისას დაშვებული შეცდომები აღარ უნდა გაიმეორონ.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ისაუბრა:

"თურქეთთან საქართველოს შეხვედრას ჩვენი წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართველებმა როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად კარგად ითამაშეს და ბოლომდე ჰქონდათ შანსი. ვიდეოანალიზი გავაკეთეთ და მეტოქის თამაში გავარჩიეთ. მათ მხოლოდ კვარაცხელია როდი ჰყავთ. მაგალითად, მიქაუტაძემ თურქებს გაუტანა და საფრანგეთის ჩემპიონატზე 11-ჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგეთა კარი. თავისუფლად მოქმედების საშუალება არ უნდა მივცეთ. აგრეთვე ჩაკვეტაძეს გამოვარჩევდი. ის მოედნის კარგი ხედვით გამოირჩევა.

საქართველოს ნაკრები დაცვაშიც ძლიერია, თავისუფალ ზონებს არ ტოვებენ და სწრაფი კონტრიერიშები ეხერხებათ. მათგან ღია თამაშის მოლოდინში არ ვარ. პორტუგალიასთან შეტევები არ გამოგვივიდა, რაც უნდა გამოვასწოროთ. ახალი ბურთით სველ მოედანზე თამაში უფრო სწრაფად მიდის, ამ დროს შორიდან გატანა შედარებით ადვილია. ამაზე ვმუშაობთ. მამარდაშვილი ლა ლიგის ძალიან კარგი მეკარეა, თუმცა შეგვიძლია შორიდან გავუტანოთ. საერთოდ კი, რთულ ჯგუფში მოხვედრის მიუხედავად, შემდეგ ეტაპზე გასვლას შევეცდებით" - თქვა ჰაშეკმა.

ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ანტონინ ბარაკმა პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაბრა:

"კვარაცხელია დიდი ვარსკვლავია, განსაკუთრებით, გასულ სეზონში გამოირჩეოდა, როდესაც "ნაპოლიმ" სკუდეტო მოიგო, ის კი, ერთ-ერთი უძლიერესი იყო. ვიტყოდი, რომ ჩემპიონობა მისი დამსახურება იყო. ეროვნულ ნაკრებში მისი როლი ცოტა განსხვავებულია. საქართველოს ასევე ჰყავს სხვა კარგი მოთამაშეები, თუმცა, ყველა მასზე საუბრობს. მზად ვართ, ვითამაშოთ. კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია, მაგრამ სხვებიც უნდა გვახსოვდეს, კარგი თავდამსხმელები ჰყავთ, იციან სახიფათო მომენტების შექმნა, კონტრშეტევებზე გადასვლა" - თქვა ბარაკმა. მის კომენტარს EUROPOP ავრცელებს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ჰამბურგში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

26 ივნისს, საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა.

EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.