მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაუჯერებელია, რომ ჰამბურგში, ბორანზე ამას ვუსმენთ" - ქართველებით გადავსებული ჰამბურგი და ქომაგების უდიდესი მობილიზება: რა ხდება გერმანიის ქალაქში ახლა?
"დაუჯერებელია, რომ ჰამბურგში, ბორანზე ამას ვუსმენთ" - ქართველებით გადავსებული ჰამბურგი და ქომაგების უდიდესი მობილიზება: რა ხდება გერმანიის ქალაქში ახლა?

ჰამ­ბურ­გის ქუ­ჩე­ბი ქარ­თვე­ლი ქო­მა­გე­ბით არის გა­დავ­სე­ბუ­ლი. ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მატ­ჩამ­დე სა­ა­თე­ბია დარ­ჩე­ნი­ლი და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩვე­ნი ქო­მა­გე­ბის სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბაა გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ­ში.

ჰამ­ბურ­გის ქუ­ჩებ­ში ის­მის სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი, შე­ძა­ხი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­სამ­ხნე­ვებ­ლად, ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ას­რუ­ლე­ბენ ეროვ­ნულ ცეკ­ვებს. ქო­მა­გე­ბი მალე მსვლე­ლო­ბას და­ი­წყე­ბენ. გერ­მა­ნი­ის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ­ში ყველ­გან სა­ქარ­თვე­ლოს ხუთ­ჯვრი­ა­ნი დრო­შე­ბი ფრი­ა­ლებს.

"დი­ლი­დან ვი­წყებთ შე­მარ­თე­ბით, რომ შევ­ქმნათ გა­მარ­ჯვე­ბის დღე. ომა­ხი­ა­ნად მი­ვე­მარ­თე­ბით სტა­დი­ო­ნის­კენ" - ამ­ბო­ბენ ჰამ­ბურ­გში მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბი.

ჰამ­ბურ­გში იმ­ყო­ფე­ბი­ან ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბიც. ცოტა ხნის წინ ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძემ ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მას­თან ერ­თად ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე, მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნი და სხვა ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ჩა­ნან. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ გერ­მა­ნულ ბო­რან­ზე ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ის­მის.

"და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, ჰამ­ბურ­გში, ბო­რან­ზე ამას ვუს­მენთ" - წერს ნა­ნი­კო.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე დღეს ჩე­ხე­თის ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. მატ­ჩი ჰამ­ბურ­გში თბი­ლი­სის დრო­ით 17:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

26 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი გელ­ზენ­კირ­ხენ­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ის ეროვ­ნულ ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი მატ­ჩი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა თურ­ქეთ­თან გა­მარ­თა და 1:3 და­მარ­ცხდა.

EURO 2024-ის მატ­ჩე­ბის ღია ჩვე­ნე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ქა­ლაქ­ში დიდ ეკ­რა­ნებ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამას­თან, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მი­ხე­ილ მეს­ხის სტა­დი­ონ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყვე­ლა თა­მაშს აჩ­ვე­ნე­ბენ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"დაუჯერებელია, რომ ჰამბურგში, ბორანზე ამას ვუსმენთ" - ქართველებით გადავსებული ჰამბურგი და ქომაგების უდიდესი მობილიზება: რა ხდება გერმანიის ქალაქში ახლა?

"დაუჯერებელია, რომ ჰამბურგში, ბორანზე ამას ვუსმენთ" - ქართველებით გადავსებული ჰამბურგი და ქომაგების უდიდესი მობილიზება: რა ხდება გერმანიის ქალაქში ახლა?

ჰამბურგის ქუჩები ქართველი ქომაგებით არის გადავსებული. ეროვნული ნაკრების მატჩამდე საათებია დარჩენილი და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქომაგების სრული მობილიზებაა გერმანიის ქალაქში.

ჰამბურგის ქუჩებში ისმის საქართველოს ჰიმნი, შეძახილები საქართველოს ნაკრების გასამხნევებლად, ქართველი ახალგაზრდები ასრულებენ ეროვნულ ცეკვებს. ქომაგები მალე მსვლელობას დაიწყებენ. გერმანიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში ყველგან საქართველოს ხუთჯვრიანი დროშები ფრიალებს.

"დილიდან ვიწყებთ შემართებით, რომ შევქმნათ გამარჯვების დღე. ომახიანად მივემართებით სტადიონისკენ" - ამბობენ ჰამბურგში მყოფი ქართველები.

ჰამბურგში იმყოფებიან ცნობილი ქართველებიც. ცოტა ხნის წინ ნანიკო ხაზარაძემ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მასთან ერთად ბახვა ბრეგვაძე, მანიკა ასათიანი და სხვა ცნობილი სახეები ჩანან. ვიდეოში ჩანს, რომ გერმანულ ბორანზე ქართული სიმღერა ისმის.

"დაუჯერებელია, ჰამბურგში, ბორანზე ამას ვუსმენთ" - წერს ნანიკო.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ჰამბურგში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

26 ივნისს, საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა.

EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.

წაიკითხეთ ასევე: