პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი საქართველოს ელჩებს მიმართავს - "დღეს მტკივა, თქვენ მაგივრად და თქვენთვის, რომ ამ მდგომარეობაში ხართ..."
პრეზიდენტი საქართველოს ელჩებს მიმართავს - "დღეს მტკივა, თქვენ მაგივრად და თქვენთვის, რომ ამ მდგომარეობაში ხართ..."

ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი 26 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტარ­დე­ბა, მაგ­რამ თქვენ­თვის არ­ჩე­ვა­ნის დრო უკვე დად­გა! - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩე­ბი­სად­მი მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ელ­ჩებს, მი­მარ­თავს, რომ ისი­ნი შუ­ა­გულ ევ­რო­პა­ში ის­მე­ნენ ტყუ­ი­ლებს, რომ თურ­მე სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი გზა გრძელ­დე­ბა, პარტნი­ო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად და რომ, თურ­მე სა­ქარ­თვე­ლო 2030 წელს მა­ინც შეძ­ლებს ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლას. პა­რა­ლე­ლუ­რად პრე­ზი­დენ­ტის თქმით, პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რი კი­თხვას სვამს, რას რას ნიშ­ნავს ის, რომ "სა­ქარ­თვე­ლო მა­ინც შევა ევ­რო­კავ­შირ­ში“- იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ იღებს რუ­სულ კა­ნო­ნებს, არ ის­მენს არ­ცერთ რე­კო­მენ­და­ცი­ას და არ ას­რუ­ლებს არ­ცერთ რე­ფორ­მას, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა.

პრე­ზი­დენ­ტი აცხა­დებს, რომ მას ელ­ჩე­ბის ნაც­ვლად სტკი­ვა, რომ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში არი­ან, როცა ერთი უნდა თქვან და მე­ო­რე სწამთ.

“სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩე­ბო, მოგ­მარ­თავთ თქვენ. მოგ­მარ­თავთ დღეს, რა­მე­თუ აქამ­დე არ მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ არც დიპ­ლო­მა­ტის დღე­ზე, არც ამ­ბა­სა­დო­რი­ალ­ზე, არც რო­მე­ლი­მე სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მო­მე­მარ­თა თქვენ­თვის და სხვა­თა შო­რის, როცა მე მი­წევს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ყოფ­ნა იქაც, გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ ვხვდე­ბით.

დღეს ჩავ­თვა­ლე, რომ სა­ჭი­რო იყო მო­მე­მარ­თა თქვენ­თვის, რა­მე­თუ თქვენ, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში ჩვე­ნი ყვე­ლა ელჩი გუ­შინ და დღეს შეკ­რე­ბილ­ნი ხართ ბერ­ლინ­ში, გერ­მა­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში, შუ­ა­გულ ევ­რო­პა­ში. იმ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან დიდი როლი ითა­მა­შა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ გზა­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რია და მთელ ამ გზა­ზე მოგ­ვყვე­ბო­და და მხარს გვი­ჭერ­და. ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან დიდი როლი ითა­მა­შა ჩვე­ნი ასო­ცი­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სას, ასე­ვე, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ი­სა, და­ბო­ლოს, ამ ბოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, რომ­ლი­თაც კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მოგ­ვე­ნი­ჭა.

თქვენ ზუს­ტად იქ ხართ, ამ შუ­ა­გულ ევ­რო­პა­ში და იქ ის­მენთ ტყუ­ი­ლებს. ტყუ­ი­ლებს იმის შე­სა­ხებ, რომ თურ­მე ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი გზა გრძელ­დე­ბა, ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რომ თურ­მე სა­ქარ­თვე­ლო 2030 წელს (თუ რო­დის არ ვიცი) მა­ინც შეძ­ლებს ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლას. მე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი შვე­ი­ცა­რი­ა­ში შა­ბათ-კვი­რას, სა­დაც პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ევ­რო­პელ ლი­დერს შევ­ხვდი და ისი­ნი მე­კი­თხე­ბოდ­ნენ თუ რას ნიშ­ნავს ის, რომ "სა­ქარ­თვე­ლო მა­ინც შევა ევ­რო­კავ­შირ­ში“",მა­ინც“- რას ნიშ­ნავ­სო, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ იღებს რუ­სულ კა­ნო­ნებს და არამ­ხო­ლოდ ერთ კა­ნონს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ არ ის­მენს არ­ცერთ რე­კო­მენ­და­ცი­ას და თვი­თონ არ ას­რუ­ლებს არ­ცერთ იმ რე­ფორ­მას, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ამ გზა­ზე.

სწო­რედ, დღეს მოლ­დო­ვის პრე­ზი­დენ­ტმა (ერ­თგვა­რად თეთ­რი შუ­რით მშურს მისი) ხელი მო­ა­წე­რა გან­კარ­გუ­ლე­ბას, დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ კვი­რას გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და­ი­წყებს და ჩვენც ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით ახლა.

და ეს თქვენ­თვის იმ საქ­მის სწო­რი დაგ­ვირ­გვი­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და, რაც აქამ­დე გა­გი­კე­თე­ბი­ათ, რად­გან მე კარ­გად ვიცი, რომ თქვენ ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი ხართ (დიდ­წი­ლად ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში), რომ­ლე­ბიც აქამ­დე სწო­რედ ჩვენ ევ­რო­პულ გზა­ზე მუ­შა­ობ­დნენ და რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი აქვთ იმ მიღ­წე­ვა­ში, რო­მე­ლიც არ­ცერთ მთავ­რო­ბა­სა და არ­ცერთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ეკუთ­ვნის. ეს ჩვე­ნი დიპ­ლო­მა­ტი­ის მიღ­წე­ვაა, რომ ჩვენ მი­ვე­დით კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სამ­დე და მას­თან ერ­თად ჩვე­ნი ხალ­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბაა - ამ საქ­მეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და ხალ­ხის ნება სჭირ­დე­ბა. და დღეს რაც ხდე­ბა, ეს არის ღა­ლა­ტი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის, ეს არის ღა­ლა­ტი იმ ხალ­ხის, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­დან და მა­ნამ­დეც, სწო­რედ, ამ ევ­რო­პულ გზა­ზე ოც­ნე­ბობ­და.

ამი­ტომ, მე დღეს მტკი­ვა, თქვენ მა­გივ­რად და თქვენ­თვის, რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხართ, გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში, როცა ერთი რამ უნდა თქვათ და მე­ო­რე რამ გწამთ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე ამის იმე­დი მაქვს, რომ თქვენ გწამთ იმი­სი, რაც გწამ­დათ აქამ­დე. და ამა­ში, მინ­და ვიყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი.

მარ­თა­ლია, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს არ მო­ე­თხო­ვე­ბათ, რა­ღაც­ნა­ი­რად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღონ იმა­ზე, რა­საც მათ კარ­ნა­ხო­ბენ, მაგ­რამ ელ­ჩე­ბი უცხო ქვეყ­ნებ­ში და მით უმე­ტეს, ევ­რო­კავ­შირ­ში, რომ­ლე­ბიც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ად­გე­ნენ, არ არი­ან ჩვე­უ­ლებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, არ არი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი და აქვთ ბევ­რად მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რა­მე­თუ ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ ქვე­ყა­ნას და არა რო­მე­ლი­მე მთავ­რო­ბას. მთავ­რო­ბე­ბი მი­დი­ან და მო­დი­ან. თქვენ წარ­მო­ად­გენთ ქვე­ყა­ნას, მის ინ­ტე­რე­სებს, მის წარ­სულს და მის მო­მა­ვალს, და ეს არის უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

ამი­ტომ, მე არა­ფერს გას­წავ­ლით და არა­ფერს გკარ­ნა­ხობთ, მაგ­რამ მინ­და გი­თხრათ, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის არა-ჩვე­უ­ლებ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი 26 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტარ­დე­ბა, მაგ­რამ თქვენ­თვის არ­ჩე­ვა­ნის დრო უკვე დად­გა“, - აღ­ნიშ­ნავს პრე­ზი­დენ­ტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

პრეზიდენტი საქართველოს ელჩებს მიმართავს - "დღეს მტკივა, თქვენ მაგივრად და თქვენთვის, რომ ამ მდგომარეობაში ხართ..."

პრეზიდენტი საქართველოს ელჩებს მიმართავს - "დღეს მტკივა, თქვენ მაგივრად და თქვენთვის, რომ ამ მდგომარეობაში ხართ..."

ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არაჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ელჩებისადმი მიმართვაში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი ელჩებს, მიმართავს, რომ ისინი შუაგულ ევროპაში ისმენენ ტყუილებს, რომ თურმე საქართველოს ევროპული გზა გრძელდება, პარტნიორების განცხადებების მიუხედავად და რომ, თურმე საქართველო 2030 წელს მაინც შეძლებს ევროკავშირში შესვლას. პარალელურად პრეზიდენტის თქმით, პრაქტიკულად ყველა ევროპელი ლიდერი კითხვას სვამს, რას რას ნიშნავს ის, რომ ,,საქართველო მაინც შევა ევროკავშირში“- იმის მიუხედავად, რომ იღებს რუსულ კანონებს, არ ისმენს არცერთ რეკომენდაციას და არ ასრულებს არცერთ რეფორმას, რომელიც საჭიროა.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას ელჩების ნაცვლად სტკივა, რომ გაურკვევლობაში არიან, როცა ერთი უნდა თქვან და მეორე სწამთ.

“საქართველოს ელჩებო, მოგმართავთ თქვენ. მოგმართავთ დღეს, რამეთუ აქამდე არ მომეცა საშუალება, რომ არც დიპლომატის დღეზე, არც ამბასადორიალზე, არც რომელიმე სხვა ღონისძიებაზე მომემართა თქვენთვის და სხვათა შორის, როცა მე მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნა იქაც, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ ვხვდებით.

დღეს ჩავთვალე, რომ საჭირო იყო მომემართა თქვენთვის, რამეთუ თქვენ, ევროკავშირის ქვეყნებში ჩვენი ყველა ელჩი გუშინ და დღეს შეკრებილნი ხართ ბერლინში, გერმანიის დედაქალაქში, შუაგულ ევროპაში. იმ ქვეყანაში, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოს ევროპულ გზაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან ჩვენი მხარდამჭერია და მთელ ამ გზაზე მოგვყვებოდა და მხარს გვიჭერდა. ქვეყანა, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენი ასოცირების გადაწყვეტილებისას, ასევე, ვიზალიბერალიზაციისა, დაბოლოს, ამ ბოლო გადაწყვეტილებაზე, რომლითაც კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა.

თქვენ ზუსტად იქ ხართ, ამ შუაგულ ევროპაში და იქ ისმენთ ტყუილებს. ტყუილებს იმის შესახებ, რომ თურმე ჩვენი ევროპული გზა გრძელდება, ჩვენი პარტნიორების განცხადებების მიუხედავად, რომ თურმე საქართველო 2030 წელს (თუ როდის არ ვიცი) მაინც შეძლებს ევროკავშირში შესვლას. მე ვიმყოფებოდი შვეიცარიაში შაბათ-კვირას, სადაც პრაქტიკულად ყველა ევროპელ ლიდერს შევხვდი და ისინი მეკითხებოდნენ თუ რას ნიშნავს ის, რომ ,,საქართველო მაინც შევა ევროკავშირში“, ,,მაინც“- რას ნიშნავსო, იმის მიუხედავად, რომ იღებს რუსულ კანონებს და არამხოლოდ ერთ კანონს, იმის მიუხედავად, რომ არ ისმენს არცერთ რეკომენდაციას და თვითონ არ ასრულებს არცერთ იმ რეფორმას, რომელიც საჭიროა ამ გზაზე.

სწორედ, დღეს მოლდოვის პრეზიდენტმა (ერთგვარად თეთრი შურით მშურს მისი) ხელი მოაწერა განკარგულებას, დელეგაციის შემადგენლობის შესახებ, რომელიც მომავალ კვირას გაწევრიანების მოლაპარაკებებს დაიწყებს და ჩვენც ამ მდგომარეობაში უნდა ვყოფილიყავით ახლა.

და ეს თქვენთვის იმ საქმის სწორი დაგვირგვინება იქნებოდა, რაც აქამდე გაგიკეთებიათ, რადგან მე კარგად ვიცი, რომ თქვენ ის პროფესიონალი დიპლომატები ხართ (დიდწილად ყოველ შემთხვევაში), რომლებიც აქამდე სწორედ ჩვენ ევროპულ გზაზე მუშაობდნენ და რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ იმ მიღწევაში, რომელიც არცერთ მთავრობასა და არცერთ ხელისუფლებას არ ეკუთვნის. ეს ჩვენი დიპლომატიის მიღწევაა, რომ ჩვენ მივედით კანდიდატის სტატუსამდე და მასთან ერთად ჩვენი ხალხის დამსახურებაა - ამ საქმეს პროფესიონალები და ხალხის ნება სჭირდება. და დღეს რაც ხდება, ეს არის ღალატი პროფესიონალიზმის, ეს არის ღალატი იმ ხალხის, რომელიც პირველივე დღიდან, დამოუკიდებლობიდან და მანამდეც, სწორედ, ამ ევროპულ გზაზე ოცნებობდა.

ამიტომ, მე დღეს მტკივა, თქვენ მაგივრად და თქვენთვის, რომ ამ მდგომარეობაში ხართ, გაურკვევლობაში, როცა ერთი რამ უნდა თქვათ და მეორე რამ გწამთ. ყოველ შემთხვევაში, მე ამის იმედი მაქვს, რომ თქვენ გწამთ იმისი, რაც გწამდათ აქამდე. და ამაში, მინდა ვიყო დარწმუნებული.

მართალია, საჯარო მოხელეებს არ მოეთხოვებათ, რაღაცნაირად პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რასაც მათ კარნახობენ, მაგრამ ელჩები უცხო ქვეყნებში და მით უმეტეს, ევროკავშირში, რომლებიც დღეს საქართველოს წარმოადგენენ, არ არიან ჩვეულებრივ მდგომარეობაში, არ არიან ჩვეულებრივი საჯარო მოხელეები და აქვთ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა, რამეთუ ისინი წარმოადგენენ ქვეყანას და არა რომელიმე მთავრობას. მთავრობები მიდიან და მოდიან. თქვენ წარმოადგენთ ქვეყანას, მის ინტერესებს, მის წარსულს და მის მომავალს, და ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა.

ამიტომ, მე არაფერს გასწავლით და არაფერს გკარნახობთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.