პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სუფრამდე არც მივსულვარ, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ მთელმა სუფრამ პროტესტის ნიშნად დატოვა რესტორანი" - რას წერს ნიკა მელია და რას პასუხობს რესტორნის მეპატრონე
"სუფრამდე არც მივსულვარ, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ მთელმა სუფრამ პროტესტის ნიშნად დატოვა რესტორანი" - რას წერს ნიკა მელია და რას პასუხობს რესტორნის მეპატრონე

რეს­ტო­რან "ქვევრში“ მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე, პო­ლი­ტი­კო­სი ნიკა მე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ გან­მარ­ტე­ბას აქ­ვეყ­ნებს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ვი­დეო გავ­რცელ­და, სა­დაც ჩან­და, რომ ობი­ექ­ტზე შე­სულ მე­ლი­ას, დი­რექ­ტორ­მა ლაშა ბას­ლან­ძემ იქა­უ­რო­ბა და­ა­ტო­ვე­ბი­ნა. რა მოხ­და რეს­ტო­რან­ში ამის შე­სა­ხებ ორი­ვე მხა­რე სტა­ტუ­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­უბ­რობს.

ნიკა მე­ლია:

"მინ­და მო­გიყ­ვეთ იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ეს­მით "ქო­ცებს" არა მხო­ლოდ მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბა, არა­მედ სა­ერ­თოდ სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბა და სა­ერ­თოდ ქარ­თვე­ლო­ბა.

ამ­ბა­ვი იმით და­ი­წყო, რომ ძა­ლი­ან კარგ ქარ­თველს შე­ე­ძი­ნა შვი­ლიშ­ვი­ლი. და­გეგ­მა ძე­ო­ბა, ორი დღით ადრე და­უ­ჯავ­შნია რეს­ტო­რა­ნი, დამ­პა­ტი­ჟა.

და­ძა­ბუ­ლი გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც გა­დავ­წყვი­ტე მცი­რე ხნით მის­ვლა. მი­ვე­დი და ეს რეს­ტო­რა­ნი, "ქვევ­რი“, აღ­მოჩ­ნდა "ოც­ნე­ბის“ კა­რის ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და ამა­ვე დროს პოს­ტი­ვის თა­ნამ­შრომ­ლის - ვინ­მე ლაშა ბას­ლან­ძის. რო­გორც გა­ირ­კვა, "ქვევ­რის“ პატ­რო­ნი ქვევ­რი­ვი­თაა - რა­საც "ოც­ნე­ბა" ჩას­ძა­ხებს, იმას ამოგ­ძა­ხებს.

ზუს­ტად ასე ამომ­ძა­ხა ძე­ო­ბა­ზე მი­სულს - ათ­კა­ცი­ა­ნი დაც­ვით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი კარ­თან დამ­ხვდა სა­მარ­ცხვი­ნოდ, გო­ი­მუ­რად და არა­კა­ცუ­რად - არ შე­მოხ­ვი­დეო.

სუფ­რამ­დე არც მივ­სულ­ვარ, რა­საც შე­დე­გად მოჰ­ყვა ის რომ მთელ­მა სუფ­რამ, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ხალ­ხის­გან შედ­გე­ბო­და, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა რეს­ტო­რა­ნი.

ასე­თია "ქო­ცუ­რი" გა­გე­ბით, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ოჯა­ხის პა­ტი­ვის­ცე­მა. მათ­თვის სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბა მხო­ლოდ პოზ­ნე­რის­თვის გა­წე­ლი­ლი ელარ­ჯი და პარ­ლა­მენ­ტის სკამ­ში ჩამ­ჯდა­რი გავ­რი­ლო­ვია.

მად­ლო­ბა ღმერ­თს ექი­მი არაა, თო­რემ წარ­მო­მიდ­გე­ნია რამ­დენს გა­წი­რავ­და სა­სიკ­ვდი­ლოდ".

ლაშა ბას­ლან­ძე წერს, რომ ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის მხრი­დან ხში­რად იყო შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქ­ტე­ბი. სწო­რედ ეს გახ­და მი­ზე­ზი, რომ პო­ლი­ტი­კო­სის­თვის რეს­ტო­რან­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა არ მი­ე­ცა.

"ბოლო 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ უსამ­შობ­ლო­ე­ბის­გან მომ­რავ­ლე­ბუ­ლია "შე­ვიწ­რო­ე­ბის“, "დის­კომ­ფორ­ტის შექ­მნის“ შემ­თხვე­ვე­ბი - ღია ცის ქვეშ, პარკში, თე­ატ­რში, შვი­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით და ა.შ.

ერთ-ერთი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი (ალა ლუ­სულ კა­ნონს ვინც ყვი­რის და ბო­ი­კოტ­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სი რო­მაა "ქვევ­რი" მის­თვის) მო­დის ჩემს სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ჩემს რეს­ტო­რან­ში და თვი­თონ­ვე მე­უბ­ნე­ბა, რომ იცის ვინც ვარ და რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ცაა იქ, რაც ჩემ­თვის პი­რა­დად ორ­მა­გი სტან­დარ­ტის ამ­ბა­ვია - ისე­დაც საკ­მა­ოდ დიდი პრობ­ლე­მა არამ­ხო­ლოდ დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­მედ მსოფ­ლი­ო­შიც.

ერთი ის იცო­დეს ყვე­ლამ, "ქვევ­რი", რო­მე­ლიც არის ქარ­თუ­ლი, ოჯა­ხუ­რი, ტრა­დი­ცი­უ­ლი არა­სო­დეს არ უმას­პინ­ძლებს ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტეს, ვი­საც რო­გორ გინ­დათ ისე შე­ხე­დეთ ამ ჩემს სი­ტყვებს.

პრინ­ცი­პუ­ლო­ბა ალ­ბათ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო თვი­სე­ბაა ადა­მი­ა­ნის­თვის - ნა­თე­ლი და პირ­და­პი­რი მა­გა­ლი­თი პრინ­ცი­პუ­ლო­ბა რო­გორ გან­სხვავ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნებ­ში კი გუ­შინ­დე­ლი შემ­თხვე­ვაა - ნი­კა­ნორ მე­ლია სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით მიბ­რძან­დე­ბა კი­ბე­ებ­ზე მათი თქმით "რუ­სულ ბიზ­ნეს­ში, რუ­სულ რეს­ტო­რან­ში“ და ნა­თე­ლია ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ასე­ვე მათი თქმით, პა­ტარ-პა­ტა­რა დის­კომ­ფორ­ტე­ბი ყვე­ლა ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტეს უნდა შე­ექ­მნას.

ლო­გი­კუ­რია რომ ეს ადა­მი­ა­ნი ჩემს რეს­ტო­რან­ში არა­სო­დეს არ იქ­ნე­ბა სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი და ამას ვინც შე­ი­ცხა­დებს, აუ­ცი­ლებ­ლად ძა­ლით იბრმა­ვებს თავს.

გა­უ­მარ­ჯოს ერ­თი­ან სა­ქარ­თვე­ლოს, რაც აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი, ამ პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნე­ბის ჩა­მო­შო­რე­ბის შემ­დეგ".

00:00 / 00:00
ავტორი:

"სუფრამდე არც მივსულვარ, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ მთელმა სუფრამ პროტესტის ნიშნად დატოვა რესტორანი" - რას წერს ნიკა მელია და რას პასუხობს რესტორნის მეპატრონე

"სუფრამდე არც მივსულვარ, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ მთელმა სუფრამ პროტესტის ნიშნად დატოვა რესტორანი" - რას წერს ნიკა მელია და რას პასუხობს რესტორნის მეპატრონე

რესტორან "ქვევრში“ მომხდარ ინციდენტზე, პოლიტიკოსი ნიკა მელია სოციალურ ქსელში ვრცელ განმარტებას აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ მომხდარის შესახებ რამდენიმე საათის წინ ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანდა, რომ ობიექტზე შესულ მელიას, დირექტორმა ლაშა ბასლანძემ იქაურობა დაატოვებინა. რა მოხდა რესტორანში ამის შესახებ ორივე მხარე სტატუსების საშუალებით საუბრობს.

ნიკა მელია:

"მინდა მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ ესმით "ქოცებს" არა მხოლოდ მომსახურების სფეროში საქმიანობა, არამედ საერთოდ სტუმარ-მასპინძლობა და საერთოდ ქართველობა.

ამბავი იმით დაიწყო, რომ ძალიან კარგ ქართველს შეეძინა შვილიშვილი. დაგეგმა ძეობა, ორი დღით ადრე დაუჯავშნია რესტორანი, დამპატიჟა.

დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე მცირე ხნით მისვლა. მივედი და ეს რესტორანი, "ქვევრი“, აღმოჩნდა "ოცნების“ კარის ბიზნესმენისა და ამავე დროს პოსტივის თანამშრომლის - ვინმე ლაშა ბასლანძის. როგორც გაირკვა, "ქვევრის“ პატრონი ქვევრივითაა - რასაც "ოცნება" ჩასძახებს, იმას ამოგძახებს.

ზუსტად ასე ამომძახა ძეობაზე მისულს - ათკაციანი დაცვით გარშემორტყმული კართან დამხვდა სამარცხვინოდ, გოიმურად და არაკაცურად - არ შემოხვიდეო.

სუფრამდე არც მივსულვარ, რასაც შედეგად მოჰყვა ის რომ მთელმა სუფრამ, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ხალხისგან შედგებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა რესტორანი.

ასეთია "ქოცური" გაგებით, ტრადიციებისა და ოჯახის პატივისცემა. მათთვის სტუმარ-მასპინძლობა მხოლოდ პოზნერისთვის გაწელილი ელარჯი და პარლამენტის სკამში ჩამჯდარი გავრილოვია.

მადლობა ღმერთს ექიმი არაა, თორემ წარმომიდგენია რამდენს გაწირავდა სასიკვდილოდ".

ლაშა ბასლანძე წერს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოწინააღმდეგეების მხრიდან ხშირად იყო შევიწროების ფაქტები. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ პოლიტიკოსისთვის რესტორანში შესვლის უფლება არ მიეცა.

"ბოლო 1 თვის განმავლობაში ამ უსამშობლოებისგან მომრავლებულია "შევიწროების“, "დისკომფორტის შექმნის“ შემთხვევები - ღია ცის ქვეშ, პარკში, თეატრში, შვილების თანდასწრებით და ა.შ.

ერთ-ერთი ოპოზიციის წარმომადგენელი (ალა ლუსულ კანონს ვინც ყვირის და ბოიკოტგამოცხადებული რუსული ბიზნესი რომაა "ქვევრი" მისთვის) მოდის ჩემს საკუთარ ტერიტორიაზე, ჩემს რესტორანში და თვითონვე მეუბნება, რომ იცის ვინც ვარ და რა სიტუაციაცაა იქ, რაც ჩემთვის პირადად ორმაგი სტანდარტის ამბავია - ისედაც საკმაოდ დიდი პრობლემა არამხოლოდ დღევანდელ საქართველოში არამედ მსოფლიოშიც.

ერთი ის იცოდეს ყველამ, "ქვევრი", რომელიც არის ქართული, ოჯახური, ტრადიციული არასოდეს არ უმასპინძლებს ქვეყნის მოღალატეს, ვისაც როგორ გინდათ ისე შეხედეთ ამ ჩემს სიტყვებს.

პრინციპულობა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საჭირო თვისებაა ადამიანისთვის - ნათელი და პირდაპირი მაგალითი პრინციპულობა როგორ განსხვავდება სხვადასხვა ადამიანებში კი გუშინდელი შემთხვევაა - ნიკანორ მელია საკუთარი სურვილით მიბრძანდება კიბეებზე მათი თქმით "რუსულ ბიზნესში, რუსულ რესტორანში“ და ნათელია ჩემი დამოკიდებულება, ასევე მათი თქმით, პატარ-პატარა დისკომფორტები ყველა ქვეყნის მოღალატეს უნდა შეექმნას.

ლოგიკურია რომ ეს ადამიანი ჩემს რესტორანში არასოდეს არ იქნება სასურველი სტუმარი და ამას ვინც შეიცხადებს, აუცილებლად ძალით იბრმავებს თავს.

გაუმარჯოს ერთიან საქართველოს, რაც აუცილებლად იქნება ჩვენი მომავალი, ამ პატარა ადამიანების ჩამოშორების შემდეგ".