საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხი ფიქრობს, “რატომ არის ყოველთვის გაბრაზებული?” იმიტომ, რომ ვიღაცა თავის კამერას სახეში მჩრის...გამორბიან და ყვირიან, ჯეი ლოო" - ბენ აფლეკი განმარტავს, რატომ აქვს მუდმივად "უჟმური" გამომეტყველება
"ხალხი  ფიქრობს, “რატომ არის ყოველთვის გაბრაზებული?” იმიტომ, რომ ვიღაცა თავის კამერას სახეში მჩრის...გამორბიან და ყვირიან, ჯეი ლოო" - ბენ აფლეკი განმარტავს, რატომ აქვს მუდმივად "უჟმური" გამომეტყველება

ბენ აფ­ლე­კი ჯე­ნი­ფერ ლო­პეს­თან ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ იშ­ვი­ა­თად სა­უბ­რობს. ამ­ჯე­რად, მსა­ხი­ობ­მა მე­უღ­ლის "აბ­სო­ლუ­ტუ­რად გი­ჟუ­რი" დო­ნის პო­პუ­ლა­რო­ბას­თან შე­გუ­ე­ბა­ზე ისა­უბ­რა. ბენი კე­ვინ ჰარ­ტის Hart to Heart თოქ-შო­უ­ში გა­მოჩ­ნდა და აღ­ნიშ­ნულ თე­მას სწო­რედ იქ შე­ე­ხო.

  • "ჯე­ნი­ფერ­თან ერ­თად სა­დღაც წა­ვე­დი - ვერ ვიხ­სე­ნებ. ის ისე­თი ცნო­ბი­ლია, ხალ­ხს უყ­ვარს და მარ­თლაც წარ­მო­ად­გენს რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვანს მათ­თვის", - უთხრა აფ­ლეკ­მა წამ­ყვანს.

"ჩემ­თან შეხ­ვედ­რი­სას ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ: “ჰეი, შენი ფილ­მი მომ­წონს” და შემ­დეგ: “აა­ა­ა­ა­ა­აჰ! ჯეი-ლო!' ეს სა­ო­ცა­რია, ხვდე­ბი, რას ვგუ­ლის­ხმობ?" - ამ­ბობს ბენი.

აფ­ლეკ­მა ასე­ვე გა­იხ­სე­ნა ცო­ლის უკი­დუ­რე­სი პო­პუ­ლა­რო­ბის კი­დევ ერთი მა­გა­ლი­თი და ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ნიუ-იორკში, თა­იმს-სქვერ­ში შვი­ლებ­თან ერ­თად ოჯა­ხუ­რი სე­ირ­ნო­ბი­სას მოხ­და.

"მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვე­დით, სპექ­ტაკლზე მივ­დი­ო­დით და ვამ­ბობ: “ამის დე­დაც, პა­ტა­რავ, და­ვაგ­ვი­ა­ნებთ..." ფე­ხით წა­მო­ვე­დით. მას­თან და ბავ­შვებ­თან ერ­თად თა­იმს-სქვე­რის გავ­ლით გად­მო­ვე­დით და ჯან­და­ბა, სი­გი­ჟე იყო", - იხ­სე­ნებს ბენი.

აფ­ლეკ­მა, რო­მელ­მაც ლო­პეს­ზე 2022 წელს იქორ­წი­ნა, გა­ნაგ­რძო: "ვი­ფიქ­რე, “ოჰ, ღმერ­თო ჩემო”. იქ იყო ქალი, მა­რი­ხუ­ა­ნას ეწე­ო­და, ია­სამ­ნის­ფერ მჭიდ­რო კოს­ტი­უმ­ში, გა­მო­იქ­ცა, თან ვი­დე­ოს იღებ­და და ყვი­რო­და: “ჯეი-ლოოო!”"

  • აფ­ლეკ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა თა­ვის ცნო­ბილ სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბებ­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ ზოგ­ჯერ პა­პა­რა­ცე­ბის ფო­ტო­ებ­ში გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რად­გან "ცოტა მორ­ცხვია."

"ბევ­რი ყუ­რა­დღე­ბა არ მომ­წონს. ამი­ტო­მაც ხალ­ხი მხე­დავს და ფიქ­რობს, “რა­ტომ არის ეს ტიპი ყო­ველ­თვის გაბ­რა­ზე­ბუ­ლი?” იმი­ტომ, რომ ვი­ღა­ცა თა­ვის კა­მე­რას სა­ხე­ში მჩრის და ვფიქ­რობ: “აი, და­ი­წყო”.

"ბეტ­მე­ნის" ვარ­სკვლავს არ უსა­უბ­რია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ ქორ­წი­ნე­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ხალხი ფიქრობს, “რატომ არის ყოველთვის გაბრაზებული?” იმიტომ, რომ ვიღაცა თავის კამერას სახეში მჩრის...გამორბიან და ყვირიან, ჯეი ლოო" - ბენ აფლეკი განმარტავს, რატომ აქვს მუდმივად "უჟმური" გამომეტყველება

"ხალხი  ფიქრობს, “რატომ არის ყოველთვის გაბრაზებული?” იმიტომ, რომ ვიღაცა თავის კამერას სახეში მჩრის...გამორბიან და ყვირიან, ჯეი ლოო" - ბენ აფლეკი განმარტავს, რატომ აქვს მუდმივად "უჟმური" გამომეტყველება

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან ქორწინების შესახებ იშვიათად საუბრობს. ამჯერად, მსახიობმა მეუღლის "აბსოლუტურად გიჟური" დონის პოპულარობასთან შეგუებაზე ისაუბრა. ბენი კევინ ჰარტის Hart to Heart თოქ-შოუში გამოჩნდა და აღნიშნულ თემას სწორედ იქ შეეხო.

  • "ჯენიფერთან ერთად სადღაც წავედი - ვერ ვიხსენებ. ის ისეთი ცნობილია, ხალხს უყვარს და მართლაც წარმოადგენს რაღაც მნიშვნელოვანს მათთვის", - უთხრა აფლეკმა წამყვანს.

"ჩემთან შეხვედრისას ადამიანები ამბობენ: “ჰეი, შენი ფილმი მომწონს” და შემდეგ: “აააააააჰ! ჯეი-ლო!' ეს საოცარია, ხვდები, რას ვგულისხმობ?" - ამბობს ბენი.

აფლეკმა ასევე გაიხსენა ცოლის უკიდურესი პოპულარობის კიდევ ერთი მაგალითი და ამბავი, რომელიც ნიუ-იორკში, თაიმს-სქვერში შვილებთან ერთად ოჯახური სეირნობისას მოხდა.

"მანქანიდან გადმოვედით, სპექტაკლზე მივდიოდით და ვამბობ: “ამის დედაც, პატარავ, დავაგვიანებთ..." ფეხით წამოვედით. მასთან და ბავშვებთან ერთად თაიმს-სქვერის გავლით გადმოვედით და ჯანდაბა, სიგიჟე იყო", - იხსენებს ბენი.

აფლეკმა, რომელმაც ლოპესზე 2022 წელს იქორწინა, განაგრძო: "ვიფიქრე, “ოჰ, ღმერთო ჩემო”. იქ იყო ქალი, მარიხუანას ეწეოდა, იასამნისფერ მჭიდრო კოსტიუმში, გამოიქცა, თან ვიდეოს იღებდა და ყვიროდა: “ჯეი-ლოოო!”"

  • აფლეკმა ასევე ისაუბრა თავის ცნობილ სახის გამომეტყველებებზე და აღნიშნა, რომ ზოგჯერ პაპარაცების ფოტოებში გაღიზიანებულად გამოიყურება, რადგან "ცოტა მორცხვია."

"ბევრი ყურადღება არ მომწონს. ამიტომაც ხალხი მხედავს და ფიქრობს, “რატომ არის ეს ტიპი ყოველთვის გაბრაზებული?” იმიტომ, რომ ვიღაცა თავის კამერას სახეში მჩრის და ვფიქრობ: “აი, დაიწყო”.

"ბეტმენის" ვარსკვლავს არ უსაუბრია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ქორწინებაში პრობლემები აქვს.

წყარო