საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამირეკა ვიღაც ბიჭმა, წყნეთიდან... ამბობს რომ დაინახა ადამიანი ეკლესიასთან" - რას წერს დაკარგულ პროფესორზე მეუღლე და რას ამბობენ შსს-ში?
"დამირეკა ვიღაც ბიჭმა, წყნეთიდან... ამბობს რომ დაინახა ადამიანი ეკლესიასთან" - რას წერს დაკარგულ პროფესორზე მეუღლე და რას ამბობენ შსს-ში?

მე­სა­მე დღეა, რაც თბი­ლის­ში ილი­ა­უ­ნი­სა და სა­პატ­რი­არ­ქოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორს გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძეს ეძე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მის­მა მე­უღ­ლემ ირმა მა­ლა­ცი­ძემ გა­ავ­რცე­ლა.

სამ­ძებ­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბიც ჩა­ერ­თნენ, თუმ­ცა აქამ­დე მის შე­სა­ხებ ოჯახს არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს. რო­გორც გა­ხე­ლა­ძის მე­უღ­ლე ამ­ბობს, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აპი­რებ­და წას­ვლას, მან­ქა­ნით გა­ჩე­რე­ბამ­დე ჩა­იყ­ვა­ნა, იქ და­ტო­ვა და მას შემ­დეგ არა­ფე­რი გა­უ­გია.

"ერთი თვის წინ გი­ორ­გი ძა­ლი­ან ცუ­დად იყო - გო­ნე­ბა და­კარ­გა, და­ე­ცა და ინ­სულ­ტის ნიშ­ნე­ბი ჰქონ­და, კლი­ნი­კა­ში იწვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­და­მა­ვა­ლი იშე­მია იყო, ერთი დღით მე­ტყვე­ლე­ბაც შე­ფერ­ხე­ბუ­ლი ჰქონ­და. მას მერე ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ, ვიმ­კურ­ნა­ლეთ, ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი. გი­ორ­გიმ მო­წე­ვას თავი და­ა­ნე­ბა, სას­მელ­საც წვეთს აღარ იღებ­და (ისე­დაც არ სვამ­და დი­დად), ანუ დი­ე­ტის რე­ჟიმ­ში იყო, ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი, რომ არ გა­დაღ­ლი­ლი­ყო... ახლა იმის მე­ში­ნია, მსგავ­სი ხომ არა მოხ­და რა, ამ სი­ცხე­ში რომ იარა, ინ­სულ­ტი ხომ არ გან­მე­ორ­და" - თქვა გუ­შინ მა­ლა­ცი­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

ჩვენ გა­ხე­ლა­ძის მე­უღ­ლეს დღე­საც და­ვუ­კავ­შირ­დით თუმ­ცა ამ­ბობს, რომ სი­ახ­ლე ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რია.

"და­მი­რე­კა ვი­ღაც ბიჭ­მა, წყნე­თი­დან. ამ­ბობს რომ და­ი­ნა­ხა ადა­მი­ა­ნი ეკ­ლე­სი­ას­თან ახ­ლოს, "სა­ნა­მენ­ტე­თან". ძა­ლი­ან ჰგავს აღ­წე­რი­ლო­ბა. ვინ­მე ხომ არ ხართ წყნეთ­ში?" - ეს არის ბოლო ინ­ფორ­მა­ცია რა­საც და­კარ­გუ­ლი პრო­ფე­სო­რის მე­უღ­ლე ავ­რცე­ლებს.

რო­გორც AMBEBI.GE-ს შსს-ში უთხრეს, "გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძის სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მე­ო­რე დღეა ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში დღეს დი­ლი­დან ჩა­ერ­თნენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე- მაშ­ვე­ლე­ბი შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კი­თა და დრო­ნე­ბით. ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია 143- ე მუხ­ლით."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დამირეკა ვიღაც ბიჭმა, წყნეთიდან... ამბობს რომ დაინახა ადამიანი ეკლესიასთან" - რას წერს დაკარგულ პროფესორზე მეუღლე და რას ამბობენ შსს-ში?

"დამირეკა ვიღაც ბიჭმა, წყნეთიდან... ამბობს რომ დაინახა ადამიანი ეკლესიასთან" - რას წერს დაკარგულ პროფესორზე მეუღლე და რას ამბობენ შსს-ში?

მესამე დღეა, რაც თბილისში ილიაუნისა და საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორს გიორგი გახელაძეს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ ირმა მალაციძემ გაავრცელა.

სამძებრო საქმიანობაში სამართალდამცველებიც ჩაერთნენ, თუმცა აქამდე მის შესახებ ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ აქვს. როგორც გახელაძის მეუღლე ამბობს, 19 ივნისს გიორგი გახელაძე უნივერსიტეტში აპირებდა წასვლას, მანქანით გაჩერებამდე ჩაიყვანა, იქ დატოვა და მას შემდეგ არაფერი გაუგია.

"ერთი თვის წინ გიორგი ძალიან ცუდად იყო - გონება დაკარგა, დაეცა და ინსულტის ნიშნები ჰქონდა, კლინიკაში იწვა, სავარაუდოდ, გარდამავალი იშემია იყო, ერთი დღით მეტყველებაც შეფერხებული ჰქონდა. მას მერე ყველაფერი გამოვიკვლიეთ, ვიმკურნალეთ, ძალიან ვუფრთხილდებოდი. გიორგიმ მოწევას თავი დაანება, სასმელსაც წვეთს აღარ იღებდა (ისედაც არ სვამდა დიდად), ანუ დიეტის რეჟიმში იყო, ძალიან ვუფრთხილდებოდი, რომ არ გადაღლილიყო... ახლა იმის მეშინია, მსგავსი ხომ არა მოხდა რა, ამ სიცხეში რომ იარა, ინსულტი ხომ არ განმეორდა" - თქვა გუშინ მალაციძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ჩვენ გახელაძის მეუღლეს დღესაც დავუკავშირდით თუმცა ამბობს, რომ სიახლე ჯერჯერობით არაფერია.

"დამირეკა ვიღაც ბიჭმა, წყნეთიდან. ამბობს რომ დაინახა ადამიანი ეკლესიასთან ახლოს, "სანამენტეთან". ძალიან ჰგავს აღწერილობა. ვინმე ხომ არ ხართ წყნეთში?" - ეს არის ბოლო ინფორმაცია რასაც დაკარგული პროფესორის მეუღლე ავრცელებს.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში უთხრეს, "გიორგი გახელაძის საძიებო სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში დღეს დილიდან ჩაერთნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები შესაბამისი ტექნიკითა და დრონებით. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 143- ე მუხლით."