პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თელავიდან გერმანიაში მანქანით წავედი... სტადიონზე თურქმა ჩვენს დროშას დააფურთხა, რასაც ჩხუბი მოჰყვა, შემდეგ დამიჭირეს" - რას ჰყვება ცნობილი ფოტოს გმირი
"თელავიდან გერმანიაში მანქანით წავედი... სტადიონზე თურქმა ჩვენს დროშას დააფურთხა, რასაც ჩხუბი მოჰყვა, შემდეგ დამიჭირეს" -  რას ჰყვება ცნობილი ფოტოს გმირი

მე­სა­მე დღეა დორ­ტმუნდში თურ­ქეთ-სა­ქარ­თვე­ლოს მატ­ჩის მი­მართ ინ­ტე­რე­სი არ წყდე­ბა. ჩვენ იმ დღეს მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად ვწერთ, მო­სახ­ლე­ო­ბას გაც­ნობთ გულ­შე­მატ­კივ­რებს, რომ­ლე­ბიც იმ დღეს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცნენ.

ჩვენ უკვე გა­გა­ცა­ნით იმ დღის გმი­რი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შას თურ­ქი გულ­შე­მატ­კივ­რის სექ­ტორ­ში აფ­რი­ა­ლებ­და, ასე­ვე ქარ­თულ-თურ­ქუ­ლი ოჯა­ხი, რო­მე­ლიც სტა­დი­ონ­ზე სა­კუ­თარ ქვეყ­ნებს გულ­შე­მატ­კივ­რობ­და. ამ­ჯე­რად თე­ლა­ველ ვა­ლე­რი ბო­ჭო­რიშ­ვილ­ზე მო­გიყ­ვე­ბით, რო­მე­ლიც დღის გმი­რად, ჯერ კი­დევ მატ­ჩის და­წყე­ბამ­დე იქცა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თა­მა­შის და­წყე­ბამ­დე დორ­ტმუნ­დის სტა­დი­ონ­ზე და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო, რა დრო­საც ქარ­თველ და თურქ გულ­შე­მატ­კივ­რებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფა­ნებს შო­რის გერ­მა­ნუ­ლი სპეც­რაზ­მი ჩად­გა და ვი­თა­რე­ბაც გა­ნი­მუხ­ტა. ერთი ტა­ი­მის შემ­დეგ კი ორი­ვე მხა­რეს მყო­ფი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი და­ა­კა­ვეს.

ვა­ლე­რი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის ფო­ტომ, სა­დაც კა­ხე­ლი ფა­ნის მო­ღე­რე­ბუ­ლი მუშ­ტი ჩანს თურ­ქი გულ­შე­მატ­კივ­რის მი­მართ, ორი დღის მან­ძილ­ზე მსოფ­ლიო მე­დი­ე­ბი მო­ი­ა­რა. რა მოხ­და გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა რი­გებ­ში და რა­ტომ და­ი­წყო ჩხუ­ბი, მთა­ვა­რი გმი­რი გერ­მა­ნი­ი­დან გვიყ­ვე­ბა.

- თე­ლა­ვი­დან-გერ­მა­ნი­ა­ში მატჩზე და­სას­წრე­ბად ხუთი მე­გო­ბა­რი მან­ქა­ნით წა­ვე­დით. 13-ში ღამე 12 სა­ათ­ზე გა­მო­ვე­დით და 17-ში უკვე გერ­მა­ნი­ა­ში ვი­ყა­ვით, ქა­ლაქ ესენ­ში. აქ დავ­ბი­ნავ­დით, იქამ­დე კი გა­მო­ვი­ა­რეთ თურ­ქე­თი, ბულ­გა­რე­თი, სერ­ბე­თი, უნ­გრე­თი, ავ­სტრია და შე­მო­ვე­დით გერ­მა­ნი­ა­ში. 18-ში დი­ლას, თა­მა­შის დღეს დორ­ტმუნდში მა­ტა­რებ­ლით წა­ვე­დით, აქე­დან და­ახ­ლო­ე­ბით 30 კი­ლო­მეტ­რია. უესტ პარკში ქო­მა­გებ­თან ერ­თად შე­ვიკ­რი­ბეთ, გა­ვერ­თეთ, ცოტა ლუდი დავ­ლი­ეთ, ვიმ­ხი­ა­რუ­ლეთ, თა­მა­შის­თვის გან­წყო­ბას ვიქ­მნი­დით. შემ­დეგ მატჩზე მსვლე­ლო­ბით წა­ვე­დით.

- რა მოხ­და სტა­დი­ონ­ზე შეს­ვლის შემ­დეგ?

- რო­დე­საც სტა­დი­ონ­ზე შე­ვე­დით, ის სექ­ტო­რი, სა­დაც ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ქო­მა­გე­ბი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი თურ­ქებს ჰქონ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი. რაც შეც­დო­მა იყო, არ ვიცი, ვისი მხრი­დან, უე­ფა­სი თუ ვინ­მემ გა­და­ყი­და ბი­ლე­თი და თურ­ქებს მი­ყი­და, ვერ გე­ტყვით. ფაქ­ტია იქ იყ­ვნენ. რა­მაც თა­ვი­დან პა­ტა­რა და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

აღ­მოჩ­ნდა, რომ გვერ­დით სექ­ტორ­ზეც მთლი­ა­ნად თურ­ქე­ბი იყ­ვნენ, სა­დაც რო­გორც წესი, რეგ­ლა­მენ­ტით და ბი­ლე­თე­ბით იქაც ქარ­თვე­ლე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. მე­ზო­ბე­ლი სექ­ტო­რი­დან ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით იგი­ნე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა ჩვენც არ და­ვა­კე­ლით. იყო შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბი, რა­ღა­ცებს ის­როდ­ნენ, ლუ­დის ქი­ლებს, დრო­შის სა­მაგრ პა­ტა­რა ჯო­ხებს. ჩვენც აქე­დან ვა­ყე­ნებ­დით შე­უ­რა­ცხყო­ფას. მერე უცებ ერთ-ერ­თმა თურ­ქმა ჩვენს პა­ტა­რა დრო­შას შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. კონ­კრე­ტუ­ლად ზედ და­ა­ფურ­თხა. რა­მაც გა­მო­იწ­ვია ეგ ყვე­ლა­ფე­რი.

- ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ამის შემ­დეგ და­ი­წყო?

- დიახ, მა­ნამ­დე თუ თავს ვი­კა­ვებ­დით და შო­რი­დან მი­დი­ო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, მერე უკვე ვე­ღარ მო­ვით­მი­ნეთ და ვერც ვე­რა­ვინ მო­ით­მენ­და. ახ­ლოს მი­ვე­დით და და­ი­წყო ჩხუ­ბი. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, დიდი ჩხუ­ბი არც ყო­ფი­ლა. მარ­ტი­ვად და­წყნარ­და იქა­უ­რო­ბა. რო­ბო­კო­პე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ და ჩვენს შო­რის ჩა­ლაგ­დნენ და ახ­ლოს აღარ გვიშ­ვებ­დნენ ერ­თმა­ნეთ­თან. პირ­ვე­ლი ტა­ი­მი რომ დას­რულ­და, შეს­ვე­ნე­ბის დროს სტა­დი­ო­ნის ფო­ი­ე­ში გა­მო­ვე­დი, იქ იდ­გნენ რო­ბო­კო­პე­ბი, წა­მავ­ლეს ხელი და წა­მიყ­ვა­ნეს, და­მი­ჭი­რეს.

ყვე­ლას სუ­რა­თი და ვი­დეო ჰქონ­დათ, ვინც ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამო­მიც­ნეს და წა­მიყ­ვა­ნეს. ჯერ სტა­დი­ო­ნის პა­ტა­რა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვი­ყა­ვით ჩა­კე­ტი­ლე­ბი. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი საკ­მა­ოდ კარ­გად გვექ­ცე­ოდ­ნენ. არა­ნა­ი­რი უხე­შო­ბა არ ყო­ფი­ლა. ასე­ვე ქარ­თვე­ლებ­საც გვი­ჭერ­დნენ და თურ­ქებ­საც. უბ­რა­ლოდ, თურ­ქებს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად უშ­ვებ­დნენ.

სა­დღაც ერთ სა­ათ­ში ყვე­ლა თურ­ქი გა­უშ­ვეს, ჩვენ რვა ცხრა სა­ა­თი მა­ინც ვი­ყა­ვით. შემ­დეგ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს, სა­დაც სხვა­დას­ხვა პრო­ცე­დუ­რე­ბი გაგ­ვა­ტა­რეს. უამ­რა­ვი კი­თხვა დაგ­ვის­ვეს, მოგ­ვიყ­ვა­ნეს თარ­ჯი­მა­ნი, რა­ღა­ცებ­ზე ხელი მოგ­ვა­წე­რი­ნეს და პრო­ცე­სი ძა­ლი­ან გა­ი­წე­ლა. სა­ბო­ლო­ოდ, ღა­მის ორი სამი სა­ა­თის­კენ გა­მოგ­ვიშ­ვეს გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან.

იქაც საკ­მა­ოდ კარ­გი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ, ყვე­ლა­ფერს გვთა­ვა­ზობ­დნენ, წყალს, საჭ­მელს, მაგ­რამ ყვე­ლა­ნა­ი­რი ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლა ჰქონ­დათ და ასე მარ­ტი­ვად ვერ წახ­ვალ­თო. ანა­ბეჭ­დე­ბი აგ­ვი­ღეს, ალკო და ნარ­კო ტესტზე შეგ­ვა­მოწ­მეს, არ­ცერ­თი არ და­მი­დას­ტურ­და.

ჩვე­ნი ქო­მა­გე­ბი ბი­ჭე­ბი შუ­ა­ღა­მემ­დე გა­რეთ გვე­ლო­დე­ბოდ­ნენ, სა­ნამ ყვე­ლა არ გა­მოგ­ვიშ­ვეს. სამი ბიჭი დაგ­ვი­ტო­ვეს გვი­ა­ნო­ბამ­დე, და­ნარ­ჩე­ნი კი­დევ მარ­ტი­ვად გა­მო­უშ­ვეს.

- ახლა ისევ გერ­მა­ნი­ა­ში რჩე­ბით?

- დიახ, შემ­დე­გი თა­მა­შის­თვის ვემ­ზა­დე­ბით ჰამ­ბურ­გში ჩე­ხეთ­თან. სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზეც, რომ შე­იძ­ლე­ბა ბანი დაგ­ვა­დოს უე­ფამ, ვინც და­ჭე­რი­ლე­ბი ვი­ყა­ვით და სტა­დი­ონ­ზე აღარ შეგ­ვიშ­ვან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბი­ლე­თე­ბი გვაქვს. ეს გა­სარ­კვე­ვია ჯერ, არ არის გა­და­წყვე­ტი­ლი, რა იქ­ნე­ბა 22-ში, ვნა­ხოთ. ამ­ხე­ლა გზა გა­მო­ვი­ა­რე და იმე­დია მხო­ლოდ ერთი ტა­ი­მის­თვის არა და ჩე­ხეთ­თან მატჩს აუ­ცი­ლებ­ლად და­ვეს­წრე­ბი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
0

გამოდის რომ მთელი სექტორი ბილეთები ვიღაცამ თურქეთში გაყიდა

კაკო
1

მაგათ ყველა პოლიციელს ექნება თქვენი სურათები ისეა ტექნოლოგია განვითარებული რომ არ არის გამორიცხული რომ არ შეგიშვან სტადიონზე, ძმებო ოდნავ შეიცვალედ იმიჯი ცოტათი შეინიღბედ და ცალ ცალკე შედიდ სტადიონზე აბაშიძე აქედან ჩვენი მხარდაჭერა გექნებად გენაცვალედ გულში ღმერთმა დაგლოცოდ და გაგაძლიეროდ ამინ ამინ ამინ 

ავტორი:

"თელავიდან გერმანიაში მანქანით წავედი... სტადიონზე თურქმა ჩვენს დროშას დააფურთხა, რასაც ჩხუბი მოჰყვა, შემდეგ დამიჭირეს" - რას ჰყვება ცნობილი ფოტოს გმირი

"თელავიდან გერმანიაში მანქანით წავედი... სტადიონზე თურქმა ჩვენს დროშას დააფურთხა, რასაც ჩხუბი მოჰყვა, შემდეგ დამიჭირეს" -  რას ჰყვება ცნობილი ფოტოს გმირი

მესამე დღეა დორტმუნდში თურქეთ-საქართველოს მატჩის მიმართ ინტერესი არ წყდება. ჩვენ იმ დღეს მომხდარ მოვლენებზე ყოველდღიურად ვწერთ, მოსახლეობას გაცნობთ გულშემატკივრებს, რომლებიც იმ დღეს ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

ჩვენ უკვე გაგაცანით იმ დღის გმირი, რომელიც საქართველოს დროშას თურქი გულშემატკივრის სექტორში აფრიალებდა, ასევე ქართულ-თურქული ოჯახი, რომელიც სტადიონზე საკუთარ ქვეყნებს გულშემატკივრობდა. ამჯერად თელაველ ვალერი ბოჭორიშვილზე მოგიყვებით, რომელიც დღის გმირად, ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე იქცა.

შეგახსენებთ, რომ თამაშის დაწყებამდე დორტმუნდის სტადიონზე დაძაბული ვითარება იყო, რა დროსაც ქართველ და თურქ გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოგვიანებით ფანებს შორის გერმანული სპეცრაზმი ჩადგა და ვითარებაც განიმუხტა. ერთი ტაიმის შემდეგ კი ორივე მხარეს მყოფი გულშემატკივრები დააკავეს.

ვალერი ბოჭორიშვილის ფოტომ, სადაც კახელი ფანის მოღერებული მუშტი ჩანს თურქი გულშემატკივრის მიმართ, ორი დღის მანძილზე მსოფლიო მედიები მოიარა. რა მოხდა გულშემატკივართა რიგებში და რატომ დაიწყო ჩხუბი, მთავარი გმირი გერმანიიდან გვიყვება.

- თელავიდან-გერმანიაში მატჩზე დასასწრებად ხუთი მეგობარი მანქანით წავედით. 13-ში ღამე 12 საათზე გამოვედით და 17-ში უკვე გერმანიაში ვიყავით, ქალაქ ესენში. აქ დავბინავდით, იქამდე კი გამოვიარეთ თურქეთი, ბულგარეთი, სერბეთი, უნგრეთი, ავსტრია და შემოვედით გერმანიაში. 18-ში დილას, თამაშის დღეს დორტმუნდში მატარებლით წავედით, აქედან დაახლოებით 30 კილომეტრია. უესტ პარკში ქომაგებთან ერთად შევიკრიბეთ, გავერთეთ, ცოტა ლუდი დავლიეთ, ვიმხიარულეთ, თამაშისთვის განწყობას ვიქმნიდით. შემდეგ მატჩზე მსვლელობით წავედით.

- რა მოხდა სტადიონზე შესვლის შემდეგ?

- როდესაც სტადიონზე შევედით, ის სექტორი, სადაც ქართული სპორტის ქომაგები უნდა ვყოფილიყავით, რამდენიმე ადგილი თურქებს ჰქონდათ დაკავებული. რაც შეცდომა იყო, არ ვიცი, ვისი მხრიდან, უეფასი თუ ვინმემ გადაყიდა ბილეთი და თურქებს მიყიდა, ვერ გეტყვით. ფაქტია იქ იყვნენ. რამაც თავიდან პატარა დაპირისპირება გამოიწვია.

აღმოჩნდა, რომ გვერდით სექტორზეც მთლიანად თურქები იყვნენ, სადაც როგორც წესი, რეგლამენტით და ბილეთებით იქაც ქართველები უნდა ყოფილიყვნენ. მეზობელი სექტორიდან ჩვენი მისამართით იგინებოდნენ, თუმცა ჩვენც არ დავაკელით. იყო შეურაცხყოფები, რაღაცებს ისროდნენ, ლუდის ქილებს, დროშის სამაგრ პატარა ჯოხებს. ჩვენც აქედან ვაყენებდით შეურაცხყოფას. მერე უცებ ერთ-ერთმა თურქმა ჩვენს პატარა დროშას შეურაცხყოფა მიაყენა. კონკრეტულად ზედ დააფურთხა. რამაც გამოიწვია ეგ ყველაფერი.

- ფიზიკური დაპირისპირება ამის შემდეგ დაიწყო?

- დიახ, მანამდე თუ თავს ვიკავებდით და შორიდან მიდიოდა ეს ყველაფერი, მერე უკვე ვეღარ მოვითმინეთ და ვერც ვერავინ მოითმენდა. ახლოს მივედით და დაიწყო ჩხუბი. სიმართლე რომ გითხრათ, დიდი ჩხუბი არც ყოფილა. მარტივად დაწყნარდა იქაურობა. რობოკოპები შემოვიდნენ და ჩვენს შორის ჩალაგდნენ და ახლოს აღარ გვიშვებდნენ ერთმანეთთან. პირველი ტაიმი რომ დასრულდა, შესვენების დროს სტადიონის ფოიეში გამოვედი, იქ იდგნენ რობოკოპები, წამავლეს ხელი და წამიყვანეს, დამიჭირეს.

ყველას სურათი და ვიდეო ჰქონდათ, ვინც ჩხუბში მონაწილეობდა. ამომიცნეს და წამიყვანეს. ჯერ სტადიონის პატარა განყოფილებაში ვიყავით ჩაკეტილები. პოლიციელები საკმაოდ კარგად გვექცეოდნენ. არანაირი უხეშობა არ ყოფილა. ასევე ქართველებსაც გვიჭერდნენ და თურქებსაც. უბრალოდ, თურქებს ძალიან მარტივად უშვებდნენ.

სადღაც ერთ საათში ყველა თურქი გაუშვეს, ჩვენ რვა ცხრა საათი მაინც ვიყავით. შემდეგ განყოფილებაში გადაგვიყვანეს, სადაც სხვადასხვა პროცედურები გაგვატარეს. უამრავი კითხვა დაგვისვეს, მოგვიყვანეს თარჯიმანი, რაღაცებზე ხელი მოგვაწერინეს და პროცესი ძალიან გაიწელა. საბოლოოდ, ღამის ორი სამი საათისკენ გამოგვიშვეს განყოფილებიდან.

იქაც საკმაოდ კარგი პოლიციელები იყვნენ, ყველაფერს გვთავაზობდნენ, წყალს, საჭმელს, მაგრამ ყველანაირი ფოტო-ვიდეო მასალა ჰქონდათ და ასე მარტივად ვერ წახვალთო. ანაბეჭდები აგვიღეს, ალკო და ნარკო ტესტზე შეგვამოწმეს, არცერთი არ დამიდასტურდა.

ჩვენი ქომაგები ბიჭები შუაღამემდე გარეთ გველოდებოდნენ, სანამ ყველა არ გამოგვიშვეს. სამი ბიჭი დაგვიტოვეს გვიანობამდე, დანარჩენი კიდევ მარტივად გამოუშვეს.

- ახლა ისევ გერმანიაში რჩებით?

- დიახ, შემდეგი თამაშისთვის ვემზადებით ჰამბურგში ჩეხეთთან. საუბარი იყო იმაზეც, რომ შეიძლება ბანი დაგვადოს უეფამ, ვინც დაჭერილები ვიყავით და სტადიონზე აღარ შეგვიშვან, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთები გვაქვს. ეს გასარკვევია ჯერ, არ არის გადაწყვეტილი, რა იქნება 22-ში, ვნახოთ. ამხელა გზა გამოვიარე და იმედია მხოლოდ ერთი ტაიმისთვის არა და ჩეხეთთან მატჩს აუცილებლად დავესწრები.

წაიკითხეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"