მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლიბანში შეტევის გეგმა დამტკიცებულია" - იწყება თუ არა ახალი "დიდი ომი"? - ისრაელისა და "ჰეზბოლას" ურთიერთ მუქარები ახალ ფაზაში გადავიდა
"ლიბანში შეტევის გეგმა დამტკიცებულია" - იწყება თუ არა ახალი "დიდი ომი"? - ისრაელისა და "ჰეზბოლას" ურთიერთ მუქარები ახალ ფაზაში გადავიდა

მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში ის­რა­ელ­სა და "ჰეზ­ბო­ლას" შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და. მუს­ლი­მუ­რი დღე­სას­წა­უ­ლის, ყურ­ბან-ბა­ი­რა­მის (ეიდ ალ-ად­ჰას) დროს, ის­მის ხმა­მა­ღა­ლი ურ­თი­ერ­თმუ­ქა­რე­ბი.

  • "ჰეზ­ბო­ლას" ლი­დე­რი ჰა­სან ნას­რა­ლა იმუქ­რებს, რომ თუ ის­რა­ე­ლი სრულ­მას­შტა­ბი­ან ომს და­ი­წყებს, "ჰეზ­ბო­ლა" ჩრდი­ლო­ეთ ის­რა­ელ­ში შე­იჭ­რე­ბა. მან ასე­ვე თქვა, რომ ჰეზ­ბო­ლას ახა­ლი ია­რა­ღი აქვს, რო­მე­ლიც სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა. თუმ­ცა ნას­რა­ლამ ისიც დას­ძი­ნა, რომ "ჰეზ­ბო­ლას" არ სურს ის­რა­ელ­თან სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი და მათი ჩარ­თუ­ლო­ბა კონ­ფლიქ­ტში ღა­ზა­ში მო­კავ­ში­რე ჰა­მა­სის მხარ­და­ჭე­რას გუ­ლის­ხმობს.

გა­სულ სამ­შა­ბათს "ჰეზ­ბო­ლამ" ჩრდი­ლო­ეთ ის­რა­ე­ლის ქა­ლაქ ჰა­ი­ფა­ში დრო­ნით გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ხედ­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო ობი­ექ­ტე­ბი იყო მო­ნიშ­ნუ­ლი. ეს ქმე­დე­ბა ის­რა­ე­ლის­თვის მუ­ქა­რად აღიქ­მე­ბა, ნას­რა­ლამ თქვა, რომ ეს მტრის წი­ნა­აღ­მდეგ "ჰეზ­ბო­ლას" "ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ომის" ნა­წი­ლი იყო.

  • ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ის­რა­ელ კაც­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა "გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტთან ძა­ლი­ან ახ­ლო­საა, რათა "ჰეზ­ბო­ლა­სა" და ლი­ბა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დე­ბის წე­სე­ბი შეც­ვა­ლოს". მისი თქმით, სრულ­მას­შტა­ბი­ან ომში, "ჰეზ­ბო­ლა გა­ნად­გურ­დე­ბა და ლი­ბა­ნი მძი­მედ და­ზა­რალ­დე­ბა". ის­რა­ე­ლის არ­მი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ ლი­ბან­ში შე­ტე­ვის სა­ო­პე­რა­ციო გეგ­მე­ბი "დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი და გა­და­მოწ­მე­ბუ­ლია".

და­სავ­ლე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი იზი­ა­რე­ბენ შე­ხე­დუ­ლე­ბას, რომ ამ­ჟა­მად ომის და­წყე­ბა არც ის­რა­ელს და არც "ჰეზ­ბო­ლას" სურს. ეს ომი - ორ კარ­გად შე­ი­ა­რა­ღე­ბულ მტერს შო­რის - სა­ზღვრის ორი­ვე მხა­რეს მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს შე­უქ­მნის რისკს, და ასე­ვე შე­საძ­ლოა, მან გა­მო­იწ­ვი­ოს "ჰეზ­ბო­ლას" მხარ­დამ­ჭე­რი ირა­ნი­სა და ის­რა­ე­ლის მთა­ვა­რი მო­კავ­ში­რის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ჩაბ­მა.

  • თუმ­ცა, და­ში­ნე­ბას, მუ­ქა­რა­სა და რე­ა­ლურ დიდ ომს შო­რის ზღვა­რი სულ უფრო და უფრო ბუნ­დო­ვა­ნი ხდე­ბა.

ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბის ზო­გი­ერ­თი წევ­რი თვლის, რომ 7 ოქ­ტომ­ბრის "ჰა­მა­სის" თავ­დას­ხმამ უსაფრ­თხო­ე­ბის გათ­ვლე­ბი შეც­ვა­ლა და ჩრდი­ლო­ე­თის მცხოვ­რებ­ლე­ბი სახ­ლებ­ში მა­ნამ ვერ დაბ­რუნ­დე­ბი­ან, სა­ნამ "ჰეზ­ბო­ლა" ბრძო­ლის ველ­ზე არ და­მარ­ცხდე­ბა. ჩრდი­ლო­ე­თის ბევ­რი მცხოვ­რე­ბიც ეთან­ხმე­ბა ამას.

  • 60 000-ზე მეტი ის­რა­ე­ლე­ლი დრო­ე­ბით თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რობს მას შემ­დეგ, რაც "ჰეზ­ბო­ლამ" ჩრდი­ლო­ეთ ის­რა­ელ­ში "ჰა­მა­სის" მხარ­და­სა­ჭე­რად, რა­კე­ტე­ბის გაშ­ვე­ბა და­ი­წყო. ასე­ვე 90 000-ზე მეტი ლი­ბა­ნე­ლიც იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პირი გახ­და, რად­გან ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ძა­ლებ­მა აღ­ნიშ­ნულ­ზე რე­ა­გი­რე­ბა სა­ჰა­ე­რო და სა­არ­ტი­ლე­რიო დარ­ტყმე­ბით მო­ახ­დი­ნეს.

ამ კვი­რას “ებ­რა­ე­ლი ხალ­ხის პო­ლი­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის” მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, ის­რა­ე­ლის 800 მო­ქა­ლა­ქი­დან 60%-ზე მეტი "ჰეზ­ბო­ლა­ზე" "სრუ­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით" თავ­დას­ხმას მო­ი­თხოვს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მიმ­დი­ნა­რე თვე­ში ის­რა­ელ­მა რე­ზერ­ვის­ტე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბის ზღვა­რი 300 000-დან 350 000-მდე გა­ზარ­და, რა­მაც გა­აღ­ვი­ვა სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ ახა­ლი "დიდი ომია" მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში აშშ-მა კონ­ფლიქ­ტის მო­საგ­ვა­რებ­ლად სა­ზღვრის ორი­ვე მხა­რეს გაგ­ზავ­ნა ელჩი, მაგ­რამ "ჰეზ­ბო­ლამ" ცხა­დად გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი მო­კავ­ში­რე "ჰა­მა­სის" მხარ­და­სა­ჭე­რად მოქ­მე­დე­ბენ და რომ ღა­ზა­ში სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის ერ­თა­დერთ გზად მი­იჩ­ნე­ვა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ლიბანში შეტევის გეგმა დამტკიცებულია" - იწყება თუ არა ახალი "დიდი ომი"? - ისრაელისა და "ჰეზბოლას" ურთიერთ მუქარები ახალ ფაზაში გადავიდა

"ლიბანში შეტევის გეგმა დამტკიცებულია" - იწყება თუ არა ახალი "დიდი ომი"? - ისრაელისა და "ჰეზბოლას" ურთიერთ მუქარები ახალ ფაზაში გადავიდა

მიმდინარე კვირაში ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა. მუსლიმური დღესასწაულის, ყურბან-ბაირამის (ეიდ ალ-ადჰას) დროს, ისმის ხმამაღალი ურთიერთმუქარები.

  • "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა იმუქრებს, რომ თუ ისრაელი სრულმასშტაბიან ომს დაიწყებს, "ჰეზბოლა" ჩრდილოეთ ისრაელში შეიჭრება. მან ასევე თქვა, რომ ჰეზბოლას ახალი იარაღი აქვს, რომელიც საომარ მოქმედებებში გამოჩნდება. თუმცა ნასრალამ ისიც დასძინა, რომ "ჰეზბოლას" არ სურს ისრაელთან სრულმასშტაბიანი ომი და მათი ჩართულობა კონფლიქტში ღაზაში მოკავშირე ჰამასის მხარდაჭერას გულისხმობს.

გასულ სამშაბათს "ჰეზბოლამ" ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქ ჰაიფაში დრონით გადაღებული კადრები გამოაქვეყნა, სადაც მნიშვნელოვანი სამხედრო და სამოქალაქო ობიექტები იყო მონიშნული. ეს ქმედება ისრაელისთვის მუქარად აღიქმება, ნასრალამ თქვა, რომ ეს მტრის წინააღმდეგ "ჰეზბოლას" "ფსიქოლოგიური ომის" ნაწილი იყო.

  • ვიდეოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ქვეყანა "გადამწყვეტ მომენტთან ძალიან ახლოსაა, რათა "ჰეზბოლასა" და ლიბანის წინააღმდეგ მოქმედების წესები შეცვალოს". მისი თქმით, სრულმასშტაბიან ომში, "ჰეზბოლა განადგურდება და ლიბანი მძიმედ დაზარალდება". ისრაელის არმიის პრესსამსახურმა კი განაცხადა, რომ ლიბანში შეტევის საოპერაციო გეგმები "დამტკიცებული და გადამოწმებულია".

დასავლელი ექსპერტები იზიარებენ შეხედულებას, რომ ამჟამად ომის დაწყება არც ისრაელს და არც "ჰეზბოლას" სურს. ეს ომი - ორ კარგად შეიარაღებულ მტერს შორის - საზღვრის ორივე მხარეს მილიონობით ადამიანს შეუქმნის რისკს, და ასევე შესაძლოა, მან გამოიწვიოს "ჰეზბოლას" მხარდამჭერი ირანისა და ისრაელის მთავარი მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების ჩაბმა.

  • თუმცა, დაშინებას, მუქარასა და რეალურ დიდ ომს შორის ზღვარი სულ უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება.

ისრაელის მთავრობის ზოგიერთი წევრი თვლის, რომ 7 ოქტომბრის "ჰამასის" თავდასხმამ უსაფრთხოების გათვლები შეცვალა და ჩრდილოეთის მცხოვრებლები სახლებში მანამ ვერ დაბრუნდებიან, სანამ "ჰეზბოლა" ბრძოლის ველზე არ დამარცხდება. ჩრდილოეთის ბევრი მცხოვრებიც ეთანხმება ამას.

  • 60 000-ზე მეტი ისრაელელი დროებით თავშესაფარში ცხოვრობს მას შემდეგ, რაც "ჰეზბოლამ" ჩრდილოეთ ისრაელში "ჰამასის" მხარდასაჭერად, რაკეტების გაშვება დაიწყო. ასევე 90 000-ზე მეტი ლიბანელიც იძულებით გადაადგილებული პირი გახდა, რადგან ისრაელის სამხედრო ძალებმა აღნიშნულზე რეაგირება საჰაერო და საარტილერიო დარტყმებით მოახდინეს.

ამ კვირას “ებრაელი ხალხის პოლიტიკის ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ისრაელის 800 მოქალაქიდან 60%-ზე მეტი "ჰეზბოლაზე" "სრული ძალის გამოყენებით" თავდასხმას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეში ისრაელმა რეზერვისტების გამოძახების ზღვარი 300 000-დან 350 000-მდე გაზარდა, რამაც გააღვივა სპეკულაციები, რომ ახალი "დიდი ომია" მოსალოდნელი.

მიმდინარე კვირაში აშშ-მა კონფლიქტის მოსაგვარებლად საზღვრის ორივე მხარეს გაგზავნა ელჩი, მაგრამ "ჰეზბოლამ" ცხადად განაცხადა, რომ ისინი მოკავშირე "ჰამასის" მხარდასაჭერად მოქმედებენ და რომ ღაზაში სამშვიდობო შეთანხმება დიპლომატიური გადაწყვეტილებისთვის ერთადერთ გზად მიიჩნევა.

წყარო