სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მხატვართან მიღალატა, რომელიც სხვისგან იყო ფეხმძიმედ, მამუკა უშვილო იყო... ბინიდან ჩემი ამოწერა უნდოდათ" - მსახიობი მძიმე დღეებზე, მეუღლესა და ემიგრაციაზე
"მხატვართან მიღალატა, რომელიც სხვისგან იყო ფეხმძიმედ, მამუკა უშვილო იყო... ბინიდან ჩემი ამოწერა უნდოდათ" - მსახიობი მძიმე დღეებზე, მეუღლესა და ემიგრაციაზე

ნინო კო­ბე­რი­ძე გა­და­ცე­მა "ნი­კო­ლო­ზის კი­თხვებს" სტუმ­რობ­და. მსა­ხი­ობ­მა კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ნა მა­მუ­კა კი­კა­ლე­იშ­ვილ­თან ცხრაწ­ლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის დე­ტა­ლე­ბი, რო­მე­ლიც ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით იყო სავ­სე.

მა­მუ­კა და ნინო თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კურ­სე­ლე­ბი იყ­ვნენ. სწო­რედ იქ შედ­გა მათი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა

- თა­ვი­დან­ვე და­ვინ­ტე­რეს­დი, ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ეტი­უ­დე­ბი გა­ა­კე­თა ამ მსუ­ქან­მა ბიჭ­მა, მერე ისე­თი იუ­მო­რის გრძნო­ბა ჰქონ­და, რომ მომ­ხიბ­ლა. სუფ­რას­თან ვის­ხე­დით ჯგუ­ფელ­თან ერ­თად და რა­ღა­ცას ძა­ლი­ან კარ­გად ოხუნ­ჯობ­და და ვა­კო­ცე. გა­მიყ­ვა­ნა, მო­ი­ხუ­რა კა­რე­ბი და მაგ­რად მა­კო­ცა.

მე­ო­რე დღეს არც ვუ­ყუ­რებ­დი, ძა­ლი­ან შერ­ცხვე­ნი­ლი ვი­ყა­ვი, მერე გა­მო­მი­ტყდა სიყ­ვა­რულ­ში. ყვე­ლა­ფე­რი იყო, ხე­ლის თხოვ­ნა, ქორ­წი­ლი. დედა მა­ინც და მა­ინც არ იყო კმა­ყო­ფი­ლი, არ მოს­წონ­და გა­რეგ­ნუ­ლად. სიძე რომ გახ­და, რო­გორც ნამ­დვილ სი­ძეს ისე მო­ექ­ცა. სა­ქორ­წი­ლო სა­მე­უ­ლი უყი­და, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ძვი­რი ღირ­და, ამის გამო ვა­ლის აღე­ბამ მო­უ­წია.

ეჭ­ვი­ა­ნი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, მი­ხა­რო­და რომ მოს­წონ­დათ. მის რო­მა­ნებ­ზეც თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი, შე­გუ­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ასე­თი უც­ნა­უ­რი რამე მჭირ­და. დე­დუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და მის მი­მართ, რა­ღაც კომ­პლექ­სე­ბი ჰქონ­და და მო­ი­შო­როს-მეთ­ქი, ვფიქ­რობ­დი.

ვი­ცო­დი კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ, თა­ვად არ უთ­ქვამს, მაგ­რამ მი­თხრეს, ეს მა­მუ­კას­თან არ შე­მიმ­ჩნე­ვია. ღა­ლა­ტად არ ჩა­ვუთ­ვა­ლე, წა­ვი­დეს, გა­ი­ხა­როს-მეთ­ქი. ეს სიყ­ვა­რულს ახუ­ნებს... ცხრა წელი ვი­ცხოვ­რეთ ერ­თად, შვი­ლი არ გვყო­ლია, მა­მუ­კა უშ­ვი­ლო იყო.

ფილ­მის გა­და­ღე­ბის დროს, მხატ­ვარ­თან მი­ღა­ლა­ტა, რო­მე­ლიც სხვა კა­ცის­გან იყო ფეხ­მძი­მედ და კა­ცის ეგო­იზ­მი ხომ იცით, მან იცო­და რომ უშ­ვი­ლო იყო და ამ ქა­ლის მოყ­ვა­ნით, რო­მელ­საც შვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბო­და თა­ვის კომ­პლექსს იხ­სნი­და. რომ გა­ა­ჩენ­და ეს ბავ­შვი ვი­თომ მისი შვი­ლი იყო.

ძა­ლი­ან დეპ­რე­სი­უ­ლი პე­რი­ო­დი მქონ­და, იმ გო­გოს ვიც­ნობ­დი მა­ნამ­დე, სახ­ლში მო­დი­ო­და ჩვენ­თან, ვმას­პინ­ძლობ­დი, ვე­ფე­რე­ბო­დი. ამის შემ­დეგ მა­მუ­კას სახ­ლი­დან წა­მო­ვე­დი.

ძა­ლი­ან მებ­რძოდ­ნენ, მა­მუ­კას ჩემი ბი­ნი­დან ამო­წე­რა უნ­დო­დათ. მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, ახლა და­ი­წყე ბრძო­ლა, დეპ­რე­სი­ის დრო არ არი­სო. ძა­ლი­ან კარ­გი ად­ვო­კა­ტი ავიყ­ვა­ნე და ეს ბრძო­ლა მო­ვი­გე.

სხვა­თა შო­რის მა­მუ­კას­თან შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე მა­ინც ურ­თი­ერ­თო­ბა. ბო­ლომ­დე მა­ინც ჩემი სჯე­რო­და, აზრს მე­კი­თხე­ბო­და, იშუ­შებ­და ტკი­ვი­ლებს. მისი ძმის დაკ­რძალ­ვა­ზე რომ აღარ მი­ვე­დი, მოს­კო­ვი­დან და­მი­რე­კა, ვიცი, რომ მისი ზარი იყო, მე არ ვუ­პა­სუ­ხე.

ბოლო სა­უ­ბა­რი მიშა მა­ღა­ლაშ­ვი­ლი­სა და ნინო დუმ­ბა­ძის ოჯახ­ში გვქონ­და. მა­შინ თით­ქოს შე­რი­გე­ბის დროს იყო სა­უ­ბა­რი. მე­გო­ნა, რომ მარ­ტო ჩვენ ოთხი ვიქ­ნე­ბო­დით და მი­შამ ბევ­რი ხალ­ხი დაგ­ვახ­ვედ­რა. ამ ხალ­ხთან აიჭ­რა მა­მუ­კა და მე მგო­ნი გა­და­ი­ფიქ­რა. ეს და­შო­რე­ბი­დან დიდი ხნის შემ­დეგ მოხ­და.

ძა­ლი­ან აე­რია ცხოვ­რე­ბა ნარ­კო­მა­ფი­ა­ში, ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში გა­ე­რია. ვის­თა­ნაც მი­ღა­ლა­ტა, ვინც ფეხ­მძი­მედ იყო, ის ბავ­შვი არ გაჩ­ნდა, ვისი იმე­დიც ჰქონ­და. ღმერ­თი ზოგ­ჯერ ასე ერე­ვა. შემ­დეგ აიყ­ვა­ნეს შვი­ლი და ის ქა­ლიც მი­ა­ტო­ვა. შემ­დეგ მოს­კოვ­ში მო­იყ­ვა­ნა ვი­ღაც ტა­ნია.

ემიგ­რა­ცია

იტა­ლი­ა­ში შინა მო­სამ­სა­ხუ­რე ვი­ყა­ვი, 18 თვე ვი­ყა­ვი იქ და ათი ოჯა­ხი გა­მო­ვიც­ვა­ლე. ეს ძა­ლი­ან დიდი სტრე­სი იყო. სამ­სა­ხუ­რი ვერ ამე­წყო. ზოგი ჩა­დის და სულ ერთ ოჯახს ერ­გე­ბა, მე ვერა. რას ვა­კე­თებ­დი? და­ლა­გე­ბით აქაც ვა­ლა­გებ და იქაც. იქ სა­მა­გი­ე­როდ ფულს მაძ­ლევ­დნენ ამა­ში. რა იყო ამა­ში სა­თა­კი­ლო, არა­ფე­რი. იტა­ლი­უ­რი ვი­ცო­დი ცოტა მა­ინც.

ისე მე­ნატ­რე­ბო­და ჩემი ბა­ლი­ში ჩემი ოჯა­ხი. ქარ­თუ­ლი ნოს­ტალ­გია რაც არის, ეს ჩემს ზურ­გზე გა­მოვ­ცა­დე. 18 თვის მერე მივ­ხვდი რომ აღარ შე­მეძ­ლო და უნდა წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მხატვართან მიღალატა, რომელიც სხვისგან იყო ფეხმძიმედ, მამუკა უშვილო იყო... ბინიდან ჩემი ამოწერა უნდოდათ" - მსახიობი მძიმე დღეებზე, მეუღლესა და ემიგრაციაზე

"მხატვართან მიღალატა, რომელიც სხვისგან იყო ფეხმძიმედ, მამუკა უშვილო იყო... ბინიდან ჩემი ამოწერა უნდოდათ" - მსახიობი მძიმე დღეებზე, მეუღლესა და ემიგრაციაზე

ნინო კობერიძე გადაცემა "ნიკოლოზის კითხვებს" სტუმრობდა. მსახიობმა კიდევ ერთხელ გაიხსენა მამუკა კიკალეიშვილთან ცხრაწლიანი ქორწინების დეტალები, რომელიც ტრაგიკული მოვლენებით იყო სავსე.

მამუკა და ნინო თეატრალურ უნივერსიტეტში კურსელები იყვნენ. სწორედ იქ შედგა მათი პირველი შეხვედრა

- თავიდანვე დავინტერესდი, ისეთი საინტერესო ეტიუდები გააკეთა ამ მსუქანმა ბიჭმა, მერე ისეთი იუმორის გრძნობა ჰქონდა, რომ მომხიბლა. სუფრასთან ვისხედით ჯგუფელთან ერთად და რაღაცას ძალიან კარგად ოხუნჯობდა და ვაკოცე. გამიყვანა, მოიხურა კარები და მაგრად მაკოცა.

მეორე დღეს არც ვუყურებდი, ძალიან შერცხვენილი ვიყავი, მერე გამომიტყდა სიყვარულში. ყველაფერი იყო, ხელის თხოვნა, ქორწილი. დედა მაინც და მაინც არ იყო კმაყოფილი, არ მოსწონდა გარეგნულად. სიძე რომ გახდა, როგორც ნამდვილ სიძეს ისე მოექცა. საქორწილო სამეული უყიდა, რომელიც ძალიან ძვირი ღირდა, ამის გამო ვალის აღებამ მოუწია.

ეჭვიანი არასოდეს ვყოფილვარ, მიხაროდა რომ მოსწონდათ. მის რომანებზეც თანახმა ვიყავი, შეგუებული ვიყავი, ასეთი უცნაური რამე მჭირდა. დედური დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ, რაღაც კომპლექსები ჰქონდა და მოიშოროს-მეთქი, ვფიქრობდი.

ვიცოდი კონკრეტული ფაქტის შესახებ, თავად არ უთქვამს, მაგრამ მითხრეს, ეს მამუკასთან არ შემიმჩნევია. ღალატად არ ჩავუთვალე, წავიდეს, გაიხაროს-მეთქი. ეს სიყვარულს ახუნებს... ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად, შვილი არ გვყოლია, მამუკა უშვილო იყო.

ფილმის გადაღების დროს, მხატვართან მიღალატა, რომელიც სხვა კაცისგან იყო ფეხმძიმედ და კაცის ეგოიზმი ხომ იცით, მან იცოდა რომ უშვილო იყო და ამ ქალის მოყვანით, რომელსაც შვილი გაუჩნდებოდა თავის კომპლექსს იხსნიდა. რომ გააჩენდა ეს ბავშვი ვითომ მისი შვილი იყო.

ძალიან დეპრესიული პერიოდი მქონდა, იმ გოგოს ვიცნობდი მანამდე, სახლში მოდიოდა ჩვენთან, ვმასპინძლობდი, ვეფერებოდი. ამის შემდეგ მამუკას სახლიდან წამოვედი.

ძალიან მებრძოდნენ, მამუკას ჩემი ბინიდან ამოწერა უნდოდათ. მეგობარმა მითხრა, ახლა დაიწყე ბრძოლა, დეპრესიის დრო არ არისო. ძალიან კარგი ადვოკატი ავიყვანე და ეს ბრძოლა მოვიგე.

სხვათა შორის მამუკასთან შევინარჩუნე მაინც ურთიერთობა. ბოლომდე მაინც ჩემი სჯეროდა, აზრს მეკითხებოდა, იშუშებდა ტკივილებს. მისი ძმის დაკრძალვაზე რომ აღარ მივედი, მოსკოვიდან დამირეკა, ვიცი, რომ მისი ზარი იყო, მე არ ვუპასუხე.

ბოლო საუბარი მიშა მაღალაშვილისა და ნინო დუმბაძის ოჯახში გვქონდა. მაშინ თითქოს შერიგების დროს იყო საუბარი. მეგონა, რომ მარტო ჩვენ ოთხი ვიქნებოდით და მიშამ ბევრი ხალხი დაგვახვედრა. ამ ხალხთან აიჭრა მამუკა და მე მგონი გადაიფიქრა. ეს დაშორებიდან დიდი ხნის შემდეგ მოხდა.

ძალიან აერია ცხოვრება ნარკომაფიაში, ფინანსურ მაქინაციებში გაერია. ვისთანაც მიღალატა, ვინც ფეხმძიმედ იყო, ის ბავშვი არ გაჩნდა, ვისი იმედიც ჰქონდა. ღმერთი ზოგჯერ ასე ერევა. შემდეგ აიყვანეს შვილი და ის ქალიც მიატოვა. შემდეგ მოსკოვში მოიყვანა ვიღაც ტანია.

ემიგრაცია

იტალიაში შინა მოსამსახურე ვიყავი, 18 თვე ვიყავი იქ და ათი ოჯახი გამოვიცვალე. ეს ძალიან დიდი სტრესი იყო. სამსახური ვერ ამეწყო. ზოგი ჩადის და სულ ერთ ოჯახს ერგება, მე ვერა. რას ვაკეთებდი? დალაგებით აქაც ვალაგებ და იქაც. იქ სამაგიეროდ ფულს მაძლევდნენ ამაში. რა იყო ამაში სათაკილო, არაფერი. იტალიური ვიცოდი ცოტა მაინც.

ისე მენატრებოდა ჩემი ბალიში ჩემი ოჯახი. ქართული ნოსტალგია რაც არის, ეს ჩემს ზურგზე გამოვცადე. 18 თვის მერე მივხვდი რომ აღარ შემეძლო და უნდა წამოვსულიყავი.