მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თურქი მესი", ანჩელოტის ფავორიტი... ბიჭი, რომელმაც ქართველები "გააბრაზა" - ვინ არის არდა გიულერი და როგორ დაამხო რონალდუს რეკორდი
"თურქი მესი", ანჩელოტის ფავორიტი... ბიჭი, რომელმაც ქართველები "გააბრაზა" - ვინ არის არდა გიულერი და როგორ დაამხო რონალდუს რეკორდი

არდა გი­უ­ლე­რის სა­ხე­ლი და გვა­რი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო ემო­ცი­ებ­თან არ ასო­ცირ­დე­ბა - ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 18 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლო სა­დე­ბი­უ­ტო, ის­ტო­რი­ულ მატჩს ატა­რებ­და თურ­ქე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ეს თა­მა­ში სა­დე­ბი­უ­ტო იყო თი­ნე­ი­ჯე­რი თურ­ქი ტა­ლან­ტის­თვი­საც, რო­მელ­მაც ობი­ექ­ტუ­რო­ბის­თვის ვთქვათ, რომ მარ­თლაც ულა­მა­ზე­სი გოლი გა­უ­ტა­ნა ჩვენს გუნდს.

  • შე­საძ­ლოა, ეს მო­მენ­ტი ახა­ლი ლე­გენ­დის და­ბა­დე­ბაც კი იყო - არ­დამ სა­ქარ­თვე­ლოს­თან გა­ტა­ნი­ლი გო­ლით ლე­გენ­და­რუ­ლი კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს რე­კორ­დი და­ამ­ხო. 2004 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 19 წლის და 128 დღის რო­ნალ­დუმ თა­ვის სა­დე­ბი­უ­ტო მატჩში სა­ბერ­ძნეთს გოლი გა­უ­ტა­ნა, რი­თაც ამ ჩემ­პი­ო­ნა­ტის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­და, რო­მელ­საც დე­ბი­უ­ტში გოლი გა­უ­ტა­ნია, მას შემ­დეგ რო­ნალ­დუს რე­კორ­დის დამ­ხო­ბა ვე­რა­ვინ მო­ა­ხერ­ხა, მხო­ლოდ ახლა, 2024 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს­თან გა­ტა­ნი­ლი გო­ლით 19 წლის და 114 დღის არდა გი­უ­ლერ­მა რო­ნალ­დუს რე­კორდსმე­ნო­ბა ჩა­მო­არ­თვა.

ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი და ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი კლუ­ბის, მად­რი­დის "რე­ა­ლის" ფეხ­ბურ­თელს ფა­ნე­ბი "თურქ მე­სის" უწო­დე­ბენ, ის მორ­ცხვი ბი­ჭია, რო­მე­ლიც თით­ქმის არას­დროს სა­უბ­რობს, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თის გამო კი თა­ნა­გუნ­დე­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­დე­ბი­უ­ტო მატ­ჩამ­დე ცოტა ხნით ადრე კი "რე­ა­ლის" თით­ქმის მთელ­მა შე­მად­გენ­ლო­ბამ გი­უ­ლე­რის გა­სამ­ხნე­ვებ­ლად სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პოს­ტე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ახალ­გაზ­რდა ვარ­სკვლავს წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა. "არდა, აბი" (არდა, ძმაო), ასე მი­მარ­თა­ვენ თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი "რე­ა­ლი­დან" ფეხ­ბურ­თელს.

  • თურ­ქი ტა­ლან­ტი მო­მავ­ლის დიდ ფეხ­ბურ­თე­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

არდა გი­უ­ლე­რი 2005 წელს, ან­კა­რა­ში და­ი­ბა­და. მისი ოჯა­ხი ბო­ლუს რე­გი­ო­ნი­დან არის. მამა - უმით გი­უ­ლე­რი, დედა - სე­რაფ გი­უ­ლე­რი. ბიჭ­მა ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში ცხრა წლის ასაკ­ში, ან­კა­რა­ში, ად­გი­ლობ­რივ კლუბ­ში, Gençlerbirliği-ში და­ი­წყო. მალე მისი ნიჭი შე­ამ­ჩნი­ეს და 13 წლის იყო, რო­დე­საც "ფე­ნერ­ბაჰჩემ" 150 000 ლი­რად იყი­და, რის შემ­დე­გაც, არდა მშობ­ლებ­თან ერ­თად, სა­ცხოვ­რებ­ლად სტამ­ბოლ­ში გა­და­ვი­და.

  • მა­ლე­ვე ახალ­გაზ­რდა ტა­ლან­ტით ევ­რო­პის უდი­დე­სი კლუ­ბე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ, მათ შო­რის, "ბარ­სე­ლო­ნა", "მი­ლა­ნი" და მად­რი­დის "რე­ა­ლი". 2023 წელს 30 მი­ლი­ო­ნი ევ­როს სა­ნაც­ვლოდ ის მად­რი­დის რე­ალ­მა იყი­და. არ­დას რე­ალ­თან 6-წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი აკავ­ში­რებს. 19 წლის ასაკ­ში ის უკვე "რე­ალ­თან" ერ­თად ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია.

"თურ­ქი მესი" გამ­თა­მა­შებ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე თა­მა­შობს და თურ­ქე­თის ნაკ­რე­ბის ერთ-ერთი საკ­ვან­ძო ფი­გუ­რაა. 2022-2023 წლე­ბის სე­ზონ­ში არდა გი­უ­ლერ­მა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი როლი შე­ას­რუ­ლა "ფე­ნერ­ბაჰჩეს" გა­ჩემ­პი­ო­ნე­ბა­ში - მა­შინ კლუბ­მა თურ­ქე­თის თასი მო­ი­გო, ფი­ნა­ლის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ კი თი­ნე­ი­ჯე­რი არდა და­სა­ხელ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის 16 წლის იყო, რო­დე­საც "ფე­ნერ­ბაჰჩეს" ძი­რი­თად გუნდში ათა­მა­შეს. ერთ-ერთი მო­თა­მა­შე, რო­მელ­საც არდა გი­უ­ლერს ხში­რად ადა­რე­ბენ, მე­სუთ იო­ზი­ლია. რო­გორც ფა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, არ­დას "ჯა­დოს­ნუ­რი“ მარ­ცხე­ნა ფეხი აქვს.

  • იღ­ბლი­ა­ნი ბიჭი

რო­დე­საც გი­უ­ლე­რი Gençlerbirliği-ს აკა­დე­მი­ა­ში თა­მა­შობ­და, ზო­გი­ერ­თი მატ­ჩის დროს ის ე.წ. ბოლ­ბო­ის, ანუ ბურ­თის მიმ­ტა­ნი ბი­ჭის როლ­ში იყო. 2018 წელს ძი­რი­თა­დი გუნ­დის ერთ-ერთი მატ­ჩის დროს, მე­ტო­ქე გუნ­დმა პე­ნალ­ტის დარ­ტყმის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა. არდა კა­რის მიღ­მა იდგა და ამ­ბობს, რომ იმ მო­მენ­ტში გრძნობ­და, საით და­არ­ტყამ­და პე­ნალ­ტის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. 12 წლის ბიჭ­მა და­უყ­ვი­რა თა­ვი­სი გუნ­დის მე­კა­რეს იო­ჰა­ნეს ჰო­პფს, მარ­ჯვნივ გა­დამხტა­რი­ყო, მე­კა­რეც ასე მო­იქ­ცა და 11-მეტ­რი­ა­ნი დარ­ტყმის მო­გე­რი­ე­ბა შეძ­ლო. ამის შემ­დეგ მას იღ­ბლი­ა­ნი ბიჭი შე­არ­ქვეს.

  • კარ­ლო ან­ჩე­ლო­ტი და არდა

"სი­გა­რა მოვ­წიე, ვიმ­ღე­რე, ვი­ცეკ­ვე, ახლა კი მინ­და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ბავ­შვი წარ­მო­გიდ­გი­ნოთ“, - ასე წა­რუდ­გი­ნა არდა კარ­ლო ან­ჩე­ლო­ტიმ მად­რი­დის "რე­ა­ლის" ათა­სო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვარს მის უკან ნერ­ვი­უ­ლად მდგო­მი ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მე­ლიც დაბ­ნე­უ­ლი უყუ­რებ­და თა­ნა­გუნ­დე­ლებს. "ის ძა­ლი­ან მორ­ცხვია“, - თქვა ან­ჩე­ლო­ტიმ სი­ცი­ლით, შემ­დეგ მიკრო­ფო­ნი არ­დას გა­და­ა­წო­და, რო­მელ­მაც მად­ლო­ბა თქვა და მიკრო­ფო­ნი სას­წრა­ფოდ უკან და­აბ­რუ­ნა.

ან­ჩე­ლო­ტის თქმით, თით­ქმის არ გა­უ­გი­ათ მისი ლა­პა­რა­კი და წარ­დგე­ნის დრო­საც "სამი სი­ტყვა ძლივს თქვა“. ან­ცე­ლო­ტი დიდ გეგ­მებს ამ­ყა­რებს არ­და­ზე და ამ­ბობს, რომ ის "რე­ა­ლის­თვის" უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­თა­მა­შე გახ­დე­ბა.

  • "არ­დას ამ­ბა­ვი ჰო­ლი­ვუ­დის ფილ­მი­ვი­თაა"

"ის ჩვენს თვალ­წინ დი­დე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ხდე­ბა, ვხე­დავთ რო­გორ შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვი­თარ­დე­ბა მისი ის­ტო­რია, რო­გორც ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ფილ­მი“, - ამ­ბობს თურ­ქი ფეხ­ბურ­თე­ლი არდა თუ­რა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელდარი
2

ცუდი მხოლოდ ის არის, რომ ქართველი არაა, დანაჩენი ყოჩაღ ამ ახალგაზრდას

ილია
3

საქმე ისაა,რომ როცა წაგების დროს ხდება ქება-დიდება ადამიანში პატივმოყვარეობის ჭია აქტიურდება, აბრუებს მას და მომავალი გამარჯვებისკენ ხელ-ფეხს უბორკავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"თურქი მესი", ანჩელოტის ფავორიტი... ბიჭი, რომელმაც ქართველები "გააბრაზა" - ვინ არის არდა გიულერი და როგორ დაამხო რონალდუს რეკორდი

"თურქი მესი", ანჩელოტის ფავორიტი... ბიჭი, რომელმაც ქართველები "გააბრაზა" - ვინ არის არდა გიულერი და როგორ დაამხო რონალდუს რეკორდი

არდა გიულერის სახელი და გვარი ქართველებისთვის სასიამოვნო ემოციებთან არ ასოცირდება - ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს საქართველო სადებიუტო, ისტორიულ მატჩს ატარებდა თურქეთის წინააღმდეგ, ეს თამაში სადებიუტო იყო თინეიჯერი თურქი ტალანტისთვისაც, რომელმაც ობიექტურობისთვის ვთქვათ, რომ მართლაც ულამაზესი გოლი გაუტანა ჩვენს გუნდს.

  • შესაძლოა, ეს მომენტი ახალი ლეგენდის დაბადებაც კი იყო - არდამ საქართველოსთან გატანილი გოლით ლეგენდარული კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი დაამხო. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე 19 წლის და 128 დღის რონალდუმ თავის სადებიუტო მატჩში საბერძნეთს გოლი გაუტანა, რითაც ამ ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც დებიუტში გოლი გაუტანია, მას შემდეგ რონალდუს რეკორდის დამხობა ვერავინ მოახერხა, მხოლოდ ახლა, 2024 წელს, საქართველოსთან გატანილი გოლით 19 წლის და 114 დღის არდა გიულერმა რონალდუს რეკორდსმენობა ჩამოართვა.

ამჟამად მსოფლიოს უდიდესი და ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელს ფანები "თურქ მესის" უწოდებენ, ის მორცხვი ბიჭია, რომელიც თითქმის არასდროს საუბრობს, მოკრძალებული ხასიათის გამო კი თანაგუნდელებს განსაკუთრებით უყვართ.

ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩამდე ცოტა ხნით ადრე კი "რეალის" თითქმის მთელმა შემადგენლობამ გიულერის გასამხნევებლად სოციალურ ქსელებში პოსტები გამოაქვეყნა და ახალგაზრდა ვარსკვლავს წარმატებები უსურვა. "არდა, აბი" (არდა, ძმაო), ასე მიმართავენ თანაგუნდელები "რეალიდან" ფეხბურთელს.

  • თურქი ტალანტი მომავლის დიდ ფეხბურთელად მიიჩნევა.

არდა გიულერი 2005 წელს, ანკარაში დაიბადა. მისი ოჯახი ბოლუს რეგიონიდან არის. მამა - უმით გიულერი, დედა - სერაფ გიულერი. ბიჭმა ფეხბურთის თამაში ცხრა წლის ასაკში, ანკარაში, ადგილობრივ კლუბში, Gençlerbirliği-ში დაიწყო. მალე მისი ნიჭი შეამჩნიეს და 13 წლის იყო, როდესაც "ფენერბაჰჩემ" 150 000 ლირად იყიდა, რის შემდეგაც, არდა მშობლებთან ერთად, საცხოვრებლად სტამბოლში გადავიდა.

  • მალევე ახალგაზრდა ტალანტით ევროპის უდიდესი კლუბები დაინტერესდნენ, მათ შორის, "ბარსელონა", "მილანი" და მადრიდის "რეალი". 2023 წელს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ ის მადრიდის რეალმა იყიდა. არდას რეალთან 6-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. 19 წლის ასაკში ის უკვე "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

"თურქი მესი" გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშობს და თურქეთის ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. 2022-2023 წლების სეზონში არდა გიულერმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა "ფენერბაჰჩეს" გაჩემპიონებაში - მაშინ კლუბმა თურქეთის თასი მოიგო, ფინალის საუკეთესო მოთამაშედ კი თინეიჯერი არდა დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ის 16 წლის იყო, როდესაც "ფენერბაჰჩეს" ძირითად გუნდში ათამაშეს. ერთ-ერთი მოთამაშე, რომელსაც არდა გიულერს ხშირად ადარებენ, მესუთ იოზილია. როგორც ფანები ამბობენ, არდას "ჯადოსნური“ მარცხენა ფეხი აქვს.

  • იღბლიანი ბიჭი

როდესაც გიულერი Gençlerbirliği-ს აკადემიაში თამაშობდა, ზოგიერთი მატჩის დროს ის ე.წ. ბოლბოის, ანუ ბურთის მიმტანი ბიჭის როლში იყო. 2018 წელს ძირითადი გუნდის ერთ-ერთი მატჩის დროს, მეტოქე გუნდმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. არდა კარის მიღმა იდგა და ამბობს, რომ იმ მომენტში გრძნობდა, საით დაარტყამდა პენალტის შემსრულებელი. 12 წლის ბიჭმა დაუყვირა თავისი გუნდის მეკარეს იოჰანეს ჰოპფს, მარჯვნივ გადამხტარიყო, მეკარეც ასე მოიქცა და 11-მეტრიანი დარტყმის მოგერიება შეძლო. ამის შემდეგ მას იღბლიანი ბიჭი შეარქვეს.

  • კარლო ანჩელოტი და არდა

"სიგარა მოვწიე, ვიმღერე, ვიცეკვე, ახლა კი მინდა ძალიან საინტერესო ბავშვი წარმოგიდგინოთ“, - ასე წარუდგინა არდა კარლო ანჩელოტიმ მადრიდის "რეალის" ათასობით გულშემატკივარს მის უკან ნერვიულად მდგომი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც დაბნეული უყურებდა თანაგუნდელებს. "ის ძალიან მორცხვია“, - თქვა ანჩელოტიმ სიცილით, შემდეგ მიკროფონი არდას გადააწოდა, რომელმაც მადლობა თქვა და მიკროფონი სასწრაფოდ უკან დააბრუნა.

ანჩელოტის თქმით, თითქმის არ გაუგიათ მისი ლაპარაკი და წარდგენის დროსაც "სამი სიტყვა ძლივს თქვა“. ანცელოტი დიდ გეგმებს ამყარებს არდაზე და ამბობს, რომ ის "რეალისთვის" უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გახდება.

  • "არდას ამბავი ჰოლივუდის ფილმივითაა"

"ის ჩვენს თვალწინ დიდებული ფეხბურთელი ხდება, ვხედავთ როგორ შესანიშნავად ვითარდება მისი ისტორია, როგორც ჰოლივუდური ფილმი“, - ამბობს თურქი ფეხბურთელი არდა თურანი.