პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო შესაძლოა, ძალიან დიდხანს დარჩეს ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში" - ესტონეთის ელჩი
"საქართველო შესაძლოა, ძალიან დიდხანს დარჩეს ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში" - ესტონეთის ელჩი

სა­ქარ­თვე­ლო შე­საძ­ლოა, ძა­ლი­ან დიდ­ხანს დარ­ჩეს ევ­რო­კავ­ში­რის მო­საც­დელ ოთახ­ში. ჩვენ ყვე­ლა არ­გუ­მენ­ტი მი­ვა­წო­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და პარ­ლა­მენტს, თუნ­დაც მათ თქვან, რომ ლე­გი­ტი­მუ­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი არ გა­უ­გი­ათ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს­ტო­ნე­თის ელჩმა რი­ი­ნა კა­ლი­უ­რან­დმა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

დიპ­ლო­მა­ტის თქმით, ევ­რო­კავ­ში­რი შეშ­ფო­თე­ბუ­ლია პარ­ლა­მენ­ტის მიერ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის“ შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მი­ღე­ბით და ის ქვეყ­ნის ევ­რო­პინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე დაბ­რკო­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს.

"რო­დე­საც ეს კა­ნო­ნი პარ­ლა­მენ­ტში გა­მოჩ­ნდა ერთი წლის წინ, ჩვენ ნათ­ლად გან­ვა­ცხა­დეთ, რომ ამ კა­ნონს შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბო­და, რად­გან ეს კა­ნო­ნი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტებს, ჩვენს ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რად­გან ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლის დე­მო­ნი­ზე­ბა­სა და სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ას ახ­დენს. ჩვე­ნი გზავ­ნი­ლი იყო ძა­ლი­ან მკა­ფიო, თუ ეს კა­ნო­ნი მი­ი­ღე­ბა, ჩვენ ვერ გა­ვაგ­რძე­ლებთ ჩვე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს­თან, რად­გან ეს არის ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც შეგ­ნე­ბუ­ლად გა­და­იდ­გა იმ ყვე­ლაფ­რის წი­ნა­აღ­მდეგ, რისი გა­კე­თე­ბაც ჩვენ გირ­ჩი­ეთ“, - გა­ნა­ცხა­და ელჩმა.

დიპ­ლო­მა­ტის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ უნდა ჰქონ­დეს იმის შიში, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მათ საფრ­თხეს უქ­მნი­ან. მისი თქმით, ქვე­ყა­ნა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის როლი კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"ეს­ტო­ნეთ­ში არის ბევ­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია. ბევ­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია ფი­ნანსდე­ბა სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან. ჩვენ არ გვე­ში­ნია, რომ ისი­ნი ძირს უთხრის ჩვენს დე­მოკ­რა­ტი­ას. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის როლი არის, კრი­ტი­კუ­ლი იყოს მთავ­რო­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ და და­ა­ყე­ნოს კრი­ტი­კუ­ლი სა­კი­თხე­ბი. თუ თქვენ ხართ კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი და ძლი­ე­რი დე­მოკ­რა­ტია და ხართ სა­მარ­თლი­ა­ნად არ­ჩე­უ­ლი მთავ­რო­ბა და პარ­ლა­მენ­ტი, თქვენ არ უნდა ინერ­ვი­უ­ლოთ იმა­ზე, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა რა­მე­ნა­ი­რად შე­ლა­ხავს თქვენს ლე­გი­ტი­მა­ცი­ას. ორი­ვე მხრი­დან შე­იძ­ლე­ბა იყოს მკაც­რი სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ეს სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით უნდა და­იძ­ლი­ოს და არა რეპ­რე­სი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და რი­ი­ნა კა­ლი­უ­რან­დმა.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ ევ­რო­კავ­შირს უახ­ლოვ­დე­ბა, მათი ქმე­დე­ბე­ბი კი, სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო­ზე მი­უ­თი­თებს.

"სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ერთი მხრივ ამ­ბობს, რომ უახ­ლოვ­დე­ბა ევ­რო­კავ­შირს, მაგ­რამ მათი ქმე­დე­ბე­ბი ამას არ ადას­ტუ­რებს. თქვენ არ შე­გიძ­ლი­ათ ხალ­ხს დაჰ­პირ­დეთ ისეთ რა­მეს, რისი და­პი­რე­ბაც თქვენ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გო­რი­ცაა გახ­დეთ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი 2030 წლის­თვის. ეს ჩვენ­ზე, წევრ ქვეყ­ნებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩვენ ასე­ვე გა­ვი­ა­რეთ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სი და ასე­თი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი არა­სო­დეს დაგ­ვი­ყე­ნე­ბია ეჭვქვეშ. ვფიქ­რობ, ეს არის ის, რომ შე­საძ­ლოა ეს­ტო­ნე­თი ცოტა უფრო მგრძნო­ბი­ა­რე იყოს ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან ახლა ვი­ცით, რომ მო­თხოვ­ნე­ბი ას­პი­რან­ტი ქვეყ­ნე­ბის მი­მართ ყო­ველ­თვის უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე არ­სე­ბუ­ლი წევ­რე­ბის მი­მართ“, - გა­ნა­ცხა­და დიპ­ლო­მატ­მა.

ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად იხი­ლეთ ბმულ­ზე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"საქართველო შესაძლოა, ძალიან დიდხანს დარჩეს ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში" - ესტონეთის ელჩი

"საქართველო შესაძლოა, ძალიან დიდხანს დარჩეს ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში" - ესტონეთის ელჩი

საქართველო შესაძლოა, ძალიან დიდხანს დარჩეს ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში. ჩვენ ყველა არგუმენტი მივაწოდეთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, თუნდაც მათ თქვან, რომ ლეგიტიმური არგუმენტები არ გაუგიათ, - ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის ელჩმა რიინა კალიურანდმა "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

დიპლომატის თქმით, ევროკავშირი შეშფოთებულია პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებით და ის ქვეყნის ევროპინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს.

"როდესაც ეს კანონი პარლამენტში გამოჩნდა ერთი წლის წინ, ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ამ კანონს შედეგები მოჰყვებოდა, რადგან ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, ჩვენს ღირებულებებს და დემოკრატიულ საზოგადოებას, რადგან ის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის დემონიზებასა და სტიგმატიზაციას ახდენს. ჩვენი გზავნილი იყო ძალიან მკაფიო, თუ ეს კანონი მიიღება, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ჩვეულ საქმიანობას საქართველოსთან, რადგან ეს არის ნაბიჯი, რომელიც შეგნებულად გადაიდგა იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისი გაკეთებაც ჩვენ გირჩიეთ“, - განაცხადა ელჩმა.

დიპლომატის თქმით, ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მათ საფრთხეს უქმნიან. მისი თქმით, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

"ესტონეთში არის ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსდება სხვა ქვეყნებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან. ჩვენ არ გვეშინია, რომ ისინი ძირს უთხრის ჩვენს დემოკრატიას. სამოქალაქო საზოგადოების როლი არის, კრიტიკული იყოს მთავრობისა და პარლამენტის საქმიანობის მიმართ და დააყენოს კრიტიკული საკითხები. თუ თქვენ ხართ კონსოლიდირებული და ძლიერი დემოკრატია და ხართ სამართლიანად არჩეული მთავრობა და პარლამენტი, თქვენ არ უნდა ინერვიულოთ იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება რამენაირად შელახავს თქვენს ლეგიტიმაციას. ორივე მხრიდან შეიძლება იყოს მკაცრი საუბარი, მაგრამ ეს სხვა საშუალებებით უნდა დაიძლიოს და არა რეპრესიული საშუალებებით“, - განაცხადა რიინა კალიურანდმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკავშირს უახლოვდება, მათი ქმედებები კი, სრულიად საპირისპიროზე მიუთითებს.

"სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთი მხრივ ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს. თქვენ არ შეგიძლიათ ხალხს დაჰპირდეთ ისეთ რამეს, რისი დაპირებაც თქვენზე არ არის დამოკიდებული, როგორიცაა გახდეთ ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის. ეს ჩვენზე, წევრ ქვეყნებზეა დამოკიდებული. ჩვენ ასევე გავიარეთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ასეთი კრიტერიუმები არასოდეს დაგვიყენებია ეჭვქვეშ. ვფიქრობ, ეს არის ის, რომ შესაძლოა ესტონეთი ცოტა უფრო მგრძნობიარე იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ახლა ვიცით, რომ მოთხოვნები ასპირანტი ქვეყნების მიმართ ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე არსებული წევრების მიმართ“, - განაცხადა დიპლომატმა.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ბმულზე.