მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩინეთმა, რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, ფასი უნდა გადაიხადოს" - იენს სტოლტენბერგი
"ჩინეთმა, რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, ფასი უნდა გადაიხადოს" - იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გის გან­ცხა­დე­ბით, ჩი­ნე­თის­თვის უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის ომის მხარ­და­ჭე­რას შე­დე­გე­ბი უნდა მოჰ­ყვეს, თუ ის თა­ვის ქცე­ვას არ შეც­ვლის.

  • იენს სტოლ­ტენ­ბერ­გი აცხა­დებს, რომ პე­კი­ნი მხარს უჭერს რუ­სე­თის სა­ო­მარ ძა­ლის­ხმე­ვას და ამავდრო­უ­ლად, ცდი­ლობს შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ევ­რო­პელ მო­კავ­ში­რე­ებ­თან.

"ეს გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ვერ იმუ­შა­ვებს”, - გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა BBC -სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მისი თქმით, ჩი­ნე­თი რუ­სეთს უზი­ა­რებს უამ­რავ ტექ­ნო­ლო­გი­ას, რო­გო­რი­ცაა მიკ­რო­ე­ლექტრო­ნი­კა, რაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია რუ­სე­თის­თვის რა­კე­ტე­ბის, ია­რა­ღის შე­საქ­მნე­ლად, რო­მელ­საც ის უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნებს.

  • "რა­ღაც ეტაპ­ზე, ჩვენ უნდა გან­ვი­ხი­ლოთ რა­ი­მე სა­ხის ეკო­ნო­მი­კუ­რი ფასი, თუ ჩი­ნე­თი არ შეც­ვლის თა­ვის ქცე­ვას", - აღ­ნიშ­ნა სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

შე­გახ­სე­ნებთ, პე­კინს უკვე და­წე­სე­ბუ­ლი აქვს გარ­კვე­უ­ლი სან­ქცი­ე­ბი რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რის­თვის - გა­სულ თვე­ში შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა გა­მო­ა­ცხა­და შე­ზღუდ­ვე­ბი, რომ­ლის სა­მიზ­ნე და­ახ­ლო­ე­ბით 20 კომ­პა­ნი­აა. ჩი­ნე­თი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ რუ­სე­თი მის­გან ლე­ტა­ლურ ია­რაღს არ ყი­დუ­ლობს და რომ ის სიფრ­თხი­ლით ახორ­ცი­ე­ლებს ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­ქონ­ლის ექ­სპორ­ტს, კა­ნო­ნე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩინეთმა, რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, ფასი უნდა გადაიხადოს" - იენს სტოლტენბერგი

"ჩინეთმა, რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, ფასი უნდა გადაიხადოს" - იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერას შედეგები უნდა მოჰყვეს, თუ ის თავის ქცევას არ შეცვლის.

  • იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ პეკინი მხარს უჭერს რუსეთის საომარ ძალისხმევას და ამავდროულად, ცდილობს შეინარჩუნოს ურთიერთობები ევროპელ მოკავშირეებთან.

"ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ იმუშავებს”, - განაცხადა სტოლტენბერგმა BBC -სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ჩინეთი რუსეთს უზიარებს უამრავ ტექნოლოგიას, როგორიცაა მიკროელექტრონიკა, რაც უმნიშვნელოვანესია რუსეთისთვის რაკეტების, იარაღის შესაქმნელად, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.

  • "რაღაც ეტაპზე, ჩვენ უნდა განვიხილოთ რაიმე სახის ეკონომიკური ფასი, თუ ჩინეთი არ შეცვლის თავის ქცევას", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, პეკინს უკვე დაწესებული აქვს გარკვეული სანქციები რუსეთის მხარდაჭერისთვის - გასულ თვეში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა შეზღუდვები, რომლის სამიზნე დაახლოებით 20 კომპანიაა. ჩინეთი ირწმუნება, რომ რუსეთი მისგან ლეტალურ იარაღს არ ყიდულობს და რომ ის სიფრთხილით ახორციელებს ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტს, კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.