მოზაიკა
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო ძალიან რთული მეტოქეა... მოწინააღმდეგეს ძალიან ვაფასებ“ - ყველაფერი თურქეთის ნაკრებზე: სუსტი და ძლიერი მხარეები და ორივე გუნდის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები
"საქართველო ძალიან რთული მეტოქეა... მოწინააღმდეგეს ძალიან ვაფასებ“ - ყველაფერი თურქეთის ნაკრებზე: სუსტი და ძლიერი მხარეები და ორივე გუნდის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები

დღეს 18 ივ­ნი­სია - და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში დიდი დღე - რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი კონ­ტი­ნენ­ტის პირ­ვე­ლო­ბის­თვის არე­ნა­ზე პირ­ვე­ლად გავა და ის­ტო­რი­ა­ში პირ­ველ მატჩს ჩა­ა­ტა­რებს. ჩვე­ნი მე­ტო­ქე თურ­ქე­თის ნაკ­რე­ბია. მატ­ჩი დორ­ტმუნდში გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფარ­გლებ­ში, პირ­ვე­ლად გაჟ­ღერ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი. გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთ უდი­დეს სტა­დი­ონ­ზე, რო­მე­ლიც 80 ათასს გულ­შე­მატ­კი­ვარს იტევს, ჩვენს ეროვ­ნულ ნაკ­რებს 10 ათა­სი ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი უქო­მა­გო­ებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­თან მატ­ჩის წინ ჩა­ტა­რე­ბულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე თურ­ქე­თის ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მწვრთნელ­მა ვინ­ჩენ­ცო მონ­ტე­ლამ ისა­უბ­რა:

ვინ­ჩენ­ცო მონ­ტე­ლა

"გვინ­და გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა ჩვე­ნით ია­მა­ყონ. გუნდში კარ­გი ახალ­გაზ­რდე­ბი და გა­მოც­დი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გვყავს, ამი­ტომ შან­სი გვაქვს. რამ­დე­ნი­მე მო­თა­მა­შე ტრავ­მის გამო დაგ­ვაკ­ლდა, მაგ­რამ კონ­ცენ­ტრი­რე­ბა უნდა მო­ვახ­დი­ნოთ და გა­მარ­ჯვე­ბის გვჯე­რო­დეს. ბოლო ორ ტურ­ნირ­ზე ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი ვერ გა­დავ­ლა­ხეთ, ამი­ტომ სტარტზე მო­გე­ბა გვჭირ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან რთუ­ლი მე­ტო­ქეა. ბურ­თი­ა­ნა­დაც ეფექ­ტუ­რე­ბი არი­ან და ბურ­თის გა­რე­შეც. ეს ად­ვი­ლი შეხ­ვედ­რა არ იქ­ნე­ბა. უნდა გვქონ­დეს მოთ­მი­ნე­ბა და ორ­გა­ნი­ზე­ბის უნა­რი. წო­ნას­წო­რო­ბა არ უნდა დავ­კარ­გოთ. მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ“.

  • რა ვი­ცით თურ­ქე­თის ნაკ­რებ­ზე?

შე­მად­გენ­ლო­ბა:

ვინ მოხ­ვდა თურ­ქე­თის ევრო 2024-ის ნაკ­რებ­ში? თურ­ქე­თის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ვინ­ჩენ­ცო მონ­ტე­ლამ შემ­დე­გი 26 ფეხ­ბურ­თე­ლის სია გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

მე­კა­რე­ე­ბი: ალ­ტაი ბა­ინ­დი­რი (მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტე­დი), მერტ გი­უ­ნო­კი (ბე­შიქთა­ში), უგურ­კან ჩა­კი­რი (ტრაბ­ზონ­სპო­რი).

მცვე­ლე­ბი: მერტ მულ­დუ­რი (ფე­ნერ­ბახ­ჩე), ფერ­დი კა­დი­ოღ­ლუ (ფე­ნერ­ბახ­ჩე), ზეკი ჩე­ლი­კი (რომა), აბ­დულ­კე­რიმ ბარ­დაქჩი (გა­ლ­ა­თა­სა­რაი), აჰ­მეტ­კან კაპ­ლა­ნი (აიაქ­სი), მე­რიჰ დე­მი­რა­ლი (ალ აჰლი), სა­მეთ აკა­ი­დი­ნი (პა­ნა­თი­ნა­ი­კო­სი), კაან აი­ჰა­ნი (გა­ლ­ა­თა­სა­რაი).

ნა­ხე­ვარმცვე­ლე­ბი : ჰა­კან ჩალ­ჰა­ნ­ოღ­ლუ (ინ­ტე­რი), ის­მა­ილ იუკ­სე­კი (ფე­ნერ­ბახ­ჩე), ოკაი იო­კუს­ლუ (ვესტ ბრომ­ვი­ჩი), ორ­კუნ კო­კჩუ (ბენ­ფი­კა), სა­ლიჰ ოზ­ქა­ნი (დორ­ტმუნ­დი ბო­რუ­სია), არდა გი­უ­ლე­რი (მად­რი­დის რე­ა­ლი).

თავ­დამ­სხმე­ლე­ბი: ირ­ფან ჯან კაჰვე­ჩი (ფე­ნერ­ბაჰჩე), იუ­ნუს აკ­გუ­ნი (ლეს­ტერ სიტი), კე­ნან ილ­დი­ზი (იუ­ვენ­ტუ­სი), კე­რემ აქ­ტი­ურ­კოღ­ლუ (გა­ლ­ა­თა­სა­რაი), ბა­რიშ ალ­პერ ილ­მა­ზი (გა­ლ­ა­თა­სა­რაი), ბერ­ტუგ ოზ­გურ ილ­დი­რი­მი (სტად რენი), სენკ ტო­სუ­ნი (ბე­შიქთა­ში). კი­ლი­ჩოი (ბე­შიქთა­ში), იუ­სუფ ია­ზი­ჩი (ლილი).

მწვრთნე­ლი

2023 წლის სექ­ტემ­ბრი­დან თურ­ქე­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი იტა­ლი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი ვინ­ჩენ­ცო მონ­ტე­ლაა. 49 წლის მწვრთნელს აქვს დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა სამ­შობ­ლო­ში, ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ისეთ კლუ­ბებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: "ფი­ო­რენ­ტი­ნა", "სამპდო­რია" და "მი­ლა­ნი". 2017 წელს მან გა­აგ­რძე­ლა კა­რი­ე­რა სა­ზღვარ­გა­რეთ - ერთი წელი მუ­შა­ობ­და ეს­პა­ნურ "სე­ვი­ლი­ა­ში".

  • სუს­ტი და ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი

ამ ცოტა ხნის წინ თურ­ქე­თის ნაკ­რე­ბი ამ­ხა­ნა­გურ მატჩში ავ­სტრი­ას­თან (1:6) გა­ნად­გურ­და, მაგ­რამ ეს მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევს. ვინ­ჩენ­ცო მონ­ტე­ლას ფეხ­ბურ­თე­ლებს არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა სჩ­ვე­ვი­ათ, თუმ­ცა ჩვე­ნი მე­ტო­ქე­ე­ბი დიდ ფო­რუ­მებ­ზე დიდ­წი­ლად ახერ­ხე­ბენ მა­ღალ დო­ნე­ზე თა­მაშს.

თურ­ქე­თის ნაკ­რე­ბი ბურთს კარ­გად ფლობს და ეს თით­ქმის ყვე­ლა მე­ტო­ქეს­თან გა­მოს­დის. მისი პრობ­ლე­მა უპირ­ვე­ლე­სად დაც­ვის ცენ­ტრია, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ნაკ­რებს ოზან კა­ბა­კი ევ­რო­პის პირ­ვე­ლო­ბა­ზე ვერ და­ეხ­მა­რე­ბო­და. ის იტა­ლი­ას­თან ამ­ხა­ნა­გუ­რი შეხ­ვედ­რი­სას და­შავ­და. ქვეყ­ნის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ცნო­ბით, მას მარ­ჯვე­ნა მუხ­ლის წინა ჯვა­რე­დი­ნი იო­გე­ბის გა­წყვე­ტა და­უდ­გინ­და და 24 წლის მცვე­ლი ევრო 2024-ზე გუნ­დის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ვერ მოხ­ვდა.

ჰა­კან ჩალ­ჰა­ნ­ოღ­ლუ

თურ­ქე­ბის მთა­ვარ კო­ზი­რად ნა­ხე­ვარ­დაც­ვა მი­იჩ­ნე­ვა, სა­დაც გუნ­დის ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ჰა­კან ჩალ­ჰა­ნ­ოღ­ლუ თა­მა­შობს. შემ­ტევ ფეხ­ბურ­თე­ლებს კი შე­უძ­ლი­ათ რო­გორც კრე­ა­ტი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი შე­ტე­ვა­ში, ასე­ვე აქ­ტი­უ­რი პრე­სინ­გი და კონ­ტრ პრე­სინ­გი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ცი­ლე­ბით ცნო­ბი­ლი სხვა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არი­ან, თა­ვად თურ­ქეთ­ში ერთ-ერთ საკ­ვან­ძო ფი­გუ­რად მი­აჩ­ნი­ათ იუ­სუფ ია­ზი­ჩი. ის გახ­ლავთ გუნ­დის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გამ­თა­მა­შე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ზუს­ტი პა­სე­ბით და სტან­დარ­ტე­ბის მა­ღალ დო­ნე­ზე შეს­რუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, თა­მა­შობს ორი­ვე ფე­ხით და პო­ზი­ცი­უ­რა­დაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი თა­მა­ში შე­უძ­ლია.

იუ­სუფ ია­ზი­ჩი

"მი­უ­ხე­და­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნაკ­ლი­სი­სა, გერ­მა­ნი­ა­ში თა­მა­შის დროს, თავს ისე ვგრძნობთ, რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში. ამ ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი, მუდ­მი­ვად გვაჩ­ვე­ნე­ბენ თა­ვი­ანთ გან­სა­კუთ­რე­ბულ გულ­შე­მატ­კივ­რო­ბას, რაც და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცი­აა ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის­თვის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ სტა­დი­ო­ნი სავ­სე იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბით. ჩვენ კი ვეც­დე­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვა ჩავ­დოთ, რომ მო­ვი­გოთ პირ­ვე­ლი თა­მა­ში - პირ­ვე­ლი თა­მა­შის მო­გე­ბა მეტ­წი­ლად გვგო­ნია, რომ ჯგუ­ფი­დან გას­ვლის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი იქ­ნე­ბა’’, - გა­ნა­ცხა­და მან სა­ქარ­თვე­ლოს­თან მატ­ჩის წინ თურ­ქულ მე­დი­ას­თან.

საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვია მათი დარ­ტყმე­ბის სტა­ტის­ტი­კა, მათ­გან 84% კა­რის­კენ მი­დის. თით­ქმის ყვე­ლა ფეხ­ბურ­თელს შე­უძ­ლია შო­რი­დან დარ­ტყმა, სა­მა­გი­ე­როდ პრობ­ლე­მა აქვთ ზუსტ პა­სებ­ში.

ცენ­ტრში ჩვენ­თან თა­მა­შის ერთ-ერთი მთა­ვა­რი კან­დი­და­ტი სა­ლიჰ ოზჩა­ნია, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი გუნ­დის, "ბო­რუ­სი­ას" სტა­დი­ონ­ზე ითა­მა­შებს. მის გვერ­დით კი, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ჰა­კან ჩალ­ჰა­ნ­ოღ­ლუ იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც "ინ­ტერ­ში" შე­სა­ნიშ­ნა­ვი სე­ზო­ნი ჰქონ­და.

თურ­ქე­თის ნაკ­რე­ბის დაც­ვის მარ­ცხე­ნა ფლან­გი "ვა­ლენ­სი­ა­ში" გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლის თა­ნა­გუნ­დელს, ჩენგ ოზ­ქა­ჩარს აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი. მას ბოლო დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი აქვს.

მარ­თა­ლია, მად­რი­დის "რე­ალ­ში" ჯერ­ჯე­რო­ბით ცო­ტას თა­მა­შობს, მაგ­რამ თურ­ქებს ჰყავთ 19 წლის არდა გუ­ლე­რი, რო­მელ­საც რო­გორც გა­ტა­ნა, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია. ფორ­ვარ­დის პო­ზი­ცი­ა­ზეც პერ­სპექ­ტი­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია, ტუ­რი­ნის "იუ­ვენ­ტუ­სის" 18 წლის წევ­რი კე­ნან ილ­დი­ზიც...

თურ­ქე­თის ნაკ­რებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა 18 ივ­ნისს, ჩვე­ნი დრო­ით 20:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

  • რა ღირს სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქე­თის ნაკ­რე­ბე­ბი - Top-5 ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ გთა­ვა­ზობთ, რო­გო­რია ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნ­დის, თურ­ქე­თი­სა და ამავდრო­უ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა. ასე­ვე, ვინ არი­ან ნაკ­რე­ბე­ბის Top-5 ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი.

სა­მე­ნე­ჯე­რო სა­ა­გენ­ტო Transfermarkt-ის მი­ხედ­ვით, ამ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 161.05 მლნ ევ­როს შე­ად­გენს, თურ­ქე­თის ნაკ­რე­ბის ფასი კი 324.10 მლნ ევ­როა.

რაც შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბულ 5 ფეხ­ბურ­თელს, სია ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი:

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია - 80 მლნ ევრო

გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი - 35 მლნ ევრო

გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე - 15 მლნ ევრო

ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი - 5 მლნ ევრო

საბა ლობ­ჟა­ნი­ძე - 3 მლნ ევრო

თურ­ქე­თის ნაკ­რე­ბი:

ჰა­კან ჩალ­ჰა­ნ­ოღ­ლუ - 45 მლნ ევრო

ქე­ნან ილ­დი­ზი - 30 მლნ ევრო

არდა გუ­ლე­რი - 30 მლნ ევრო

ორ­კუნ კე­კჩუ - 27 მლნ ევრო

ფერ­დი ქე­დი­ოღ­ლუ - 21 მლნ ევრო

  • თურ­ქე­თი ნაკ­რე­ბის ევ­რო­პუ­ლი ის­ტო­რია

თურ­ქე­თის ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლად 1996 წელს გა­ვი­და. მათ ბოლო 8 ევრო პირ­ვე­ლო­ბი­დან ექ­ვსში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი მიღ­წე­ვა და გა­მოც­დი­ლე­ბაა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 1996 წელს ნაკ­რებ­ში მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თა­მა­შობ­დნენ.

თურ­ქებ­მა პლეი-ოფში პირ­ვე­ლად 2000 წელს გა­აღ­წი­ეს, როცა მათ ჯგუფ­ში იტა­ლია, თა­ნა­მას­პინ­ძე­ლი ბელ­გია და შვე­დე­თი ჰყავ­დათ. ეს იყო გუნ­დი, რო­მე­ლიც არა­ერ­თი მა­ღა­ლი დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლით იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი და 2 წლის შემ­დეგ კო­რეა-ია­პო­ნი­ის მსოფ­ლიო მუნ­დი­ალ­ზე მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ველ წარ­მა­ტე­ბა­სა და 2000 წელს, პირ­ველ ტურ­ში იტა­ლი­ე­ლებ­თან (1:2) და­მარ­ცხდნენ. ინ­ძა­გი­სა და კონ­ტეს გო­ლებს მხო­ლოდ ოქან ბუ­რუქ­მა უპა­სუ­ხა, მაგ­რამ ოთხე­უ­ლი­დან გას­ვლა შეძ­ლეს. მე­კა­რე რუშ­თუ რეგ­ბე­რი, უმით და­ვა­ლა, ემრე ბე­ლო­ზ­ოღ­ლუ, ჰა­სან შაში, ილ­დი­რაი ბაშ­თურ­ქი, ჰა­ქან შუ­ქუ­რი... - ამ დრო­ის ნაკ­რებ­ში მარ­თლაც ვარ­სკვლა­ვე­ბი თა­მა­შობ­დნენ.

მომ­დევ­ნო წარ­მა­ტე­ბა მუნ­დი­ა­ლის ბრინ­ჯა­ო­დან ექ­ვსი წლის შემ­დეგ მო­ვი­და. ფა­თიჰ თე­რი­მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მო­ას­პა­რე­ზე თურ­ქე­თის ნაკ­რებ­მა 2008 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლამ­დე გა­აღ­წია. ამ თე­მა­ზე სტა­ტია წა­ი­კი­თხეთ sportall.ge-ზე.

ცნო­ბი­სათ­ვის, ევრო 2024-მა გერ­მა­ნი­ა­ში სტარ­ტი 14 ივ­ნისს აიღო და 14 ივ­ლისს დას­რულ­დე­ბა. ფი­ნა­ლი ბერ­ლი­ნის “ოლიმ­პი­აშ­ტა­დი­ონ­ზე” შედ­გე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"საქართველო ძალიან რთული მეტოქეა... მოწინააღმდეგეს ძალიან ვაფასებ“ - ყველაფერი თურქეთის ნაკრებზე: სუსტი და ძლიერი მხარეები და ორივე გუნდის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები

"საქართველო ძალიან რთული მეტოქეა... მოწინააღმდეგეს ძალიან ვაფასებ“ - ყველაფერი თურქეთის ნაკრებზე: სუსტი და ძლიერი მხარეები და ორივე გუნდის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები

დღეს 18 ივნისია - დამოუკიდებელი საქართველოს სპორტის ისტორიაში დიდი დღე - რამდენიმე საათში ეროვნული საფეხბურთო ნაკრები კონტინენტის პირველობისთვის არენაზე პირველად გავა და ისტორიაში პირველ მატჩს ჩაატარებს. ჩვენი მეტოქე თურქეთის ნაკრებია. მატჩი დორტმუნდში გაიმართება, სადაც ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, პირველად გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს სტადიონზე, რომელიც 80 ათასს გულშემატკივარს იტევს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს 10 ათასი ქართველი გულშემატკივარი უქომაგოებს.

საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თურქეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ისაუბრა:

ვინჩენცო მონტელა

"გვინდა გულშემატკივრებმა ჩვენით იამაყონ. გუნდში კარგი ახალგაზრდები და გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს, ამიტომ შანსი გვაქვს. რამდენიმე მოთამაშე ტრავმის გამო დაგვაკლდა, მაგრამ კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ და გამარჯვების გვჯეროდეს. ბოლო ორ ტურნირზე ჯგუფური ეტაპი ვერ გადავლახეთ, ამიტომ სტარტზე მოგება გვჭირდება. საქართველო ძალიან რთული მეტოქეა. ბურთიანადაც ეფექტურები არიან და ბურთის გარეშეც. ეს ადვილი შეხვედრა არ იქნება. უნდა გვქონდეს მოთმინება და ორგანიზების უნარი. წონასწორობა არ უნდა დავკარგოთ. მოწინააღმდეგეს ძალიან ვაფასებ“.

  • რა ვიცით თურქეთის ნაკრებზე?

შემადგენლობა:

ვინ მოხვდა თურქეთის ევრო 2024-ის ნაკრებში? თურქეთის მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ შემდეგი 26 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა:

მეკარეები: ალტაი ბაინდირი (მანჩესტერ იუნაიტედი), მერტ გიუნოკი (ბეშიქთაში), უგურკან ჩაკირი (ტრაბზონსპორი).

მცველები: მერტ მულდური (ფენერბახჩე), ფერდი კადიოღლუ (ფენერბახჩე), ზეკი ჩელიკი (რომა), აბდულკერიმ ბარდაქჩი (გალათასარაი), აჰმეტკან კაპლანი (აიაქსი), მერიჰ დემირალი (ალ აჰლი), სამეთ აკაიდინი (პანათინაიკოსი), კაან აიჰანი (გალათასარაი).

ნახევარმცველები : ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), ისმაილ იუკსეკი (ფენერბახჩე), ოკაი იოკუსლუ (ვესტ ბრომვიჩი), ორკუნ კოკჩუ (ბენფიკა), სალიჰ ოზქანი (დორტმუნდი ბორუსია), არდა გიულერი (მადრიდის რეალი).

თავდამსხმელები: ირფან ჯან კაჰვეჩი (ფენერბაჰჩე), იუნუს აკგუნი (ლესტერ სიტი), კენან ილდიზი (იუვენტუსი), კერემ აქტიურკოღლუ (გალათასარაი), ბარიშ ალპერ ილმაზი (გალათასარაი), ბერტუგ ოზგურ ილდირიმი (სტად რენი), სენკ ტოსუნი (ბეშიქთაში). კილიჩოი (ბეშიქთაში), იუსუფ იაზიჩი (ლილი).

მწვრთნელი

2023 წლის სექტემბრიდან თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იტალიელი სპეციალისტი ვინჩენცო მონტელაა. 49 წლის მწვრთნელს აქვს დიდი გამოცდილება სამშობლოში, ხელმძღვანელობდა ისეთ კლუბებს, როგორებიცაა: "ფიორენტინა", "სამპდორია" და "მილანი". 2017 წელს მან გააგრძელა კარიერა საზღვარგარეთ - ერთი წელი მუშაობდა ესპანურ "სევილიაში".

  • სუსტი და ძლიერი მხარეები

ამ ცოტა ხნის წინ თურქეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩში ავსტრიასთან (1:6) განადგურდა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ვინჩენცო მონტელას ფეხბურთელებს არასტაბილურობა სჩვევიათ, თუმცა ჩვენი მეტოქეები დიდ ფორუმებზე დიდწილად ახერხებენ მაღალ დონეზე თამაშს.

თურქეთის ნაკრები ბურთს კარგად ფლობს და ეს თითქმის ყველა მეტოქესთან გამოსდის. მისი პრობლემა უპირველესად დაცვის ცენტრია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ნაკრებს ოზან კაბაკი ევროპის პირველობაზე ვერ დაეხმარებოდა. ის იტალიასთან ამხანაგური შეხვედრისას დაშავდა. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, მას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგების გაწყვეტა დაუდგინდა და 24 წლის მცველი ევრო 2024-ზე გუნდის შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

ჰაკან ჩალჰანოღლუ

თურქების მთავარ კოზირად ნახევარდაცვა მიიჩნევა, სადაც გუნდის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ჰაკან ჩალჰანოღლუ თამაშობს. შემტევ ფეხბურთელებს კი შეუძლიათ როგორც კრეატიული მოქმედებები შეტევაში, ასევე აქტიური პრესინგი და კონტრ პრესინგი, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით ცნობილი სხვა ფეხბურთელები არიან, თავად თურქეთში ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად მიაჩნიათ იუსუფ იაზიჩი. ის გახლავთ გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი გამთამაშებელი, რომელიც ზუსტი პასებით და სტანდარტების მაღალ დონეზე შესრულებით გამოირჩევა, თამაშობს ორივე ფეხით და პოზიციურადაც მრავალფეროვანი თამაში შეუძლია.

იუსუფ იაზიჩი

"მიუხედავად მნიშვნელოვანი დანაკლისისა, გერმანიაში თამაშის დროს, თავს ისე ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. ამ ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, მუდმივად გვაჩვენებენ თავიანთ განსაკუთრებულ გულშემატკივრობას, რაც დამატებითი მოტივაციაა ჩვენი ნაკრებისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ სტადიონი სავსე იქნება ჩვენი მხარდამჭერებით. ჩვენ კი ვეცდებით, მაქსიმალური ძალისხმევა ჩავდოთ, რომ მოვიგოთ პირველი თამაში - პირველი თამაშის მოგება მეტწილად გვგონია, რომ ჯგუფიდან გასვლის განმაპირობებელი იქნება’’, - განაცხადა მან საქართველოსთან მატჩის წინ თურქულ მედიასთან.

საკმაოდ შთამბეჭდავია მათი დარტყმების სტატისტიკა, მათგან 84% კარისკენ მიდის. თითქმის ყველა ფეხბურთელს შეუძლია შორიდან დარტყმა, სამაგიეროდ პრობლემა აქვთ ზუსტ პასებში.

ცენტრში ჩვენთან თამაშის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სალიჰ ოზჩანია, რომელიც საკუთარი გუნდის, "ბორუსიას" სტადიონზე ითამაშებს. მის გვერდით კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰაკან ჩალჰანოღლუ იქნება, რომელსაც "ინტერში" შესანიშნავი სეზონი ჰქონდა.

თურქეთის ნაკრების დაცვის მარცხენა ფლანგი "ვალენსიაში" გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელს, ჩენგ ოზქაჩარს აქვს ჩაბარებული. მას ბოლო დროს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.

მართალია, მადრიდის "რეალში" ჯერჯერობით ცოტას თამაშობს, მაგრამ თურქებს ჰყავთ 19 წლის არდა გულერი, რომელსაც როგორც გატანა, ასევე მნიშვნელოვანი პასების შესრულება შეუძლია. ფორვარდის პოზიციაზეც პერსპექტიული ფეხბურთელია, ტურინის "იუვენტუსის" 18 წლის წევრი კენან ილდიზიც...

თურქეთის ნაკრებთან დაპირისპირება 18 ივნისს, ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

  • რა ღირს საქართველოსა და თურქეთის ნაკრებები - Top-5 ძვირად ღირებული ფეხბურთელი

"ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, როგორია ევროპის ჩემპიონატზე პირველი მოწინააღმდეგე გუნდის, თურქეთისა და ამავდროულად, საქართველოს ეროვნული ნაკრებების ღირებულება. ასევე, ვინ არიან ნაკრებების Top-5 ძვირად ღირებული ფეხბურთელები.

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 161.05 მლნ ევროს შეადგენს, თურქეთის ნაკრების ფასი კი 324.10 მლნ ევროა.

რაც შეეხება ყველაზე ძვირად ღირებულ 5 ფეხბურთელს, სია ასე გამოიყურება:

საქართველოს ნაკრები:

ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო

გიორგი მამარდაშვილი - 35 მლნ ევრო

გიორგი მიქაუტაძე - 15 მლნ ევრო

ოთარ კიტეიშვილი - 5 მლნ ევრო

საბა ლობჟანიძე - 3 მლნ ევრო

თურქეთის ნაკრები:

ჰაკან ჩალჰანოღლუ - 45 მლნ ევრო

ქენან ილდიზი - 30 მლნ ევრო

არდა გულერი - 30 მლნ ევრო

ორკუნ კეკჩუ - 27 მლნ ევრო

ფერდი ქედიოღლუ - 21 მლნ ევრო

  • თურქეთი ნაკრების ევროპული ისტორია

თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად 1996 წელს გავიდა. მათ ბოლო 8 ევრო პირველობიდან ექვსში მიიღეს მონაწილეობა, რაც სერიოზული მიღწევა და გამოცდილებაა. აღსანიშნავია, რომ 1996 წელს ნაკრებში მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაწილეები თამაშობდნენ.

თურქებმა პლეი-ოფში პირველად 2000 წელს გააღწიეს, როცა მათ ჯგუფში იტალია, თანამასპინძელი ბელგია და შვედეთი ჰყავდათ. ეს იყო გუნდი, რომელიც არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელით იყო დაკომპლექტებული და 2 წლის შემდეგ კორეა-იაპონიის მსოფლიო მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება პირველ წარმატებასა და 2000 წელს, პირველ ტურში იტალიელებთან (1:2) დამარცხდნენ. ინძაგისა და კონტეს გოლებს მხოლოდ ოქან ბურუქმა უპასუხა, მაგრამ ოთხეულიდან გასვლა შეძლეს. მეკარე რუშთუ რეგბერი, უმით დავალა, ემრე ბელოზოღლუ, ჰასან შაში, ილდირაი ბაშთურქი, ჰაქან შუქური... - ამ დროის ნაკრებში მართლაც ვარსკვლავები თამაშობდნენ.

მომდევნო წარმატება მუნდიალის ბრინჯაოდან ექვსი წლის შემდეგ მოვიდა. ფათიჰ თერიმის ხელმძღვანელობით მოასპარეზე თურქეთის ნაკრებმა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალამდე გააღწია. ამ თემაზე სტატია წაიკითხეთ sportall.ge-ზე.

ცნობისათვის, ევრო 2024-მა გერმანიაში სტარტი 14 ივნისს აიღო და 14 ივლისს დასრულდება. ფინალი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება.

იხილეთ ასევე: