სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს მთავრობა იქცევა როგორც პარაზიტი ბუზი - შეეშვით ამ ინტრიგების ჩაგდებას სპორტში..." - რომან გოცირიძე
"საქართველოს მთავრობა იქცევა როგორც პარაზიტი ბუზი - შეეშვით ამ ინტრიგების ჩაგდებას სპორტში..." - რომან გოცირიძე

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა იქ­ცე­ვა რო­გორც პა­რა­ზი­ტი ბუზი - შე­ეშ­ვით ამ ინ­ტრი­გე­ბის ჩაგ­დე­ბას სპორ­ტში, მით უმე­ტეს, ახლა რო­დე­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­მა­ში ელის ჩვენს გუნდს,- ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, რო­მან გო­ცი­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, პრე­ზი­დენტს არა­ვი­თა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ აქვს, ორ­დე­ნით და­ჯილ­დო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრძა­ნე­ბე­ბი ვინ­მეს მი­თი­თე­ბით გა­მოს­ცეს.

„კა­ლა­ძე დღეს არ არის ფეხ­ბურ­თე­ლი. ის არის ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი, მაგ­რამ მოქ­მე­დი ქა­ლა­ქის მერი და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“, აი, ამ „რუ­სუ­ლი პარ­ტი­ის“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი და ნუ ინ­ტრი­გა­ნობს, ნუ შე­მო­აქვს და­პი­რის­პი­რე­ბა სპორ­ტულ სამ­ყა­რო­სა და პრე­ზი­დენტს შო­რის. არა­ვი­თა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ აქვს პრე­ზი­დენტს, ვინ­მეს მი­თი­თე­ბით გა­მოს­ცეს ბრძა­ნე­ბე­ბი და და­ა­ჯილ­დო­ოს ორ­დე­ნით. ეს არის მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი პრე­რო­გა­ტი­ვა და არა­ვი­თა­რი სი­ე­ბის წარ­დგე­ნა მთავ­რო­ბის­გან სა­ჭი­რო არ არის.

ყო­ველ­დღი­უ­რად რომ აკო­მენ­ტა­რე­ბენ ამ ფეხ­ბურთზე მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი, თით­ქოს­და, ისი­ნი თა­მა­შობ­დნენ მო­ე­დან­ზე და თით­ქოს­და, მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა ეს. კო­ბა­ხი­ძე რომ ჩა­ვი­და და დაღ­ვრე­მი­ლი სა­ხე­ე­ბით რომ ის­ხდნენ ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რა­ტომ უშ­ლის ხელს სამ­წვრთნე­ლო პრო­ცესს? რა სა­ჭი­როა გუნდთან ჩას­ვლა, რო­მე­ლიც უნდა იყოს თა­მაშ­ზე ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი და არა იმა­ზე, თუ რა კო­მენ­ტა­რი მის­ცეს ამა თუ იმ ტე­ლე­ვი­ზი­ას.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა იქ­ცე­ვა რო­გორც პა­რა­ზი­ტი ბუზი. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ხარი მუ­შა­ობს, ხნავს, ოფ­ლი­ა­ნი, დაღ­ლი­ლი მო­დის სახ­ლში, შე­მო­აჯ­დე­ბა რქა­ზე ბუზი და ამა­ყად რომ გა­ნა­ცხა­დებს, “ოჰ ერ­თად ვშრო­მობ­დი­თო". ამ მშრო­მე­ლი ხა­რის რქა­ზე წა­მომ­ჯდა­რი ბუ­ზია მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც სპე­კუ­ლი­რებს ჩვე­ნი მარ­თლაც მა­გა­რი წარ­მა­ტე­ბით. შე­ეშ­ვით ამ ინ­ტრი­გე­ბის ჩაგ­დე­ბას სპორ­ტში, მით უმე­ტეს, ახლა, რო­დე­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­მა­ში ელის ჩვენს გუნდს“, - გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ღირ­სე­ბის ორ­დენ­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ წარ­დგე­ნი­ლი თავ­და­პირ­ვე­ლი სია, სა­დაც „ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა, სამ­წვრთნე­ლო შტა­ბი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლი და ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის მე­ნე­ჯმენ­ტი იყო შეყ­ვა­ნი­ლი, გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზით, არას­რუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით იყო გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი".

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ კი გა­ნა­ცხა­და, რომ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­აა, თით­ქოს პრე­ზი­დენ­ტი უარს აცხა­დებს ფეხ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი­სა და ფეხ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, პრე­ზი­დენ­ტმა ფეხ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის აქტი მა­ის­ში გა­მოს­ცა, ჯილ­დო­ე­ბის გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნია კი სექ­ტემ­ბერ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

აღ­ნიშ­ნულს შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა მმარ­თვე­ლი გუნ­დის მხრი­და­ნაც. თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც ფეხ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, "უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი და ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია რამ­დე­ნად უღირთ ასე­თი ორ­დე­ნე­ბი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"საქართველოს მთავრობა იქცევა როგორც პარაზიტი ბუზი - შეეშვით ამ ინტრიგების ჩაგდებას სპორტში..." - რომან გოცირიძე

"საქართველოს მთავრობა იქცევა როგორც პარაზიტი ბუზი - შეეშვით ამ ინტრიგების ჩაგდებას სპორტში..." - რომან გოცირიძე

საქართველოს მთავრობა იქცევა როგორც პარაზიტი ბუზი - შეეშვით ამ ინტრიგების ჩაგდებას სპორტში, მით უმეტეს, ახლა როდესაც მნიშვნელოვანი თამაში ელის ჩვენს გუნდს,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს არავითარი ვალდებულება არ აქვს, ორდენით დაჯილდოებასთან დაკავშირებით ბრძანებები ვინმეს მითითებით გამოსცეს.

„კალაძე დღეს არ არის ფეხბურთელი. ის არის ვეტერანი ფეხბურთელი, მაგრამ მოქმედი ქალაქის მერი და „ქართული ოცნების“, აი, ამ „რუსული პარტიის“ გენერალური მდივანი და ნუ ინტრიგანობს, ნუ შემოაქვს დაპირისპირება სპორტულ სამყაროსა და პრეზიდენტს შორის. არავითარი ვალდებულება არ აქვს პრეზიდენტს, ვინმეს მითითებით გამოსცეს ბრძანებები და დააჯილდოოს ორდენით. ეს არის მისი პერსონალური პრეროგატივა და არავითარი სიების წარდგენა მთავრობისგან საჭირო არ არის.

ყოველდღიურად რომ აკომენტარებენ ამ ფეხბურთზე მთავრობის წევრები, თითქოსდა, ისინი თამაშობდნენ მოედანზე და თითქოსდა, მათი დამსახურებაა ეს. კობახიძე რომ ჩავიდა და დაღვრემილი სახეებით რომ ისხდნენ ჩვენი ფეხბურთელები, რატომ უშლის ხელს სამწვრთნელო პროცესს? რა საჭიროა გუნდთან ჩასვლა, რომელიც უნდა იყოს თამაშზე ფოკუსირებული და არა იმაზე, თუ რა კომენტარი მისცეს ამა თუ იმ ტელევიზიას.

საქართველოს მთავრობა იქცევა როგორც პარაზიტი ბუზი. მაგალითად, როდესაც ხარი მუშაობს, ხნავს, ოფლიანი, დაღლილი მოდის სახლში, შემოაჯდება რქაზე ბუზი და ამაყად რომ განაცხადებს, “ოჰ ერთად ვშრომობდითო". ამ მშრომელი ხარის რქაზე წამომჯდარი ბუზია მთავრობა, რომელიც სპეკულირებს ჩვენი მართლაც მაგარი წარმატებით. შეეშვით ამ ინტრიგების ჩაგდებას სპორტში, მით უმეტეს, ახლა, როდესაც მნიშვნელოვანი თამაში ელის ჩვენს გუნდს“, - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ღირსების ორდენზე პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სია, სადაც „ეროვნული გუნდის სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბი, ადმინისტრაციული პერსონალი და ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტი იყო შეყვანილი, გაუგებარი მიზეზით, არასრული შემადგენლობით იყო გამოქვეყნებული".

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი განაცხადა, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს პრეზიდენტი უარს აცხადებს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე.

ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება.

აღნიშნულს შეფასებები მოჰყვა მმართველი გუნდის მხრიდანაც. თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოებას უკავშირდება, "უამრავი ადამიანია გამოტოვებული და ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია რამდენად უღირთ ასეთი ორდენები".