მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგის თქმით, ფეხბურთი პოლიტიკაში არ უნდა ავურიოთ, მაგრამ აქ ვსაუბრობთ სიტუაციაზე, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თამაში" - კილიან მბაპე ექსტრემისტული შეხედულებების წინააღმდეგ
"ზოგის თქმით, ფეხბურთი პოლიტიკაში არ უნდა ავურიოთ, მაგრამ აქ ვსაუბრობთ სიტუაციაზე, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თამაში" - კილიან მბაპე ექსტრემისტული შეხედულებების წინააღმდეგ

ევრო 2024-ზე საფ­რან­გე­თის პირ­ველ მატ­ჩამ­დე ერთი დღით ადრე კი­ლი­ან მბაპე თა­ვი­სი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კობს და სამ­შობ­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს აღ­წერს, რო­გორც საფ­რან­გე­თის ის­ტო­რი­ის­თვის გა­დამ­წყვეტ მო­მენტს.

ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კი­თხვე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რა გა­მოწ­ვე­ვას შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენ­დეს საფ­რან­გე­თის­თვის ავ­სტრია ჯგუფ D-ში მო­მა­ვალ მატჩში, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­და­ი­ფა­რა, რო­დე­საც მბა­პემ თა­ვის ში­შებ­ზე სა­უ­ბა­რი ღიად და­ი­წყო და თქვა, რომ საფ­რან­გეთ­ში სი­ტუ­ა­ცია "ავ­ბე­დი­თია".

"ეს უპ­რე­ცე­დენ­ტო მოვ­ლე­ნაა და ამი­ტო­მაც, მინ­და მივ­მარ­თო მთელ საფ­რან­გე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი - ახალ­გაზ­რდო­ბას. ჩვენ ვართ თა­ო­ბა, რო­მელ­საც გან­სხვა­ვე­ბის შექ­მნა შე­უძ­ლია. ჩვენ ვხე­დავთ, რომ ექ­სტრე­მის­ტე­ბი ძა­ლა­უფ­ლე­ბის კარ­ზე აკა­კუ­ნე­ბენ... ჩვენ კი გვაქვს შან­სი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ".

შა­ბათს საფ­რან­გე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­და, რომ ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის ნე­იტ­რა­ლი­ტეტს პა­ტი­ვი სცენ და “ლე ბლუ” პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი არ გა­ხა­დონ, პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის შო­კის­მომ­გვრე­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, რო­მელ­მაც ერთი კვი­რის წინ რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და­ა­ა­ნონ­სა, რად­გან ევ­რო­კავ­ში­რის კენ­ჭისყრა­ში მა­რინ ლე პე­ნის ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ და­მარ­ცხე­ბა იწ­ვნია.

ამ ნა­ბი­ჯ­მა საფ­რან­გე­თი პო­ლი­ტი­კურ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნა და ფი­ნან­სუ­რი ბაზ­რე­ბი არია, რად­გან მაკ­რო­ნის ნა­ბი­ჯ­მა, შე­საძ­ლოა, ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე­ებს რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა მის­ცეს და მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბაც ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე სამი წლით ადრე შე­სუს­ტდეს.

ფორ­ვარ­დმა, მარ­კუს ტუ­რამ­მა ხალ­ხს "ყო­ველ­დღი­უ­რი ბრძო­ლის­კენ“ მო­უ­წო­და, რათა ლე პე­ნის პარ­ტი­ას ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში ხელი შე­უ­შა­ლონ, მბა­პემ კი ასე­ვე გა­ნა­ცხა­და:

"იგი­ვე შე­ხე­დუ­ლე­ბა მაქვს. იგი­ვე აზრი მქონ­და, რო­დე­საც ვი­სა­უბ­რე მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის, ტო­ლე­რან­ტო­ბი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის შე­სა­ხებ," - თქვა მან, - "ხვა­ლინ­დე­ლი თა­მა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ არ­სე­ბობს სი­ტუ­ა­ცია, რო­მე­ლიც უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე თა­მა­ში. კი­ლი­ან მბა­პე იმ ექ­სტრე­მის­ტუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის და იდე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია, რო­მე­ლიც ხალ­ხს ყოფს. მინ­და, საფ­რან­გე­თის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ამა­ყი ვიყო, არ მსურს, წარ­მო­ვად­გენ­დე ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც ჩემს ან ჩვენს ფა­სე­უ­ლო­ბებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ფეხ­ბურ­თელ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უე­ფას გუნ­დე­ბი­სა თუ მო­თა­მა­შე­ე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მკაც­რი წე­სე­ბი აქვს, თუმ­ცა მბა­პეს თქმით, საფ­რან­გეთ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ყვე­ლას აწუ­ხებს.

"ყვე­ლა აც­ნო­ბი­ე­რებს სი­ტუ­ა­ცი­ას საფ­რან­გეთ­ში. არის ზოგი ადა­მი­ა­ნი, ვინც რა­მის თქმი­სას და გა­მო­ხატ­ვი­სას უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს თავს," - თქვა 25 წლის ფეხ­ბურ­თელ­მა, - "ჩვენ გვინ­და, ჩვე­ნი ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლი და, რა თქმა უნდა, საფ­რან­გე­თის გუნ­დი და­ვიც­ვათ. მაგ­რამ ამა­ზე ვი­ფიქ­რეთ და ვფიქ­რობ, რომ რა­ღა­ცას მო­ვი­მოქ­მე­დებთ. ასე რომ, ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით.

ზო­გის თქმით, ფეხ­ბურ­თი პო­ლი­ტი­კა­ში არ უნდა ავუ­რი­ოთ, მაგ­რამ აქ ვსა­უბ­რობთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ვიდ­რე თა­მა­ში. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა სა­ში­ნე­ლია და უნდა ვი­მოქ­მე­დოთ”, - აღ­ნიშ­ნა მბა­პემ.

საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლის, დი­დიე დე­შა­მის თქმით, ის თა­ვი­სი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებს პა­ტივს სცემს:

"ეს მათი თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბაა. უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ ისი­ნი დიდი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ასე­ვე არი­ან საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის მი­მართ იმუ­ნუ­რე­ბი ან გულ­გრი­ლე­ბი ვერ იქ­ნე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და დე­შამ­მა.

წყა­რო

ავტორი:

"ზოგის თქმით, ფეხბურთი პოლიტიკაში არ უნდა ავურიოთ, მაგრამ აქ ვსაუბრობთ სიტუაციაზე, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თამაში" - კილიან მბაპე ექსტრემისტული შეხედულებების წინააღმდეგ

"ზოგის თქმით, ფეხბურთი პოლიტიკაში არ უნდა ავურიოთ, მაგრამ აქ ვსაუბრობთ სიტუაციაზე, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თამაში" - კილიან მბაპე ექსტრემისტული შეხედულებების წინააღმდეგ

ევრო 2024-ზე საფრანგეთის პირველ მატჩამდე ერთი დღით ადრე კილიან მბაპე თავისი ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებაზე ლაპარაკობს და სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს აღწერს, როგორც საფრანგეთის ისტორიისთვის გადამწყვეტ მომენტს.

ჩვეულებრივი კითხვები იმის თაობაზე, თუ რა გამოწვევას შეიძლება წარმოადგენდეს საფრანგეთისთვის ავსტრია ჯგუფ D-ში მომავალ მატჩში, პრესკონფერენციაზე გადაიფარა, როდესაც მბაპემ თავის შიშებზე საუბარი ღიად დაიწყო და თქვა, რომ საფრანგეთში სიტუაცია "ავბედითია".

"ეს უპრეცედენტო მოვლენაა და ამიტომაც, მინდა მივმართო მთელ საფრანგეთის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდობას. ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც განსხვავების შექმნა შეუძლია. ჩვენ ვხედავთ, რომ ექსტრემისტები ძალაუფლების კარზე აკაკუნებენ... ჩვენ კი გვაქვს შანსი, ჩვენი ქვეყნის მომავალი ჩამოვაყალიბოთ".

შაბათს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ საზოგადოებას მოუწოდა, რომ ეროვნული გუნდის ნეიტრალიტეტს პატივი სცენ და “ლე ბლუ” პოლიტიზებული არ გახადონ, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შოკისმომგვრელი განცხადების შემდეგ, რომელმაც ერთი კვირის წინ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დააანონსა, რადგან ევროკავშირის კენჭისყრაში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიის წინააღმდეგ დამარცხება იწვნია.

ამ ნაბიჯმა საფრანგეთი პოლიტიკურ გაურკვევლობაში შეიყვანა და ფინანსური ბაზრები არია, რადგან მაკრონის ნაბიჯმა, შესაძლოა, ულტრამემარჯვენეებს რეალური პოლიტიკური ძალაუფლება მისცეს და მისი პრეზიდენტობაც ვადის ამოწურვამდე სამი წლით ადრე შესუსტდეს.

ფორვარდმა, მარკუს ტურამმა ხალხს "ყოველდღიური ბრძოლისკენ“ მოუწოდა, რათა ლე პენის პარტიას ძალაუფლების მოპოვებაში ხელი შეუშალონ, მბაპემ კი ასევე განაცხადა:

"იგივე შეხედულება მაქვს. იგივე აზრი მქონდა, როდესაც ვისაუბრე მრავალფეროვნების, ტოლერანტობისა და პატივისცემის შესახებ," - თქვა მან, - "ხვალინდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს სიტუაცია, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თამაში. კილიან მბაპე იმ ექსტრემისტული შეხედულებების და იდეების წინააღმდეგია, რომელიც ხალხს ყოფს. მინდა, საფრანგეთის წარმომადგენლობით ამაყი ვიყო, არ მსურს, წარმოვადგენდე ქვეყანას, რომელიც ჩემს ან ჩვენს ფასეულობებს არ შეესაბამება", - აღნიშნა ფეხბურთელმა.

აღსანიშნავია, რომ უეფას გუნდებისა თუ მოთამაშეების პოლიტიკური განცხადებების წინააღმდეგ მკაცრი წესები აქვს, თუმცა მბაპეს თქმით, საფრანგეთში არსებული სიტუაცია ყველას აწუხებს.

"ყველა აცნობიერებს სიტუაციას საფრანგეთში. არის ზოგი ადამიანი, ვინც რამის თქმისას და გამოხატვისას უფრო კომფორტულად გრძნობს თავს," - თქვა 25 წლის ფეხბურთელმა, - "ჩვენ გვინდა, ჩვენი ყველა ფეხბურთელი და, რა თქმა უნდა, საფრანგეთის გუნდი დავიცვათ. მაგრამ ამაზე ვიფიქრეთ და ვფიქრობ, რომ რაღაცას მოვიმოქმედებთ. ასე რომ, ყურადღებით იყავით.

ზოგის თქმით, ფეხბურთი პოლიტიკაში არ უნდა ავურიოთ, მაგრამ აქ ვსაუბრობთ სიტუაციაზე, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანია, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თამაში. ჩვენს ქვეყანაში ვითარება საშინელია და უნდა ვიმოქმედოთ”, - აღნიშნა მბაპემ.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, დიდიე დეშამის თქმით, ის თავისი ფეხბურთელების პოლიტიკურ შეხედულებებს პატივს სცემს:

"ეს მათი თავისუფალი ნებაა. უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი დიდი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ასევე არიან საფრანგეთის მოქალაქეები და ქვეყანაში არსებული ვითარების მიმართ იმუნურები ან გულგრილები ვერ იქნებიან", - განაცხადა დეშამმა.

წყარო

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"