სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პეკინისთვის საინტერესოა, სულ უფრო მეტი იუანი გაყიდოს რუსეთში, რათა ის მეტად გახდეს ჩინეთზე დამოკიდებული" - მოსკოვის ბირჟა გაჩერებულია, რას გეგმავენ მოსკოვში?
"პეკინისთვის საინტერესოა, სულ უფრო მეტი იუანი გაყიდოს რუსეთში, რათა ის მეტად გახდეს ჩინეთზე დამოკიდებული" - მოსკოვის ბირჟა გაჩერებულია, რას გეგმავენ მოსკოვში?

რუ­სეთ­ში სა­ვა­ლუ­ტო კრი­ზი­სის ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ შე­დე­გებ­ზე “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სკო­ლის პრე­ზი­დენტს, პა­ა­ტა შე­შე­ლი­ძეს ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო პა­ა­ტა, მო­რი­გი ამე­რი­კუ­ლი სან­ქცი­ის შემ­დეგ მოს­კო­ვის სა­ვა­ლუ­ტო ბირ­ჟამ მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­რა. რუ­სეთ­ში ვა­ლუ­ტით თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბა შე­წყდა, რაც იმას ნიშ­ნავს რომ რუ­სეთ­ში აღარ არ­სე­ბობს რუ­სუ­ლი რუბ­ლის კურ­სის დად­გე­ნის სა­ბაზ­რო მე­ქა­ნიზ­მე­ბი. ის მო­ცე­მუ­ლო­ბა, რის წი­ნა­შეც აღ­მოჩ­ნდა რუ­სე­თი, რა გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს რუ­სულ ეკო­ნო­მი­კა­ზე?

- ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ პა­ნი­კუ­რი გან­წყო­ბე­ბი შექ­მნა და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა იფიქ­როს იმა­ზე რომ შექ­მნას დო­ლა­რის მი­ღე­ბის ახა­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი.

გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლია, რად­გან მოს­კო­ვის სა­ვა­ლუ­ტო ბირ­ჟის მუ­შა­ო­ბის შე­ჩე­რე­ბა დრო­ე­ბი­თი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო იმის­თვის, რომ შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ პა­ნი­კა და ახლა უნდა ფიქ­რო­ბენ რა გა­ა­კე­თონ. ახლა შა­ბათ -კვი­რაა და ამ დღე­ებ­ში ბირ­ჟე­ბი ისე­დაც არ მუ­შა­ო­ბენ და რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებს რუ­სე­თის ცენ­რო­ბან­კი ძნე­ლი სათ­ქმე­ლია.

შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში ორი რა­მაა მთა­ვა­რი - რუ­სეთ­ში ამე­რი­კულ დო­ლარ­ზე მო­თხოვ­ნა მა­ღა­ლია, მაგ­რამ რუ­სე­თის შე­მო­სავ­ლე­ბი ისე­თი მა­ღა­ლი არ არის, რომ ეს მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს. რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბულ­მა ფი­ნან­სურ­მა, ეკო­ნო­მი­კურ­მა სან­ქცი­ებ­მა და შე­ზღუდ­ვებ­მა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ვა­ლუ­ტო შე­მო­სავ­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა, მაგ­რამ მათ სხვა წყა­რო­ე­ბი მო­ძებ­ნეს.

მოს­კო­ვის ბირ­ჟამ მუ­შა­ო­ბა იმის გამო შე­წყვი­ტა, რომ პა­ნი­კა შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ. როცა სა­ვა­ლუ­ტო ბირ­ჟა მუ­შა­ობს, ის გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე. გუ­შინ­დე­ლი კურ­სი დღე­ვან­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას. ცხა­დია, რომ ბირ­ჟის დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბა დრო­ე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო და ახლა ისაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებს რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ამის თქმა ძა­ლი­ან ძნე­ლია.

ფაქ­ტია, რომ რუ­სეთს რე­სურ­სე­ბი აქვთ, მა­გა­ლი­თად აქვთ ფე­რა­დი ლი­თო­ნე­ბი, რა­ზეც ბა­ზარ­ზე მო­თხოვ­ნა არ­სე­ბობს და შე­უძ­ლი­ათ ისი­ნი გა­ყი­დონ. სხვა­თა შო­რის უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ რუ­სე­თი ცდი­ლობ­და შე­ევ­სოთ ვა­ლუ­ტის შე­მო­სავ­ლე­ბი და და­ე­ბა­ლან­სე­ბი­ნათ და­ნა­კარ­გე­ბი, მაგ­რამ, ამ ვი­თა­რე­ბა­ში ისი­ნი რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღე­ბენ, თქმა ძნე­ლია და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ვნა­ხავთ.

ამ პრო­ცე­სებს წინ უძღო­და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გარ­ღვე­ვა სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით. ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ ამე­რი­კამ და და­სავ­ლე­თის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ უკ­რა­ი­ნას ნე­ბარ­თვა მის­ცა რომ მათი ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნონ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რაც მა­ნამ­დე უკ­რა­ი­ნას აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­და. ახლა უკვე უკ­რა­ი­ნას შე­უძ­ლია და­სავ­ლუ­რი სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს რუ­სე­თის ნე­ბის­მი­ერ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ეს ია­რა­ღი მიწ­ვდე­ბა და გა­ა­ნად­გუ­როს ან და­ა­ზი­ა­ნოს ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ან ომის­თვის სა­ჭი­რო მო­მა­რა­გე­ბის წყა­რო­ე­ბი და ობი­ექ­ტე­ბი. სა­უ­ბა­რია ნავ­თო­ბ­ბა­ზებ­ზე სამ­ხედ­რო წარ­მო­ე­ბის ქარ­ხნებ­ზე და ასე შემ­დეგ.

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ რუ­სეთ­ში დიდი პა­ნი­კა გა­მო­იწ­ვია, რად­გან ყვე­ლა ხე­დავს, რომ და­სავ­ლუ­რი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა ბევ­რად უფრო მძლავ­რი, ეფექ­ტუ­რი და სან­დოა, ვიდ­რე რუ­სუ­ლი ია­რა­ღი და ის თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რაც ამ დრო­ის­თვის რუ­სეთს აქვს. ეს კი ნიშ­ნავს იმას, რომ რუ­სეთ­ში ბევრ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში ამ ბიზ­ნე­სებ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი ფუ­ლის კე­თე­ბის გზე­ბი აღარ ექ­ნე­ბათ.

მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ის, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­ნად­გურ­დეს ნავ­თო­ბის სა­წარ­მო­ე­ბი, სა­წყო­ბე­ბი და უკ­რა­ი­ნუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად. სან­ქცი­ე­ბის გარ­და ამ ვი­თა­რე­ბამ რუ­სეთ­ში შექ­მნა და­მა­ტე­ბი­თი პა­ნი­კა. რუ­სე­თი დიდი ხა­ნია სან­ქცი­ე­ბის ქვე­შაა, მაგ­რამ ამ სამ­ხედ­რო - პო­ლი­ტი­კურ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, ჩემი აზ­რით, რუ­სეთს და­მა­ტე­ბი­თი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა.

- უცხო­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბე­ბით, თუ რუ­სე­თის სა­ვა­ლუ­ტო ბირ­ჟის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბამ­დე 1 დო­ლა­რის ფასი 90 რუბ­ლი იყო, დო­ლა­რის ფასი სწრა­ფად გა­ი­ზარ­და და ახლა 1 დო­ლა­რი 120 რუბ­ლი­დან 200 რუბლს შო­რის მერ­ყე­ობს. ამ­გვა­რი ვი­თა­რე­ბა რა რე­ა­ლურ საფრ­თხეს შე­უქ­მნის რუ­სულ ეკო­ნო­მი­კას?

- იმ შემ­თხვე­ვა­შიც, როცა სა­ვა­ლუ­ტო ბირ­ჟა­ზე დგე­ბა კურ­სი, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი, ამ შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­თის ცენ­ტრო­ბან­კი მა­ინც ახ­დენს გავ­ლე­ნას ამ პრო­ცეს­ზე. ასეა, რად­გან, რა­ხან ეროვ­ნუ­ლი ბან­კი აკე­თებს ინ­ტერ­ვენ­ცი­ას, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კურსთან და­კავ­ში­რე­ბით ისი­ნი იღე­ბენ. ანუ იმა­ზე, რამ­დე­ნი და რო­გორ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ბა­ზარ­ზე დო­ლა­რის ინ­ტერ­ვენ­ცია.

რუ­სე­თის ცენ­ტრო­ბანკს შე­უძ­ლია სხვა მე­ქა­ნიზ­მე­ბით და­ა­წე­სონ გაც­ვლი­თი კურ­სი. ეს პრო­ცე­სი უზ­რუნ­ველ­ყონ თა­ვი­სი რე­ზერ­ვე­ბით, მათ შო­რის უზ­რუნ­ველ­ყონ ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნე­ბით და ასე შემ­დეგ.

ჩემი აზ­რით, რუ­სეთს ახლა აქვს სხვა პრობ­ლე­მა - მთავ­რო­ბას არ აქვს ფული, რომ და­ა­ფი­ნან­სოს უკ­რა­ი­ნა­ში სამ­ხედ­რო აგ­რე­სია. მაგ­რამ, მას არ აქვს იმის რე­სურ­სი, რომ ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრო­ბან­კმა და­ბეჭ­დოს ფული და ფი­ნან­სუ­რად უზ­რუნ­ველ­ყოს უკ­რა­ი­ნა­ში თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია. ამ ვი­თა­რე­ბა­ში რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ წე­სით, გა­მო­სა­ვა­ლი ვერ უნდა მო­ძებ­ნოს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"პეკინისთვის საინტერესოა, სულ უფრო მეტი იუანი გაყიდოს რუსეთში, რათა ის მეტად გახდეს ჩინეთზე დამოკიდებული" - მოსკოვის ბირჟა გაჩერებულია, რას გეგმავენ მოსკოვში?

"პეკინისთვის საინტერესოა, სულ უფრო მეტი იუანი გაყიდოს რუსეთში, რათა ის მეტად გახდეს ჩინეთზე დამოკიდებული" - მოსკოვის ბირჟა გაჩერებულია, რას გეგმავენ მოსკოვში?

რუსეთში სავალუტო კრიზისის ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებზე “ინტერპრესნიუსი“ ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტს, პაატა შეშელიძეს ესაუბრა.

- ბატონო პაატა, მორიგი ამერიკული სანქციის შემდეგ მოსკოვის სავალუტო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა. რუსეთში ვალუტით თავისუფალი ვაჭრობა შეწყდა, რაც იმას ნიშნავს რომ რუსეთში აღარ არსებობს რუსული რუბლის კურსის დადგენის საბაზრო მექანიზმები. ის მოცემულობა, რის წინაშეც აღმოჩნდა რუსეთი, რა გავლენას იქონიებს რუსულ ეკონომიკაზე?

- ამ გადაწყვეტილებამ პანიკური განწყობები შექმნა და რუსეთის ხელისუფლებამ უნდა იფიქროს იმაზე რომ შექმნას დოლარის მიღების ახალი მექანიზმები.

გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია, რადგან მოსკოვის სავალუტო ბირჟის მუშაობის შეჩერება დროებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო იმისთვის, რომ შეეჩერებინათ პანიკა და ახლა უნდა ფიქრობენ რა გააკეთონ. ახლა შაბათ -კვირაა და ამ დღეებში ბირჟები ისედაც არ მუშაობენ და რა გადაწყვეტილებებს მიიღებს რუსეთის ცენრობანკი ძნელი სათქმელია.

შექმნილ ვითარებაში ორი რამაა მთავარი - რუსეთში ამერიკულ დოლარზე მოთხოვნა მაღალია, მაგრამ რუსეთის შემოსავლები ისეთი მაღალი არ არის, რომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს. რუსეთისთვის დაწესებულმა ფინანსურმა, ეკონომიკურმა სანქციებმა და შეზღუდვებმა რუსეთის ხელისუფლებას სავალუტო შემოსავლების პრობლემები შეუქმნა, მაგრამ მათ სხვა წყაროები მოძებნეს.

მოსკოვის ბირჟამ მუშაობა იმის გამო შეწყვიტა, რომ პანიკა შეეჩერებინათ. როცა სავალუტო ბირჟა მუშაობს, ის გავლენას ახდენს ადამიანების გადაწყვეტილებებზე. გუშინდელი კურსი დღევანდელ გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას. ცხადია, რომ ბირჟის დროებით შეჩერება დროებითი გადაწყვეტილება იყო და ახლა ისაა მნიშვნელოვანი რა გადაწყვეტილებებს მიიღებს რუსეთის ხელისუფლება. ამის თქმა ძალიან ძნელია.

ფაქტია, რომ რუსეთს რესურსები აქვთ, მაგალითად აქვთ ფერადი ლითონები, რაზეც ბაზარზე მოთხოვნა არსებობს და შეუძლიათ ისინი გაყიდონ. სხვათა შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი ცდილობდა შეევსოთ ვალუტის შემოსავლები და დაებალანსებინათ დანაკარგები, მაგრამ, ამ ვითარებაში ისინი რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, თქმა ძნელია და უახლოეს დღეებში ვნახავთ.

ამ პროცესებს წინ უძღოდა ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა სამხედრო თვალსაზრისით. ვგულისხმობ იმას, რომ ამერიკამ და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ უკრაინას ნებართვა მისცა რომ მათი იარაღი გამოიყენონ რუსეთის ტერიტორიაზე, რაც მანამდე უკრაინას აკრძალული ჰქონდა. ახლა უკვე უკრაინას შეუძლია დასავლური სამხედრო აღჭურვილობა გამოიყენოს რუსეთის ნებისმიერ ტერიტორიაზე, სადაც ეს იარაღი მიწვდება და გაანადგუროს ან დააზიანოს ინფრასტრუქტურის ან ომისთვის საჭირო მომარაგების წყაროები და ობიექტები. საუბარია ნავთობბაზებზე სამხედრო წარმოების ქარხნებზე და ასე შემდეგ.

ამ გადაწყვეტილებამ რუსეთში დიდი პანიკა გამოიწვია, რადგან ყველა ხედავს, რომ დასავლური სამხედრო ტექნიკა ბევრად უფრო მძლავრი, ეფექტური და სანდოა, ვიდრე რუსული იარაღი და ის თავდაცვის საშუალებები, რაც ამ დროისთვის რუსეთს აქვს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რუსეთში ბევრ ადამიანს, რომელიც რუსეთში ამ ბიზნესებში არიან ჩართული ფულის კეთების გზები აღარ ექნებათ.

მხედველობაში მაქვს ის, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება განადგურდეს ნავთობის საწარმოები, საწყობები და უკრაინული თავდასხმების შედეგად. სანქციების გარდა ამ ვითარებამ რუსეთში შექმნა დამატებითი პანიკა. რუსეთი დიდი ხანია სანქციების ქვეშაა, მაგრამ ამ სამხედრო - პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ, ჩემი აზრით, რუსეთს დამატებითი პრობლემები შეუქმნა.

- უცხოური მედიის ცნობებით, თუ რუსეთის სავალუტო ბირჟისთვის სანქციების დაწესებამდე 1 დოლარის ფასი 90 რუბლი იყო, დოლარის ფასი სწრაფად გაიზარდა და ახლა 1 დოლარი 120 რუბლიდან 200 რუბლს შორის მერყეობს. ამგვარი ვითარება რა რეალურ საფრთხეს შეუქმნის რუსულ ეკონომიკას?

- იმ შემთხვევაშიც, როცა სავალუტო ბირჟაზე დგება კურსი, ეროვნული ბანკი, ამ შემთხვევაში რუსეთის ცენტრობანკი მაინც ახდენს გავლენას ამ პროცესზე. ასეა, რადგან, რახან ეროვნული ბანკი აკეთებს ინტერვენციას, საბოლოო გადაწყვეტილებას კურსთან დაკავშირებით ისინი იღებენ. ანუ იმაზე, რამდენი და როგორ განახორციელონ ბაზარზე დოლარის ინტერვენცია.

რუსეთის ცენტრობანკს შეუძლია სხვა მექანიზმებით დააწესონ გაცვლითი კურსი. ეს პროცესი უზრუნველყონ თავისი რეზერვებით, მათ შორის უზრუნველყონ ძვირფასი ლითონებით და ასე შემდეგ.

ჩემი აზრით, რუსეთს ახლა აქვს სხვა პრობლემა - მთავრობას არ აქვს ფული, რომ დააფინანსოს უკრაინაში სამხედრო აგრესია. მაგრამ, მას არ აქვს იმის რესურსი, რომ ეროვნულმა ცენტრობანკმა დაბეჭდოს ფული და ფინანსურად უზრუნველყოს უკრაინაში თავისი სამხედრო ოპერაცია. ამ ვითარებაში რუსეთის ხელისუფლებამ წესით, გამოსავალი ვერ უნდა მოძებნოს. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: