მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდასხმა რუსეთის აეროდრომზე: "ოპერაცია უკრაინის ტერიტორიიდან დაიწყო... ველოდებით ინფორმაციას განადგურებული თვითმფრინავების შესახებ"
თავდასხმა რუსეთის აეროდრომზე: "ოპერაცია უკრაინის ტერიტორიიდან დაიწყო... ველოდებით ინფორმაციას განადგურებული თვითმფრინავების შესახებ"

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლის, კი­რილ ბუ­და­ნო­ვის გან­ცხა­დე­ბით, 14 ივ­ნი­სის ღა­მეს უკ­რა­ი­ნულ­მა ძა­ლებ­მა რუ­სე­თის "მო­რო­ზოვ­სკის" აე­როდ­რომ­ზე თავ­დას­ხმის­თვის მი­ნი­მუმ 70 დრო­ნი გა­მო­ი­ყე­ნეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

  • ბუ­და­ნო­ვის თქმით, ოპე­რა­ცია უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან და­ი­წყო და აე­როდ­რომს, სულ მცი­რე, 70 და, შე­საძ­ლოა მეტი, უკ­რა­ი­ნუ­ლი Dragon-ის და Splash-ის დრო­ნით და­არ­ტყეს.

ბუ­და­ნო­ვის გან­მარ­ტე­ბით, ზა­რა­ლის შე­ფა­სე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ვე­ლო­დე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი თუ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბის შე­სა­ხებ", - აღ­ნიშ­ნა ბუ­და­ნოვ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს იყო უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნე­ბით მე­ო­რე მას­შტა­ბუ­რი თავ­დას­ხმა "მო­რო­ზოვ­სკზე" ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ბუ­და­ნოვ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­ზა­ზე თავ­დას­ხმა გან­მე­ორ­დე­ბა.

კერ­ძოდ, კი­თხვა­ზე, გეგ­მა­ვენ თუ არა უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბი მო­რიგ სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმას ამ აე­როდ­რომ­ზე, ბუ­და­ნოვ­მა უპა­სუ­ხა: „დიახ“.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ხელ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­სა და დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ყი­რიმ­ში 87 უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნი გა­ა­ნად­გუ­რეს.

ავტორი:

თავდასხმა რუსეთის აეროდრომზე: "ოპერაცია უკრაინის ტერიტორიიდან დაიწყო... ველოდებით ინფორმაციას განადგურებული თვითმფრინავების შესახებ"

თავდასხმა რუსეთის აეროდრომზე: "ოპერაცია უკრაინის ტერიტორიიდან დაიწყო... ველოდებით ინფორმაციას განადგურებული თვითმფრინავების შესახებ"

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, 14 ივნისის ღამეს უკრაინულმა ძალებმა რუსეთის "მოროზოვსკის" აეროდრომზე თავდასხმისთვის მინიმუმ 70 დრონი გამოიყენეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

  • ბუდანოვის თქმით, ოპერაცია უკრაინის ტერიტორიიდან დაიწყო და აეროდრომს, სულ მცირე, 70 და, შესაძლოა მეტი, უკრაინული Dragon-ის და Splash-ის დრონით დაარტყეს.

ბუდანოვის განმარტებით, ზარალის შეფასება მიმდინარეობს.

"ველოდებით ინფორმაციას განადგურებული თუ დაზიანებული თვითმფრინავების შესახებ", - აღნიშნა ბუდანოვმა.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო უკრაინული დრონებით მეორე მასშტაბური თავდასხმა "მოროზოვსკზე" ბოლო ორი თვის განმავლობაში. ბუდანოვმა ასევე განაცხადა, რომ ბაზაზე თავდასხმა განმეორდება.

კერძოდ, კითხვაზე, გეგმავენ თუ არა უკრაინული ძალები მორიგ საჰაერო თავდასხმას ამ აეროდრომზე, ბუდანოვმა უპასუხა: „დიახ“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიასა და დროებით ოკუპირებული ყირიმში 87 უკრაინული დრონი გაანადგურეს.