სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემთხვევით გავიგეთ, რომ ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" წევრები იღებენ მონაწილეობას და გავგიჟდით" - "სალიო" ბერლინში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობაზე უარს ამბობს
"შემთხვევით გავიგეთ, რომ ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" წევრები იღებენ მონაწილეობას და გავგიჟდით" - "სალიო" ბერლინში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობაზე უარს ამბობს

მომ­ღე­რა­ლი სა­ლო­მე კორ­კო­ტაშ­ვი­ლი ("სა­ლიო") 21 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს მიერ და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარს ამ­ბობს. ამის შე­სა­ხებ მომ­ღე­რალ­მა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას" გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მან ბენდთან ერ­თად ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც გა­ი­გო, რომ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აპი­რებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სხვა წევ­რე­ბი.

"გუ­შინ რე­პე­ტი­ცია გვქონ­და და ძა­ლი­ან შემ­თხვე­ვით გა­ვი­გეთ, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბი იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და გავ­გიჟ­დით. ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია მათ­თან ერ­თად სცე­ნის გა­ზი­ა­რე­ბა.

რაც ხდე­ბა დღეს, რო­გორც იქ­ცე­ვი­ან, გა­მო­რი­ცხუ­ლია მათ­თან ერ­თად იმა­ვე სცე­ნა­ზე დგო­მა და გა­ვა­უქ­მეთ ეს კონ­ცერ­ტი.

გულ­წრფე­ლი პრო­ტეს­ტის გამო - ხალ­ხს იჭე­რენ, ურე­კა­ვენ, აშან­ტა­ჟე­ბენ და ჩვენ აღარ მივ­დი­ვართ. ბი­ლე­თე­ბიც გვქონ­და, ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ მთელ­მა ბენდმა მი­ვი­ღეთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", - აცხა­დებს "სა­ლიო".

ავტორი:

"შემთხვევით გავიგეთ, რომ ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" წევრები იღებენ მონაწილეობას და გავგიჟდით" - "სალიო" ბერლინში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობაზე უარს ამბობს

"შემთხვევით გავიგეთ, რომ ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" წევრები იღებენ მონაწილეობას და გავგიჟდით" - "სალიო" ბერლინში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობაზე უარს ამბობს

მომღერალი სალომე კორკოტაშვილი ("სალიო") 21 ივნისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ მომღერალმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა.

მისივე თქმით, მან ბენდთან ერთად ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას აპირებდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" სხვა წევრები.

"გუშინ რეპეტიცია გვქონდა და ძალიან შემთხვევით გავიგეთ, რომ ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" წევრები იღებენ მონაწილეობას და გავგიჟდით. ჩვენთვის მიუღებელია მათთან ერთად სცენის გაზიარება.

რაც ხდება დღეს, როგორც იქცევიან, გამორიცხულია მათთან ერთად იმავე სცენაზე დგომა და გავაუქმეთ ეს კონცერტი.

გულწრფელი პროტესტის გამო - ხალხს იჭერენ, ურეკავენ, აშანტაჟებენ და ჩვენ აღარ მივდივართ. ბილეთებიც გვქონდა, ყველაფერი, მაგრამ მთელმა ბენდმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", - აცხადებს "სალიო".