პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და ჩემი ცოლი ბევრჯერ ავირიეთ, ახლა საბოლოოდ... რაც შეეხება შვილებს, გოგო ევროპაში სწავლობდა, ბიჭმა სკოლა ახლა დაამთავრა" - ლევან ყოჩიაშვილი ოჯახსა და შემოქმედებით პაუზაზე
"მე და ჩემი ცოლი ბევრჯერ ავირიეთ, ახლა საბოლოოდ... რაც შეეხება შვილებს, გოგო ევროპაში სწავლობდა, ბიჭმა სკოლა ახლა დაამთავრა" - ლევან ყოჩიაშვილი ოჯახსა და შემოქმედებით პაუზაზე

ცნო­ბი­ლი სე­რი­ა­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბით, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­და. 12 წე­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ყუ­რებ­ლის საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი აღ­მოჩ­ნდა. მთა­ვა­რი გმი­რია და სე­რი­ალს სწო­რედ მისი ფრა­ზა - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ჰქვია... ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვილს, იგი­ვე და­თოს, "და­ქა­ლებ­ში" სხვა მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად, ტე­ლე­ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნა და საყ­ვა­რე­ლი რო­ლის თა­მა­ში დრო­ე­ბით აღარ უწევს. ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლამ" "და­ქა­ლებ­თან" ერ­თად, რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი და­ხუ­რა, თუ შე­ა­ჩე­რა.

შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზის დროს რაზე და­ფიქ­რდა მსა­ხი­ო­ბი და რა რო­გორ გა­და­ა­ფა­სა, ამა­ზე AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლი ისა­უბ­რებს:

- როცა უკვე სე­რი­ა­ლი "წა­ვი­და", სე­ზო­ნე­ბი და­ე­მა­ტა, წლე­ბიც გა­ვი­და. სცე­ნა­რი ყო­ველ­თვის ისე­თი მოქ­ნი­ლი იყო (ქეთი დევ­და­რი­ა­ნი სულ ახალ თავ­გა­და­სავ­ლებს გვთა­ვა­ზობ­და), მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ გვქონ­და და მუდ­მი­ვად სა­ინ­ტე­რე­სო იყო. ამ­ბე­ბი იც­ვლე­ბო­და. ამას­თან მა­ყუ­რებ­ლის დიდი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა, მხარ­და­ჭე­რა, მათი მო­ლო­დი­ნი ჩვენ­ზე მოქ­მე­დებ­და. ძა­ლას გვაძ­ლევ­და, რაც შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე ცხა­დია, აი­სა­ხე­ბო­და. ამის ფონ­ზე პრო­ექ­ტი სა­ხალ­ხოდ იქცა. ჩვენც მივ­ყვე­ბო­დით იმ შე­თან­ხმე­ბას, რომ ყო­ფი­ლი­ყო გა­სა­გე­ბი, ში­ნა­უ­რუ­ლი, ბუ­ნებ­რი­ვის გარ­და სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი. ადა­მი­ა­ნებს მისი ყუ­რე­ბის სურ­ვი­ლი უნდა ჰქო­ნო­და, რაც ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ხერ­ხდა. 19 სე­ზო­ნი და 12 წელი სე­რი­ა­ლის­თვის დიდი დროა.

- ახლა პრო­ექტს რა ად­გი­ლი უკა­ვია თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ასე იყო სულ - ცხოვ­რე­ბა­ში რა­ი­მე ეპი­ზო­დი თუ სი­ტუ­ა­ცია მო­მე­წო­ნე­ბო­და, ვფიქ­რობ­დი, სე­რი­ალ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ის რო­გორ გა­მო­მად­გე­ბო­და. სე­რი­ალ­მა ბევ­რი დრო წა­ი­ღო, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა მო­იც­ვა, ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი გახ­და. ამა­სო­ბა­ში და­ი­ზარ­დნენ ჩვე­ნი თუ სხვი­სი შვი­ლე­ბიც... მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ყო­ველ გა­და­ღე­ბა­ზე მა­ინც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მა­ნამ­დე სცე­ნარს ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ წა­მე­კი­თხა. ამას­თან, სე­რი­ალ­ზე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბე­ბი მუ­შა­ობ­დნენ, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­თან თა­ვი­დან­ვე შე­თა­მაშ­დნენ. ანა ტყე­ბუ­ჩა­ვა­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ, მარ­თლაც ერ­თმა­ნე­თის ნა­წი­ლე­ბად ვი­ქე­ცით. როცა რა­ღაც ამ­დენ ხანს ასე გრძელ­დე­ბა და ორი­ვე მხა­რე ერ­თმა­ნე­თის­თვის არ არის, არა­ფე­რი გა­მო­ვა. ჩვენ ერ­თმა­ნეთს არ შე­ვეჩ­ვი­ეთ, არც გავ­თა­მამ­დით და არც სე­რი­ა­ლის პო­პუ­ლა­რო­ბამ არ მოგ­ვა­დუ­ნა.

- ისე მოხ­და, რომ თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟის სა­ხე­ლით ახლა მეც კი მოგ­მარ­თეთ...

- მა­გას ვე­რა­ფერს ვუ­ზამთ. ძა­ლი­ა­ნაც მი­ხა­რია. ასე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, სა­წყე­ნი ეს იქ­ნე­ბო­და. ეს სე­რი­ა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხებ­ში ისე შე­ვი­და, იმ­დე­ნად გულ­თან მი­ი­ტა­ნეს, რომ ბევ­რს ნამ­დვი­ლი ეგო­ნა. ერ­თმა მკი­თხა, სა­და­უ­რი გო­ცი­რი­ძე­ე­ბი ხარ­თო? მას ასე სჯე­რა და რა უნდა უპა­სუ­ხო?! კბი­ლის ექი­მის ის­ტო­რი­ის დროს ერთი ამ­ბა­ვი ატყდა, მაგ­რამ სე­რი­ა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლებ­სა და სუ­ლებ­ში შე­ვი­და და გულ­შე­მატ­კივ­რო­ბაც ეს არის.

მა­მას­თან ერ­თად

- ე.ი. რაჭ­ვე­ლებ­მა თა­ვი­სად მი­გიჩ­ნი­ეს. თქვენს რე­გი­ონ­ში, დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში რას ამ­ბობ­დნენ?

- იქ, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე, სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, სა­ი­და­ნაც თბი­ლის­ში წა­ვე­დი, ჩე­მით ძა­ლი­ან ამა­ყო­ბენ. დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქედ და­მა­სა­ხე­ლეს. სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ადა­მი­ა­ნებს იმე­დებს გა­უ­მარ­თლებ. ეს შენი საქ­მის უკე­თე­სად გა­კე­თე­ბის­თვის ძა­ლას გაძ­ლევს.

- სე­რი­ა­ლის მთა­ვარ პერ­სო­ნა­ჟო­ბას გა­მარ­თლე­ბად მი­იჩ­ნევთ, ანუ იმას, რომ ამ როლ­ზე თქვენ და­გამ­ტკი­ცეს?

- რა თქმა უნდა, რომ ამ ყვე­ლა­ფერს სა­ვარ­ძლი­დან არ ვუ­ყუ­რე და იქ ვი­ყა­ვი. ეს რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, გული ძა­ლი­ან დამ­წყდე­ბო­და. ვფიქ­რობ, დიდი დრო დას­ჭირ­დე­ბა, შე­იქ­მნას (რა თქმა უნდა, შე­იქ­მნე­ბა), ასე­თი ხა­რის­ხით და ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლით რა­ი­მე ახა­ლი პრო­ექ­ტი, რომ სა­ხალ­ხო სე­რი­ა­ლად იქცა. მარ­თლა გა­მარ­თლე­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ ასეთ პრო­ექ­ტში მოხ­ვდე­ბი, - იქ ხომ მუ­შა­ობ, ვი­თარ­დე­ბი და სწავ­ლობ. "და­ქა­ლებს" არა­ვის­ზე ნაკ­ლე­ბი არ­ტის­ტე­ბი არ თა­მა­შო­ბენ. აქ ვინც იმუ­შა­ვა, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და­აგ­რო­ვა. პრო­ექ­ტი უც­ბად, იმ წუთ­ში აქ და ახლა კეთ­დე­ბო­და. ამას კი­დევ სხვა მო­ბი­ლი­ზა­ცია, კონ­ცენ­ტრა­ცია გა­მოც­დი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა.

- როცა "თე­ატ­რა­ლურ­ში" სწავ­ლობ­დით, სა­მო­მავ­ლოდ რას ფიქ­რობ­დით, რის გა­კე­თე­ბა გინ­დო­დათ?

- ასე­თი ხუმ­რო­ბა იყო, რომ სა­ხალ­ხო არ­ტის­ტე­ბად აბა­რე­ბენ, მე­ო­რე კურ­სზე დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტე­ბი არი­ან და მე­სა­მე კურ­სზე - უბ­რა­ლოდ მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან, მე­ხუ­თე კურ­სზე კი ხვდე­ბი­ან, რომ ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ იწყე­ბა. ალ­ბათ, ყვე­ლა მა­გა­ზე ფიქ­რობს, რომ ცნო­ბილ გახ­დეს, პრო­ფე­სია რა­ღაც ხა­რისხში მო­იყ­ვა­ნოს. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღოს, რომ აკე­თოს რა­ღაც კარ­გად. სა­შუ­ა­ლო ვერ იქ­ნე­ბი, ამ პრო­ფე­სი­ას ეს ახ­ლავს. თუმ­ცა თა­ვი­დან ვერ იგებ, ვინ რისი გამ­კე­თე­ბე­ლია, ეს მერე მო­დის. ჩემ შემ­თხვე­ვა­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მო­ვი­და.

- პრო­ფე­სი­უ­ლად გული რა­მე­ზე გწყდე­ბათ?

- სე­რი­ალ­მა ბევ­რი დრო წა­ი­ღო, ბევრ რა­მე­ზე მაქვს უარი ნათ­ქვა­მი, მათ შო­რის, თე­ატრზეც. "და­ქა­ლე­ბი" რომ და­ვი­წყეთ, სე­რი­ა­ლე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბი­დან ავ­დე­ქი, დიდი დრო მიჰ­ქონ­და, შვი­ლე­ბიც პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ. მა­შინ არც ამ­დე­ნი მსა­ხი­ო­ბი იყო სე­რი­ალ­ში, ცო­ტა­ნი ვი­ყა­ვით, - მე და ანა ლა­მის იქ ვცხოვ­რობ­დით. ერთი 4 წელი ასე იყო. სა­ბო­ლო­ოდ სე­რი­ა­ლის სა­ხით ისე­თი რამ გა­კეთ­და, რომ გული არა­ფერ­ზე მწყდე­ბა.

- გარ­და თქვე­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და არ­ტის­ტიზ­მი­სა, ხმი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვით. სა­ხა­სი­ა­თო ხმა გაქვთ და შე­სა­ბა­მი­სად არ­ხის ხმაც ხართ...

- ოჯახ­ში კა­ცებს - მა­მას, ჩემს ძმებს, მე გე­ნე­ტი­კუ­რად გვაქვს კარ­გი ხმა. ჩემი ხმა რა­ღაც­ნა­ი­რად ლი­რი­კუ­ლი ბა­რი­ტო­ნია, ცოტა ხრინ­წით. მერე ხომ სწავ­ლობ რა­ღა­ცებს და ამი­ტომ ეს მა­ინც უკვე და­ყე­ნე­ბუ­ლი ხმაა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი­ვით არ ვლა­პა­რა­კობთ. მა­ინც გა­მოთ­ქმით, ბგე­რე­ბი უნდა გა­იხ­სნას. ეს ყვე­ლა­ფე­რი გახ­მო­ვა­ნე­ბის დრო­საც მუ­შავ­დე­ბა. მერე დრო, ასა­კი, სი­გა­რე­ტიც მოქ­მე­დებს... ჩემი მე­ტყვე­ლებს პე­და­გო­გე­ბი იყ­ვნენ ცი­ცი­ნო კო­ბი­აშ­ვი­ლი, ზინა კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე და მე­სა­მე კურ­სზე მხატ­ვრულ კი­თხვას - მურ­მან ჯი­ნო­რია მას­წავ­ლი­და.

დე­დას­თან ერ­თად

- თა­ვი­სუ­ფალ დროს რის კე­თე­ბა გიყ­ვართ?

- თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ნაკ­ლე­ბად მქონ­და და მაქვს. სულ რა­ღაც საქ­მეს ვა­კე­თებ. ალ­ბათ აქ, ჩემ­თან დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში მშობ­ლებ­თან მიყ­ვარს ყოფ­ნა, ახ­ლაც აქ ვარ. ბავ­შვო­ბი­დან მტრე­დე­ბი მიყ­ვარ­და და მტრე­დე­ბი ისევ მყავს, მსი­ა­მოვ­ნებს მათი ღუ­ღუ­ნი...

- ეკ­რა­ნუ­ლი შვი­ლე­ბის გაზ­რდა­ში შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ წვლი­ლი თქვენც მი­გი­ძღვით. ქეთა ორ­ბე­ლა­ძე 4 წლის ასაკ­ში გა­ი­ცა­ნით და ახლა უკვე სკო­ლა და­ამ­თავ­რა და აბი­ტუ­რი­ენ­ტია...

- კი, მე და ანას წვლი­ლი მარ­თლაც მიგ­ვი­ძღვის, ჩვენ­თან დიდ დროს ატა­რებ­დნენ. ქეთა უკვე სე­რი­ა­ლის მსა­ხი­ო­ბი იყო, სკო­ლა­ში რომ პირ­ვე­ლად შე­ვი­და. ანამ ბევ­რი იმუ­შა­ვა ჯგუფ­თან ერ­თად, ტექ­სტთან მუ­შა­ო­ბა­ზე ამე­ცა­დი­ნებ­და. დიდი შრო­მა მი­უ­ძღვის მათ სე­რი­ალ­ში ფე­ხის ად­გმა­ში. ეს ბავ­შვე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვე­ბი არი­ან. გი­ორ­გი (ჯეკო) უც­ბად გა­მორ­ჩე­უ­ლად კარ­გი ახალ­გაზ­რდა კაცი დად­გა. ორი­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. თი­თო­ე­უ­ლი ჩემი ნა­წი­ლია, სულ მინ­და ვაქო, ვე­ფე­რო. მათ­ზე სულ ვღე­ლავ და მათი ამ­ბე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებს. ორი­ვეს წინსვლას ვუ­სურ­ვებ.

- თქვენს შვი­ლებ­ზეც მოგ­ვი­ყე­ვით. ვიცი, რომ ბიჭ­მაც სკო­ლა წელს და­ამ­თავ­რა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შვი­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ზე წერთ ხოლ­მე...

- კი, მარ­თლა კარ­გე­ბი არი­ან. კე­სუ­ნა უკვე დი­დია, 25 წლის არის. კარ­გი შვი­ლია და საკ­მა­ოდ ჭკვი­ა­ნი, რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია. სკო­ლა მე­დალ­ზე და­ამ­თავ­რა, მერე ჯი­პა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­ზე ჩა­ა­ბა­რა და წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა. მა­გის­ტრა­ტუ­რა სა­ჯა­რო მარ­თვა­ში გა­ი­ა­რა, მა­გის­ტრა­ტუ­რის ბოლო კურ­სი ევ­რო­პა­ში და­ამ­თავ­რა, პო­ლო­ნე­თის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. წიგ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნია, მი­თი­თე­ბა არას­დროს არა­ფერ­ზე სჭირ­დე­ბო­და. იცო­და, რა უნ­დო­და, რის­კენ მი­დი­ო­და, რომ ამას შრო­მა უნ­დო­და. ვა­სი­კოს, ჩემს ბიჭს, მისი სა­ხით კარ­გი მა­გა­ლი­თი ჰქონ­და. ვა­სი­კოს მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი ჰქვია. სან­დო კა­ცია, რა­ღაც­ნა­ი­რი წე­სი­ე­რი, სა­სი­ა­მოვ­ნო, ვარ­ჯი­შობს, სწავ­ლობს. ვნა­ხოთ ახლა, რა იქ­ნე­ბა, გა­მოც­დე­ბი გვაქვს წინ. 12 ივ­ნისს ბან­კე­ტი ჰქონ­და. კე­სოს­თან ერ­თად ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა აირ­ჩია.

- ე.ი. მსა­ხი­ო­ბო­ბა არც ერ­თმა გა­და­წყვი­ტა, ხომ?

- არა. ვა­სი­კო ჩვე­ნებს გა­და­ღე­ბუ­ლი ჰყავთ "და­ქა­ლებ­ში". 2 სე­რი­ა­ში ითა­მა­შა, მგო­ნი, მე­ცხრე სე­ზონ­ზე. პა­ტა­რა იყო, ცხო­ვე­ლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ქუ­ჩის ძაღ­ლებს რომ უვ­ლიდ­ნენ. მერე, რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ ისევ და­უ­ძა­ხეს, უარი მი­თხრა. არ წა­მო­ვი­და. მოკ­ლედ, მსა­ხი­ო­ბო­ბა არც ერთს არ ნდო­მე­ბია.

- რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ მათ­თან?

- მე და კე­სუ­ნა ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. 20 წლის ვი­ყა­ვი, რომ გაჩ­ნდა. თა­ნა­ტო­ლე­ბი­ვით ვართ. მასა და ვა­სი­კოს შო­რის სხვა­ო­ბა 9 წე­ლია. მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ძმა­კა­ცე­ბი ვართ. ჩემ­ში სიმ­კაც­რე­ე­ბი და რა­ღაც ასე­თი არ ახ­სოვთ. თან ეს მათ არც სჭირ­დე­ბათ გე­ნე­ტი­კუ­რად ნორ­მა­ლუ­რე­ბი არი­ან. თუ რა­ღაც რჩე­ვას მივ­ცემ და მა­თაც მო­უს­მენ - ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. დიდი ჯაჯ­გუ­რი და ჭი­და­ო­ბა არას­დროს გვქო­ნია.

- ორი დღის წინ „ნი­კო­ლო­ზის კი­თხვე­ბის“ მო­რი­გი გა­და­ცე­მის ანონ­სი და­ი­დო, სა­დაც სტუ­მა­რი თქვენ ხართ. ანონსში არის ეპი­ზო­დი, სა­დაც სა­უბ­რობთ ცოლ­თან და­შო­რე­ბა­ზე. ეს ეპი­ზო­დი მთელ­მა ინ­ტერ­ნეტ-პორ­ტა­ლებ­მა აი­ტა­ცეს...

- კი, მეც ვნა­ხე, მაგ­რამ პრო­მოს­თვის ინ­ტერ­ვი­უს ერთ-ერთი ეპი­ზო­დია აღე­ბუ­ლი. ამას­თან, ეს არ არის ახა­ლი ამ­ბა­ვი. ხომ გე­უბ­ნე­ბით, ის ეპი­ზო­დი ანონ­სის­თვის არის, თო­რემ გა­და­ცე­მა­ში ბავ­შვო­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი დღე­ვან­დლამ­დე იმ­დენ რა­ღა­ცა­ზე ვლა­პა­რა­კობთ. მე­დი­ის ასე­თი გა­ო­ცე­ბა გა­მიკ­ვირ­და, რად­გან ძვე­ლი ამ­ბა­ვია. ხომ ნა­ხეთ, ფო­ტო­ე­ბიც, ძვე­ლია და ად­რინ­დე­ლი. წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც ოჯა­ხი­დან წა­მო­სუ­ლი ვარ. ბევ­რჯერ ავი­რი­ეთ, მაგ­რამ ახლა სა­ბო­ლო­ოდ. მთელ­მა ქვე­ყა­ნამ იცის ეს, დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში მარ­ტო 36.000 კაცი ცხოვ­რობს. ერ­თმა­ნეთს მშვი­დო­ბი­ა­ნად დავ­ცილ­დით. მერე ხალ­ხი რა­ღა­ცებს წერ­და, ყვე­ლა კო­მენ­ტა­რი არ წა­მი­კი­თხავს... იქვე იმა­ვე პრო­მო­ში ვამ­ბობ, "არ მჯე­რო­და, მსა­ხი­ო­ბე­ბი რომ ამ­ბობ­დნენ, რა­საც ვთა­მა­შობთ, ის გვე­მარ­თე­ბა, მე­გო­ნა, იპ­რან­ჭე­ბოდ­ნენ"... ოღონდ, ამას ვამ­ბობ ძველ ამ­ბავ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 7 წლის წი­ნან­დელ­ზე, მაგ­რამ ანონ­სი ანონ­სია...

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მე და ჩემი ცოლი ბევრჯერ ავირიეთ, ახლა საბოლოოდ... რაც შეეხება შვილებს, გოგო ევროპაში სწავლობდა, ბიჭმა სკოლა ახლა დაამთავრა" - ლევან ყოჩიაშვილი ოჯახსა და შემოქმედებით პაუზაზე

"მე და ჩემი ცოლი ბევრჯერ ავირიეთ, ახლა საბოლოოდ... რაც შეეხება შვილებს, გოგო ევროპაში სწავლობდა, ბიჭმა სკოლა ახლა დაამთავრა" - ლევან ყოჩიაშვილი ოჯახსა და შემოქმედებით პაუზაზე

ცნობილი სერიალის დამსახურებით, ძალიან პოპულარული ადამიანი გახდა. 12 წელის განმავლობაში მაყურებლის საყვარელი პერსონაჟი აღმოჩნდა. მთავარი გმირია და სერიალს სწორედ მისი ფრაზა - "ჩემი ცოლის დაქალები" ჰქვია... ლევან ყოჩიაშვილს, იგივე დათოს, "დაქალებში" სხვა მსახიობებთან ერთად, ტელეეკრანზე გამოჩენა და საყვარელი როლის თამაში დროებით აღარ უწევს. ფინანსური პრობლემების გამო, ტელეკომპანია "ფორმულამ" "დაქალებთან" ერთად, რამდენიმე პროექტი დახურა, თუ შეაჩერა.

შემოქმედებითი პაუზის დროს რაზე დაფიქრდა მსახიობი და რა როგორ გადააფასა, ამაზე AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ლევან ყოჩიაშვილი ისაუბრებს:

- როცა უკვე სერიალი "წავიდა", სეზონები დაემატა, წლებიც გავიდა. სცენარი ყოველთვის ისეთი მოქნილი იყო (ქეთი დევდარიანი სულ ახალ თავგადასავლებს გვთავაზობდა), მოდუნების საშუალებაც არ გვქონდა და მუდმივად საინტერესო იყო. ამბები იცვლებოდა. ამასთან მაყურებლის დიდი გულშემატკივრობა, მხარდაჭერა, მათი მოლოდინი ჩვენზე მოქმედებდა. ძალას გვაძლევდა, რაც შემოქმედებაზე ცხადია, აისახებოდა. ამის ფონზე პროექტი სახალხოდ იქცა. ჩვენც მივყვებოდით იმ შეთანხმებას, რომ ყოფილიყო გასაგები, შინაურული, ბუნებრივის გარდა სანახაობრივი. ადამიანებს მისი ყურების სურვილი უნდა ჰქონოდა, რაც ამდენი წლის განმავლობაში მოხერხდა. 19 სეზონი და 12 წელი სერიალისთვის დიდი დროა.

- ახლა პროექტს რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში?

- ასე იყო სულ - ცხოვრებაში რაიმე ეპიზოდი თუ სიტუაცია მომეწონებოდა, ვფიქრობდი, სერიალზე მუშაობისას ის როგორ გამომადგებოდა. სერიალმა ბევრი დრო წაიღო, ჩვენი ცხოვრება მოიცვა, ცხოვრების ნაწილი გახდა. ამასობაში დაიზარდნენ ჩვენი თუ სხვისი შვილებიც... მიუხედავად ყველაფრისა, ყოველ გადაღებაზე მაინც ვნერვიულობდი, მანამდე სცენარს ველოდებოდი, რომ წამეკითხა. ამასთან, სერიალზე არაჩვეულებრივი მსახიობები მუშაობდნენ, რომლებიც ერთმანეთთან თავიდანვე შეთამაშდნენ. ანა ტყებუჩავაზე აღარაფერს ვამბობ, მართლაც ერთმანეთის ნაწილებად ვიქეცით. როცა რაღაც ამდენ ხანს ასე გრძელდება და ორივე მხარე ერთმანეთისთვის არ არის, არაფერი გამოვა. ჩვენ ერთმანეთს არ შევეჩვიეთ, არც გავთამამდით და არც სერიალის პოპულარობამ არ მოგვადუნა.

- ისე მოხდა, რომ თქვენი პერსონაჟის სახელით ახლა მეც კი მოგმართეთ...

- მაგას ვერაფერს ვუზამთ. ძალიანაც მიხარია. ასე რომ არ ყოფილიყო, საწყენი ეს იქნებოდა. ეს სერიალი ადამიანების ოჯახებში ისე შევიდა, იმდენად გულთან მიიტანეს, რომ ბევრს ნამდვილი ეგონა. ერთმა მკითხა, სადაური გოცირიძეები ხართო? მას ასე სჯერა და რა უნდა უპასუხო?! კბილის ექიმის ისტორიის დროს ერთი ამბავი ატყდა, მაგრამ სერიალი ადამიანების გულებსა და სულებში შევიდა და გულშემატკივრობაც ეს არის.

მამასთან ერთად

- ე.ი. რაჭველებმა თავისად მიგიჩნიეს. თქვენს რეგიონში, დედოფლისწყაროში რას ამბობდნენ?

- იქ, სადაც გავიზარდე, სკოლა დავამთავრე, საიდანაც თბილისში წავედი, ჩემით ძალიან ამაყობენ. დედოფლისწყაროში საპატიო მოქალაქედ დამასახელეს. სასიამოვნოა, როცა ადამიანებს იმედებს გაუმართლებ. ეს შენი საქმის უკეთესად გაკეთებისთვის ძალას გაძლევს.

- სერიალის მთავარ პერსონაჟობას გამართლებად მიიჩნევთ, ანუ იმას, რომ ამ როლზე თქვენ დაგამტკიცეს?

- რა თქმა უნდა, რომ ამ ყველაფერს სავარძლიდან არ ვუყურე და იქ ვიყავი. ეს რომ არ ყოფილიყო, გული ძალიან დამწყდებოდა. ვფიქრობ, დიდი დრო დასჭირდება, შეიქმნას (რა თქმა უნდა, შეიქმნება), ასეთი ხარისხით და ასეთი სიყვარულით რაიმე ახალი პროექტი, რომ სახალხო სერიალად იქცა. მართლა გამართლება და ბედნიერებაა, რომ ასეთ პროექტში მოხვდები, - იქ ხომ მუშაობ, ვითარდები და სწავლობ. "დაქალებს" არავისზე ნაკლები არტისტები არ თამაშობენ. აქ ვინც იმუშავა, დიდი გამოცდილება დააგროვა. პროექტი უცბად, იმ წუთში აქ და ახლა კეთდებოდა. ამას კიდევ სხვა მობილიზაცია, კონცენტრაცია გამოცდილება სჭირდება.

- როცა "თეატრალურში" სწავლობდით, სამომავლოდ რას ფიქრობდით, რის გაკეთება გინდოდათ?

- ასეთი ხუმრობა იყო, რომ სახალხო არტისტებად აბარებენ, მეორე კურსზე დამსახურებული არტისტები არიან და მესამე კურსზე - უბრალოდ მსახიობები არიან, მეხუთე კურსზე კი ხვდებიან, რომ ყველაფერი მხოლოდ იწყება. ალბათ, ყველა მაგაზე ფიქრობს, რომ ცნობილ გახდეს, პროფესია რაღაც ხარისხში მოიყვანოს. პასუხისმგებლობა აიღოს, რომ აკეთოს რაღაც კარგად. საშუალო ვერ იქნები, ამ პროფესიას ეს ახლავს. თუმცა თავიდან ვერ იგებ, ვინ რისი გამკეთებელია, ეს მერე მოდის. ჩემ შემთხვევაში მეტ-ნაკლებად რაღაცნაირად გამოვიდა.

- პროფესიულად გული რამეზე გწყდებათ?

- სერიალმა ბევრი დრო წაიღო, ბევრ რამეზე მაქვს უარი ნათქვამი, მათ შორის, თეატრზეც. "დაქალები" რომ დავიწყეთ, სერიალების გახმოვანებიდან ავდექი, დიდი დრო მიჰქონდა, შვილებიც პატარები იყვნენ. მაშინ არც ამდენი მსახიობი იყო სერიალში, ცოტანი ვიყავით, - მე და ანა ლამის იქ ვცხოვრობდით. ერთი 4 წელი ასე იყო. საბოლოოდ სერიალის სახით ისეთი რამ გაკეთდა, რომ გული არაფერზე მწყდება.

- გარდა თქვენი პროფესიონალიზმისა და არტისტიზმისა, ხმითაც გამოირჩევით. სახასიათო ხმა გაქვთ და შესაბამისად არხის ხმაც ხართ...

- ოჯახში კაცებს - მამას, ჩემს ძმებს, მე გენეტიკურად გვაქვს კარგი ხმა. ჩემი ხმა რაღაცნაირად ლირიკული ბარიტონია, ცოტა ხრინწით. მერე ხომ სწავლობ რაღაცებს და ამიტომ ეს მაინც უკვე დაყენებული ხმაა. ჩვეულებრივი ადამიანებივით არ ვლაპარაკობთ. მაინც გამოთქმით, ბგერები უნდა გაიხსნას. ეს ყველაფერი გახმოვანების დროსაც მუშავდება. მერე დრო, ასაკი, სიგარეტიც მოქმედებს... ჩემი მეტყველებს პედაგოგები იყვნენ ციცინო კობიაშვილი, ზინა კვერენჩხილაძე და მესამე კურსზე მხატვრულ კითხვას - მურმან ჯინორია მასწავლიდა.

დედასთან ერთად

- თავისუფალ დროს რის კეთება გიყვართ?

- თავისუფალი დრო ნაკლებად მქონდა და მაქვს. სულ რაღაც საქმეს ვაკეთებ. ალბათ აქ, ჩემთან დედოფლისწყაროში მშობლებთან მიყვარს ყოფნა, ახლაც აქ ვარ. ბავშვობიდან მტრედები მიყვარდა და მტრედები ისევ მყავს, მსიამოვნებს მათი ღუღუნი...

- ეკრანული შვილების გაზრდაში შეიძლება ითქვას, რომ წვლილი თქვენც მიგიძღვით. ქეთა ორბელაძე 4 წლის ასაკში გაიცანით და ახლა უკვე სკოლა დაამთავრა და აბიტურიენტია...

- კი, მე და ანას წვლილი მართლაც მიგვიძღვის, ჩვენთან დიდ დროს ატარებდნენ. ქეთა უკვე სერიალის მსახიობი იყო, სკოლაში რომ პირველად შევიდა. ანამ ბევრი იმუშავა ჯგუფთან ერთად, ტექსტთან მუშაობაზე ამეცადინებდა. დიდი შრომა მიუძღვის მათ სერიალში ფეხის ადგმაში. ეს ბავშვები არაჩვეულებრივები არიან. გიორგი (ჯეკო) უცბად გამორჩეულად კარგი ახალგაზრდა კაცი დადგა. ორივე ძალიან მიყვარს. თითოეული ჩემი ნაწილია, სულ მინდა ვაქო, ვეფერო. მათზე სულ ვღელავ და მათი ამბები მაინტერესებს. ორივეს წინსვლას ვუსურვებ.

- თქვენს შვილებზეც მოგვიყევით. ვიცი, რომ ბიჭმაც სკოლა წელს დაამთავრა. სოციალურ ქსელში შვილების წარმატებაზე წერთ ხოლმე...

- კი, მართლა კარგები არიან. კესუნა უკვე დიდია, 25 წლის არის. კარგი შვილია და საკმაოდ ჭკვიანი, რაც ძალიან მიხარია. სკოლა მედალზე დაამთავრა, მერე ჯიპაში საერთაშორისო სამართალზე ჩააბარა და წარმატებით დაამთავრა. მაგისტრატურა საჯარო მართვაში გაიარა, მაგისტრატურის ბოლო კურსი ევროპაში დაამთავრა, პოლონეთის უნივერსიტეტში. წიგნიერი ადამიანია, მითითება არასდროს არაფერზე სჭირდებოდა. იცოდა, რა უნდოდა, რისკენ მიდიოდა, რომ ამას შრომა უნდოდა. ვასიკოს, ჩემს ბიჭს, მისი სახით კარგი მაგალითი ჰქონდა. ვასიკოს მამაჩემის სახელი ჰქვია. სანდო კაცია, რაღაცნაირი წესიერი, სასიამოვნო, ვარჯიშობს, სწავლობს. ვნახოთ ახლა, რა იქნება, გამოცდები გვაქვს წინ. 12 ივნისს ბანკეტი ჰქონდა. კესოსთან ერთად ბიზნესის ადმინისტრირება აირჩია.

- ე.ი. მსახიობობა არც ერთმა გადაწყვიტა, ხომ?

- არა. ვასიკო ჩვენებს გადაღებული ჰყავთ "დაქალებში". 2 სერიაში ითამაშა, მგონი, მეცხრე სეზონზე. პატარა იყო, ცხოველების ისტორიაში მონაწილეობდა, ქუჩის ძაღლებს რომ უვლიდნენ. მერე, რაღაც დროის შემდეგ ისევ დაუძახეს, უარი მითხრა. არ წამოვიდა. მოკლედ, მსახიობობა არც ერთს არ ნდომებია.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ მათთან?

- მე და კესუნა ერთად გავიზარდეთ. 20 წლის ვიყავი, რომ გაჩნდა. თანატოლებივით ვართ. მასა და ვასიკოს შორის სხვაობა 9 წელია. მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ძმაკაცები ვართ. ჩემში სიმკაცრეები და რაღაც ასეთი არ ახსოვთ. თან ეს მათ არც სჭირდებათ გენეტიკურად ნორმალურები არიან. თუ რაღაც რჩევას მივცემ და მათაც მოუსმენ - ასეთი ურთიერთობა გვაქვს. დიდი ჯაჯგური და ჭიდაობა არასდროს გვქონია.

- ორი დღის წინ „ნიკოლოზის კითხვების“ მორიგი გადაცემის ანონსი დაიდო, სადაც სტუმარი თქვენ ხართ. ანონსში არის ეპიზოდი, სადაც საუბრობთ ცოლთან დაშორებაზე. ეს ეპიზოდი მთელმა ინტერნეტ-პორტალებმა აიტაცეს...

- კი, მეც ვნახე, მაგრამ პრომოსთვის ინტერვიუს ერთ-ერთი ეპიზოდია აღებული. ამასთან, ეს არ არის ახალი ამბავი. ხომ გეუბნებით, ის ეპიზოდი ანონსისთვის არის, თორემ გადაცემაში ბავშვობიდან დაწყებული დღევანდლამდე იმდენ რაღაცაზე ვლაპარაკობთ. მედიის ასეთი გაოცება გამიკვირდა, რადგან ძველი ამბავია. ხომ ნახეთ, ფოტოებიც, ძველია და ადრინდელი. წელიწადზე მეტია, რაც ოჯახიდან წამოსული ვარ. ბევრჯერ ავირიეთ, მაგრამ ახლა საბოლოოდ. მთელმა ქვეყანამ იცის ეს, დედოფლისწყაროში მარტო 36.000 კაცი ცხოვრობს. ერთმანეთს მშვიდობიანად დავცილდით. მერე ხალხი რაღაცებს წერდა, ყველა კომენტარი არ წამიკითხავს... იქვე იმავე პრომოში ვამბობ, "არ მჯეროდა, მსახიობები რომ ამბობდნენ, რასაც ვთამაშობთ, ის გვემართება, მეგონა, იპრანჭებოდნენ"... ოღონდ, ამას ვამბობ ძველ ამბავზე, დაახლოებით 7 წლის წინანდელზე, მაგრამ ანონსი ანონსია...

წაიკითხეთ ასევე: