სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკვე მესამედ მომწამლეს, აშკარად ვერ ვარ ფრთხილი..." - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი მოწამვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
"უკვე მესამედ მომწამლეს, აშკარად ვერ ვარ ფრთხილი..." - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი  მოწამვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნა­ში "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" მე­თა­უ­რი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი მო­წამ­ლეს. მომ­ხდარ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცნო­ბე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს მა­მუ­ლაშ­ვი­ლის თა­ნა­მებ­რძო­ლებ­მა. მათი თქმით, მა­მუ­ლაშ­ვი­ლის ორ­გა­ნიზ­მში აღ­მო­ჩე­ნი­ლია ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი - და­რიშ­ხა­ნი, ვერ­ცხლის­წყა­ლი და კალა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­ურ­მა ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გერ­მა­ნუ­ლი კლი­ნი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან მი­ი­ღო. უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო პრო­კუ­რა­ტუ­რამ და უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­მა გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყეს. რო­გო­რია ახლა ლე­გი­ო­ნის მე­თა­უ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა და რას ფიქ­რობს მომ­ხდარ­ზე? - ამის შე­სა­ხებ მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი თვი­თონ გვი­ამ­ბობს:

- ხელ­წე­რა რუ­სუ­ლია, თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი­და­ნაც არა­ერ­თხელ მო­მიგ­ზავ­ნეს ადა­მი­ა­ნი, ვის შე­სა­ხე­ბაც მქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩემი ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის იყო უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­მო­სუ­ლი.

- რო­დე­საც ასეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებთ, მოგ­ზავ­ნი­ლი მკვლე­ლის შე­სა­ხებ, რო­გორ მოქ­მე­დებთ?

- მე არა­ნა­ირ არ ვმოქ­მე­დებ, ეს უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის საქ­მეა. მე არც კი მა­ინ­ტე­რე­სებს მათი ბედი.

- რო­დის და რა ვი­თა­რე­ბა­ში მო­ი­წამ­ლეთ?

- რო­გორც ექი­მებ­მა მი­თხრეს, ჩემს ორ­გა­ნიზ­მში სა­წამ­ლა­ვი, სა­ვა­რა­უ­დოდ 4-5 თვის წინ მოხ­ვდა. საკ­ვებ­ში იყო რა­ი­მე შე­რე­უ­ლი თუ სას­მელ­ში, ეს აღარ ვიცი.

- საკ­ვე­ბის და სას­მე­ლი წყლის მი­ღე­ბის დროს სიფრ­თხი­ლეს არ იჩენთ?

- უკვე მე­სა­მედ მომ­წამ­ლეს, აშ­კა­რად ვერ ვარ ფრთხი­ლი ან კი ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა კაც­მა, რო­გორ უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს სიფრ­თხი­ლე? ხან რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მი­წევს კვე­ბა და ხან რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში... რო­გორც ჩანს, ადა­მი­ა­ნი ან ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი ჩემ­თან ფი­ზი­კუ­რად ახ­ლოს იყ­ვნენ და ამით ისარ­გებ­ლეს. მე ეჭვი იმ ქარ­თვე­ლებ­ზე უფრო მაქვს, ვინც უკ­რა­ი­ნა­ში ვი­თომ სა­ომ­რად ჩა­მო­დი­ან და "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ რი­გებ­ში ეწე­რე­ბი­ან. მა­გათ უფრო აქვთ ჩემ­თან ახ­ლოს ყოფ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვიდ­რე რუ­სებს....

- პირ­ვე­ლი ორი შემ­თხვე­ვა რო­დის იყო?

- პირ­ვე­ლად 2017 წელს, მა­ში­ნაც და­რიშ­ხა­ნით მომ­წამ­ლეს, მუც­ლის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი, ინ­ტოქ­სი­კა­ცია მქონ­და და ექი­მე­ბი მა­ლე­ვე მიხ­ვდნენ, რა სა­წამ­ლა­ვიც შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვედ­რი­ლი­ყო ჩემს ორ­გა­ნიზ­მში. მე­ო­რე შემ­თხვე­ვა 2018 წელს იყო, მაგ­რამ ვერ გა­არ­კვი­ეს რა ნივ­თი­ე­რე­ბით ვი­ყა­ვი მო­წამ­ლუ­ლი. ამ­ჯე­რად ნაწ­ლა­ვე­ბის ან­თე­ბა და­მე­მარ­თა, რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით მიმ­კურ­ნა­ლეს, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ან­თე­ბა ისევ გან­მე­ორ­და და ექი­მებ­მა ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზე­ბის გა­კე­თე­ბა მირ­ჩი­ეს. ასეთ კვლე­ვებს უკ­რა­ი­ნა­ში არ აკე­თე­ბენ, ანა­ლი­ზე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვაგ­ზავ­ნეთ და გა­ირ­კვა, რომ ისევ და­რიშ­ხა­ნით ვი­ყა­ვი მო­წამ­ლუ­ლი.

- ახლა რო­გო­რია თქვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა?

- ნაწ­ლა­ვე­ბი და ღვიძ­ლი მაქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ არა უშავს, ეს ყვე­ლა­ფე­რი მკურ­ნა­ლო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა, საბ­რძო­ლო გან­წყო­ბას, რუ­სებ­თან ბრძო­ლის გან­წყო­ბა­ზე სულ ვარ, უბ­რა­ლოდ ამ ეტაპ­ზე საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ებ­ში ვერ ვმო­ნა­წი­ლე­ობ, მხო­ლოდ და­გეგ­მა­რე­ბა­ში ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

- რო­გორ აფა­სებთ ახლა უკ­რა­ი­ნის ფრონტზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას?

- ძა­ლი­ან კარ­გია, რომ უკ­რა­ი­ნას ია­რა­ღიც მის­ცეს და რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ტე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბაც. ჩვენ უკვე გვაქვს არ­ტი­ლე­რი­ის ისე­თი სის­ტე­მე­ბი, რომ­ლებ­საც რუ­სულ ლო­ჯის­ტი­კა­ზე აქვთ წვდო­მა. ეს ია­რა­ღი პირ­და­პირ უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი.

- თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით შე­ტე­ვას ისევ რუ­სე­თი ახორ­ცი­ე­ლებს.

- არც ასეა საქ­მე, კი ბა­ტო­ნო, უკ­რა­ი­ნა აქ­ტი­ურ თავ­დაც­ვა­ზეა გა­და­სუ­ლი, მაგ­რამ გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე შემ­ტე­ვი ოპე­რა­ცი­ე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობს. უკე­თე­სის იმე­დი გვაქვს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ამ­ბებს, თუ ადევ­ნებთ თვალს?

- თვალ­საც ვა­დევ­ნებთ და მხარ­საც ვუ­ჭერთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის მებ­რძოლ ახალ­გაზ­რდებს.

- ოპო­ზი­ცი­ურ ველ­ზე, რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას თუ უჭერთ მხარს?

- სამ­წუ­ხა­როდ, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე არ არის ისე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მელ­საც ჩვენ მხარს და­ვუ­ჭერ­დით. იმე­დია, მალე გა­მო­იკ­ვე­თე­ბი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სუფ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან ძვე­ლი, ნო­მენკლა­ტუ­რუ­ლი გად­მო­ნაშ­თე­ბის­გან და ახა­ლი ტი­პის პო­ლი­ტი­კას აწარ­მო­ე­ბენ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"უკვე მესამედ მომწამლეს, აშკარად ვერ ვარ ფრთხილი..." - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი მოწამვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"უკვე მესამედ მომწამლეს, აშკარად ვერ ვარ ფრთხილი..." - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი  მოწამვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლეს. მომხდარზე სოციალურ ქსელში ცნობები გამოაქვეყნეს მამულაშვილის თანამებრძოლებმა. მათი თქმით, მამულაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია ტოქსიკური ნივთიერებები - დარიშხანი, ვერცხლისწყალი და კალა.

როგორც ირკვევა, "ქართული ლეგიონის“ მეთაურმა ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები გერმანული კლინიკის ლაბორატორიიდან მიიღო. უკრაინის სამხედრო პროკურატურამ და უშიშროების სამსახურებმა გამოძიება უკვე დაიწყეს. როგორია ახლა ლეგიონის მეთაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, საბრძოლო განწყობა და რას ფიქრობს მომხდარზე? - ამის შესახებ მამუკა მამულაშვილი თვითონ გვიამბობს:

- ხელწერა რუსულია, თუმცა, საქართველოს სპეცსამსახურებიდანაც არაერთხელ მომიგზავნეს ადამიანი, ვის შესახებაც მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემი ლიკვიდაციისთვის იყო უკრაინაში ჩამოსული.

- როდესაც ასეთ ინფორმაციას იღებთ, მოგზავნილი მკვლელის შესახებ, როგორ მოქმედებთ?

- მე არანაირ არ ვმოქმედებ, ეს უკრაინის უშიშროების სამსახურის საქმეა. მე არც კი მაინტერესებს მათი ბედი.

- როდის და რა ვითარებაში მოიწამლეთ?

- როგორც ექიმებმა მითხრეს, ჩემს ორგანიზმში საწამლავი, სავარაუდოდ 4-5 თვის წინ მოხვდა. საკვებში იყო რაიმე შერეული თუ სასმელში, ეს აღარ ვიცი.

- საკვების და სასმელი წყლის მიღების დროს სიფრთხილეს არ იჩენთ?

- უკვე მესამედ მომწამლეს, აშკარად ვერ ვარ ფრთხილი ან კი ჩემს მდგომარეობაში მყოფმა კაცმა, როგორ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე? ხან რა სიტუაციაში მიწევს კვება და ხან რა სიტუაციაში... როგორც ჩანს, ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ჩემთან ფიზიკურად ახლოს იყვნენ და ამით ისარგებლეს. მე ეჭვი იმ ქართველებზე უფრო მაქვს, ვინც უკრაინაში ვითომ საომრად ჩამოდიან და "ქართული ლეგიონის“ რიგებში ეწერებიან. მაგათ უფრო აქვთ ჩემთან ახლოს ყოფნის შესაძლებლობა, ვიდრე რუსებს....

- პირველი ორი შემთხვევა როდის იყო?

- პირველად 2017 წელს, მაშინაც დარიშხანით მომწამლეს, მუცლის ძლიერი ტკივილი, ინტოქსიკაცია მქონდა და ექიმები მალევე მიხვდნენ, რა საწამლავიც შეიძლება მოხვედრილიყო ჩემს ორგანიზმში. მეორე შემთხვევა 2018 წელს იყო, მაგრამ ვერ გაარკვიეს რა ნივთიერებით ვიყავი მოწამლული. ამჯერად ნაწლავების ანთება დამემართა, რამდენიმე კვირის განმავლობაში ანტიბიოტიკებით მიმკურნალეს, მაგრამ რამდენიმე დღეში ანთება ისევ განმეორდა და ექიმებმა ტოქსიკოლოგიური ანალიზების გაკეთება მირჩიეს. ასეთ კვლევებს უკრაინაში არ აკეთებენ, ანალიზები გერმანიაში გავაგზავნეთ და გაირკვა, რომ ისევ დარიშხანით ვიყავი მოწამლული.

- ახლა როგორია თქვენი მდგომარეობა?

- ნაწლავები და ღვიძლი მაქვს დაზიანებული, მაგრამ არა უშავს, ეს ყველაფერი მკურნალობას ექვემდებარება. რაც შეეხება, საბრძოლო განწყობას, რუსებთან ბრძოლის განწყობაზე სულ ვარ, უბრალოდ ამ ეტაპზე საბრძოლო ოპერაციებში ვერ ვმონაწილეობ, მხოლოდ დაგეგმარებაში ვიღებ მონაწილეობას.

- როგორ აფასებთ ახლა უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებას?

- ძალიან კარგია, რომ უკრაინას იარაღიც მისცეს და რუსეთის ტერიტორიაზე შეტევის განხორციელების უფლებაც. ჩვენ უკვე გვაქვს არტილერიის ისეთი სისტემები, რომლებსაც რუსულ ლოჯისტიკაზე აქვთ წვდომა. ეს იარაღი პირდაპირ უკრაინის საზღვარზეა განლაგებული.

- თუმცა, ჯერჯერობით შეტევას ისევ რუსეთი ახორციელებს.

- არც ასეა საქმე, კი ბატონო, უკრაინა აქტიურ თავდაცვაზეა გადასული, მაგრამ გარკვეულ მონაკვეთებზე შემტევი ოპერაციებიც მიმდინარეობს. უკეთესის იმედი გვაქვს.

- საქართველოში მიმდინარე ამბებს, თუ ადევნებთ თვალს?

- თვალსაც ვადევნებთ და მხარსაც ვუჭერთ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს.

- ოპოზიციურ ველზე, რომელიმე პოლიტიკურ ძალას თუ უჭერთ მხარს?

- სამწუხაროდ, დღეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე არ არის ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენ მხარს დავუჭერდით. იმედია, მალე გამოიკვეთებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც თავისუფლები იქნებიან ძველი, ნომენკლატურული გადმონაშთებისგან და ახალი ტიპის პოლიტიკას აწარმოებენ.

იხილეთ ასევე: