მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ვეტო და­ა­დო "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცვლი­ლე­ბებს, რომ­ლი­თაც ცეს­კოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­რო 2/3-იანი კვო­რუ­მი მცირ­დე­ბა სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ­დე. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

"ცვლი­ლე­ბით უქ­მდე­ბა ცეს­კო­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად პარ­ტი­ებს შო­რის კონ­სენ­სუ­სის სა­ჭი­რო­ე­ბა და მმარ­თველ პარ­ტი­ას უჩ­ნდე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად ერ­თპარ­ტი­უ­ლად მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი.

ასე­ვე, პრე­ზი­დენ­ტმა ხელი მო­ა­წე­რა "ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ კა­ნონ­ში" ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კეტს თუმ­ცა, მი­იჩ­ნევს, რომ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ფა­სა­დუ­რი და ფრაგ­მენ­ტუ­ლია, ვერ პა­სუ­ხობს ევ­რო­კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნებს, ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბი­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნი­სათ­ვის 9 პი­რო­ბი­დან ერთ-ერთს, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს საქ­მი­ა­ნო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის შემ­დგომ ხელ­შე­წყო­ბა­სა და მისი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას.

"ქარ­თულ ქარ­ტი­ა­ში“ ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლია მისი სის­ტე­მუ­რი რე­ფორ­მა: ხელ­მძღვა­ნე­ლის არ­ჩე­ვა პარ­ლა­მენ­ტის მიერ და ბი­უ­როს­თვის სა­გა­მო­ძი­ე­ბო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა.

დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბით, ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნელს ნიშ­ნავს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ასე­ვე ბი­უ­როს ენი­ჭე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის რიგი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მათ შო­რის, ფი­ზი­კუ­რი პი­რის გა­მო­კი­თხვა, მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე და­კი­თხვა; პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის, მათ შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა გა­მო­თხო­ვა, რაც სა­ჭი­რო­ებს კი­დევ უფრო მეტ და­სა­ბუ­თე­ბას, რათა არ მოხ­დეს კა­ნო­ნის შერ­ჩე­ვი­თად გა­მო­ყე­ნე­ბა და ბი­უ­რო არ იქ­ცეს პარ­ტი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­დამ­სჯე­ლო ია­რა­ღად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო "საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ცვლილებით უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება და მმართველ პარტიას უჩნდება შესაძლებლობა პრაქტიკულად ერთპარტიულად მიიღოს გადაწყვეტილებები.

ასევე, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ,,ანტიკორუფციულ კანონში" ცვლილებების პაკეტს თუმცა, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ფასადური და ფრაგმენტულია, ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს, ევროკავშირში გაწევრიანებისა და მოლაპარაკებების გახსნისათვის 9 პირობიდან ერთ-ერთს, რომელიც ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომ ხელშეწყობასა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერებას.

"ქართულ ქარტიაში“ ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით შემოთავაზებულია მისი სისტემური რეფორმა: ხელმძღვანელის არჩევა პარლამენტის მიერ და ბიუროსთვის საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭება.

დღევანდელი მოცემულობით, ბიუროს ხელმძღვანელს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, ასევე ბიუროს ენიჭება სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების რიგი ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებაში, მათ შორის, ფიზიკური პირის გამოკითხვა, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა; პერსონალური ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა გამოთხოვა, რაც საჭიროებს კიდევ უფრო მეტ დასაბუთებას, რათა არ მოხდეს კანონის შერჩევითად გამოყენება და ბიურო არ იქცეს პარტიების წინააღმდეგ სადამსჯელო იარაღად ხელისუფლების ხელში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.